“მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა გამოიყენოს საერთაშორისო პლატფორმები იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”

74
spot_img

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა საერთაშორისო პლატფორმები გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

კალაძის თქმით, საქართველო ყველა მიმართულებით უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს სტატუსი მიენიჭათ.

„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა გამოიყენოს საერთაშორისო პლატფორმები, რომლებიც სხვადასხვა სახით არის წარმოდგენილი. პრემიერ-მინისტრი დადის და აკეთებს განცხადებებს, ჩვენს ევროპულ მომავალზე საუბრობს. ყველამ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. გულწრფელად ვამბობ, თუ ვინმე იმსახურებდა აღნიშნული სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, რადგან ყველანაირი თვალსაზრისით წინ ვართ ყველა იმ ქვეყანაზე, ვისაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭა. დაგვიწესეს 12-პუნქტიანი გეგმა? კი ბატონო, ვასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას.