ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურმა პროკურორებმა მოიპოვეს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აუდიოჩანაწერი, სადაც საუბრობს საიდუმლო დოკუმენტზე ირანზე შესაძლო თავდასხმის შესახებ. ამის შესახებ CNN-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა.
ჩანაწერის მიხედვით, ტრამპმა საპრეზიდენტო თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დოკუმენტი თეთრი სახლიდან წაიღო.
არხის წყაროების თქმით, აუდიოჩანაწერი გაკეთდა 2021 წლის ივლისში ნიუ-ჯერსიში ტრამპის გოლფ კლუბში გამართულ შეხვედრაზე, მისი თანამდებობის დატოვების შემდეგ დაახლოებით ექვს თვეში.
შემდეგ ტრამპი სავარაუდოდ შეხვდა ორ ადამიანს, რომლებიც მუშაობდნენ ტრამპის შტაბის ყოფილი უფროსის მარკ მიდოუს ავტობიოგრაფიაზე. ამ ადამიანებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდათ.
ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ დოკუმენტი აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსებისგან, გენერალ მარკ მილისგან მიიღო, თუმცა CNN-ის წყაროებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტი, რომელსაც ტრამპი გულისხმობს, არ იყო მომზადებული მილის მიერ.
ტრამპის სპიკერმა თქვა, რომ „გაჟონვა“ გამიზნული იყო ყოფილ პრეზიდენტთან „დაძაბულობის მუხტის შესაქმნელად“.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ჩანაწერი ძირს უთხრის ტრამპის არგუმენტს, რომელმაც განაცხადა, რომ მან ყველა დოკუმენტი გაასაიდუმლოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი თანამდებობა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 8 აგვისტოს ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკისას FBI-მ 11000-ზე მეტი სამთავრობო დოკუმენტი და ფოტო მასალა ამოიღო.