Home Blog Page 2

აქამდე პარლამენტის შენობიდან ჩვენ გვაძევებდნენ და ახლა თავად გაიძევეს თავი – საკუთარი მოქალაქეების ეშინიათ – თინა ბოკუჩავა უმრავლესობაზე

აქამდე პარლამენტის შენობიდან ჩვენ გვაძევებდნენ და ახლა თავად გაიძევეს თავი – მათ საკუთარი მოქალაქეების ეშინიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „შეშინებული დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, დღეს, პარლამენტის შენობის გახსნას საერთოდ ვერ ბედავს“.

„ვერშემდგარი, შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობიდან მორიგ ჯერზე სპეცრაზმმა გააპარა, დღეს საერთოდ ვერ ბედავს პარლამენტის შენობის გახსნას, მათ შორის, შეზღუდული გვაქვს შესვლის უფლება დეპუტატებს, ისევე როგორც ჟურნალისტებს. აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი, რადგან მათ ეშინიათ ქართველი ხალხის, საკუთარი მოქალაქეების იმიტომ, რომ ხედავენ ქართველი ხალხი არ აპირებს დათმოს თავისი ევროპული, ამ ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული, ევროპული განვითარების შანსი და სწორედ ამის დასაცავად გამოდის ყოველდღე,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი” – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თბილისში მიმდინარე აქცია მშვიდობიანი არ არის და ეს ხალხმა კარგად დაინახა.

„როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ზუსტად ეს არის ოპოზიციის სახე, რომ კამერებთან დგანან, კადრში, უკან ცეცხლწაკიდებული კარი ჩანს, მომიტინგეები ქვებს იღებენ და ხან ერთმანეთს ესვრიან, ხან – კარს, საბოტაჟს აწყობენ, ხან ერთმანეთს აგინებენ და ხან – პოლიციას და ამას მშვიდობიან აქციას უწოდებენ. ხალხმა პირდაპირ ეთერში დაინახა პოლიტიკოსები, რომლებიც თეთრზე შავს ამბობენ. ასე სცადეს გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზებაც, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ის აუცილებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი – დაწერე განცხადება და წადი სახლში, გადადექი – სალომე სამადაშვილი

ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი, დაწერე განცხადება და წადი სახლში, გადადექი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სამადაშვილის თქმით, ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს მათი გენერალი, საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში ვეღარ მიდის, რადგან ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას აღარ გამოხატავს.

„ილია დარჩიაშვილი დღეს საქართველოს პარლამენტში ვერ მოდის. როცა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხარ და წარმოადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალა, ცხადია, პარლამენტში მინისტრი ვერ მოვიდა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას ორი მთავარი საყრდენი აქვს. ერთია – ქართული ჯარი და მეორეა – ქართული დიპლომატია. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ორივე სჭირდება. ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს მათი გენერალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვეღარ მოდის საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს პარლამენტი აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი – დაწერე განცხადება და გადადექი, რადგან ეს ხელისუფლება საკუთარი არსებობის უკანასკნელ თვეებს ითვლის და ის მაინც შეგრჩება შენს ბიოგრაფიაში, რომ ხელი არ მოაწერე ქვეყნის ღალატს გადამწყვეტ მომენტში. დაწერე განცხადება და წადი სახლში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მგზავრთა საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ძველი ვერსია 31 მაისიდან გაითიშება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განახლებული საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მუშაობის სატესტო რეჟიმი, რომელიც 25 მარტიდან ამოქმედდა, დასრულებულია, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებით, მობილური აპლიკაციის აქტიურ მომხმარებელთა უმრავლესობა, ორივე პლატფორმაზე, განახლებულ აპლიკაციას იყენებს, თუმცა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კვლავ ძველი სერვერების მომხმარებელია.

„მიმდინარე წლის 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშება და აპლიკაციების მანამდე არსებული ვერსიები ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ისარგებლონ აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომლის გადმოწერასაც შეძლებენ, როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს.

განახლებული საინფორმაციო ვებგვერდითა და აპლიკაციით უკვე შესაძლებელია მგზავრობის დაგეგმვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმება. აპლიკაციის ახალი ვერსია მგზავრებს ასევე, სთავაზობს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივას, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი“, – აცხადებენ მერიაში.

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის განვითარების ფონდის (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბერტრან ვალკენერს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ფონდის არსებით მხარდაჭერას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსების კუთხით და AFD-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს მადლობა გადაუხადა.

საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობები და საფრანგეთის მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების ფონდს შორის გაფორმებული პარტნიორობის შეთანხმება. აღინიშნა, რომ AFD-ის პროექტები საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ სფეროებთან სრულ შესაბამისობაშია და ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში აქციაზე დაშავებული 15 პირი გადაიყვანეს, რომელთა შორისაც სამართალდამცველებიც არიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-2 მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 დაშავებული გადაიყვანეს. მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. „1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა განახორციელეს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა“,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო

პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო. დარჩიაშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იყო მიწვეული.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, “საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც დღეს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები – ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 14.00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო14:00 საათის შემდეგ, დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.

“კიევმა 2023 წელს დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს“ – უცხოური პრესა

„ამერიკული სამხედრო დახმარება უკვე კიევისაკენ მიემართება. ის უბედურება რომ გადაიტანოს, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა ჩავარდნილი, უკრაინის მთავრობამ აღნიშნული 61-მილიარდიანი დახმარება გონივრულად უნდა გამოიყენოს. სავარაუდოდ, აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილი ფულით და იარაღით კიევი შეძლებს რუსების შეტევის შეჩერებას და რიგ შემთხვევებში, ალბათ, უკუაგდებს კიდეც მათ ცალკეული მიმართულებებით, მაგრამ დახმარება არასაკმარისი იქნება 2022 წლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ჰილ“-ში (The Hill) დაბეჭდილ მასალაში სათაურით „აშშ უკრაინას კვლავ დაეხმარა, მაგრამ კიევმა 2023 წელს დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს“ (ავტორი – ტომ მოსქაითისი, ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასულ ზაფხულს უკრაინის არმიის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ თავიანთი რესურსების დიდი ნაწილი „ქარს გაატანეს“ – უნაყოფოდ დახარჯეს უშედეგო კონტრშეტევაში. რუსეთის ჯარი, რომელმაც ვერ შეძლო 2022 წლის გაზაფხულზე ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება, წარმატებული და მოხერხებული აღმოჩნდა თავდაცვით ოპერაციებში: 2023 წლის ზაფხულში უკრაინელებმა ვერაფერი მოუხერხეს რუსების მიერ გამაგრებულ თავდაცვით-საფორტიფიკაციო კომპლექსს და დიდი ზარალი განიცადეს.

(…)

უკრაინის არმიის წარუმატებლობით, ფაქტიურად, დასავლეთის რეპუტაციაც შეილახა – ამერიკულ (და ნაწილობრივ, ევროპულ) პოლიტიკური წრეების თვალსაზრისებში გაძლიერდა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შემცირების ტენდენცია, რაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების მიერ უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო პაკეტის დაბლოკვით გამოიხატა – რამდენიმე თვის განმავლობაში. თუმცა დემოკრატებმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ძალისხმევითა და სხვადასხვა პოლიტიკური მანევრების მეშვეობით, მოახერხეს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის მაიკ ჯონსონის დარწმუნება კიევისადმი დახმარების აუცილებლობაში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, კანონპროექტის წარმატებით მიღება უზრუნველყო. ამასთან, რესპუბლიკელებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ამგვარი პოლიტიკური მანევრი თეთრ სახლს აღარ გაუვა და რომ უკრაინისათვის ეს სამხედრო დახმარება უკანასკნელი იქნება.

(…)

ყველა ეს ფაქტორი იმას მიანიშნებს, რომ უკრაინამ დღევანდელ სიტუაციაში მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს იმ ტერიტორიის შენარჩუნებას, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს და არ უნდა შეეცადოს იმის დაბრუნებას, რაც უკვე დაკარგული აქვს. უკრაინას დრო ჭირდება, რომ რუსული დაბომბვებით ძლიერ დაზიანებული კრიზისული (ენერგეტიკული) ინფრასტრუქტურა აღადგინოს და თავისი არმიის წრთვნა და აღჭურვა გააგრძელოს.

უკრაინას, სავარაუდოდ, შეუძლია რუსეთის არმიის მიერ მიღწეული ზოგიერთი წარმატება გარკვეულწილად გაანეიტრალოს, მაგრამ კიევმა საკუთარ თავს უფლება არ უნდა მისცეს  კიდევ ერთი ტოტალური კონტრშეტევა დაიწყოს. არ არის გამორიცხული შარშანდელი მასშტაბური დანაკარგების გამეორება, რაც უკრაინისათვის ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს – განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როცა ამერიკული დახმარების გაგრძელება გარანტირებული არ არის. პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ უკრაინის დარწმუნება იმაში, რომ კიევს მოსკოვზე გამარჯვება და ტერიტორიების მთლიანად დაბრუნება შეუძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს დახმარების შეწყვეტას – დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინისადმი სამხედრო დახმარება – ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ უკვე დახარჯული ფული და შეწირული სიცოცხლე ფუჭი აღმოჩნდეს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

“კიევმა 2023 წელს დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს“ – უცხოური პრესა

„ამერიკული სამხედრო დახმარება უკვე კიევისაკენ მიემართება. ის უბედურება რომ გადაიტანოს, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა ჩავარდნილი, უკრაინის მთავრობამ აღნიშნული 61-მილიარდიანი დახმარება გონივრულად უნდა გამოიყენოს. სავარაუდოდ, აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილი ფულით და იარაღით კიევი შეძლებს რუსების შეტევის შეჩერებას და რიგ შემთხვევებში, ალბათ, უკუაგდებს კიდეც მათ ცალკეული მიმართულებებით, მაგრამ დახმარება არასაკმარისი იქნება 2022 წლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ჰილ“-ში (The Hill) დაბეჭდილ მასალაში სათაურით „აშშ უკრაინას კვლავ დაეხმარა, მაგრამ კიევმა 2023 წელს დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს“ (ავტორი – ტომ მოსქაითისი, ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასულ ზაფხულს უკრაინის არმიის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ თავიანთი რესურსების დიდი ნაწილი „ქარს გაატანეს“ – უნაყოფოდ დახარჯეს უშედეგო კონტრშეტევაში. რუსეთის ჯარი, რომელმაც ვერ შეძლო 2022 წლის გაზაფხულზე ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება, წარმატებული და მოხერხებული აღმოჩნდა თავდაცვით ოპერაციებში: 2023 წლის ზაფხულში უკრაინელებმა ვერაფერი მოუხერხეს რუსების მიერ გამაგრებულ თავდაცვით-საფორტიფიკაციო კომპლექსს და დიდი ზარალი განიცადეს.

(…)

უკრაინის არმიის წარუმატებლობით, ფაქტიურად, დასავლეთის რეპუტაციაც შეილახა – ამერიკულ (და ნაწილობრივ, ევროპულ) პოლიტიკური წრეების თვალსაზრისებში გაძლიერდა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შემცირების ტენდენცია, რაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების მიერ უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო პაკეტის დაბლოკვით გამოიხატა – რამდენიმე თვის განმავლობაში. თუმცა დემოკრატებმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ძალისხმევითა და სხვადასხვა პოლიტიკური მანევრების მეშვეობით, მოახერხეს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის მაიკ ჯონსონის დარწმუნება კიევისადმი დახმარების აუცილებლობაში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, კანონპროექტის წარმატებით მიღება უზრუნველყო. ამასთან, რესპუბლიკელებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ამგვარი პოლიტიკური მანევრი თეთრ სახლს აღარ გაუვა და რომ უკრაინისათვის ეს სამხედრო დახმარება უკანასკნელი იქნება.

(…)

ყველა ეს ფაქტორი იმას მიანიშნებს, რომ უკრაინამ დღევანდელ სიტუაციაში მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს იმ ტერიტორიის შენარჩუნებას, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს და არ უნდა შეეცადოს იმის დაბრუნებას, რაც უკვე დაკარგული აქვს. უკრაინას დრო ჭირდება, რომ რუსული დაბომბვებით ძლიერ დაზიანებული კრიზისული (ენერგეტიკული) ინფრასტრუქტურა აღადგინოს და თავისი არმიის წრთვნა და აღჭურვა გააგრძელოს.

უკრაინას, სავარაუდოდ, შეუძლია რუსეთის არმიის მიერ მიღწეული ზოგიერთი წარმატება გარკვეულწილად გაანეიტრალოს, მაგრამ კიევმა საკუთარ თავს უფლება არ უნდა მისცეს  კიდევ ერთი ტოტალური კონტრშეტევა დაიწყოს. არ არის გამორიცხული შარშანდელი მასშტაბური დანაკარგების გამეორება, რაც უკრაინისათვის ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს – განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როცა ამერიკული დახმარების გაგრძელება გარანტირებული არ არის. პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ უკრაინის დარწმუნება იმაში, რომ კიევს მოსკოვზე გამარჯვება და ტერიტორიების მთლიანად დაბრუნება შეუძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს დახმარების შეწყვეტას – დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინისადმი სამხედრო დახმარება – ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ უკვე დახარჯული ფული და შეწირული სიცოცხლე ფუჭი აღმოჩნდეს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ამ რუსული კანონის რეალური დასასრული, პასუხი არის ოქტომბრის არჩევნების დროს ხმის მიცემაში – პრეზიდენტი

მჯერა, თავშეკავებას გამოვიჩენთ, რადგან არჩევნებამდე გრძელი გზაა და ამ რუსული კანონის და სხვა ბევრი კანონის, რომელიც ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში მიიღეს, რეალური დასრულება, პასუხი არის ოქტომბრის არჩევნების დროს ხმის მიცემაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა არასტაბილური სიტუაციის გაუარესება და გარკვეული სამოქალაქო კონფლიქტი, პრეზიდენტმა უპასუხა: “არ ვფიქრობ, რომ არასტაბილური სიტუაციაა”.

„ვფიქრობ, ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, რომ დაიცვან ევროპული მომავალი დაიცვან, ძალიან გონიერები არიან და ძალიან შეგნებულად უყურებენ იმ ფაქტს, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი ტერიტორია აქვს, უსაფრთხოებასთან თამაში არ შეიძლება. ასე რომ, ისინი მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ, თუმცა იყო გარკვეული პროვოკაციები პოლიციისა და სპეცრაზმისგან, მაგრამ მჯერა, თავშეკავებას გამოვიჩენთ, რადგან არჩევნებამდე გრძელი გზაა და ამ რუსული კანონის და სხვა ბევრი კანონის, რომელიც ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში მიიღეს, რეალური დასასრული, პასუხი არის ოქტომბრის არჩევნების დროს ხმის მიცემაში. ასე რომ, მიზანი და ამოცანა ძალიან ნათელია – საქართველოს ევროპულ მომავალთან შესაბამისობაში ყოფნა. ეს არის, რაც საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის და რასაც ძალიან კარგად დაიცავს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

“საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს უსწორდება” – რას წერს „ფაინენშელ თაიმსი”

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში” (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს უსწორდება, რომლებიც პროევროპულად და ანტირუსულად არიან განწყობილნი“ (ავტორები – ანასტასია სტოგნია და ენდი ბაუნდსი).


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


ქართული პოლიცია მკაცრად გაუსწორდა დემონსტრაციის მონაწილეებს, რომლებიც დემოკრატიის პრინციპების დაცვის მოთხოვნებით გამოდიან და არ ეთანხმებიან მთავრობის პოლიტიკას, მიმართულს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პრორუსული პოლიტიკის გაძლიერებისაკენ. ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მიღებული.


ყველაფერი კი ხელისუფლების მიერ ინიციირებულმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც, ოპოზიციური მიტინგის მონაწილეთა თქმით, რუსეთის გავლენით იქნა შემუშავებული. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ოლიგარქი მილიარდერი, „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ხელისუფლების მხარდამჭერთა ხალხმრავალ მიტინგზე ((100 ათასი ადამიანის მონაწილეობით).


ოპოზიციური და არასამთავრობო ორგანიზაციები არ ეთანხმებიან იმ კანონს, რომელიც მათ თანხების მიღება-ხარჯვის გამჭვირვალობას აიძულებს და თუ ისინი იუსტიციის სამინისტროში არ დარეგისტრირდებიან, დიდ ჯარიმებს გადაიხდიან.


მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კვალობაზე მმართველი პარტია აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავს როგორც ოპოზიციის შემაკავებელ და პარლამენტში „ქართული ოცნების“ გაბატონებული მდგომარეობის შემნარჩუნებელ ინსტრუმენტს, მაგრამ ის ქართველები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების განწყობაზე არიან, პრორუსული კანონის მიღებაში სერიოზულ საფრთხეს ხედავენ.


პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კანონს ხელი არ მოაწეროს, მაგრამ მთავრობას, თავის მხრივ, პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა შეუძლია. საინტერესოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გაიმარჯვა, მაგრამ შემდეგ მას პარტიასთან უთანხმოება გაუჩნდა და ამჟამად იგი მმართველი პოლიტიკური ძალის მწვავე კრიტიკოსად ითვლება. სამშაბათს პრეზიდენტმა პოლიციის მიერ [მთავრობის ბრძანებით] განხორციელებულ ქმედებას „აბსოლუტურად გაუმართლებელი და არაპროპორციული რეპრესიები“ უწოდა.


საქართველოს ხელისუფლება დასავლელმა პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის ხელმძღვანელებმაც გააკრიტიკეს, მათ შორის ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან აღნიშნა, რომ ყოველგვარი ანტიდემოკრატიული ქმედება საქართველოსთვის როგორც ევროკავშირის გზაზე მდგარი ქვეყნისათვის, უარყოფითი როლის შემსრულებელი იქნება. „სიტუაცია ძალიან ცუდია და ამიტომ ევროკავშირში შეშფოთებულნი არიან „ქართული ოცნების“ მოქმედებით“, – განაცხადა მან.


გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ ტოვებდნენ ანტისამთავრობო მიტინგს მონაწილეები, უმეტესად ქალები, დაწითლებული და ცრემლიანი თვალებით – პოლიციის მიერ მიერ ცრემლმდენი გაზის გამოყენების შედეგად. ექიმებმა დახმარება 20-მდე მომიტინგეს აღმოუჩინეს. განსაკუთრებით დაშავდა ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პოლიციელებმა სასტიკად სცემეს – მას ცხვირი გაუტეხეს, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში აღმოჩნდა. „მე ტკივილს არ ვგრძნობ ყველაფერი მომირჩება და გაივლის, პუტინისტებთან ბრძოლა კი გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


პოლიციელებს ვერ გადაურჩა ზოგიერთი ჟურნალისტი, მათ შორის „ფრანს პრესის“ სააგენტოს ფოტოგრაფი, რომელიც რეზინის ხელკეტების ქვეშ აღმოჩნდა – მიუხედავად იმისა, რომ იგი მკაფიოდ იყო იდენტიფიცირებული როგორც პრესის წარმომადგენელი


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ იმიტომ გამოიყენა სპეცსაშუალებები, რომ მიტინგის მონაწილეები სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს ეურჩებოდნენ და შეურაცხყოფდნენ.
პროსამთავრობო მიტინგის მონაწილეები ხელისუფლებამ სპეციალურად ჩამოიყვანა თბილისში რეგიონებიდან. „ეს არის აქცია პუტინის სტილით“, – ასე შეაფასა ხელისუფლების მხარდამჭერთა დემონსტრაცია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ამ მიტინგის ზოგიერთ ხანში შესულ მონაწილეს „ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტიც გაესაუბრა: მათი თქმით, ისინი რეგიონებიდან იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ მხარი დაუჭირონ „მამულს“, „ენას“ და „სარწმუნოებას“. ისინი მუდმივად იმეორებდნენ რუსული პროპაგანდის თემებს საქართველოში დასავლური სპეცსამსახურების ანტიქართული მოქმედების შესახებ.


თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთი იმაში დაადანაშაულა, რომ ნატოში მიღების ნაცვლად, ევროკავშირმა და ამერიკამ უკრაინა და საქართველო „ბედის ანაბარად მიატოვეს“. მისი მტკიცებით, ასეთი გადაწყვეტილება „ომის გლობალურმა პარტიამ“ მიიღო, რომელმაც 2008 წელს საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისაკენ უბიძგა.


ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ქვეყანა ევროკავშირში მიღებისათვის მზად 2030 წელს იქნება.


„ივანიშვილი იშვიათად აკეთებს მსგავს საჯარო განცხადებებს და მხოლოდ იმ სიტუაციებში, როცა მას სხვა არჩევანი აღარ აქვს“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანამშრომლად მუშაობს.


წყარო

სურსათის ეროვნული სააგენტო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას რჩევებს აძლევს

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

„სურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივ და იმპორტირებულ კვერცხს, ხორცსა და სხვა მოთხოვნად სურსათს აქტიურად ამოწმებს. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ:

შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 7-დან 10 გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი.

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ინახება სურსათი.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო”), მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

თუ ხორცი იმპორტირებულია, მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყანა და მწარმოებელი;

ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი.

კვერცხის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და დადების თარიღის შესახებ.

მომხმარებლისათვის კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხი ინახება 0°C-დან 10°Cმდე, შესაძლოა გამოიყენოთ მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ – ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.