Home Blog Page 2032

“არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია – მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს”-შენდეროვიჩი

არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია, მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს, – წერს სოციალურ ქსელში რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი წერს, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს

“მე არ შემიშვეს საქართველოში. დღესასწაული ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურმა ჯგუფმა. დაიცვეს ჩემგან საქართველო, ყოჩაღ… მე პირველი არ ვარ. არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია, მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ხომ მართალია?

2006 წელს მე, გაჩაღებული ანტირუსული კამპანიისა და დეპორტაციის დროს, ასობით მოსკოველთან ერთად გამოვდიოდი პუშკინის მოედანზე საპროტესტო მიტინგზე ლოზუნგით – მე ქართველი ვარ… როგორც თბილისიდან ჩემი დეპორტაციით ირკვევა, არასაკმარისი ქართველი ვარ. სასაცილოდ გამოვიდა”, – წერს შენდეროვიჩი.

რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს.  ინფორმაციას დოიჩე ველე ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბლოგერის ცნობით, შენდეროვიჩი სასაზღვრო კონტოლის ვერგავლის შემდეგ უკან, ისრაელში გააბრუნეს.

2 ივნისს თბილისში დაგეგმილი იყო ვიქტორ შენდეროვიჩის გამოსვლა – “ერთი შენდეროვიჩის თეატრი”. მწერალი უნდა ჩასულიყო ბათუმშიც.

შენდეროვიჩი თბილისის აეროპორტის სასაზღვრო კონტროლიდან უკან დააბრუნეს ისრაელის რეისით, საიდანაც ის საქართველოში ჩამოფრინდა. არ არის დაზუსტებული, მწერალი საქართველოში რა მიზეზით არ შემოუშვეს.

საქართველოს საელჩომ ათენის ქართულ დიასპორასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა

საქართველოს საელჩომ ათენის ქართულ დიასპორასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა.
საღამოს ესწრებოდნენ ინოვაციური პროექტის „Miyabi – Fashion Creation“ დამფუძნებლები და მონაწილეები საქართველოდან, საბერძნეთიდან და იაპონიიდან.
გაიმართა ქართული STARTUP პროექტების – ქართული ჭაჭის “Pirali” და საფერავის ღვინის ჩაი “Stumari”-ს პრეზენტაცია, სადაც ხაზი გაესვა ქართული ტრადიციული პროდუქტის უნიკალურობას.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეა მუმლაძემ. მიმართვაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს და საბერძნეთის მჭიდრო, პარტნიორულ თანამშრომლობაზე და აღნიშნულში ქართული დიასპორის ჩართულობის მნიშვნელოვან როლზე.
პროექტები წარმოადგინეს „Miyabi-Fashion Creation“-ის დამფუძნებელმა, კინორეჟისორმა და პროდიუსერმა, ირინე ხანგოშვილმა და ამავე პროექტის იაპონელმა თანადამფუძნებელმა მინაკო იამაზაკიმ. სტუმრებს მიესალმა პროექტის ბერძენი თანასპონსორი, UNESCO CLUB PIRAEUS AND ISLANDS-ის პრეზიდენტი იოანის მარონიტისი.
დამსწრე საზოგადოებამ დაათვალიერა ქართველი და ბერძენი დიზაინერების ერთობლივი ნამუშევრები, დააგემოვნა ქართული ჭაჭა “ფირალი” და საფერავის ჩაი, რომელთა პრეზენტაცია პირველად გაიმართა საბერძნეთში.
საღამოს ბოლოს სტუმრებმა ეროვნული კერძები დააგემოვნეს.
მიღების შემდეგ, საელჩოს თანამშრომლებმა, ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, ათენში მცხოვრებმა თანამემამულეებმა და ბერძენმა მეგობრებმა, ეროვნული დღესასწაული ქალაქის ცენტრალურ მოედანზეც აღნიშნეს. ომონიას მოედნის შადრევანი, საქართველოს საელჩოს და ათენის მერიის თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

სმოლენსკის რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს

სმოლენსკის რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს.

ინფორმაციას  რუსული მედია ავრცელებს

სმოლენსკის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო აპარტებით თავდასხმა ღამის სამ საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, თავდასხმას ხანძარი არ მოჰყოლია და ობიექტები კრიტიკულად არ დაზიანებულა. ადგილზე მობილიზებულია ოპერატიული სამსახურები.

რომელი პროდუქტი გაძვირდა და რომელი გაიფდა საქართველოში – „საქსტატის“ სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, პურსა და პურპროდუქტებზე, შაქარზე, ზეთსა და ცხიმზე ფასები შემცირდა.

ამასთან, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფასები წინა თვესთან შედარებით, ხილზე, თევზზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე გაიზარდა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.62 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-5.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (2.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (0.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საფინანსო მომსახურების ქვეჯგუფზე (21.6 პროცენტი)”, – ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“პრემიერმა რუსეთის აგრესიის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად დაასახელა ის, რაც გაცხადებულია და მთელმა მსოფლიომ იცის” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრმა რუსეთის აგრესიის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად დაასახელა ის, რაც გაცხადებულია და მთელმა მსოფლიომ იცის.

„პრემიერს როცა ჰკითხეს, რა არის რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, დაასახელა ერთ-ერთი მიზეზი, რაც ღია, გაცხადებულია და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ნატოში უკრაინის სწრაფვა, ისევე როგორც საქართველოსი, რუსეთისთვის მიუღებელი იყო. ომის დაწყების წინა პერიოდს თუ გადავხედავთ, მათ შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგს, რაც იყო ამერიკას, რუსეთსა და ნატოს შორის ომის დაწყება-არდაწყებაზე, უმთავრესი საკითხი ეს იყო. სწორედ ის ობიექტური მოცემულობა აღნიშნა პრემიერმა, რაც ბრატისლავის სამიტზე ყველა გამომსვლელმა სხვადასხვა სიტყვით გაიმეორა.

ამავდროულად, თუ ვინმეს უნდა კითხვის ისე დასმა, ეს არის თუ არა ლეგიტიმური და გამამართლებელი მიზეზი რუსეთის აგრესიის, რა თქმა უნდა, არა. ამართლებს თუ არა ეს რუსეთს? რა თქმა უნდა, არა. ასეთი მარტივი საკითხი შეგვიძლია, საქართველოში ერთმანეთთან დაპირისპირების მიზეზად ვაქციოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევები ისევ ფიქსირდება” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა საგანგაშო მატება არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჩუტყვავილას შემთხვევების უდიდესი ნაწილი მცირე ასაკის ბავშვებში არის მსუბუქი მიმდინარეობის.

„ამ ეტაპზე ჩუტყვავილას შემთხვევები არის, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი და უჩვეულო მატება, რაც სხვა დროს ქვეყანაში არ ყოფილა. საყურადღებოა ის, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების უდიდესი ნაწილი მცირე ასაკის ბავშვებში არის მსუბუქი მიმდინარეობის, თუმცა, თუ სიმპტომები არის მკაფიოდ გამოხატული, ოჯახის ექიმი აუცილებლად უნდა ჩაერთოს. ჩუტყვავილას ვაქცინაცია არ შედის რუტინული კალენდრის ფორმატში და ბევრი ქვეყანა ისე, როგორც საქართველო ამას არ მიმართავს. ჩუტყვავილას ვაქცინაცია მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, თუ ერთდროულად მოხდება მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია ერთი წლის განმავლობაში, რაც ექსპერტების მოსაზრებით, პრაქტიკაში განხორციელებაში ვერ იქნება. არასრული ვაქცინაცია პირიქით, გაზრდის რისკებს. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის ის, რომ თუ ბავშვს ჩუტყვავილა დაემართა, დარჩეს სახლში და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მოზრდილ ადამიანებში ჩუტყვავილას მდგომარეობა არის უფრო სერიოზული და საყურადღებო. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ზრდასრულ ადამიანს ჩუტყვავილა დაემართა, მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს სწრაფი რეაგირებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, მან წითელაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყანაში წითელას ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.

„წითელას ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა. წითელა არის დაავადება, რომელიც პრაქტიკულად, ელიმინაციას უნდა დაექვემდებაროს. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ბავშვებს, ვისაც არ ჩაუტარებიათ წითელას ვაქცინაცია რაიმე მიზეზის გამო და უწევთ, აუცილებლად მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს და ჩაიტარონ. წითელას ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული ღონისძიება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად მიყვება მის განხორციელებას“, – განაცხადა გაბუნიამ.

“საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც იმსახურებდა და წელს უფრო მეტად იმსახურებს”- რატი იონათამიშვილი

საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც იმსახურებდა და წელს უფრო მეტად იმსახურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყანაში პოლარიზაციის პროცესს დაასრულებს.

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება თუნდაც ამ თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მხრიდან ევროპული პერსპექტივა მოგვეცა, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საკითხით სპეკულაცია დაიწყო. გვახსოვს ისიც, როცა ევროპულ პერსპექტივაზე რადიკალური კამპანიის აგორება სცადეს. საბოლოოდ ცხადია, რომ მათი რადიკალური დღის წესრიგი არასდროს განხორციელდება, მაგრამ საერთო საქმისთვის უკეთესი იქნება, რომ რაც უფრო ნაკლებია პოლარიზაციის ხარისხი, ჯანსაღი დისკუსიისთვის მით მეტი სივრცე დარჩება. საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც იმსახურებდა და წელს უფრო მეტად იმსახურებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია”-ვიქტორ ორბანი

უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მან, რომელსაც წელიწადნახევრიანი სამხედრო გამოცდილება აქვს, კარგად იცის, რომ შემტევი მხარე სამჯერ მეტ ზარალს განიცდის, ვიდრე ის, ვინც თავს იცავს.

„ასეთ პირობებში დიდი სამხედრო შეტევის დაწყება ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც მოწინააღმდეგე მხარის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია, არის სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის მოწყობა. უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია. საუკეთესო შემთხვევაშიც კი შეუძლებელია ფრონტის ხაზზე, ბრძოლის ველზე უკეთესი შედეგის მიღწევა, ვიდრე უკრაინის თვალსაზრისით შეიძლებოდა მიღწეულიყო ომამდე მოლაპარაკებებით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

“სასმელი წყალი არის უსაფრთხო” – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას.

„ხარისხის კონტროლს „ჯივიპის“ ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ. სასმელი წყლის ხარისხი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სრულად აკმაყოფილებს როგორც ეროვნული რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა და ევრორეგულაციებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალაღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, რომელთაც ზედამხედველობას კომპანია უწევს. მოპოვებული ნედლი წყლის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე) განთავსებულ „ჯივიპის“ ლაბორატორიებში მიმდინარეობს. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ასევე ხორციელდება ქალაქის წყალსადენის გამანაწილებელი ქსელის 404 წერტილში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად.

სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტით დაწესებული ნორმების შესაბამისად, რასაც კომპანიის მიერ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მიწოდებული სასმელი წყალი მუდმივად აკმაყოფილებს“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა – „საქსტატი“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-5.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (2.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (0.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საფინანსო მომსახურების ქვეჯგუფზე (21.6 პროცენტი)”, – ნათქვამია ინფორმაციაში. რაც შეეხება წლიური ინფლაციის მონაცემებს, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.19 პროცენტული პუნქტით აისახა. „ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (6.3 პროცენტი), თევზეული (6.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე (-17.0 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-12.0 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (12.5 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (92.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.1 პროცენტით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9 პროცენტით, რაც -1.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.5 პროცენტიანი კლება, რაც -0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.7 პროცენტი)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხელვაჩაურში ძმამ ძმა მოკლა

ხელვაჩაურში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ძმამ ძმა მოკლა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ. სტრუქტურული ინჟინრები ტაძარში დილიდან იმყოფებიან. ისინი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად მონასტერში არსებული მდგომარეობის პირველად დაკვირვებას ახდენენ, რის შემდეგაც სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიგეგმება.

სასულიერო პირების თქმით, მნიშვნელოვანია გელათის გადარჩენა, რის გამოც კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.

გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ რამდენიმე თვის წინ გადაიბარა. დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით პრეზენტაცია პატრიარქის მოსაყდრემ გამართა, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ჩატარადა გელათის რეაბილიტაციის პროექტი და გაჟღერდა, რომ ჩამოდიოდნენ იტალიელი სპეციალისტები, სხვადასხვა მიმართულებით. ესენი არიან გამოცდილები. ჩვენი მიდგომაა, იყოს უმაღლესი ევროპული გამოცდილება და გელათი ამას იმსახურებს. ეს ადამიანები არ მუშაობენ ფურცლებიდან, ამათთვის მთავარია, ადგილზე გაცნობა, ამიტომ იმყოფებიან. დღეს ხდება გაცნობა, გადაეცემათ ნახაზები და ამის მიხედვით დაწერენ დასკვნას. ამ ეტაპზე ძეგლში წყლის ჩადინება შეჩერებულია. რაც შეეხება პროექტს, ძეგლი უნდა მოექცეს ერთიან გადახურვაში, მოშორდება დუღაბი რაც აქვს, დაიწყება შრობა. დღეს რაც ხდება, არის ის, რომ მდგომარეობა არის მძიმე. დაზიანებულია ფრესკის ნაწილები და საჭიროებს მიდგომებს. პრობლემებს გადავლახავთ, ჩვენ მოგვყავს ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები”, – განაცხადა დავით გარეჯის მღვდელმსახურმა მამა კირიონმა.