Home Blog Page 2019

უკრაინა უნდა მიიღონ NATO-ში, ოღონდ, ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე – ანდერს ფოგ რასმუსენი

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, უკრაინა უნდა მიიღონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ოღონდ, ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. The Guardian-ის ცნობით, რასმუსენი აქვე დასძენს, რომ ეს არა კონფლიქტის გაყინვას, არამედ კრემლისთვის იმის ჩვენებას უნდა ემსახურებოდეს, რომ ომი ვერ შეაჩერებს უკრაინის დაახლოებას დასავლეთთან.

„შემდეგი ნაბიჯის გადადგმის და უკრაინა ნატოში მიწვევის დრო მოვიდა. ჩვენ უსაფრთხოების ახალი, ევროპული არქიტექტურა გვჭირდება, რომელშიც უკრაინა ნატოს ცენტრში იქნება“, – აცხადებს რასმუსენი.

თუმცა, როგორც რასმუსენი ამბობს, მთელი უკრაინისთვის NATO-ს წევრობის შეთავაზება რუსეთისთვის იქნებოდა გზავნილი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად არის მოსკოვთან ომისთვის. მისივე თქმით, რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების გამოკლების შემთხვევაში კი, ნატო-რუსეთის კონფლიქტის საფრთხე შემცირდება.

„მე-5 მუხლის გარანტიები რუსეთს შეაკავებს, რომ თავს არ დაესხას უკრაინის იმ ტერიტორიებს, რომლებიც NATO-ს საფარველქვეშ შევა და ამ გზით, უკრაინულ ძალებს ძალებს, ფრონტის ხაზზე გასასვლელად“, – ამბობს რასმუსენი.

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. შესაძლოა თქვენი პატარა ოცნებები ახდეს. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ მსხვილი შესყიდვები დაგეგმოთ ან საინტერესო პროექტში ინვესტიცია ჩადოთ. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან – გამორიცხული არ არის, რომ თაღლითის ან მანიპულატორის მსხვერპლი გახდეთ.

კურო

თუ შესაძლებელია, იპოვეთ საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. უმჯობესია, რომ რთული საქმეების კეთება სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღეს ამ მიმართულებით შედეგს ვერ მიაღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო ხშირად დაისვენოთ ხოლმე. ამ დღეს ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ, ამიტომ მხიარული და ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში უნდა იტრიალოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები იღბლიან დღეს გპირდებიან. მოგებიანი შეთავაზება ან მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოდის, მეორედ, მესამედ და იმდენჯერ უნდა სცადოთ, სანამ შედეგს არ მიაღწევთ. მთავარია, არ დანებდეთ და აუცილებლად გაიმარჯვებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შვილებს და ოჯახის დანარჩენ წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. საოჯახო საქმეების კეთება მოდუნებასა და სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ურთიერთობაში კონფლიქტები და დაპირისპირებები თავიდან აიცილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ დღეს უაზრო და არაფრისმომცემ გარჩევებში გაატარებთ.

ლომი

გარშემო მყოფებთან აქტიური ურთიერთობა დადებით ემოციებს მოგიტანთ. ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებში იტრიალოთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და საინტერესო ინფორმაციები მოისმინოთ. მშვენიერი დღეა საშოპინგოდ. გირჩევთ, საკუთარი თავი სასიამოვნო საჩუქრით გაახაროთ და საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

ქალწული

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. პლანეტების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ ახალ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. გირჩევთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და დაასრულოთ რთული პროექტი, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ. ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგები და რისკები საგულდაგულოდ უნდა შეაფასოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოთხ კედელში არ იჯდეთ, ხალხში გაერიოთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვიდადაა – სრული თანხმობა და ჰარმონია სუფევს. ფინანსების გონივრული განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი ნივთებიც შეიძინოთ და უსარგებლო ხარჯებიც თავიდან აიცილოთ.

მორიელი

დილიდან სიზარმაცის შემოტევებს ებრძვით, ამიტომ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. ეცადეთ, გამოფხიზლდეთ და სამუშაო განწყობა დაიბრუნოთ – ივარჯიშეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ და შემდეგ მუშაობას შეუდექით. ამ დღეს მხოლოდ ერთი და ყველაზე ადვილი საქმე უნდა აირჩიოთ – რამდენიმე საქმისთვის არც ძალა გეყოფათ და არც მონდომება.

მშვილდოსანი

გირჩევთ, საყვარელი ადამიანის პრობლემებით დაინტერესდეთ და გამოსავალი ერთად იპოვოთ. მთავარია სიტუაცია არ გაართულოთ – თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და კომპრომისშია. გამორიცხული არ არის, რომ მაცდური შეთავაზება მიიღოთ, რომელსაც აუცილებლად უნდა დათანხმდეთ.

თხის რქა

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის გიკარნახებთ, რომელი საქმე მოგიტანთ შემოსავალს და რომელი იმედგაცრუებას. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ, კითხვაზე დაუფიქრებელ პასუხებს ნუ გასცემთ, რათა გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ. მიზნის მისაღწევად გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდეს, მაგრამ ასე წარმატების მეტი შანსი გექნებათ.

მერწყული

ეცადეთ, ფინანსური ხარჯები გამუდმებით აკონტროლოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ, ამიტომ ფულის დაგროვება ახლავე უნდა დაიწყოთ. ეცადეთ, ოჯახს და მეგობრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დაპირება აუცილებლად შეასრულოთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე კარგად ორგანიზებასა და დაგეგმვასთან დაკავშირებული საქმეები გამოგდით. თქვენი ყურადღების მიღმა უმცირესი წვრილმანიც კი არ დარჩება. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა და პრეტენზიებია, რასაც შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.

პოლიციის მონაცემებით, დემონსტრაციაში 300 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის პარალელურად ბრიტანეთის დედაქალაქში ასევე დემონსტრაცია გამართეს ულტრამემარჯვენე დემონსტრანტებმა, რომლებიც პოლიციას დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც კონტრაქციის მონაწილეებმა სცადეს პოლიციის ხაზის გარღვევა პროპალესტინური აქციის მახლობლად. მოგვიანებით, ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ კონტრაქციის 82 მონაწილე დააკავა მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით.

,,ვინც ხალხისა და ხელისუფლების დაშორებაზე საუბრობს, რუსული პროპაგანდის ხაზის გამტარებლები არიან“”- თალაკვაძე

განცხადება, რომ ევროკავშირში ხალხი და ხელისუფლება ცალ-ცალკე შევა, არის აბსურდი და აბსურდების კონკურსი რომ არსებობდეს, ეს განცხადება აუცილებლად გაიმარჯვებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა.

„არცერთ ევროპელს არ მოუვა თავში აზრად, რომ დღეს არსებულ დემოკრატიაში ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთს დააშოროს, მით უმეტეს როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე. ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელშიც მხარი დაუჭირა საზოგადოებამ და როდესაც ქვეყანა რაღაც შედეგს იმსახურებს ეს არის ხელისუფლებისა და იმ საზოგადოების საერთო წარმატება, რომელსაც აღწევს, ამ შემთხვევაში საქართველო. ეს არის ტიპიური რუსული პროპაგანდა, რადგან ამ ქვეყანაში სწორედ რუსეთმა სცადა რომ ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთისგან დაეშორებინა და ამ გზით ქვეყანაშ დესტაბილიზაცია და გადატრიალება მოეხდინა. ის ხალხი, ვინც ხალხისა და ხელისუფლების დაშორებაზე საუბრობს, რუსული პროპაგანდის ხაზის გამტარებლები არიან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

,,ჰეზბოლა “ახლოსაა მძიმე შეცდომის დაშვებასთან”- იოავ გალანტი

ჰეზბოლა ახლოსაა მძიმე შეცდომის დაშვებასთან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ჰეზბოლა “ახლოსაა მძიმე შეცდომის დაშვებასთან,” რომელიც ბეირუთის მაცხოვრებლების მიერ საკუთარი სახლებიდან გაქცევით დასრულდება.

“ახლა ლიბანის მოქალაქეებს ვეუბნები, უკვე ვხედავ ღაზას მოქალაქეებს, რომლებიც თეთრი დროშებით სანაპიროს გასწვრივ მიდიან და სამხრეთით მიემართებიან… ჰეზბოლა ლიბანს ითრევს ომში, რომელიც შეიძლება მოხდეს, და ის შეცდომებს უშვებს. თუ ის ასეთ შეცდომებს უშვებს, ისინი, ვინც პირველ რიგში გადაიხდიან ფასს, არიან ლიბანის მოქალაქეები. რასაც ახლა ღაზაში ვშვრებით, ვიცით როგორ გავაკეთოთ ბეირუთში”, – განაცხადა გალანტმა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები თავისი რესურსების მეათედზე ნაკლებს იყენებენ ღაზას სექტორში.

ჩინეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი, სავარაუდოდ, 7-8 დეკემბერს გაიმართება – politico

.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი, სავარაუდოდ, 7-8 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა, ეს არის თარიღი, რომელზეც ორივე მხარე მუშაობს, ის ჯერ საბოლოო არ არის და ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს.

ჩინეთში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. როგორც მოსალოდნელია, სამიტის თავმჯდომარე ჩინეთის პრემიერი ლი ციანი იქნება. ამასთან, დაგეგმილია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრა.

 

,,ფულს ხარჯავენ იმაში, რომ ქვეყანას არ ჰქონოდა დადებითი შეფასება”- ღუდუშაური

ოპოზიციამ რამეთუ არაფერი არ გააკეთა, მეტიც – ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემის პროცესისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ფულს ხარჯავენ იმაში, რომ ქვეყანას არ ჰქონოდა დადებითი შეფასება და არ მიეღო კანდიდატის სტატუსი“, -აღნიშნა ღუდუშაურმა.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

„საზღვრების ძალით შეცვლა აღარ უნდა იყოს ევროპის რეალობის ნაწილი” – შოლცი

მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის, რაც სხვებს ვუთხარით, ეს ეხება როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე მოლდოვას, უკრაინას და, ვფიქრობ, საქართველოს, რომ ვართ მათი პარტნიორები, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ესპანეთში, სოციალისტების კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების დახმარება, რომ მათ შეძლონ ევროპულ ოჯახში შესვლა.

ამასთან, ოლაფ შოლცმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზეც ისაუბრა.

„საზღვრების ძალით შეცვლა აღარ უნდა იყოს ევროპის რეალობის ნაწილი. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით კი რუსეთის ლიდერმა გადაწყვიტა, შეცვალოს ეს შეთანხმება, იბრძოლოს სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და, უბრალოდ, სცადოს, მისი ტერიტორია რუსული გახდეს. ჩვენ არ შეგვიძლია ამის მიღება და უნდა მოვახდინოთ რეაგირება ამ ძირითადი პოლიტიკის ცვლილებაზე. ეს ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერას და საკუთარი ქვეყნის დაცვას. პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, მივყვეთ იმას, რაც ვუთხარით სხვებს, განსაკუთრებით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს დაპირება, რომ გახდებოდნენ ევროკავშირის ნაწილი 20 წლის წინ. უკვე 20 წელია, რაც ეს ითქვა. ეს იგივეა მოლდოვასთან, იგივეა უკრაინასთან და, ვფიქრობ, საქართველოსთანაც, რომ ჩვენ მათი პარტნიორები ვართ, რომ ჩვენ შესაძლებელს გავხდით მათთვის, მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი ქვეყნების გასაუმჯობესებლად, განახორციელონ რეფორმები და შემდეგ შეუერთდნენ ჩვენს ძლიერ ევროპულ ოჯახს. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს კარგი შანსი, რომ ეს იმუშავებს, თუ ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ამოცანას, თუ დავუჭერთ მხარს მათ, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება ამისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

„ცხადია, რომ ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, არის იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი“- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში ომში, ევროპაში იქნება ახალი იმპერიალისტური ძალა, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო და ყაზახეთი, ასევე მთელ კონტინენტს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა „ბიბისისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ცხადია, რომ ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, არის იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი და ყველა ქვეყნის მოვალეობაა უკრაინის მხარდაჭერა. მან ასევე თქვა, რომ შემდეგი თვე იქნება კრიტიკული.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინისთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის დრო ჯერ არ არის. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გამართვის გადაწყვეტილება მხოლოდ კიევის მისაღებია.

ამასთან, საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, რომ, შესაძლოა, „სამართლიანი და კარგი მოლაპარაკებებისთვის და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისა და რუსეთთან გამოსავლის პოვნის დრო დადგეს“.

ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირებას ავიაკომპანია Pegasus- ი იწყებს – ირაკლი ქარქაშაძე

22 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანიაPegasus-ი დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ,,ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში3 სიხშირით, სტამბულის მიმართულებით იფრენს.

საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანიაPegasus-მა სტამბულში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბული არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს,-” განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

,,ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი LCI-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი აზრით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, როგორც „ასოცირებული ტრიო“, ერთ პერიოდში შევლენ ევროკავშირში.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა განაცხადა ჟურნალისტის შემდეგ კომენტარზე პასუხად – შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, კი, მომხრეა რომ უკრაინა შევიდეს ევროკავშრში, მაგრამ 2030 წელს. 2030 წელი შორსაა უკრაინელებისთვის. თქვენთვის ეს შეიძლება კიდევ უფრო გვიან მოხდეს…

„არა, მე ვფიქრობ რომ ეს ერთდროულად მოხდება. ეს მოხდება 2030 წელს, 2031, თუ 2029 წელს, არ ვიცი, მაგრამ ეს ჰორიზონტი იქნება მომდევნო, «big bangs», როგორც ამბობდნენ, მომდევნო წევრები შევლენ დაახლოებით ერთად. ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა.

შარლ მიშელის იდეა – 2030 არის ჰორიზონტი, რომელიც გაფართოებისთვის მოიაზრება, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება (შეიძლება ის აღარ იყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი). ევროკავშირშიკანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ასოცირება თემატურად, იმ საკითხებზე, რაშიც ისინი მზად არიან, მაგალითად, საქართველოსთვის ტრანსპორტის, შავ ზღვაზე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ხმის უფლების გარეშე, მაგრამ ეს წინასწარი ასოცირება უკეთესად მოამზადებდა კანდიდატებს იმაზე, რაც მათ შესაბამის მომენტში მოელით“, – ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში იმ დამოკიდებულებაზე ისაუბრა, რომელსაც დასავლეთი რუსეთის მიმართ ავლენდა, მანამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაიწყებოდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს მას აგონებს სილვი კოფმანის ნაწარმოებ Les aveuglés-ს [დაბრმავებულები], რადგან მისივე თქმით, დასავლეთს არ უნდოდა დაენახა, თუ როგორი იყო სინამდვილეში რუსეთი და მასთან საქმის დაჭერას ცდილობდა.

,,მადლობა ღმერთს, რომ ქალბატონი სალომეა, ქართული პოლიტიკას არ განსაზღვრას”- ქადაგიშვილი

კიდევ კარგი, ბევრმა სახელმწიფომ იცის, რომ პრეზიდენტი ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები არ არის და მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ისმის კითხვა, რატომ არ უშვებთ პრეზიდენტს უცხოეთში მთავრობის სახელითო. იმიტომ, რომ შეიძლება უზარმაზარი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ასეთი ადამიანი, როგორიც ქალბატონი სალომეა, არ არის ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა „LCI-სთან“ მიცემულ ინტერვიუში პუტინის და სი ძინპინის გასამართლებაზე დასმულ კითხვაზე განაცხადა: ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.