Home Blog Page 1998

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გამარჯვებულები 16 ივნისს გამოვლინდებიან

16 ივნისს წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართება. პირველი ქალი პროგრამისტის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ინიციატივით ტარდება. თიბისი მესამე წელია პროექტის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ICT სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

2023 წლის გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიაზე გახდებიან ცნობილები, ადგილობრივმა და საერთაშორისო ჟიურიმ კი ფინალისტები უკვე 6 კატეგორიაში გამოავლინა

https://www.ictwomen.ge/finalists

გასული წლების მსგავსად, თიბისი ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში

გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

“გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო თავისი არსით იზიარებს თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ღირებულებებს. ჩვენთვის პროექტის მთავარი პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალებს მუდამ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, წელსაც შევიტანოთ წვლილი საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და წახალისებაში”, — ამბობს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი.

პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან: Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.

R

რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის სუსის დაფინანსებას – „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებული რეგიონის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულად დაფინანსებას.

მიმდინარე წლის 26 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიის სხდომაზე, პირველი და მეორე დასკვნითი მოსმენით მოახდინეს 2021 და 2020 წლის შეთანხმებების დამატებითი ოქმების რატიფიცირება. დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზური საჯარო უწყებების თანადაფინანსების პირობებს შეეხება.

„აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, თანადაფინანსების შეთანხმების დამატებითი ოქმის ორმხრივი რატიფიცირების შედეგად, 2026 წლის იანვრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაცია სრულად დააფინანსებს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებსა და პენსიებს. შეთანხმებას თავდაპირველად ხელი 2023 წლის 28 თებერვალს მოსკოვში მოეწერა.

თავის მხრივ, აფხაზმა დეპუტატებმა, დოკუმენტს მხარი ერთხმად დაუჭირეს. შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურში თანხების შედინება გრძელდება; ამჯერად, როგორც ადგილობრივები მიუთითებენ, დაფინანსების მასური წილი გაიზარდა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილისთვის მოცემულობა, რომ აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სრულად რუსეთი აფინანსებს, მიუღებელია.

მათთვის აშკარაა, რომ უცხო სახელმწიფოდან სრულად დაფინანსების გამო აფხაზეთის უშიშროების სამსახური, არა საკუთარ, არამედ რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს და იცავს.

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, თვალი გაუსწოროთ რეალობას მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულია ფანტაზიის სამყაროსა და უტოპიური იდეებისაგან თავის დახსნა. ახლა შორეულ გეგმებზე დროს ნუ დაკარგავთ, გამოიყენეთ მხოლოდ არსებული რესურსი და ისე იმოქმედეთ.

კურო

ახალმა პარტნიორულმა ურთიერთობებმა შესაძლოა, ძალიან კარგი შედეგი გამოიღოს და სასიკეთო ზეგავლენა მოახდინოს პრაქტიკულად მთელს თქვენს საქმიანობაზე.

ტყუპები

შესაძლოა, წარსულის უსიამოვნო მოვლენებმა შეგახსენონ თავი და აბეზარა ფიქრებმა შეგაშფოთოთ, შეეცადეთ, გადაერთოთ შემოქმედებით, ან ინტელექტუალურ საკითხებზე. ასე მალე დაუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას.

კირჩხიბი

ახლა შეგიძლიათ, რამდენიმე მიმართულებით იმოქმედოთ, რადგან საგრძნობლად იზრდება თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი და სრულიად ახლებურად შეძლებთ გამოავლინოთ აქამდე უცნობი უნარები.

ლომი

სასიყვარულო სფეროში რეფორმების დრო დადგა, დაოჯახებას მეტი ურთიერთგაგება და სტაბილურობა სჭირდება. მარტოხელა ლომებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, დაუახლოვდნენ არც თუ დიდი ხნის თაყვანისმცემლებს.

ქალწული

ნუ დაუპირისპირდებით თქვენს ახლობლებს და ნუ შეეცდებით, მათ თავს მოახვიოთ თქვენი სურვილები და პრეტენზიები, თქვენი შეხედულებები საკმაოდ შორსაა მათი ფასეულობებისგან, ამიტომ, გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა.

სასწორი

ახლო პერსპექტივებში, შესაძლოა, მაცდუნებელი ელემენტები გამოჩნდეს, გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინეთ რამდენად კომფორტული იქნება ეს თქვენთვის და აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ თქვენი ახლობელი ადამიანების ინტერესებს.

მორიელი

კარგი იქნება, თუ მეტად იზრუნებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სასიკეთოა დიეტის დაწყება. კარგად გააანალიზეთ პირადი ურთიერთობები.

მშვილდოსანი

შესაძლოა, თქვენმა ძველმა პროექტმა დაკარგოს აქტუალობა, ან დაირღვეს ძველი ხელშეკრულება, დიდია ალბათობა, ამის მიზეზი იყოს თქვენი წინდაუხედაობა, ან ვინმეს ღალატი, დამნაშავის ძებნას, ამ ეტაპზე, აზრი არ აქვს. მობილიზდით, რომ საკითხი სწრაფად გადაჭრათ.

თხის რქა

ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას, თუ მოინდომებთ, იპოვით გზებს გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად, არ დაივიწყოთ, რომ დაპირებებს შესრულება უნდა.

მერწყული

შესაძლოა, დღეს, თქვენმა ახლობლებმა, ან მეგობრებმა დახმარებისთვის მოგმართონ, იყავით გულისხმიერი მათი პრობლემების მიმართ, ეს აუცილებლად დაგიფასდებათ.

თევზები

დღეს, გამოიჩინეთ ყურადღება საკვები პროდუქტების მიმართ, აკონტროლეთ, ზოგადად, კვების რეჟიმი. მეტად იყავით ორიენტირებული სიმშვიდესა და დასვენებაზე.

“კარგი იქნებოდა საქართველოსაც გაეყინა რუსული აქტივები” – არახამია

დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული რუსული აქტივები გაყინოს. პოსტს სოციალურ ქსელში უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანი კანადის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აქვეყნებს და წერს:

“კარგი იქნებოდა მსგავსი სოლიდარობა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა, თუმცა გვესმის, რომ ამის მოლოდინი არ უნდა გქონდეს. იმედი მაქვს, დასკვნებს გამოვიტანთ, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართელოსთვის.”

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა დღევანდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო.

განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა.

პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება.

პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა.

ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს “სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.

,,მერე მიადექით „ქართუს“, დაიწყეთ მისი გაკოტრება და თავისუფლების მოედნიდან საინკასაციო მანქანა მოიპარეთ”- ცაგარეიშვილი

შევახსენებ საზოგადოებას, რომ დაახლოებით 2011 წლის ნოემბრის თვეში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ დარბაზში ბანდიტური, რეიდერული გზით შემოიტანა კანონპროექტების პაკეტი, და ეს ბატონმა რომანმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა, მისი ამოღებული ხმა ადამიანს არ ახსოვს არც ამ პარლამენტში და რაც ამ ქვეყანაში. თქვენმა ძვირფასმა ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიტანა კანონპროექტები იმიტომ, რომ გაენადგურებინა ბანკი „ქართუ“, მანამდე გაანადგურეთ ბადრი პატარკაციშვილის „სტანდარტ ბანკი“ და ამაში შეიძლება თქვენც წვლილი მიგიძღვით ბატონო რომან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, მას კარგად ახსოვს, თუ როგორ გაანადგურა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბადრი პატარკაციშვილის ბანკი, ხოლო მე-10 მოწვევის პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატი, მათ შორის, რომან გოცირიძე, წინა ხელისუფლების მიერ ბანკების ხელში ჩაგდების მიზნით დაინიცირებულ კანონპროექტებს, მაშინ მხარს უჭერდა. მმართველი გუნდის წევრმა გაიხსენა თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე მილიონით დატვირთული ბანკი „ქართუს“ საინკასაციო მანქანის გატაცების ეპიზოდიც და აღნიშნა, რომ გატაცებული თანხა, რამდენიმე თვეში, ეროვნული ბანკის ანგარიშზე ერთ-ერთმა პროკურორმა დააბრუნა.

„პირწმინდად მოსპეთ ბადრი პატარკაციშვილის ბანკი, მერე მიადექით „ქართუს“, შეიყვანეთ იქ მმართველები, დაიწყეთ მისი გაკოტრება. დღისით, მზისით, ბანდიტური, ყაჩაღური გზით დაავალეთ თქვენს ზონდერებს, ნაძირლებს და თავისუფლების მოედანზე გაიტაცეთ 2 მლნ დოლარი და 1 მლნ ევრო. საინკასაციო მანქანა მოიპარეთ საერთოდ და მერე იცით რა აღმოჩნდა? გადის რამდენიმე თვე და ვიღაც ვიგინდარა პროკურორი მიდის თქვენი სახელით ეროვნულ ბანკში და საკორესპონდენტო ანგარიშზე აბრუნებს ამ თანხას. ეს თუ იცოდნენ საქართველოში? – თუ არ იცოდნენ, შეგახსენებთ ამას, ეს ახალი ამბავი იქნება თქვენთვის? გადის დაახლოებით ორი თვე და ზუსტად იგივე შემადგენლობამ დეპუტატების ნაცებიდან შემოიტანა ისევ კანონპროექტების პაკეტი, დაარეგისტრირა თავიდან თებერვლის თვეში.

აქ იყო მობრძანებული მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ზონდერ-ბანკირების მთელი შემადგენლობა, რომლებიც თქვენი ხელის ბიჭები და ხელის გოგონები იყვნენ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

,,უკრაინასთან ნორმალური ადამიანური ურთიერთობა, რომ ყოფილიყო კონფლიქტიც არ დაიწყებოდა”- პუტინი

არავის მოუვიდოდა თავში აზრად უკრაინასთან კონფლიქტის დაწყება, ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები რომ ყოფილიყო, – ამის შესახებ სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„უკრაინასთან კონფლიქტის დაწყება თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა, ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები რომ გვქონოდა. არანაირი სამოკავშირეო სახელმწიფოც კი არ იყო საჭირო“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვს უთანხმოება მინსკთანაც ჰქონია, თუმცა ბელარუსთან კონფლიქტის დაწყებაზე არავის უფიქრია.

„რამდენს ვდაობდით იმავე ბელარუსთან, ლუკაშენკოსთან ძალიან ბევრ საკითხზე ვკამათობდით. ზოგჯერ ვჩხუბობდით კიდეც, გასაგებია, რადგან ბელარუსის პრეზიდენტი იცავს თავის ინტერესებს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, თანმიმდევრულად, მტკიცედ. ჩვენ გვქონდა დავები. თუმცა, ვინმეს მოსვლია თავში აზრად ბელარუსთან კონფლიქტის დაწყება?“ – განაცხადა პუტინმა.

ვახტანგ მახარობლიშვილი პრემიერის ბელგიაში ვიზიტზე საუბრობს

 

საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოში იმართება მაღალი დონის შეხვედრებიროგორც ბელგიელ კოლეგებთანასევე ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებთან, –  ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმაბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმითპრემიერმინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს მის კოლეგასთანბელგიის პრემიერმინისტრთანისევეროგორც ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან.

 

ნიშანდობლივიარომ მოცემული ვიზიტის ფარგლებში ასევე იმართება ფესტივალ – „ევროპალიის” – პროგრამის პრეზენტაციახოლო საღამოს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმიისევეროგორც „ევროპალიის” ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღებასადაც იგეგმება პრემიერმინისტრის მიმართვა დამსწრე საზოგადოებისადმი.

 

ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებთანგაიმართება შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანბატონ შარლ მიშელთანისევეროგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში  ევროკომისართან ბატონ ვარჰეისთანრა თქმა უნდაშეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოევროკავშირის დღის წესრიგში არსებული ყველა პრიორიტეტული თემაგანსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმ პრიორიტეტებზეიმ რეკომენდაციებზერომლებიც ევროკავშირის მხრიდან იქნა წარმოდგენილი წლის დასაწყისშიმხარეები ისაუბრებენ იმ მოლოდინებზერომლებიც შეიძლება ჩვენ გაგვაჩნდეს წლის ბოლოსთვის“, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

„ეს არის მოზარდებთან მიმართებით, ვერაგული, შეფარული, ყალბი ღირებულებების პროპაგანდა”- საპატრიარქო

„მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ ლგბტ შინაარსის შემცველი წიგნების ტირაჟირებას საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მაკდონალდის“ ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის შემცველი საბავშვო-სასაჩუქრე წიგნების ტირაჟირება ხდება.

ჩვენდა სამწუხაროდ ეს ინფორმაცია დასტურდება. ამ ფაქტმა მოსახლეობაში გამოიწვია დიდი გულისწყრომა და მიგვაჩნია, რომ სამართლიანადაც.

ეს არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი სულიერი და კულტურული ქრისტიანული მემკვიდრეობით ცხოვრობს.

მეტიც ეს არის მოზარდებთან მიმართებით, ვერაგული და შეფარული ქმედება „მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

რაც შეეხება საუბარს ჯანსაღ საკვებზე, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა!“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ცნობისთვის, „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ წერია. რამდენიმეგვერდიან წიგნში გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

„მშვიდობა ძალიან დიდი ფასეულობაა და ამისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური საფასურია გადახდილი”- მეგრელიშვილი

„მშვიდობა ძალიან დიდი ფასეულობაა და ამისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური საფასურია გადახდილი. ეს არ არის შემთხვევითი, მაშინ როცა, შინ და გარეთ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალა გებრძვის.“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ქართულ სახელმწიფოში დესტაბილიზაცია განვითარდეს, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ.

„ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით პოლიტიკური დაკვეთა ნამდვილად უპირატესია ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიკულარული ინტერესების მქონე პარტიაა, რომელიც დღენიადაგ ანტისახელმწიფოებრივ, არაქართულ პოლიტიკას ეწევა და ძალა, რომელიც მისი არსებობის მანძილზე აუპატიურებდა ქართველ კაცს, კლავდა და ქონებას ართმევდა, ცდილობს და ყველაფერს აკეთებს შინ თუ გარეთ, რომ ამ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და ომი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დიახ, მადლიერი ვარ ჩემი პრემიერის, სახელისუფლებო გუნდის, რომელთაც ძალიან პრაგმატული, სწორი პოლიტიკით დღემდე მშვიდობიანად მოგვიყვანა.

მშვიდობა ძალიან დიდი ფასეულობაა და ამისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური საფასურია გადახდილი. ეს არ არის შემთხვევითი, მაშინ როცა, შინ და გარეთ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალა გებრძვის. დესტრუქციული ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ქართულ სახელმწიფოში დესტაბილიზაცია განვითარდეს, აღარ იყოს ღირსეული სახელმწიფო და ღირსებადაკარგულს მშვიდობაც დააკარგვინონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ, გამორიცხულია.

კონსერვატიული შეკრება, სადაც მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დაარსდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იქ ის ხალხი შეიკრიბა, რომელთაც მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება სურთ. მადლიერი ვარ ამ ადამიანების, რომ ასეთი გაერთიანება ჩამოყალიბდა. მათი მიზანია, გვყავდეს აქტიური მოქალაქეები, რომლებიც გასაქანს აღარ მისცემენ რადიკალურ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების განხორციელებისთვის, რომელშიც მილიონობით დოლარი იხარჯება“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

15 მომხრე 26 წინააღმდეგი – პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 124-მა წევრმა. სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს, რომელიც ჩავარდა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდების შემდეგ, კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი რედაქცია დადგა. მას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის ცხრა წევრმა.

ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.

,,შეიარაღება ვერ მივიღეთ და არც ფულს დაგვიბრუნებენ” – ევგენი გრუშოვეცი

დიდი ალბათობით, თავდაცვის სამინისტრო ვერ დაიბრუნებს მილიარდობით გრივნას, რომელიც შეიარაღების იმპორტიორ კომპანიებს გადაუხადა, თუმცა სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა არ მიუღია. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარემ, ევგენი გრუშოვეცმა განუცხადა.

„ეს რეალური პრობლემაა, იმიტომ რომ ამ იმპორტიორებს ფული არ აქვთ. თუ იურიდიულ მხარეზე ვსაუბრობთ, თავდაცვის სამინისტრომ ან სასამართლოს უნდა მიმართოს და თანხის დაბრუნება მოითხოვოს, ან განაცხადოს თანხებით დანაშაულებრივი გზით დაუფლების შესახებ. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს იმპორტიორს, რომ მან ფული დააბრუნოს. თავდაცვის სამინისტრო მიმართავს სასამართლოს, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. იქ ყველაფერი მარტივია: იყო კონტრაქტი, თანხა გადახდილია, მიწოდება არ განხორციელებულა. შესაბამისად, მივიღებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას თანხების ამოღების შესახებ და ამით ყველაფერი დასრულდება. კიევის სასამართლოს არ შეუძლია, ჩავიდეს იმპორტიორთან და თანხა ამოიღოს – ხშირად მათ ანგარიშებზე არათუ ნული, არამედ მინუსია“, – აცხადებს გრუშოვეცი.

მისივე თქმით, ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო აღსრულების სამსახურს მიმართავს, რომელიც წარმოებას დაიწყებს და უმალვე შეაჩერებს, ვინაიდან დღეისათვის მოქმედებს მორატორიუმი სახელმწიფო საწარმოებისგან ფულის ამოღების თაობაზე, ეს სპეციმპორტიორები კი სახელმწიფო კომპანიებია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეიარაღების საერთაშორისო შესყიდვებით დაკავებულმა უკრაინულმა სახელმწიფო კომპანიებმა 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტების მიხედვით მილიარდობით გრივნა მიიღეს, თუმცა სამინისტროსთვის შეიარაღება არ მიუწოდებიათ. ვადაგასულ კონტრაქტებში მითითებული საერთო თანხა 8,9 მილიარდი გრივნას შეადგენს.