Home Blog Page 2018

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით დაკვირვებული სახლსა და სამსახურში. ყურადღება გაამახვილეთ საქმის დეტალებზე და გააკონტროლეთ მიღებული ინფორმაცია.

კურო

დაკავდით ჩვეული საქმით. მეტი დრო დაუთმეთ სამუშაო სივრცის მოწესრიგებასა და დალაგებას. ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფთა რეპლიკებს.

ტყუპები

ეცადეთ, ფილოსოფიურად შეხედოთ დღეს მიმდინარე მოვლენებს. სიტუაციები თქვენს გარშემო ყოველ წუთში იცვლება. დააფასეთ და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანებისადმი.

კირჩხიბი

მოერიდეთ განმარტოებას, მაგრამ არც უსიამოვნო, ან არასანდო ადამიანებთან კომუნიკაცია იქნებოდა გონივრული. მეტად დაისვენეთ და დრო დაუთმეთ ძალების აღდგენას.

ლომი

შეხედეთ დღევანდელ სიტუაციებს მეტი იუმორით, საკუთარ თავზე ხუმრობა დამამცირებელი სულაც არ არის, ამით თქვენს სანდოობასა და თავდაჯერებულობას გაუსვამთ ხაზს.

ქალწული

აიღეთ სადავეები საკუთარ ხელში, გააცნობიერეთ, რომ ბევრი რამ თქვენზე და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ახლა სევდის დრო არ არის, გააფერადეთ გარემო თქვენი განწყობით.

სასწორი

ხანდახან, უბრალოდ, შეწყვიტეთ ფიქრი და იმოქმედეთ შეგრძნებით. მოინახულეთ საყვარელი ადგილები და ადამიანები, მისწერეთ მათ, ვინც გენატრებათ და იყავით ის, ვინც რეალურად ხართ.

მორიელი

ყველაფერი ისე ვითარდება როგორც თქვენ გსურთ, თუმცა ნუ გადააჭარბებთ! მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, თუ რაღაც არ მოგწონთ, ეცადეთ, ჩასწვდეთ საკითხის არსს და დაუყოვნებლივ გამოასწოროთ.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, ნუ შეაფასებთ სიტუაციას მხოლოდ დღევანდელი დღით. შეასრულეთ დაპირებები და ვალდებულებები, დანარჩენს დრო გამოაჩენს.

თხის რქა

მშვენიერი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, პროექტების განსახორციელებლად, ასევე, საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად.

მერწყული

იყავით თავისუფალი, მეტად ენდეთ თქვენს გარშემომყოფებს, ნუ შეგეშინდებათ სპონტანური ქმედების, ამჯერად, ფორტუნა თქვენს მხარესაა.

თევზები

მეტი დრო დაუთმეთ განტვირთვასა და დასვენებას, უარს ნუ იტყვით საკუთარი თავის სიამოვნებაზე, მიირთვით გემრიელი ტკბილეული თქვენთვის საყვარელ გარემოში და აკეთეთ ის, რაც ბედნიერს გხდით.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 100-დან 300 ადამიანამდე დაიღუპა

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 100-300 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სადაზვერვო სააგენტოების მომზადებულ წინასწარ დასკვნაზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, საავდამყოფოს შენობას მცირე ზიანი აქვს მიყენებული და დაბომბვის უკან ისრაელი არ მდგარა.

აღსანიშნავია, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 471 გარდაცვლილის შესახებ იტყობინებოდა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

„ბავშვები გარეთ არასდროს აღარ დაიძინებენ, იმიტომ, რომ ჩვენ სახლი ავუშენეთ“ – რას წერს აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში მორიგ სასიამოვნო ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც აკა წერს, საზოგადოების დახმარებით, ბავშვებს, რომელთაც ქუჩაში ეძინათ, სახლი აუშენეს.

„საოცრება ამბები:

ბავშვები გარეთ არასდროს აღარ დაიძინებენ, იმიტომ, რომ ჩვენ სახლი ავუშენეთ.

მათ ექნებათ საწოლები, ტელევიზორი, მაცივარი, ჭურჭელი, ტანსაცმელი და საჭმელი.

ბავშვები ივლიან სკოლაში და ოჯახი თავიდან დაიწყებს ყველაფერს.

პატარას თავის საკუთარ სახლში სძინავს – ამაზე ბედნიერებას რას უნდა უყურო?!

ბავშვების სახელით უზარმაზარი მადლობა თქვენ ყველას!

წინ დიდი ამბებია“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

“საქართველოში არ ხორციელდებოდა ტერორისტული აქტივობები” – სუს-ის ხელძღვანელი

სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოში 2022 წლის განმავლობაში არ ხორციელდებოდა ტერორისტული აქტივობები, არ ფუნქციონირებდა სტრუქტურიზებული ტერორისტული ჯგუფი და მინიმუმამდე იყო შემცირებული ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების რისკები.

როგორც ლილუაშვილმა სუს-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2022 წელს საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სხვაგვარი დახმარების გაწევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში არ ხორციელდებოდა ტერორისტული აქტივობები, არ ფუნქციონირებდა სტრუქტურიზებული ტერორისტული ჯგუფი და მინიმუმამდე იყო შემცირებული ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების რისკები.

2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რელევანტურ უწყებებთან კოორდინაციით, გრძელდებოდა საქართველოს საზღვრების კონტრტერორისტული სკრინინგი, კვლავ კონტროლდებოდა ქვეყანაში მოსახვედრად გამოსაყენებელი შესაძლო არალეგალური მარშრუტები და ე.წ. დერეფნები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული გამოძიების შედეგად, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისა და დახმარების ფაქტზე, 2022 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულ იქნა „დაეშის“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს მოქალაქე ტოხოსაშვილი. აღნიშნული პირი სირიაში 2015 წელს გაემგზავრა და ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური იყო. ახორციელებდა ტერორისტულ აქტივობებს და სირია-ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, სხვა რელევანტურ უწყებებთან კოორდინირებული ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, 2022 წელს საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სხვაგვარი დახმარების გაწევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, 2022 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 რეზოლუციის იმპლემენტაციის მიზნით, სანქციების ეროვნულ სიაში ორი პირი იქნა შეყვანილი.

„2022 წელს აღნიშნული მიმართულებით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა, რის შედეგადაც საქართველოში მყოფმა რადიკალურად განწყობილმა უცხო ქვეყნის ათობით მოქალაქემ ქვეყნის ტერიტორია დატოვა“,- აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევა პოზიტიურად იქნა შეფასებული.

„ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ტერორიზმის კუთხით, სტაბილურად მშვიდი გარემო არსებობდა, ასევე, ქვეყანას შეუძლია ტერორისტულ ინციდენტებზე სათანადო რეაგირება, მათი აღკვეთა და გამოვლენა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და გამოძიების მიმართულებით წამყვანი უწყება, მჭიდროდ თანამშრომლობს კონტრტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ სხვა სახელმწიფო უწყებებთან.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად აღჭურვილი და მომზადებულია, რეგულარულად მიმდინარეობს სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფის შესაძლებლობების გაძლიერება“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

“საქართველო აგრძელებს კრიტერიუმების შესრულებას, ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო”

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო“.

კერძოდ, ევროკომისია საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

ა) საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირს მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კონკრეტულად კი იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავშირისთვის წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ამ რეკომენდაციის შესრულებაში 2022 წელს პროგრესისთვის არ მიუღწევია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს იმ 24 ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზები სჭირდებათ.

ბ) საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რათა მოაგვაროს თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩენის პრობლემა.

ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშში წერია, რომ საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად.

„2021 და 2022 წელს ამოქმედებული ახალი კანონის შესაბამისად საქართველოს მთავრობა ახორციელებდა ქვეყნიდან გამსვლელ პირთა საკონტროლო შემოწმებას საქართველოს საზღვარზე. საქართველოს მონაცემებით, 2021-2022 წლებში ამ სისტემით მოხდა საქართველოს 4677 მოქალაქის ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების პრევენცია, რომლებიც განიხილებოდნენ ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის საფრთხედ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე რეკომენდაციასთან დაკავშირებით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველო რეგულარულად თანამშრომლობს ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, რომლებსაც გააჩნიათ შეშფოთება უვიზო მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე“.

„2022 წელს ეს თანამშრომლობა მოიცავდა ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყნებში 16 ქართველი პოლიციის ოფიცრის გაგზავნას, რომლებიც ეხმარებოდნენ ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს, და ჩაატარეს რვა ერთობლივი ოპერაცია. საქართველო რეგულარულად თანამშრომლობს „ფრონტექსთან“ (ევროკავშირის სასაზღვრო სამსახური), რაც ხორციელდება ოპერაციული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც 2021 წელს განახლდა. „ფრონტექსის“ ოფიცრები იმყოფებიან სახმელეთო და საზღვაო საზღვარზე, მათ შორის, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. საქართველოს პოლიციის ოფიცრები ასევე გააგზავნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებშიც. ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების პრევენცია“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რეადმისიის საკითხებზეც. ანგარიშის მიხედვით, 2017-2022 წლებში რეადმისიის მოთხოვნის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილებების საშუალო მაჩვენებელი 98 პროცენტს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს რეპატრიაციული ავიარეისების საკითხებზეც.

ამასთან, ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემებიც. კერძოდ, 2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა წარადგინეს 26 450 განაცხადი (2021 წელს – 14 635). ამასთან, ამ განაცხადებიდან შვიდი პროცენტი პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა (შარშან ეს მაჩვენებელი ხუთი პროცენტი იყო).

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრის უკანონოდ კვეთის 25 შემთხვევა დაფიქსირდა.

2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა კი 21 910-ს შეადგინა. 2021 წელს მათი რიცხვი 11 695 იყო.

გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალა. 2022 წელს ასეთი 3 970 მოქალაქე იყო. 2021 წელს მათი რიცხვი 3 030-ს შეადგენდა.
შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვიც და 2022 წელს ის 16 275-ს შეადგენს. 2021 წელს – 10 820. გაზრდილია დაბრუნებულ მოქალაქეთა რაოდენობაც და ის 2022 წელს 7760-ს შეადგენს.

ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებში შედის:

გ) საქართველო ჩაერთოს „კრიმინალური საფრთხეების საწინააღმდეგო ევროპული მულტიდისციპლინური პლატფორმის“ ოპერაციულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მიგრანტების უკანონო გადაყვანას ეხება;

დ) დააფუძნოს „აქტივების დაბრუნების ოფისი“ და ასევე „აქტივების მენეჯმენტის ოფისი“ და გაააქტიუროს აქტივების დაბრუნების ძალისხმევა აქტივების მონიტორინგით, გაყინვით, მენეჯმენტით, კონფისკაციითა და განადგურებით;

ე) მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს ადეკვატური რესურსები მათი იმპლემენტაციისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმ საქმეების გამოძიებას, სამართლებრივ დევნასა და სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომლებიც მაღალი დონის კორუფცია ეხება;

ვ) უზრუნველყოს, რომ იმ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ წინა ანგარიშში კომისიამ საქართველოს მიმართა რეკომენდაციით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა სრულ შესაბამისობაში იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ასევე, მიღებული იყოს კანონმდებლობა, რომლითაც შეფასდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და ეფექტურობა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯერ სრულად არ მოუხდენია ვენეციის კომისიის ამ რეკომენდაციების იმპლემენტაცია.

“გამოვლინდა უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ უცხო ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეების შესახებ გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის მოპოვებას”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2022 წელს შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით, სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა ძირითადად მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებისა და მისი შედეგების განეიტრალებისაკენ.

ლილუაშვილი თქმით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების ძირითად სფეროებს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე თუ დაგეგმილი საერთაშორისო და რეგიონული პროექტები.

„რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედების ფონზე, გაზრდილი საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, მაქსიმალურ კონტროლზე იყო აყვანილი უსაფრთხოების ყველა მიმართულება. გააქტიურებულ იქნა კოორდინირებული მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან. სამსახური 24-საათიან რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესების შესახებ, რომლებიც რამე ფორმით საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას.

შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნა უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო.

გასული წლის განმავლობაში კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების ძირითად სფეროებს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე თუ დაგეგმილი საერთაშორისო და რეგიონული პროექტები, ასევე სოციალური საკითხები და მოსახლეობის განწყობები.

უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საფარქვეშ მოქმედი პირების და პირთა ჯგუფების და ორგანიზაციების გამოსავლენად, ჩვენს მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ოპერატიულად საყურადღებო სუბიექტების საქმიანობის შესწავლა, მონიტორინგი და კონტროლი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვისა და საზოგადოების პოლარიზების მიზნით, 2022 წელს აქტიურად გამოიყენებოდა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პროდასავლური კურსის მოწინააღმდეგე პოლიტიკური სუბიექტები და ცალკეული ჯგუფები.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოზე იდეოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოპოვებით დაინტერესებული გარე ძალები, საკუთარი მიზნების რეალიზაციისთვის იყენებდნენ მათდამი ფინანსური და სხვა დაინტერესების გამო ლოიალურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობებს, ასევე საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვისა და საზოგადოების პოლარიზების მიზნით, 2022 წელს აქტიურად გამოიყენებოდა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პროდასავლური კურსის მოწინააღმდეგე პოლიტიკური სუბიექტები და ცალკეული ჯგუფები.

ადგილი ჰქონდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უკიდურესად ნეგატიური პროვოკაციული ქმედებების დაგეგმვისა და რეალიზების მცდელობებს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. რიგ შემთხვევებში აღნიშნული ემსახურებოდა საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დაზიანებას კონკრეტულ სახელმწიფოებთან და საკუთარი დესტრუქციული დღის წესრიგის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას.

აღნიშნული საფრთხეებისა და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების საწინააღმდეგო აქტივობების საპასუხოდ საანგარიშო წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები და მოახდინა არა ერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების აღკვეთა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლილუაშვილმა განაცხადა, 2022 წელს სამსახურის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე -კონტრდაზვერვითი მიმართულებით 17 და უსაფრთხოების დეპარტამენტის მიმართულებით 3 საქმეზე.

„2022 წელს, ასევე, გამოვლინდა უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეების შესახებ გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის მოპოვებას, ახდენდნენ სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის, სტრატეგიული და სარეჟიმო ობიექტების საეჭვო ფოტო-ვიდეოგადაღებას. უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად სამსახურის მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე მათი საქმიანობა შეიზღუდა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

“დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობები კონკრეტული ჯგუფების მიერ” – გრიგოლ ლილუაშვილი

ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან. ამასთან, გასული წლის მანძილზე დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობები კონკრეტული ჯგუფების მიერ , – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც სუს-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, 2022 წელს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები.

„უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების და მათთან კავშირში მყოფი ლოიალური ჯგუფების, ორგანიზაციების მიერ კომბინირებულად და კოორდინირებულად ხდებოდა ე.წ. რბილი ძალის ფარული ოპერაციების, მათ შორის კიბეროპერაციების, ასევე საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენება.

გასულ წელს, დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ კამპანიებში ჩართული იყვნენ, როგორც გარე, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი აქტორები, რომელთა მიზანს კვლავ წარმოადგენდა საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენა, ასევე ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან.

ამასთან, გასული წლის მანძილზე დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობები კონკრეტული ჯგუფების მიერ. მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ და ომის თანმდევი ცალკეული პროცესების თაობაზე მოსახლეობაში პროტესტის ხელოვნურად გაღვივებისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები. ამ კონტექსტში აღსანიშნავია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციული კამპანია,რომელსაც აქტიურად ავითარებდა საქართველოში არსებული პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ზოგიერთი ჯგუფი. ასევე, ადგილი ჰქონდა საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გავრცელების მცდელობებს შემოსულ პირთა შორის,თითქოს და ე.წ.დივერსანტების. ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფებისა და საფრთხის შემცველი სუბიექტების არსებობის შესახებ“ , – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მწვავე იყო სუს-ისა და ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც რეალურად ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. ლილუაშვილის თქმით, აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცესი დღესაც გრძელდება.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია სამსახურის მისამართით აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იურიდიულ და ფაქტობრივ გარემოებებს მოკლებული ბრალდებები კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზება და მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. სუს-ის მხრიდან პროაქტიულ რეჟიმში შემდგარი კომუნიკაციისა და დეტალური ინფორმაციის, მათ შორის მტკიცებულებების მოთხოვნის მიუხედავად, პროცესში მონაწილე ბრალმდებელ შიდა და გარე ჯგუფებს არ წარმოუდგენიათ არავითარი მტკიცებულება. აღნიშნული კამპანია ცალსახად წარმოადგენდა საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციას. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ მსგავსი კამპანიები რეალურად მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ და ემსახურებოდა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების მიმართ მოსახლეობის ინტერესის შემცირებას და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხო გარემოს დაზიანებას“ ,- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

“სანამ სუს-ი არის რუსი, ქვეყანა წინ ვერ წავა” – გიორგი ვაშაძე

სუსი არის რუსი – ღია საუბრის დროს არ პასუხობენ კითხვებს და ილუზია გაქვთ, რომ დახურულ რეჟიმში უპასუხებენ?! ამ “ბლეფში” მონაწილეობას აზრი არ აქვს! , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც სუს- ის ანგარიშის მოსმენა, გრიგოლ ლილუაშვილის მოხსენების შემდეგ, დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

ვაშაძის თქმით, მათ ანგარიშვალდებულება აქვთ არა საზოგადოებასთან, არამედ რუსეთთან, ამიტომ არ იძიებენ არც ოთარ ფარცხალაძის და არც კორუფციულ საქმეებს.

“საჯარო დისკუსია არ უნდათ და ეს აჩვენებს, რომ ლილუაშვილს სალაპარაკო არ აქვს ხალხთან, არ აქვს პასუხები კითხვებზე. კითხვები რა არის – რა ხდება რუსეთის აგენტ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რატომ არ არის გამოძიება ისეთივე ინტენსივობით, როგორც ეს დაიწყეს ჩვენი პარტნიორების მიერ მხარდაჭერილ არაერთ პროექტთან დაკავშირებით, რა ხდება კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, იძიებს ღარიბაშვილის ჩარტერს, როგორც ყველაზე დიდ კორუფციულ სკანდალს?! – არ იძიებს. ამიტომ დახურეს სხდომა, რომ ხალხის ყურადღების მიღმა ჩაფარცხონ ეს ყველაფერი და ამ “ბლეფში” მონაწილეობას აზრი არ აქვს. სუსი არის რუსი. როგორც კი რუსეთის ინტერესების გამტარებლებს მოვიშორებთ, მერე გვეშველება, სანამ სუსი არის რუსი, წინ ვერ წავა ქვეყანა და ვერანაირ ეროვნულ უსაფრთხოებაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ღია საუბრის დროს არ პასუხობენ კითხვებს და ის ილუზია გაქვთ, რომ დახურულ რეჟიმში რაიმე კითხვას უპასუხებენ სუს- ის და რუსის წარმომადგენლები?!”, – განაცხადა ვაშაძემ.

“დაფიქსირდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ნაწილის უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვა” – გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს.

როგორც სუს-ის ხელმძღვანელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები, პირადი შემადგენლობის როტაცია და სხვა უკანონო აქტივობები.

“დაფიქსირდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ნაწილის უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა. აღნიშნულის მიუხედავად, ადგილზე კვლავ რჩებოდა საოკუპაციო ძალების შესაძლებლობათა 50%-ზე მეტი. აღნიშნული ძალები განაგრძობდნენ უკანონო სამხედრო წვრთნებს და სხვა უკანონო აქტივობებს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ, გასული წლების მსგავსად, საოკუპაციო ძალის მხრიდან მიმდინარეობდა ეთნიკური დისკრიმინაცია და გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურები. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებზე განთავსებულმა საოკუპაციო ძალებმა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რამდენიმე ათეული უკანონო სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, ხსენებულ ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლების პროცესი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ე.წ. მოხალისეები როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ისე აფხაზეთიდან. მათ შორის, დადასტურდა არაერთი პირის დაღუპვის ფაქტი.

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის პირობებში, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის როკის მონაკვეთზე ამოქმედდა სამხედრო გაწვევის პუნქტი, რომლის მეშვეობითაც გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით ხორციელდებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის კონტროლი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მათ მიმართ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა.

ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული ნარატივი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისა და მათში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ შემრიგებლური განწყობების ჩამოყალიბებისთვის გამოიყენეს.

„აღნიშნული განცხადებების პარალელურად, საოკუპაციო რეჟიმები გარკვეულ „ზომებსაც“ მიმართავდნენ: ვრცელდებოდა ცნობები საოკუპაციო ხაზის „გამაგრების“, ე.წ. ბომბსაფრების რეაბილიტაციის, „რეზერვისტთა მობილიზაციისა“ და სხვა უკანონო აქტივობების შესახებ.

აღნიშნული ნარატივი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისა და მათში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ შემრიგებლური განწყობების ჩამოყალიბებისთვის გამოიყენეს. ამ ფონზე, კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

“მიმდინარეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები” – სუს-ის ხელმძღვანელი

ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქით, ამასთან, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ.

„კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა.

გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება.

„უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური ორიენტირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე.

საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას.

სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა.

მსურს, მადლობა გადავუხადო უწყების თითოეულ თანამშრომელს საანგარიშო წლის განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ურთულეს ამოცანებთან გამკლავების პროცესში შეტანილი წვლილისა და გაწეული სამუშაოსთვის და აღვნიშნო, რომ ჩვენი სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

“2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია” – გრიგოლ ლილუაშვილი

ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა

პარლამენტი პლენარული სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარსადგენად მივიდა.

ლილუაშვილის განცხადებით, 2022 წელს, რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში უწევდა.

„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დამატებით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, ზრდიდა ზეწოლას ეკონომიკასა და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

ანგარიშში წარმოგიდგენთ 2022 წელს საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული უსაფრთხოების პროცესების, ასევე ქვეყნის წინაშე გამოკვეთილი საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და საქმიანობის მიმოხილვას.

საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი. 2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა.

„ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები. ამასთან, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ.

კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა.

გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება.

„უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური ორიენტირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე.

საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას.

სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა.

მსურს, მადლობა გადავუხადო უწყების თითოეულ თანამშრომელს საანგარიშო წლის განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ურთულეს ამოცანებთან გამკლავების პროცესში შეტანილი წვლილისა და გაწეული სამუშაოსთვის და აღვნიშნო, რომ ჩვენი სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რითაც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა

“მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები სამივე მოსმენით მიღებულია.

კანონის პროექტი საბოლოო – მესამე მოსმენით 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდების, უხამსობის გავრცელების აკრძალვას. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატირი არიან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: – დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე,  ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

უმრავლესობის წევრების განმარტებით, “კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“.