Home Blog Page 2038

უკრაინელებმა რუსული ძალების 30-მდე შეტევა მოიგერიეს – ომის 467-ე დღე

ომის 467-ე დღეს, უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს.

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე შეტევა 29-ჯერ სცადეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, დარტყმის ქვეშ იყო ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე მიმართულება.

უწყებაში აცხადებენ, რომ კუპიანსკის მიმართულებით, მტერმა ერთი დღის განმავლობაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს მახლობლად. ლიმანის მიმართულებით კი რუსები ბელოგოროვკას მიდამოში წინსვლას შეეცადნენ.

„ბახმუტის რაიონში აგრესორის ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით წინსვლის მცდელობებზე. სამხრეთით მტერი თავს დაესხა ყოფილი ქალაქ მარინკას ნანგრევებს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, სხვა მიმართულებით მოწინააღმდეგის აქტიური შეტევითი მოქმედებები არ დაფიქსირებულა.

“რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“, რომლებიც ირწმუნებიან, რომ რუსი ჯარისკაცები დაატყვევეს, აცხადებენ, რომ ტყვეებს უკრაინას გადასცემენ.

მანამდე, რუს მებრძოლთა აღნიშნულმა ჯგუფებმა ბელგოროდის გუბერნატორთან შეხვედრა მოითხოვეს, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ვიაჩესლავ გლადკოვს „არ ეყო სიმამაცე, თავისი ძვირფასი დრო ტყვეების სიცოცხლეზე გაეცვალა“ და მოლაპარაკებებზე არ მივიდა.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვიტეს დატყვევებული ჯარისკაცები „უკრაინულ მხარეს გაცვლის პროცედურისთვის“ გადასცენ.

ჯგუფი არ აკონკრეტებს, რამდენი ჯარისკაცი ჰყავთ ტყვედ აყვანილი.

,,პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაკლებად არის დამოკიდებული იმაზე ხელისუფლება როგორ მუშაობს და ოპოზიცია როგორ მავნებლობს”- სუბარი

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – 12 რეკომენდაცია იქნება შესრულებული და შესრულებული იქნება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრმა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საკუთარ მოლოდინებზეც ისაუბრა

„იმედები არის და ეს არის სწორედ იმ დიდი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ეწევა პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო გუნდი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი გუნდი. მეორე მხრივ, ჩვენი ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს ეს პროცესი. თუმცა, ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაკლებად არის დამოკიდებული იმაზე ხელისუფლება როგორ მუშაობს და ოპოზიცია როგორ მავნებლობს. მაგალითად, რამდენად მზად არის დღეს ევროკავშირი გაფართოებისთვის, რამდენად მზად არის გადმოაბიჯოს შავ ზღვას, თურქეთს, რომელიც 1999 წლიდან არის კანდიდატი და თქვას, რომ მზად ვართ საქართველოს ინტეგრაციაზე“, – განაცხადა სუბარმა.

„დღეს გადარჩენის გზა არის ეს, რომ გადაიხუროს გელათი ერთიანი გადახურვის ქვეშ”- არქიმანდრიტი კირიონი

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა კირიონმა ისაუბრა, მომავალში თუ რა სამუშოებია განსახორციელებელი კომპლექსის რეაბილიტაციისთვის. „დღეს გადარჩენის გზა არის ეს, რომ გადაიხუროს გელათი ერთიანი გადახურვის ქვეშ, აიხსნას ტაძრის მკლავებიდან მოჭიქული კრამიტი, ამოვიდეს კირ-დუღაბის მასა და ტაძრის სტრუქტურამ დაიწყოს შრობა და სუნთქვა. ჩვენმა სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ამას დაახლოებით, 3-დან 5 წლამდე დასჭირდება“, – განაცხადა არქიმანდრიტი კირიონმა. საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესის მართვა გადაიბარა. გაჩნდა ერთიანი ხედვა, ჩამოყალიბდა გელათის მართვის დროებითი კომიტეტი. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო მსოფლიოში აღიარებული უცხოელი სპეციალისტებით, ხოლო ადგილობრივი სამეცნიერო საბჭო კულტურული მემკვიდრეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებითაა დაკომპლექტებული. იუნესკოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ძეგლის შენარჩუნება – ეს კომიტეტის მთავარი მიზანია.

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის წესრიგში დგება დიდი ხნის გადაუჭრელი პრობლემა, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჯანმრთელობას, ან ვინმესთან ურთიერთობის საკითხებს, ან წინააღმდეგობებს და შიშებს, რომელიც თან სდევს თქვენს ცხოვრებას. მშვიდად ყოფნით, ყველა საკითხს დაალაგებთ.

კურო

შეეცადეთ, სიტუაციებსა და, ზოგადად, ადამიანებს შეხედოთ, არა თქვენი ემოციური შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, არამედ, საღი ობიექტური ხედვით და ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული.

ტყუპები

შესაძლოა, თქვენში გაიღვიძოს ავანტიურისტმა, ან გაგიჩნდეთ სურვილი, შეისწავლოთ რაიმე ახალი. გადახედეთ თქვენს საქმიანობას და ეცადეთ, განვითარდეთ პროფესიონალური კუთხით, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

კირჩხიბი

თუ მშიშარა და პესიმისტი არ ხართ და შეეცდებით, სამართლიანად დააბალანსოთ ურთიერთობები, შედეგი აუცილებლად გაგახარებთ. იმოქმედეთ გონივრულად, მოუჭერით გზა ოპონენტებს და მოწინააღმდეგეებს.

ლომი

დღეს, თქვენი რომელიმე სურვილი აუცილებლად ახდება. თქვენი ქმედებები განაპირობებს, თუ როგორ განვითარდება პირადი თუ პროფესიული ურთიერთობები.

ქალწული

მოსალოდნელია მცირედი გაუგებრობები ოჯახში, ან საქმიან სფეროში, რთული იქნება მტყუან-მართლის გარჩევა, მაგრამ პრობლემას ნუ გაექცევით, სჯობს, ის დროულად გადაჭრათ.

სასწორი

სასურველია, გათავისუფლდეთ ყოველგვარი ძველი და უსარგებლოსგან, იქნება ეს სამსახურებრივი თუ პირადი ცხოვრების თემა. შეეცადეთ, მოდუნდეთ და მეტად დაისვენოთ.

მორიელი

გაერკვიეთ, ეცადეთ, ჩასწვდეთ თქვენი სულის სიღრმეებს, გააცნობიერეთ მიმდინარე მოვლენების არსი და სწორად მოახდინეთ ძალების კონცენტრაცია, ეს საშუალებას მოგცემთ, დიდი ზეგავლენა მოახდინოთ სხვებზე და შეიძინოთ ერთგული თანამოაზრეები.

მშვილდოსანი

დღეს, მეტი დიპლომატია, მოქნილობა და სიტუაციური ლავირება დაგჭირდებათ. მიზანდასახულობა და გონიერება დაგეხმარებათ, იპოვოთ საუკეთესო გზა და სწორი პასუხები თქვენს კითხვებზე.

თხის რქა

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ნუ ელოდებით, რომ ყველაფერი თქვენი სცენარით განვითარება. იქნება სირთულეებიც, მაგრამ კარგი გაკვეთილები აუცილებლად დაგეხმარებათ სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევაში.

მერწყული

მიმდინარე მოვლენები რადიკალურად შეცვლის თქვენს აზროვნებასა და გეგმების მიმართულებას, მაგრამ კონკრეტული სიტუაციის გამოსასწორებლად გამოჩნდება ახალი შესაძლებლობებიც.

თევზები

დღეს, შესაძლოა, გაიგოთ სიმართლე თქვენგან დაფარული სიტუაციის შესახებ, შედეგად, მოგიწევთ მიიღოთ შესაბამისი ზომები. ეცადეთ, გამოიყენოთ მოულოდნელობის ეფექტი.

საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება – ზურაბ პოლოლიკაშვილი

საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება, რომლის მოსწავლეებიც ესპანეთის დედაქალაქში ვარჯიშს შეძლებენ. ამის შესახებ მედიასთან გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

„ახლა ვაპირებთ საქართველოში „ატლეტიკოს“ აკადემიის გახსნას. 10 ბავშვი ყოველ წელს შეძლებს წამოვიდეს მადრიდში, აქ იცხოვროს, აქ ითამაშოს. ძალიან დიდი პროექტია. ახლა ხდება ეს. გუშინ-გუშინწინ გვქონდა ბოლო მოლაპარაკება. ძალიან სერიოზული პროექტია. ვფიქრობ, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში ქართველ ბავშვებს ძალიან მაგარი შანსი ექნებათ“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილი.

,,ჩვენ ეს ადამიანები, ტერიტორიები, უნდა დავიბრუნოთ მშვიდობიანი გზით” – მდინარაძე

განვითარებით, მშვიდობით, ევროპულობით უნდა გავხდეთ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე უნდა გავმთლიანდეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

მან ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობასა და ამავე დროს ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

„შანტაჟი გვახსოვს ბიძინა ივანიშვილზეც, მისი პოლიტიკაში დაბრუნებისა და ქვეყნის ომში ჩართვის მოთხოვნით. ჩვენ პირდაპირი მოწოდებები გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული პირებისგან, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას. ბოლოს საითაც არ უნდა ვიაროთ, რა ლოგიკაც არ უნდა განვავითაროთ, რაც უნდა მოვყვეთ ან ვერ მოვყვეთ, მაინც იქით მივდივართ – საქართველოს მადლობას ეტყვიან მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ის ჩაერთვება ომში და გაწირავს თავს გლობალური მიზნებისთვის.

 დიდმა ქვეყნებმა შეიძლება იბრძოლონ და შესაძლოა, დიდი მსხვერპლი გაიღონ, მაგრამ ფიზიკურად მაინც გადარჩნენ და ამ დიდ საოკუპაციო ომში, დიახ, უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ნატოს გაფართოების, ერთად ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიმდინარეობს, საქართველო ვერ, არ ჩაერთვება, რადგან გარდა ადამიანური მსხვერპლისა, შესაძლოა ქვეყნის ფიზიკური განადგურების საფრთხე იყო. ჩვენ ამას არ და ვერ გავრისკავთ და ეს მშვიდობა არის ძნელად გადასატანი, რადგან ომის გარდა, ზუსტად ვიცით, არაფერს დაგვიფასებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი.

„სირთულეც ამაში მდგომარეობს, რომ შენ გაკისრია მისია – ამ გლობალურ კონტექსტში ფიზიკურად გადარჩე და რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის წარმოების პარალელურად, მეორე ნაწილი არ გახდე და ომში არ ჩაგითრიონ. ამავდროულად უზრუნველყო, რომ გზა იყოს ევროპული, რაც არ უნდა სპეკულაციური მესიჯები, შანტაჟი, პროვოკაციები იყოს, ევროპის გზაზე იარო. ამავდროულად, ეს გზა თავსებადი გახადო მთავარ მიზანთან, რომელსაც ჰქვია ტერიტორიების დეოკუპაცია. მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ ეს ხალხი და ტერიტორიები. ჩვენი მესიჯი, რაც უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს ერთი ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ, რომ არასდროს საქართველო არ იფიქრებს მათ დაბრუნებას ომით. არასდროს! ამ სიტყვას არასდროს უნდა გადავიდეთ. უნდა ვიფიქროთ, რომ განვითარებით, მშვიდობით, ევროპულობით უნდა გავხდეთ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ეს ადამიანები, ტერიტორიები, უნდა დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე უნდა გავმთლიანდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სანდრო ბაზაძემ „ორლეანსის“ გუნდში ბოლად აპიტთან, ჟან ფილიპ პატრისსა და სებასტიან პატრისთან ერთად იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ,,კლამარი“ გავიდა.

ტურნირში 12 ფრანგული გუნდი ასპარეზობდა.

“იმ ცილისწამების ავტორები, თითქოს კადიროვის ბანდის წევრები საქართველოში სამხედრო ბანაკებს აწყობენ, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები არიან”- ხაინდრავა

30 ვერცხლია მათი ფასი მათი პატრონებისაც, – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე წერს.

„კადიროვის ბანდის წევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სამხედრო ბანაკებს აწყობენ!”
ამ ცილისწამების ავტორები და გამავრცელებლები არიან სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები!
30 ვერცხლია მათი ფასი მათი პატრონებისაც!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

სახაჭაპურე „რეტროში“ მომხდარი ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სახაჭაპურე „რეტროს“ ყოფილი მენეჯერი მარია ზოიძე Facebook-ზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.

ზოიძე წერს, რომ თავად რეტრო ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.

„პოსტს ვწერ ძალიან აღელვებული, გაბრაზებული, თუმცა სრულიად რაციონალური გონებით.

მინდა ჩემი და იმ ადამიანების გამოცდილება მოგიყვეთ, რომელთაც ერთი სამუშაო სივრცე, რესტორანი რეტრო, გვაერთიანებდა. ვფიქრობ, რომ არ უნდა დავაყოვნო და ყველაფერი მოვყვე. გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ ისტორია.

მე, პირადად, რესტორან „რეტროში“ მენეჯერის პოზიცია მეკავა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევამდეც არ სუფევდა რესტორანში სამართლიანობა და ადამიანური მოპყრობა, მაგრამ მთავარი მაშინ დაიწყო, როცა რუსების შემოდინებიდან მალევე, მოიყვანეს რუსი მიმტანები, რუსი დიზაინერები და რუსი ფსევდო PR-ები, რომლებმაც არც ქართული იცოდნენ, არც ინგლისური და გვიქმნიდნენ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს. მათი აყვანიდან მალევე დაიწყო ამ ხალხის უპირატესად წარმოჩენა და გამუდმებით ჩვენი დაკნინება (გამომდინარე მფლობელის პრორუსული დამოკიდებულებიდან).

ამ სიტუაციაში რამდენიმე თვე მომიწია მუშაობა, თუმცა მთავარი მაშინ დაიწყო, როდესაც რეტროს მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ პიკის საათებში, როდესაც უამრავი სტუმარი იყო რესტორნის შუა დარბაზში, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით „შემამკო“. თავი დამცირებულად ვიგრძენი და სამსახური მაშინვე დავტოვე.

გუშინ კი ბევრად უარესი რამ მოხდა. რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელიით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ სადაც საჭიროა.

საშინელი შიშის შეგრძნება მაწუხებს. ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც რესტორნის მფლობელი ხელით ეხება თანამშრომლებს. ძალიან ბევრი რამის თქმა არის შესაძლებელი ამ ამბით მათზე და ასევე სხვებზეც.

მთელი ქვეყანა, რომ რუსეთის ჯიბის რესტორნად იქცა, ფაქტია. ჩვენ კი, მათ პირად მოსამსახურეებად. ამ ერთი ამბიდანაც კი მარტივად შეგიძლიათ დაასკვნათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების რეალისტურობა. კაცი, რომელიც არის გავლენიანი, პრივილეგირებული რომელსაც გუშინ ხელით შეეხო და ჰგონია, რომ როგორც აქამდე, ახლაც მარტივად გაუვა თავისი გავლენების გამო.

გთხოვთ რითიც შეძლებთ დაგვეხმაროთ და გავაგებინოთ ადამიანებს რა ხდება ყველაზე პოპულარულ რეტროში. სცემა გუშინ ადამიანი რესტორნის მფლობელმა სცემა მიმტანი“, – წერს მარია ზოიძე.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

,,ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის”- პაპუაშვილი

ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ბრძოლა ამ ჯგუფის – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ დააბრუნონ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ ხდება საბაბების მოძიება და ამ საბაბად ძირითადად გამოყენებულია ევროკავშირის თემა და რუსეთის საკითხი, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან პრემიერ-მინისტრის ნატოს შესახებ კომენტარის ინტერპრეტაციაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოზე იქმნება გარკვეული ყალბი აღქმები, რომლებსაც ფაქტები უნდა დაუპირისპირდეს. „ეს ზუსტად რომ სასკოლო მაგალითია იმისა თუ როგორ ხდება საქართველოზე ყალბი აღქმების შექმნა და როგორ ხდება შემდეგ ამ აღქმებით გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ მიყვანა ამა თუ იმ ინსტიტუციის, პოლიტიკოსისა თუ სახელმწიფოსი. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ აღქმებს უნდა დავუპირისპიროთ ფაქტები. ფაქტები საბოლოო ჯამში იმარჯვებს, თუმცა ეს ყალბი და მანიპულაციური კამპანიები თავის ნალექს ტოვებს“, – მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე. ბრატისლავის უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მიზეზებზე ისაუბრა და ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა დაასახელა. მის ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნატოს გაფართოების პერსპექტივაა, მსოფლიო ლიდერები მუდმივად საუბრობენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი „ტურისტი“ დაიღუპა (ფოტოები)

ოკუპირებულ აფხაზეთში, იუფშარის კანიონში კლდის ჩამოშლისას რუსი „ტურისტი“ დაიღუპა, – ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება. განცხადებაში აღნიშნულია, კლდის ჩამოშლისას ქვები იმ ავტომობილს დაეცა, რომელშიც რუსი იმყოფებოდა. შემთხვევისას დაშავდა კიდევ ერთი რუსი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

 

,,ერთიანი ძალებით „რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს უნდა შევებრძოლოთ“- ირაკლი ნადირაძე

ნიკა გვარამიას გზავნილი არის ძალიან ზუსტი, ახლა არ არის დაპირისპირების დრო, პირიქით, რუსი ოლიგარქის ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პროდასავლური ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ერთიანი ძალებით „რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს უნდა შეებრძოლონ“.

„ნიკა გვარამიას გზავნილი არის ძალიან სწორი და ზუსტი, მაშინ, როდესაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილის სახით, ფაქტობრივად, შენ კრემლის ფილიალს საქართველოში ებრძვი. ახლა დაყოფის, დაპირისპირების, წარსული კომპლექსების დრო არ არის, ყველა პროდასავლური ოპოზიცია უნდა გავერთიანდეთ და ერთად რუს ოლიგარქ ივანიშვილს უნდა შევებრძოლოთ, რომ ის სინერგია შევქმნათ, რომელიც მისი ავტოკრატიული რეჟიმის დასამარცხებლად საჭირო იქნება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.