Home Blog Page 2001

,,ეროვნული ნაკრები რეგულაციასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს”- ალექსანდრე იაშვილი

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის

. წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია.

მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

 

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

ალ-ასადის ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული, თავდასხმა განხორციელდა

ალ-ასადის ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული, თავდასხმა განხორციელდა. როგორც The Times of Israel ამერიკულ მხარეზე დაყრდნობით წერს, თავდასხმას შედეგად მოჰყვა „პერსონალის და ინფრასტრუქტურის მსუბუქად დაზიანება“.

ამასთან, გამოცემა  ამერიკის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ძალებმა თავდაცვის მიზნით საპასუხო იერიში მიიტანეს პროირანული ჯგუფის ორ სატვირთო ავტომობილზე.

„ორივე ოფიციალურმა პირმა ისაუბრა ანონიმურობის პირობით, რადგან მათ არ აქვთ ამ საკითხზე საჯაროდ საუბრის უფლებამოსილება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა განაცხადა, რომ 17 ოქტომბრის შემდეგ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებს 38-ჯერ დაესხნენ თავს.

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილიდან თქვენი დადებითი ენერგია გარშემო მყოფებს განწყობას უმაღლებს, მაგრამ ეცადეთ, არ გადაიღალოთ – უახლოეს დღეებში ენერგია აუცილებლად დაგჭირდებათ. გირჩევთ, დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოინახულოთ, რათა არ გაანაწყენოთ. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

კურო

ამ დღეს საპირისპირო სქესის ყურადღებას მიიქცევთ. დღის უდიდეს ნაწილს მოსაწყენი სამუშაოს შესრულებას დაუთმობთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

ტყუპები

ამ დღეს საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა დიდ ენერგიას წაგართმევთ. მოემზადეთ სერიოზული კამათისა და დისკუსიისთვის. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ, რასაც ბევრი ემოცია და განცდა მოჰყვება. ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ – შეიძლება ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.

კირჩხიბი

თუ რამეს შეცვლა გსურთ, ნუ შეგეშინდებათ, რომ ამის შესახებ ხმამაღლა თქვათ. თუ არ იტყვით, გარშემო მყოფები ვერასოდეს გამოიცნობენ, რა მოგწონთ და რა არა. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ბევრ ენერგიას წაგართმევთ, ეს შესანიშნავი დღეა მეგობრებთან შეხვედრისთვის.

ლომი

ეცადეთ, თქვენი ყოველი ნაბიჯი და მოქმედება წინასწარ გათვალოთ. დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით უნებურად, ვიღაც შეურაცხყოთ. სამსახურში ან ნათესავთან ურთიერთობაში ემოციური სიტუაცია გელით. აუცილებელია არაა, რომ ეს უარყოფითი ემოციები იყოს. პირიქით, შეიძლება შექება ან ჯილდო მიიღოთ. სამსახურში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, რის გამოც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ.

ქალწული

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ის აკეთოთ, რაც მოგწონთ. მით უმეტეს, რომ სამუშაოს ადვილად გაუმკლავდებით და გართობის დროც დაგრჩებათ. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნების, ფლირტისა და შეხვედრებისთვის. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ, რისი მინიშნება სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

სასწორი

საქმეს ნუ გაირთულებთ, როდესაც ცხვირწინ იოლი გამოსავალი გაქვთ და სიტუაციის მარტივად მოგვარება შეგიძლიათ. ეცადეთ, საკუთარი თავისა და პარტნიორისთვის დრო გამონახოთ. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებში მოქმედება მოგიწევთ, ამიტომ უახლოეს დღეებში საგანგებოდ ნურაფერს დაგეგმავთ.

მორიელი

თუ რამე არ იცით, ნუ მოგერიდებათ, რომ რჩევა მეგობარს ან კოლეგას ჰკითხოთ. ნურც საკუთარი აზრის გამოთქმის შეგეშინდებათ, თუნდაც ის ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს. ცუდი განწყობა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ გადაიღალეთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით – მისი ასრულების დროა.

მშვილდოსანი

შესაძლოა, კოლეგებთან ურთიერთობაში უთანხმოება წარმოიშვას. შეეცადეთ, პრობლემის მიზეზები გაარკვიოთ და გამოსავალსაც იპოვით. გახსოვდეთ, რომ ემოციები არ უნდა დააგროვოთ და რაც შეიძლება დროულად უნდა დაიცალოთ. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ ემოციებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

თხის რქა

საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ და იცით, როგორ მოახდინოთ ადამიანებზე შთაბეჭდილება. ახალი ნაცნობები თქვენს მომხიბვლელობას და მეგობრულ დამოკიდებულებას დააფასებენ, ამიტომ მათგან დაპატიჟებაზე ნუ იტყვით და თქვენთვის საჭირო კავშირები დაამყარეთ.

მერწყული

ამ დღეს ინდივიდუალურ მუშაობაზე უფრო ნაყოფიერი გუნდური მუშაობა იქნება. სანამ რამეს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად და რაზე შეიძლება უარი თქვათ. სახლში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. დროა, ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო სამზადისისთვის გეგმები შეადგინოთ.

თევზები

თევზებისთვის განსაკუთრებით აქტიური დღეა. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს. თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ.

ოდესის ოლქზე სარაკეტო შეტევები განხორციელდა – უკრაინული მხარე

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლექზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს. არსებული ცნობით, რუსეთის ტაქტიკურმა ავიაცია შეტევა Kh-31P-ს ტიპის რაკეტების გამოყენებით განახორციელა.

როგორც უკრაინული მხარე აღნიშნავს, შეტევების შედეგად მოსახლეობა არ დაშავებულა, თუმცა, რაკეტის ნამსხვრევები ოდესის ტერიტორიასა და ბელგოროდ-დნესტრის რეგიონში რამდენიმე ობიექტს მოხვდა.

„დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და პორტის ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,შეხვედრები ტარდება იმ ადამიანებთან, რომლებმაც „გადაარჩინეს თავისი კბილები“ საქველმოქმედო ამოღებას”-დავით ქართველიშვილი

წარმოდგენილია, ორი წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამა: პირველი – სტაბილურობა, მშვიდობა, აღორძინება და ამა თუ იმ რეგიონზე მორგებული პროგრამები. და მეორე, ისევ მეორე ფრონტის გახსნა, საარჩევნო ბარიერის თემა, საერთაშორისო სანქციებში საქართველოს მონაწილეობა, კვლავ ფადი ასლისეული წინადადება, რომელიც თვლის სრულ ბალასტად, სოხუმსაც და ცხინვალსაც საქართველოს ევროინტეგრაციის თუ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მუდმივი დესტაბილიზაცია, კარვების ქალაქების განლაგება და გაშლა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ისაუბრა.

ქართველიშვილის თქმით, წინასაარჩევნო სამზადისი დაწყებული აქვს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანია დამყარებულია მშვიდობაზე, ქვეყნის განვითარებაზე, ხოლო ოპოზიციის ქვეყანაში ისევ დესტაბილიზაციაზე და მეორე ფრონტის გახსნაზეა ორიენტირებული.

„დაწყებულია წინასაარჩევნო სამზადისი. ხელისუფლებას დაწყებული აქვს რეგიონებში გასვლითი შეხვედრები, სადაც საუბარი მიდის მშვიდობაზე, განვითარებაზე, სტაბილურობაზე და აღორძინებაზე. ასევე, გასვლითი შეხვედრები დაწყებული აქვს საემიგრაციო წრეებში ერთ-ერთ სტომატოლოგს. შეხვედრები ტარდება იმ ადამიანებთან, რომლებმაც „გადაარჩინეს თავისი კბილები“ საქველმოქმედო ამოღებას. ამიტომ, აქვთ უფლება გაიღიმონ და ბევრი ილაპარაკონ. წარმოდგენილია, ორი წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამა: პირველი – სტაბილურობა, მშვიდობა, აღორძინება და ამა თუ იმ რეგიონზე მორგებული პროგრამები. და მეორე, ისევ მეორე ფრონტის გახსნა, საარჩევნო ბარიერის თემა, საერთაშორისო სანქციებში საქართველოს მონაწილეობა, კვლავ ფადი ასლისეული წინადადება, რომელიც თვლის სრულ ბალასტად, სოხუმსაც და ცხინვალსაც საქართველოს ევროინტეგრაციის თუ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მუდმივი დესტაბილიზაცია, კარვების ქალაქების განლაგება და გაშლა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამისთვის არის საბაბი თუნდაც ფორმალური, თუ არ არის, ამას არა აქვს მნიშვნელობა. აი ეს ყველაფერი, რომ დაიბეჭდოს, ჩვენთან ბოძებზე, ღობეზე, კედელზე რომ გაიკრას, ვინმე, ნორმალურ ადამიანს კიდევ დაებადება შეკითხვა, თუ რატომ აქვთ ამ უბედურებს, ასეთი ნულოვანი რეიტინგი?!

მე გამახსენდა, 2022 წლის მარტში „გორბისთვის“ შეკვეთილი გამოკითხვა, უკრაინის ომის დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში. მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეკითხვები ჰქონდათ – გსურთ, თუ არ გსურთ მეორე ფრონტის გახსნა, საომარი მოქმედებები და ა.შ. ეს პასუხები გაშლილი იყო პოლიტიკური შეხედულებების, პარტიული კუთვნილების შესაბამისად. გამოვიდა ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა დიდი ნაწილი, შედიოდა იმ 80-85%-იან რიცხვში, რომელთაც საქართველოში არანაირი ომი არ უნდოდათ. ეს კიდევ ის პერიოდია, როდესაც ბახმუტი -ბახმუტობს, ბავშვები დადიან საბავშვო ბაღში, სკოლებში, ხალხი რესტორნებში დადის და ა.შ. ასე ვთქვათ, მარიუპოლი -მარიუპოლობს. იმის მერე, როდესაც ბახმუტი, მარიუპოლი მიწასთან არის გასწორებული, დღეს ეს ნარატივი და მოწოდებები, „ნაცების“ წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც გააჟღერა ალასანიამ, ისევ და ისევ ომზე და საქართველოს საბოლოო განადგურებაზე გადის.

დღეს ძალიან საინტერესო, ჩამჭრელი კითხვები დაუსვეს გასვლით შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს , მამუკა მდინარაძეს – რას აკეთებს საქართველო თამაზ გინტურის ოჯახის წინაშე (კიდევ ერთხელ, ვიზიარებ ჩვენ საერთო ტრაგედიას), მაგრამ რას აკეთებს ხელისუფლება, რატომ არ სჯის ამ მკვლელობის უშუალო შემსრულებელს, დამკვეთს და ა.შ.

სპეციალურად შევიხედე ინტერნეტში, მაინტერესებდა 2002-2003 წლებში, ცხინვალში, ზოგადად სამაჩაბლოში, ვინმე ქართველი მოუკლავთ? გახმაურებული მკვლელობა დაფიქსირებული იყო? არ იყო დაფიქსირებული (ეს ის პერიოდია, როდესაც ქელეხი, ქორწილი, ცხინვალში ჩასვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა). როდესაც დე ფაქტო სივრცის ნელ-ნელა ინტეგრაცია ხდებოდა დანარჩენ საქართველოსთან. ვის არ მოეწონა ეს? არ მოეწონა ზუსტად იმ ალასანიას და მიხეილ სააკაშვილს“, -განაცხადა ქართველიშვილმა.

გურჯაანში კისტის თოფით დაშავებული 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა

თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში კისტის თოფით დაშავებული მოზარდი, გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, მკურნალობის პროცესში სხვა ქვეყნიდან მოწვეული ექიმებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მდგომარეობის განსაკუთრებული სიმძიმის გამო, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 9 ოქტომბერს მოხდა. მოზარდი მეზობელთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც თანატოლს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და ბიჭს თვალის არეში მოხვდა.

ბიჭი სამკურნალოდ ჯერ გურჯაანში, შემდეგ კი, თბილისში გადაიყვანეს.

საქართველოში ამინდის გაუარესებამ სატრანსპორტო გზებზე პრობლემები შექმნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გაფართოვებისათვის საჭირო სამუშაოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„გაფართოება არის და იქნება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი“ – შარლ მიშელი

„გაფართოება არის და იქნება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესმა ზოგჯერ შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს, თუმცა, „საჭირო სამუშაო – განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის სფეროში“, უნდა გაგრძელდეს.

„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში, მოულოდნელად არ ხდება. გაფართოება არის და იქნება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი“, – ამბობს შარლ მიშელი.

„შეთახმების თანახმად, „ჰამასმა“ 50 ისრაელელი ტყვე უნდა გაათავისუფლოს“ – The Times of Israel

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის მიერ მომზადებული შეთანხმების თანახმად, „ჰამასმა“ ოთხი დღის განმავლობაში 50 ისრაელელი ტყვე უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის ხელისუფლებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს განცხადებით, ისრაელის მთავრობა მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეთანხმების დადების პროცესში მტკიცედ დადგა თავის პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი პალესტინელი პატიმარი, რომელიც სანაცვლოდ გათავისუფლდება, არ უნდა ყოფილიყო მკვლელობისთვის გასამართლებული.

„შეთანხმების მიხედვით, რომელიც დამუშავების პროცსშია, „ჰამასი“ ცეცხლის ოთხი დღით შეწყვეტის, 150-დან 300-მდე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების და ღაზაში საწვავისა თუ სხვა საქონლის შეტანის სანაცვლოდ, სულ მცირე 50 ისრაელელ ტყვეს ათავისუფლებს – ძირითადად, ქალებს და ბავშვებს. 

მძევლების გათავისუფლების ეტაპების დასრულებისთანავე, ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, „ჰამასი“ აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს გატაცებული 240-მდე მძევლიდან, მათ 210 ჰყავთ, ხოლო დანარჩენები, მათივე მტკიცებით, „ისლამური ჯიჰადის“ ტყვეობაში არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, 12-13 მძევალი ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებისთანავე გათავისუფლდება და თითოეული ტყვე, დაბრუნდება იმ ქალაქში, სადაც მანამდე ცხოვრობდა, მათ შორის, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში.

„კანონი ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს და გასცემს პასუხს”- თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. მეგრელიშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივად, უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა არის შეუძლებელი.

„კანონი ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს და გასცემს პასუხს. არის მიმდინარე საქმეები, რომლებშიც (უდანაშაულობის პრეზუმფციას, რა თქმა უნდა, არ დავარღვევ, მაგრამ დიდი ალბათობით), მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
როდესაც ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, ერთადერთი არჩევანი და გამოსავალი რაც მას აქვს, არის ის, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ სამართლებრივად ეს არის შეუძლებელი, რადგან სამართლებრივად, უცხო ქვეყნის მოქალაქე არ შეიძლება ამგვარ პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული. გამორიცხულია, ის იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში იმ მოცემულობით, რა მოცემულობაშიც ახლა არის მიხეილ სააკაშვილი. 2012 წლიდან დღემდე კანონზე მაღლა საქართველოში არავინ დგას, მათ შორის, არც საქართველოს პრეზიდენტი. სწორედ ამიტომ ამოქმედდა ის პროცედურები და სამართლებრივი მექანიზმები მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, რომ დიახ, საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას. ეს არის ჯანსაღი სამართლებრივი სახელმწიფოს ძალიან სწორი ხედვა და ხელწერა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

,,ორგანულ კანონში ,,მოქალაქეობის შესახებ”მიღებული ცვლილებები არასაკმარისია”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  ორგანულ კანონში ,,მოქალაქეობის შესახებ”, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები რეალურად, „არცერთ ცვლილებას და გამარტივებას“ არ წარმოადგენს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა.

“თავის დროზე, მე საზღვარგარეთიდან, სადაც იმ დროს ვიმყოფებოდი, დავიწყე სხვა დიასპორის წევრებთან მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ამ ქვეყანას მიეღო ორმაგი მოქალაქეობის კანონი, რაც რამდენიმე წლის მერე მოხდა. დღევანდელი, თანამედროვე ქვეყნების ყველაზე დიდ ნაწილს იგივე ტიპის კანონი აქვთ. ჩვენს შემთხვევაში ამ კანონის მიღების შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ეს ძალიან მარტივი ყოფილიყო და პრაქტიკულად, ჩვენ ვყოფილიყავით ძრავა იმის, რომ ყველასთვის დაგვებრუნება მოქალაქეობა და მათი შვილებისთვის გაგვეადვილებინა მოქალაქეობის მინიჭება, მიუხედავად ძალიან ბევრი ძალისხმევისა, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან ჩემმა ადმინისტრაციამ და პირადად მე მინისტრებთან დაწყებული მქონდა ამ საკითხზე მოლაპარაკებები, თუ როგორ განგვემარტივებინა პროცედურები, რაც შექნილი იყო, ეს გამარტივება არ მოხდა. ჩემი აზრით, ეს ხელს უშლიდა რეალურად დიასპორაში მცხოვრებ ადამიანებს, რომ დაებრუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა. მე ამას დღეს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ამ დღეებში მიღებულ იქნა პარლამენტში ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში, რომელიც რეალურად, არცერთ ცვლილებას და გამარტივებას არ წარმოადგენს. მე ამას წინსწრებით ვამბობ იმიტომ, რომ ალბათ, ამაზე დიდი პროპაგანდა იქნება, რომ ჩვენ მოვახდინეთ ამ ცვლილებებით პროცედურების დიდი გამარტივება, თუმცა არც არაფერი. ჩვენი თანამემამულეების მთავარი მოთხოვნები, რომ გამარტივდეს ტესტირება, მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ არიან დაბადებული, თუნდაც ენის ტესტირება იყოს გამარტივებული და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და მარტივად მოხდეს, საფასურიც იყოს განულებული იმიტომ, რომ ჩვენ ამ ადამიანებს მოქალაქეობას ვუბრუნებთ, ეს ყველაფერი მხედველობაში არ მიიღეს. მხოლოდ ერთი სერიოზული რამ შეიცვალა, ეს არის ის, რომ ტესტირება რამდენჯერაც გინდათ შეგიძლიათ ჩააბაროთ და ნებისმიერ დროს გადაიხადოთ საფასური. ეს არის მთავარი ცვლილება. ასევე მეორე კუთხით, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს, ის გეოპოლიტიკური გარემოება, რის გამოც ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტირიებზე ან საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, მათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ, არის ძალიან გაზრდილი. ჩვენ თუ რამე ოდნავ სტრატეგია და ხედვა გაგვაჩნია იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებული არის საქართველოს ტერიტორიაზე.

ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით. ეს იყო მოთხოვნა, რომელიც მე მგონი, სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა. მე ცვლილებებზე ვეტოც არ დავადე, რადგან ეს არ არის სავეტო ცვლილებები. მთავარია ის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ნამდვილი ცვლილებები, არსებითი ცვლილებები მიყვანილი იყოს ბოლომდე.

ჩვენ თუ გვინდა, რომ დიასპორებს მივმართოთ და გავაგებინოთ, მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც შეუძლია, რომ ინიციატივა მიიღოს პარლამენტში, რომ ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა იმიტომ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც, მე მგონი, ყველას ეხება. ისინი ჩვენი ქვეყნის ნაწილი არიან და ჩვენ გვინდა, რომ მათ მიიღონ სრული მონაწილეობა ამ ქვეყნის ცხოვრებაში, ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ჩვენ უნდა გადავდგათ ეს პირველი ნაბიჯი, რომ დიახ, ჩვენ გცნობთ და გვინდა, რომ გახდეთ საქართველოს მოქალაქეები დაიბრუნოთ და აღიდგინოთ მოქალაქეობა. ეს არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენი და თქვენი ერთობლივი მომავალი.

მინდა გისურვოთ, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, იყოს ძალიან წარმატებული. გაიშალოს ყველა იმ ქვეყნებზე, სადაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ და სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ელოდებიან ჩვენგან(ჩვენ ველოდებით მათგან) მეტ გააქტიურებას და ერთად დაწყებას ახალი ინიციატივების. ჩვენ გვაქვს ერთად ძალიან დიდი მომავალი და გისურვებთ, რომ „შინ მომავლისთვის“ წარმატებული იყოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.