22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

171
spot_img

ვერძი

დილიდან თქვენი დადებითი ენერგია გარშემო მყოფებს განწყობას უმაღლებს, მაგრამ ეცადეთ, არ გადაიღალოთ – უახლოეს დღეებში ენერგია აუცილებლად დაგჭირდებათ. გირჩევთ, დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოინახულოთ, რათა არ გაანაწყენოთ. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

კურო

ამ დღეს საპირისპირო სქესის ყურადღებას მიიქცევთ. დღის უდიდეს ნაწილს მოსაწყენი სამუშაოს შესრულებას დაუთმობთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

ტყუპები

ამ დღეს საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა დიდ ენერგიას წაგართმევთ. მოემზადეთ სერიოზული კამათისა და დისკუსიისთვის. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ, რასაც ბევრი ემოცია და განცდა მოჰყვება. ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ – შეიძლება ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.

კირჩხიბი

თუ რამეს შეცვლა გსურთ, ნუ შეგეშინდებათ, რომ ამის შესახებ ხმამაღლა თქვათ. თუ არ იტყვით, გარშემო მყოფები ვერასოდეს გამოიცნობენ, რა მოგწონთ და რა არა. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ბევრ ენერგიას წაგართმევთ, ეს შესანიშნავი დღეა მეგობრებთან შეხვედრისთვის.

ლომი

ეცადეთ, თქვენი ყოველი ნაბიჯი და მოქმედება წინასწარ გათვალოთ. დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით უნებურად, ვიღაც შეურაცხყოთ. სამსახურში ან ნათესავთან ურთიერთობაში ემოციური სიტუაცია გელით. აუცილებელია არაა, რომ ეს უარყოფითი ემოციები იყოს. პირიქით, შეიძლება შექება ან ჯილდო მიიღოთ. სამსახურში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, რის გამოც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ.

ქალწული

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ის აკეთოთ, რაც მოგწონთ. მით უმეტეს, რომ სამუშაოს ადვილად გაუმკლავდებით და გართობის დროც დაგრჩებათ. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნების, ფლირტისა და შეხვედრებისთვის. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ, რისი მინიშნება სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

სასწორი

საქმეს ნუ გაირთულებთ, როდესაც ცხვირწინ იოლი გამოსავალი გაქვთ და სიტუაციის მარტივად მოგვარება შეგიძლიათ. ეცადეთ, საკუთარი თავისა და პარტნიორისთვის დრო გამონახოთ. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებში მოქმედება მოგიწევთ, ამიტომ უახლოეს დღეებში საგანგებოდ ნურაფერს დაგეგმავთ.

მორიელი

თუ რამე არ იცით, ნუ მოგერიდებათ, რომ რჩევა მეგობარს ან კოლეგას ჰკითხოთ. ნურც საკუთარი აზრის გამოთქმის შეგეშინდებათ, თუნდაც ის ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს. ცუდი განწყობა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ გადაიღალეთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით – მისი ასრულების დროა.

მშვილდოსანი

შესაძლოა, კოლეგებთან ურთიერთობაში უთანხმოება წარმოიშვას. შეეცადეთ, პრობლემის მიზეზები გაარკვიოთ და გამოსავალსაც იპოვით. გახსოვდეთ, რომ ემოციები არ უნდა დააგროვოთ და რაც შეიძლება დროულად უნდა დაიცალოთ. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ ემოციებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

თხის რქა

საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ და იცით, როგორ მოახდინოთ ადამიანებზე შთაბეჭდილება. ახალი ნაცნობები თქვენს მომხიბვლელობას და მეგობრულ დამოკიდებულებას დააფასებენ, ამიტომ მათგან დაპატიჟებაზე ნუ იტყვით და თქვენთვის საჭირო კავშირები დაამყარეთ.

მერწყული

ამ დღეს ინდივიდუალურ მუშაობაზე უფრო ნაყოფიერი გუნდური მუშაობა იქნება. სანამ რამეს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად და რაზე შეიძლება უარი თქვათ. სახლში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. დროა, ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო სამზადისისთვის გეგმები შეადგინოთ.

თევზები

თევზებისთვის განსაკუთრებით აქტიური დღეა. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს. თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ.