Home Blog Page 2038

ჯო ბაიდენი კოლორადოში, აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე დაეცა [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე დაეცა.

ამის შესახებ BBC  წერს.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იდგა, რათა 192 კურსდამთავრებულისთვის ხელი ჩამოერთმია. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ბაიდენი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

თეთრი სახლის პრეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ბაიდენი სცენაზე გადასვლისას ქვიშის ტომარას დაეჯახა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ აშშ-ის ამომრჩეველთა უმრავლესობა შეშფოთებულია ბაიდენის ასაკით, რადგან თუ ის გაიმარჯვებს, მეორე ვადის დასაწყისში 82 წლის იქნება.

“უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს წევრის სტატუსისგან” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან. მისივე თქმით, მომავალში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს ევროპელი წევრების სტატუსისგან.

„ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, საქმე არ არის წევრობაზე. ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, როგორ შეგვიძლია, როგორც ინდივიდებმა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, – განაცხადა შოლცმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, უსაფრთხოების გარანტიები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ უზრუნველყოს უკრაინის ის უსაფრთხოება, რომელიც მტრისგან თავის დასაცავად სჭირდება.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს წევრებს უკრაინის შესახებ  მკაფიო  გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

,,ისინი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან”- ჩიბურდანიძე ოპოზიციაზე

„რა იქნება სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ოპოზიციის შემდეგი ქმედება, არ ვიცით, თუმცა ალბათ ხვდებიან, რომ ბოლო ორდღიანმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა სამიტებმა ცხადყო ერთი რამ – თავად ევროპამ აღიარა, რომ საქართველო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოპოზიციას არ მოეწონება ევროპიდან წამოსული ეს პოზიტიური გზავნილები და მათგან ახალი პოლიტიკური ოინები მოსალოდნელია.

„ჯერ კიდევ ადრეა დასკვნების გამოტანა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა დადებითი მოლოდინები კიდევ უფრო გაამყარა გუშინ და დღეს ევროპიდან წამოსულმა პოზიტიურმა გზავნილებმა. ისიც გაურკვეველია, თუ რა პოზიციას აირჩევენ საბოლოოდ ოპოზიციის მხარდამჭერი ევროპელი პოლიტიკოსები, მაგრამ ისინი ხვდებიან, რომ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მათი ქმედება ფუჭია. საქართველოს ხელისუფლებამ მათ პოლიტიკური ბრძოლა მოუგო.

ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ მოეწონებოდა პოზიტიური გზავნილები ევროპიდან, რადგან სტატუსის მონიჭების შემთხვევაში ისინი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან და მოახლოებული არჩევნებიც პირწმინდად წაგებული აქვთ. ამიტომ მათი მხრიდან კიდევ ბევრ პოლიტიკურ ოინებს უნდა ველოდოთ.

რა იქნება სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ოპოზიციის შემდეგი ქმედება, არ ვიცით, თუმცა ალბათ ხვდებიან, რომ ბოლო ორდღიანმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა სამიტებმა ცხადყო ერთი რამ – თავად ევროპამ აღიარა, რომ საქართველო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის ფონზე ოპოზიცია ვეღარ შეძლებს ისე წარმატებით იმუშაოს სტატუსის მონიჭების წინააღმდეგ, როგორც მუშაობდნენ აქამდე. თუმცა, საკუთარი ქვეყნის მტრობისთვის ფანტაზიები ეყოფათ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უპასუხა

ირაკლი ღარიბაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უპასუხა, რომელმაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველო და ბელარუსში ერთ კონტექსტში ახსენა. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ხშირად უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებთან.

„მე ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ათასობით ადამიანი იღუპება ყოველდღე, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყველანი ზარალდებიან აი ამ ბრუტალური, სასტიკი ომით. ერთი რამე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას – მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება.

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს გარკვეული სპეკულაციების საშუალება მივცე. დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად, ზელენსკისა და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი ეს არის ჩემი კომენტარი“, – განაცხადა პრემიერმა.

“შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით”-პრეზიდენტი სააკაშვილზე

სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი  პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს ფრანგულ მედიასთან, LCI-სთან ინტერვიუში და ამბობს:

უპირველეს ყოვლისა მე არ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, რადგან მე პრინციპულად არ ვპასუხობ კითხვებს შეწყალების უფლების შესახებ. მე ვიღებ უამრავ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შეწყალებაზე, ზოგიერთი მათგანი ცნობილია, ზოგიერთი არა და მე თუ დავიწყებ იმის ახსნას, რა მიზეზით ვაკეთებ ან არ ვაკეთებ ამას, მაშინ შევალთ იმაში, რაც აღარ იქნება დისკრეციული უფლებამოსილება. ახსნის გარეშე, მე შემიძლია ვთქვა, რომ შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით, რომელთა გამოც მე მისი განხორციელება არ შემიძლია.

სამაგიეროდ, მე ვიზიარებ აზრს, რომ პრეზიდენტი რომელიც ციხეშია, რომელმაც ჩაიდინა დანაშაულები, ის არაა უდანაშაულო, რომ ამ პრეზიდენტს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ყოფილ პრეზიდენტს და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს მოფრთხილების საგანი. არის სხვადასხვა შეთავაზება, რომ ჩამოვიდეს უცხოელი ექიმების ჯგუფი, ვისაც შეუძლიათ ჩამოსვლა – ეს ის საკითხია, რომელიც მე განვიხილე ხელისუფლებასთან, ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი იქნება, რათა გაიფანტოს ყველა ის ეჭვი, რაც შეიძლება არსებობდეს იმაზე, რომ მას მიზანმიმართულად არასათანადოდ ეპყრობიან. საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი რაც საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ, უპირველეს ყოვლისა, რომ რამე დაემართოს პრეზიდენტს ციხეში, პრეზიდენტი ციხეში ეს მთელ მსოფლიოში ძალიან ხშირია, მაგრამ აუცილებელია, მას სწორად მოვექცეთ.

შემაშფოთებელია, რომ ამხელა წონა დაკარგა, მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა დრამატიზება სხვა ზომების და კიდევ ერთხელ, მე პირველი ვარ ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა ყველა ზომა მივიღოთ, რათა არაფერი მოხდეს”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად”- ქადაგიძე (ვიდეო)

„აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად და გვესაუბრებოდა ტურისტულ სარგებელსა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე“, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ რუს ტურისტთან ერთად, რუსული დროშის გვერდით ქართული დროშის მყინვარწვერზე აღმართვას.

ქადაგიძე სვამს კითხვას, რატომ გამოფინა იმდროინდელმა პრეზიდენტმა ქართული დროშა ოკუპანტი ქვეყნის დროშასთან ერთად 2013 წელს. „

ვიდეოც ყოფილა, ეს ბოგანო როგორ დაწანწალებს რუს ტურისტებთან ერთად… რა მაზალო რამეა ეს არქივი არა? აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად და გვესაუბრებოდა ტურისტულ სარგებელსა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე… მაშინ არ იყო ოკუპაცია და კრემლს სხვა მთავრობა მართავდა თუ მაშინ სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იყო? ააა, მაშინ სხვა რამეებს გავალებდნენ თქვენი პატრონები და იმიტომაც ჭიკჭიკებდით განსხვავებულად!“ – წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.

უკრაინამ ზურაბ წერეთელი დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანა (ფოტო)

უკრაინას დასასანქცირებელ პირთა სიაში ჰყავს ქართველი მილიონერი, მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი. საფუძველი რუსული აგრესიის მხარდაჭერაა:

მან მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით.

ავრცელებს ნარატივებს კრემლის პროპაგანდის შესაბამისად რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად.
ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”, – ვკითხულობთ ვებგვერდზე, სადაც დასასანქცირებელ პირთა სიაა. მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი. 

“მან მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით.

ავრცელებს ნარატივებს კრემლის პროპაგანდის შესაბამისად რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად.
ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”, – ვკითხულობთ ვებგვერდზე, სადაც დასასანქცირებელ პირთა სიაა. მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი. 

“ტრამპი აღიარებს, რომ საიდუმლო დოკუმენტს ინახავს” – CNN

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურმა პროკურორებმა მოიპოვეს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აუდიოჩანაწერი, სადაც საუბრობს საიდუმლო დოკუმენტზე ირანზე შესაძლო თავდასხმის შესახებ. ამის შესახებ CNN-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა.

ჩანაწერის მიხედვით, ტრამპმა საპრეზიდენტო თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დოკუმენტი თეთრი სახლიდან წაიღო.

არხის წყაროების თქმით, აუდიოჩანაწერი გაკეთდა 2021 წლის ივლისში ნიუ-ჯერსიში ტრამპის გოლფ კლუბში გამართულ შეხვედრაზე, მისი თანამდებობის დატოვების შემდეგ დაახლოებით ექვს თვეში.

შემდეგ ტრამპი სავარაუდოდ შეხვდა ორ ადამიანს, რომლებიც მუშაობდნენ ტრამპის შტაბის ყოფილი უფროსის მარკ მიდოუს ავტობიოგრაფიაზე. ამ ადამიანებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდათ.

ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ დოკუმენტი აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსებისგან, გენერალ მარკ მილისგან მიიღო, თუმცა CNN-ის წყაროებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტი, რომელსაც ტრამპი გულისხმობს, არ იყო მომზადებული მილის მიერ.

ტრამპის სპიკერმა თქვა, რომ „გაჟონვა“ გამიზნული იყო ყოფილ პრეზიდენტთან „დაძაბულობის მუხტის შესაქმნელად“.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ჩანაწერი ძირს უთხრის ტრამპის არგუმენტს, რომელმაც განაცხადა, რომ მან ყველა დოკუმენტი გაასაიდუმლოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 8 აგვისტოს ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკისას FBI-მ 11000-ზე მეტი სამთავრობო დოკუმენტი და ფოტო მასალა ამოიღო.

,,ლაჩარმა სააკაშვილმა იალბუზზე რუსული დროშა ააფრიალა”- გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აზიარებს „არქივი“-ს ვიდეოდან ნაწყვეტს და აღნიშნავს, რომ „ეს ვიდეო 2013 წელსაა გადაღებული. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლაჩარმა სააკაშვილმა იალბუზზე რუსული დროშა ააფრიალა.“

როგორც აბაშიძე წერს, სიმბოლური იყო, რომ „ვარდების რევოლუციის“ 10 წლისთავზე „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპანტის დროშით იწონებდა თავს, რაც ნაცსექტის ბუნებრივი მდგომარეობაა.

„ეს ვიდეო 2013 წელსაა გადაღებული. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლაჩარმა სააკაშვილმა იალბუზზე რუსული დროშა ააფრიალა. სიმბოლური იყო, რომ „ვარდების რევოლუციის“ 10 წლისთავზე ღალატის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპანტის დროშით იწონებდა თავს. ეს ნაცსექტის ბუნებრივი მდგომარეობაა“, – წერს გია აბაშიძე.

“ეს არის გამიზნულად გაკეთებული – ერთგვარი შურისძიება” – ირაკლი ქადაგიშვილი ზელენსკის განცხადებაზე

განცხადება არის გამიზნულად გაკეთებული, ერთგვარი შურისძიება – მიზანია, რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს და გამწვავდეს შიდა ვითარება, რომ საქართველო ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთთან ურთიერთობაში , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით,ზელენსკის ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში იქნებოდა აქტიური, ხოლო როცა ვერ დაინახა, “დემარშები განახორციელა”.

“ზელენსკის ჰქონდა თავიდანვე არასწორი წარმოდგენა და ხედვა და დარწმუნებულო ვარ, ეს განპირობებული იყო სააკაშვილის და იქ სხვა ქართველების, თუ ძალების რწმუნებით, რომ საქართველო თუ მოხდებოდა საომარი მოქმედებები, აუცილებლად იქნებოდა აქტიური ამ პროცესში. როცა მან ეს ვერ დაინახა და გასაგებია, რომ ვერ და არ იქნებოდა ესე, მან „დემარშები“ განახორციელა. ახლაც მე მგონია, რომ სწორედ ამ დემარშის გაგრძელებასთან გვაქვს საქმე. ალბათ, მძიმე შეფასება შეიძლება ჩვენი მხრიდან ამას მიეცეს, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენ მაინც ანგარიშს ვუწევთ უკრაინელებს იმ მძიმე ომის გამო, რომელშიც არიან. ეს არის გამიზნულად გაკეთებული განცხადება, ერთგვარი შურისძიება არის ამ მიზეზებიდან გამომდინარე და სწორედ რომ დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია როცა კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი ახლოვდება, ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელი იქნებოდა, ეს არის და ეს მიზანი აქვს ამ განცხადებას ან მეორე მხრივ ის, რომ საქართველომ უარი თქვას თავის პოლიტიკაზე და ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთის ფედერაციასთან.

მიზანი ერთი არის ის, რომ უნდა რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიცემის წინ და მეორე რამენაირად გაამწვავოს შიდა ვითარება ასეთი განცხადებების ფონზე, რომ საქართველო ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთთან ურთიერთობაში”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“.

„ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინამ Georgian Airways და გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა

უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი ხელმძღვანელები, თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.

ინფორმაციას უკრაინული მედია  ავრცელებს

მათთან ერთად დასასანქცირებელთა სიაში მოხვდა პუტინისტი ვალერი კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანია Aero Handling Georgia, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს მომსახურებას უწევს.

თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, Georgian Airways იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.

 

https://sanctions.nazk.gov.ua/sanction-company/10035/?fbclid=IwAR3k9Qi–P_riAUE5o2GElUlEfwyE8mZgQIgAOO3wLJ4YkfVDp6NBi6wjoo

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა

დიაბეტის  მართვის სახელმწიფო პროგრამაში,  შაქრიანი დიაბეტით დაავადებული  ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში,  მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

გაიზარდა სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა – ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი.

1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას ერთდროულად შეძლებენ, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, პაციენტებს 11 სხვადასხვა დაწესებულება გაუწევს.

ცვლილებების შედეგად, ინსულინი, ტესტის ჩხირები და სისხლის ასაღები ნემსები  3 – თვიანი მარაგის ოდენობით გაიცემა.

დაკორექტირდა გაცემის თარიღიც – ბენეფიციარები შეძლებენ მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე მიიღონ.

დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და  ბენეფიციარებისთვის უფასოა.