Home Blog Page 2017

MTV-მ ევროპის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია გააუქმა

MTV-მ ევროპის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია ისრაელ-„ჰამასის“ ომის გამო გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.

შოუ, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში საუკეთესო ვარსკვლავებს გამოავლენს, 5 ნოემბერს პარიზში უნდა ჩატარებულიყო. სხვადასხვა კატეგორიაში ნომინირებულები არიან ტეილორ სვიფტი, მაილი საირუსი, ნიკი მინაჯი, რედ ჰოთ ჩილი პეპერსი, მეტალიკა და სხვ.

თუმცა, MTV-მ X-ის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მსოფლიოში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებების გამო აღნიშნული დაჯილდოება არ გაიმართება.

,,დიდი ქვეყნები ომით არიან დაინტერესებული”- რამაზ საყვარელიძე

დიდი ქვეყნები ომით არიან დაინტერესებული, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ მედიასთან განაცხადა.

 

„ისეთი ქვეყანაც კი, რომელიც დღეს იარაღს ხელს არ ჰკიდებს – ჩინეთი, უაღრესად დაინტერესებულია ომში, რადგან მისი კონკურენტები ებრძვიან ერთმანეთს და ერთმანეთს რაც უფრო დაასუსტებენ, ჩინეთი რჩება თეთრ სამოსში გამოწყობილი. ასეთ პირობებში, როდესაც ყველას ყველასთან აქვს ბრძოლა გამოცხადებული, ეკონომიკური და ა.შ, რაც მერე ცხელ დაპირისპირებაში გადადის, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება, იპოვო სიტუაცია, როცა აინტერესებთ მშვიდობა. როგორც ომის დაწყებას უნდა მოტივი, მშვიდობის დამყარებასაც ხომ უნდა მოტივი? ის ვინმეს უნდა დასჭირდეს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

რაც შეეხება, საქართველოს პერსპექტივას ამ კონტექსტში, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ყველაზე კარგი მდგომარეობა არის ბალანსის დაჭერა ყველაფერთან და ყველასთან. „ამერიკას გაუორდა ფრონტი, უკრაინა იყო და ახლა დაემატა ისრაელი. წესით, ამერიკას იმის თავი აღარ უნდა ჰქონდეს, რომ გადატრიალებაზე იფიქროს, თორემ ჩინეთთან კონკურენციის გამო ამერიკას აწყობდა აქ სატრანზიტო გზის გაფუჭება. ბაზარია ევროპა და ჩინეთი აპირებს, ევროპისკენ საქონელი კავკასიის გავლით წამოიღოს. აქ თუ ვინმე გზას გააფუჭებს, ჩინეთი გაიჭედება; ჩინეთიც წაგებაში იქნება და ევროპაც, ორივეს წაგება კი ამერიკას აწყობს. აი, ეს მოტივი უკვე ამერიკის პოლიტიკაში შეიძლება, აღარ იყოს წამყვანი, როცა ის ჩაბმულია ორი კონფლიქტის ხაფანგში. ეს სერიოზული საფრთხე იყო. შემთხვევითი არ არის სუს-ის ის ანგარიში და შემთხვევითი არც ისაა, რომ სერბეთიდან მოიყვანეს სპეციალისტები. სერბეთი რუსული ორიენტაციის ქვეყანა არ არის?“, – განაცხადა საყვარელიძემ. მისი თქმით, მსოფლიო პოლიტიკურ მენტალიტეტში იქნება ძვრები, კერძოდ, ულტრალიბერალური მენტალიტეტი შემცირდება.

როგორი ამინდი იქნება 22 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

ქ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი)  22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 22 ოქტომბერს +23,+25 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო)  22 ოქტომბერს +20,+22 გრადუსი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი)  22 ოქტომბერს კი +23, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო)  ხოლო 22 ოქტომბერს +22, +24 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 22 ოქტომბერს კი +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო)  22 ოქტომბერს კი +16, +18 გრადუსი.

რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6958 ლარი ეღირება, ევრო – 2.8540 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2689 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6960 ლარი ღირდა, ევრო – 2.8445 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2662 ლარი.

ზამთრის საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები შესაძლოა სავალდებულო გახდეს

ზამთრის საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები – აღჭურვილობა რომელიც, შესაძლოა, ზამთრის პერიოდში სავალდებულო გახდეს. ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, უკვე კანონმდებლების მაგიდაზე დევს. დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობა ჯერ იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც გადაადგილება სპეციალური აღჭურვილობით იქნება სავალდებულო.

ურჩი მძღოლები 100 ლარით დაჯარიმდებიან, ასევე, ხუთი ქულით შემცირდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა. სიახლის მიზანი ერთია – მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოება. სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში განმარტავენ, რომ კანონპროექტის დამტკიცებამდე, საკომიტეტო განხილვებშიც ჩაერთვებიან.

პროექტის შინაარსი განხილვის მიზნით კანონმდებლების სამუშაო მაგიდაზე დევს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ინიციატივა, რომელიც ადამიანის უსაფრთხოებას განსაზღვრავს დროული და საჭიროა. იმავეს ფიქრობს ოპოზიციის ნაწილიც.

კანონის ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან ახალი პროექტის შინაარსზე ჯერ დეპუტატები და დაინტერესებული პირები იმსჯელებენ, საკომიტეტო განხილვების შემდეგ კი საკითხი სხდომაზე გავა

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყურადღებით უსმინეთ ყველაფერს, რასაც თქვენ გარშემო ამბობენ – შესაძლოა, რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ ცხოვრებაზე. გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა – სასურველ შედეგს თანამოაზრეებთან ერთად უფრო სწრაფად მიაღწევთ.

კურო

გირჩევთ მუშაობის დროს ექსპერიმენტებზე უარი თქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრა უამრავ დროს გართმევთ, ამიტომ ეცადეთ, მეგობრებთან შეხვედრისთვის დრო გამონახოთ.

ტყუპები

ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს ყველაზე რთულ საქმეებსაც წარმატებით გაუმკლავდებით, ამიტომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. სავარაუდოდ, საინტერესო ნაცნობობა გელით. ეცადეთ, ამ ადამიანთან გულწრფელი იყოთ და მისი სახით საუკეთესო მეგობარს შეიძენთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, თქვენგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ. ეცადეთ, გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები დიდხანს გაგყვებათ. საღამოს ემოციური ფონი გაიზრდება. სავარაუდოდ, ამის გამო საერთო ენის პოვნა უახლოეს ადამიანებთანაც კი გიჭირთ.

ლომი

რაც უფრო მეტ ახალ ადგილს მოინახულებთ, მით უფრო მეტი შანსია, რომ ახალი პარტნიორები იპოვოთ. რისკისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ წესები დაიცავით და საზღვრებს ნუ გადახვალთ, რათა რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

ქალწული

მთელ დღეს ფინანსური პრობლემების გადაჭრაზე ფიქრში გაატარებთ. შესაძლოა, შემოსავლის დამატებითი წყაროების ძებნა ან ახალი პროექტების განხილვა მოგიწიოთ. გახსოვდეთ, რომ წუწუნით და ბუზღუნით სიტუაციას უფრო გაამწვავებთ, პრობლემას კი ვერ გადაჭრით, ამიტომ მოდუნდით და ბედს მიენდეთ.

სასწორი

ცვლილებების დღეა – საინტერესო ამბები, მოვლენები ან ახალი გეგმები გელით, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ და თქვენი მონაწილეობა და მხარდაჭერა აჩვენოთ.

მორიელი

გირჩევთ, ნაკლები იაქტიუროთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ. დღეს ბევრი საკითხი თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ და არაფერში ჩაერიოთ. მარტოხელა მორიელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მთელ დღეს ოთხ კედელში არ გაატარებთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ახლობელ ადამიანში აქამდე უცნობი თვისებები აღმოაჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კარგად ნაცნობი საქმეების საზღვრებს არ გასცდეთ. ექსპერიმენტების ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი არაეფექტური.

თხის რქა

გირჩევთ, დასვენების დღე დასვენებისთვის გამოიყენოთ, მით უმეტეს, რომ ნებისმიერი რისკი და ინიციატივა შეცდომებს გამოიწვევს. თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა რამედ გიღირთ, ეცადეთ, უფრო მოქნილად იმოქმედოთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება.

მერწყული

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული – ეცადეთ, უმიზეზოდ არავინ გააკრიტიკოთ და ურთიერთობაში უფრო რბილი და ტაქტიანი გახდეთ. ახლობელი ადამიანი საინტერესო იდეას მოგაწოდებთ, რომლის განხორციელება ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ. მთავარია, სამოქმედო გეგმა შეიმუშაოთ.

თევზები

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ, წესების საზღვრებში იმოქმედოთ და შემოვლითი გზები არ ეძებოთ. მოზღვავებული ემოციები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. დღის მეორე ნახევარში საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ, კომუნიკაცია კი სასიამოვნო და სასარგებლო იქნება.

,,სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში ღაზა იქცევა სრულ ჯოჯოხეთად, სასაფლაოდ ისრაელისთვის”- ღაზი ჰამადი

ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ სპიკერი ღაზი ჰამადი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობებს აყენებს.

მისი თქმით, ღაზას სექტორში აგრესია უნდა შეწყდეს და დახმარება უნდა შევიდეს.

„ჩვენ მზად ვართ პოზიტიურად გადავჭრათ მძევლებისა და პატიმრების პრობლემა. ჩვენ მზად ვართ გავათავისუფლოთ ისინი, მაგრამ ამისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა არსებობდეს. ღაზას სექტორში აგრესია უნდა შეწყდეს და დახმარება უნდა შემოვიდეს ღაზაში.

ჩვენ მჭიდრო კონტაქტები გვაქვს კატართან მათ დიდი როლი ითამაშეს წინა დღით ორი მძევლის გათავისუფლებაში.

[სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში] ღაზა იქცევა სრულ ჯოჯოხეთად, სასაფლაოდ ისრაელისთვის. არ ვიცი, რა ბედი ეწევა მძევლებს, რადგან სიტუაცია უფრო გართულდება. მე არ შემიძლია ამ ადამიანების უსაფრთხოების გარანტიაზე საუბარი“, – აცხადებს ღაზი ჰამადი. 

თურქეთმა, შესაძლოა, ღაზაში დაჭრილები სამკურნალოდ წაიყვანოს – ერდოღანის ოფისი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელს ისმაილ ჰანიეს.

მედიის ცნობით, საუბარი შეეხებოდა დაჭრილების თურქეთში სამკურნალოდ ჩაყვანას.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მუშაობს იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება ღაზას სექტორამდე მივიდეს, დაშავებულებს თურქეთში უმკურნალონ საჭიროების შემთხვევაში და რაც შეიძლება მალე მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა რეგიონში“, – წერს ერდოღანის ოფისი.

,,ისრაელის სამხედროებს მოვუწოდე დისციპლინის, პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისკენ”- ჯეიმს კლევერლი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ისრაელს დისციპლინური ქმედებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტზე განაცხადა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მან ასევე უნდა იმუშაოს „ღაზაში პალესტინელი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად“.

„წარმოუდგენლად რთული გარემოებების მიუხედავად, მე ისრაელის სამხედროებს მოვუწოდე დისციპლინის, პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისკენ”, – თქვა მან.

კლევერლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიდერებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი კონფლიქტი, რადგან „ეს არის ზუსტად ის, რაც „ჰამასს“ სურს“.

ღაზაში მტერი ბევრ მოულოდნელობას გვიმზადებს, მაგრამ ჩვენც ვუმზადებთ – ჰერცი ჰალევი

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი გოლანის ქვეითთა ბრიგადის ჯარისკაცებს შეხვდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედროებს განუცხადა, რომ უნდა ელოდონ ტერორისტული ჯგუფების მიერ მომზადებულ სიურპრიზებს, როდესაც ისინი შევლენ ღაზას სექტორში მოახლოებული სახმელეთო შეტევის დროს.

„ჩვენ შევალთ ღაზას სექტორში. ჩვენ დავიწყებთ ოპერატიულ და პროფესიონალურ მისიას „ჰამასის“ ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით და გონებაში გვექნება ორი კვირის წინ შაბათის სურათები, სცენები და დაღუპულები. ღაზა რთულია, ღაზა მჭიდროა, მტერი ბევრ რაღაცას ამზადებს იქ, მაგრამ ჩვენც ვამზადებთ რაღაცებს მათთვის“, – აცხადება ჰალევი.

,,ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს საქართველოს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”- ჩიქოვანი

ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს საქართველოს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს ძალიან მისასალმებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი როგორც 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, ასევე ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მას ძალიან ბევრი შეხვედრა ჰქონდა, როგორც გრანადაში, სადაც ევროპული სახელმწიფოების შეხვედრა გაიმართა, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს საქართველოს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს ძალიან მისასალმებელია. მეორე მხრივ, მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ პოზიტიური რეკომენდაცია იქნება ევროკომისიის მხრიდან. რა თქმა უნდა, როდესაც გადაწყვეტილება იქნება უკვე მიღებული ევროსაბჭოზე, ვიმედოვნებთ, ერთსულოვანი გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არსებობს გარკვეული შანსები, რომ კვლავაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, როგორც ადრე, მაგრამ დღეს გაცილებით უფრო მეტია პოზიტიური მოლოდინი, ვინაიდან საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი როგორც 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, ასევე ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კვარაცხელიას ჟესტი „ვერონას“ ფეხბურთელებმა არასწორად გაიგეს

ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „ნაპოლის“ გასვლითი მატჩის მოგებაში (3:1) დუბლით დაეხმარა. პირველი გოლის შემდეგ ქართველის მიერ ნაჩვენებმა ჟესტმა მასპინძლები გააღიზიანა, რაც გაურკვევლობის და მცირე კონფლიქტის მიზეზიც გახდა.

საქმე ისაა, რომ კვარაცხელიამ „ვერონას“ კარში გატანილი გოლის შემდეგ ტრიბუნებისკენ ე.წ. არათითი ასწია, რომელზეც საქორწინო ბეჭედს იკეთებენ და ამით გოლი ნიცა თავაძეს მიუღძვნა, ვისთანაც სანაკრებო პაუზის დროს ჯვარი დაიწერა.

ეს „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა კარგად გაიგეს, მაგრამ „ვერონას“ მოთამაშეები და გულშემატკივრები გაღიზიანდნენ და ხვიჩას საქციელი შეურაცხყოფად მიიღეს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და ვნებათაღელვაც ჩაცხრა.