Home Blog Page 1998

“უხერხულია ჩემი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში” – მიხეილ სააკაშვილი

დიახ, ჩვენ გვინდა გვყავდეს მეტი ქართველი, საქართველოს მეტი მოქალაქე და დიახ, ამას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, მათ შორის IN VITRO პროცედურის სუბსიდირებით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

სააკაშვილი განმარტებას აკეთებს აღნიშნულ საკითხზე მის მიერ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადების შესახებ.

„ვიღაცებს სწყენიათ, თუ რატომ ვახსენე სხვადასხვა ეროვნება, როდესაც ქართველებისთვის ხელოვნური განაყოფიერების ფინანსურ დახმარებაზე ვსაუბრობდი.

ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მინიმუმ უხერხულია ჩემი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შობადობას.

ფაქტი ფაქტად რჩება, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა რამდენიმე ათას დოლარამდე ჯდება, რაც ქართველთა 90%-ს უბრალოდ არ აქვს.

დიახ, ჩვენ გვინდა გვყავდეს მეტი ქართველი, საქართველოს მეტი მოქალაქე და დიახ, ამას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, მათ შორის IN VITRO პროცედურის სუბსიდირებით“, – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ უნდა გატარდეს შობადობის ძალიან აქტიური წახალისების პოლიტიკა.

„ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, ჩვენ გვჭირდება სტიმულები. დღეს ქართველი ქალები მუცლით ატარებენ სხვის შვილებს. უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს, ისინი არიან შიდა უბედურებაში. თავისი შვილები უნდა ატარონ. თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის და არავის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“ნაცმოძრაობის“ წევრები შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გლოვობდნენ”

„ნაცმოძრაობის“ წევრები შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გლოვობდნენ და არა ტაშ-ფანდურს აწყობდნენ “ვარდების რევოლუციის” 20 წლის თავზე. რა ეზეიმებათ?! – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მორალურად, რამდენად სწორია „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღნიშვნა.

ხვიჩია ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის.

„უცნაურია, როცა ბელადი ციხეში ზის და შენ ზეიმობ, გინდა „ვარდების რევოლუციის“ დღესასწაული იყოს, გინდა აღდგომა, გინდა ახალი წელის, გინდა დაბადების დღე. ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის. რა ეზეიმებათ?! ისინი ახლა შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და გლოვობდნენ ლიდერის თავისუფლების აღკვეთას და არა ის, რომ ტაშ – ფანდურს აწყობდნენ 20 წლის თავზე თითქოს რამე საზეიმო ჰქონდეთ. მე მათ ადგილას ასე მოვიქცეოდი”, – განაცხადა ხვიჩიამ.

მან ასევე რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე ისაუბრა.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, „ლელოს“ ლიდერები პოლიტიკაში გასართობად არიან.

„მე მგონი, არც დაცვაა და არც კონფრონტაცია. ჩვეულებრივი შიდა პოლიტიკური მოხმარების განცხადებაა, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა უნდა აღმოჩნდეს რუსეთთან მებრძოლი წმინდა გიორგი, რომელიც ცხენზე ამხედრებულია და იბრძვის. „ლელო“ ცდილობს თავი ასე წარმოაჩინოს და ვინც მას ამ ჭენებაში არ მიყვება, „ლელოსთან“ შედარებით, ნაკლებად პატრიოტი და ნაკლებად ქართველია. ასეთ რიტორიკას ზოგადად, ეს საფუძველი აქვს ხოლმე, მაგრამ მგონია, რომ ცხენზე ამხედრებული ოპოზიციონერის მანტიიდან ქვეყნის დაცვა საკმაოდ ვადაგასულია და საზოგადოება ამას ადეკვატურად შეაფასებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

“ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა უბრალოდ თავხედობაა” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ვარდების რევოლუციის“ შედეგებს უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა თავხედობაა.

„ვარდების რევოლუციამ“ ქვეყანას მოუტანა შემდეგი – ადამიანების უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, ადამიანების წამების, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, ტელევიზიების მიტაცება და სრული მონოპოლიზაცია, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, არჩევნების ტოტალური გაყალბება და ეს ძალიან გრძელი სიაა. უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა „ვარდების რევოლუციის“ შედეგებს. ასეთ დროს, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს

თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებსსუბურბანი კოლიერსის საცხოვრებელი პროექტების სერიაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვითარდება. ამასთანავე, სუბურბანის კონცეფცია თანამედროვე ადამიანების საჭიროებებს ერგება და სტანდარტად ქცეული ინფრასტრუქტურის შექმნას სცდება. პროექტებში ყოველდღიურობის შემადგენელი, აუცილებელი სერვისები დაინერგება.

სუბურბან საგურამო 95 მიწის ნაკვეთს და 8000 კვ.მ-ზე გაშენებულ რეკრეაციულ ზონას გააერთიანებს. სუბურბან ლისი კი 7 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება და 60 იზოლირებულ მიწის ნაკვეთსა და 9300 კვ.მ ფართობის რეკრეაციულ ზონას მოიცავს.

კოლიერსმა სოციალიზაციისა და დისტანციურად მუშაობისთვის საჭირო სივრცეებზე იზრუნა. დიდი ყურადღება ეთმობა სპორტულ კომპონენტს – როგორც ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ წინაპირობას. სუბურბანის მიზანია მაცხოვრებლებმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ საერთო, მწვანე სივრცეებში, შესაბამისად განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პარკების მოწყობასა და მათში მრავალფეროვანი შესაძლებლობებს გაჩენაზე.

სუბურბანის ძირითადი გამოწვევა ლოკაციისა და კონტექსტის შესაბამისი სერვისების დანერგვა იყო. სწორედ ამიტომ, კოლიერსმა პროექტებში „ქარის საზიარო ელექტროტრანსპორტი და ვიჰოსთის მოვლა-პატრონობის სერვისები დანერგა.

სუბურბანის საცხოვრებელ უბნებში მშენებლობა გარკვეული სამშენებლო პარამეტრებით რეგულირდება. მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე ფასადები, კერძო და საერთო სივრცეებს შორის დაცული ბალანსი, მშენებლობისას დასაშვები მასალები და ფერები ქმნის სოლიდარულ უბანს, ერთიანი, თუმცა არა ერთნაირი ვიზუალით.

პროექტის ავტორი – კოლიერსიგლობალური ლიდერია უძრავი ქონების სერვისებსა და ინვესტიციების მენეჯმენტში. კომპანია 65 ქვეყანაში ოპერირებს და 18,000 პროფესიონალს აერთიანებს.

„კოლიერსის სუბურბანული პროექტების ძირითადი კონცეფცია სამ კომპონენტზე დგას: სრულად მოწყობილი ინფრასტრუქტურა, მეტი ფოკუსი სპორტულ და სოციალიზაციისთვის განკუთვნილ სივრცეებზე და ბაზარზე არსებულ, გამოცდილ კომპანიებთან კოლაბორაციით თანამედროვე სერვისების დანერგვა. კოლიერში წლების განმავლობაში დაგროვდა გამოცდილება, რამაც დაგვანახა რა საჭიროებები აქვთ მომხმარებლებს და რა გამოწვევების წინაშეა ურბანული დეველოპმენტები დღეს. მისასალმებელია, რომ თიბისი ბანკმა სწორად დაინახა ჩვენი საცხოვრებელი უბნების ღირებულება და მისი სრული მხარდაჭერით განხორციელდება ორივე პროექტი – საგურამოში და ლისის ტბასთან”, – ირაკლი კილაურიძე, კოლიერსის მმართველი პარტნიორი.

მოხარული ვარ, რომ კოლიერსისა” და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში, ერთდროულად 2 ლოკაციაზე  იქმნება საცხოვრებელი პროექტები. შედეგად, ქალაქში და მის შემოგარენში, წელიწადში, ახალი კონცეფციის, დაბალი განაშენიანების დასახლებები გაჩნდება. თიბისი 41%-იანი ბაზრის წილით, დეველოპერული და უძრავი ქონების სექტორის #1 მხარდამჭერია. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში ჩართულობა, რომლებიც გააუმჯობესებს ქალაქის იერ-სახეს, ადამიანებს კი ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე და მულტიფუნქციურ საცხოვრებელ გარემოსა და შესაძლებლობებს შესთავაზებს”, – ლაშა ცინცაძე, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი.  

r

“სააკაშვილი სასამართლო პროცესებზე ბადრი პატარკაციშვილზე რომ ლაპარაკობს, ეს უბრალოდ სამარცხვინოა”

სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბერს ბრუტალური დარბევა მოაწყო. შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, შემდეგ მიიტაცა ტელევიზია კანონიერი მფლობელისგან, ბადრი პატარკაციშვილისგან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სააკაშვილი  სასამართლო პროცესებზე ბადრი პატარკაციშვილზე ასე ლაპარაკობს, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“.

„აქედან ჩანს, რომ სააკაშვილს შუბლის ძარღვი არ აქვს, საერთოდ მორალი არ აქვს, სამარცხვინოა მისი თითოეული განცხადება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში, განსხვავებით კეზერაშვილისა და ხაზარაძისგან” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით კეზერაშვილისგან, მამუკა ხაზარაძისგან და კიდევ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

კობახიძის თქმით, შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები არიან ოლიგარქები და არა – ბიძინა ივანიშვილი.

„ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, განსხვავებით იგივე კეზერაშვილისგან, ხაზარაძისგან და სხვებისგან, რომლებიც ღიად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები არიან ოლიგარქები“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

თბილისის საკონცერტო დარბაზთან არსებულ შადრევანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა  

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ არსებულ შადრევანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამუშაოები შადრევნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა, რისთვისაც, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„ეკოსერვის ჯგუფმა“ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოები შადრევნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა შადრევნის კედლის წყლის ფარდა, აუზი, ტუმბო-აგრეგატი, მართვის ოთახი  და დამცლელი მილი; შეიცვალა შადრევნის კედლის ქვედა ფილები და მოპირკეთდა გრანიტით. მოეწყო განათებები, ამომფრქვევები და ელექტროსადენები. სამუშაოების ღირებულებამ, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნული ტერიტორია ჩვენ მთლიანად მოვაწესრიგეთ და დღეს, ყველანაირად კეთილმოწყობილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე ასევე, განახლდა მიწისქვეშა გადასასვლელები.

 

 

112-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომსახურების ცენტრებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადმოყვანის და დგომის საფასურის დადგენა/გადახდა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დავალიანების შესახებ ცნობის მიღება და ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომიდან გაყვანისთვის სხვა საჭირო პროცედურების განხორციელება.

„მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები თბილისში, ორ ლოკაციაზე გაიხსნა და „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომების მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს.

„112“-ში ევაკუატორით გადაადგილების სერვისი 2014 წელს დაინერგა. აღნიშნული სერვისის დანერგვის მთავარ მიზანს ადმინისტრაციული დარღვევებისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების დროს, დროებით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე დროული და უსაფრთხო გადაყვანა/განთავსება წარმოადგენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

18-მეტრიანი ავტობუსები 12-მეტრიან ავტობუსებს ოთხ მარშრუტზე ჩაანაცვლებს

18-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიანებს ოთხ მარშრუტზე – N301, N302, N308 და N314 ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 18-მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნება.

„მომავალი წლიდან დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს. მაღალი ტევადობის ეს ახალი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შევარჩიეთ. 18-მეტრიანი ავტობუსები წლების წინ თბილისში გადაადგილდებოდა, ასევე, დადიოდა ტრამვაი, თუმცა მავნებლებმა, ბოროტებმა ქალაქს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი წაართვეს, ტრამვაის სახით. დღეს რომ ქალაქს ტრამვაი ჰყავდეს, ეს კიდევ უფრო ბევრი ადამიანის გადაყვანის საშუალებას მოგვცემდა და ნაწილობრივ შეამსუბუქებდა იმ ვითარებას, რომელიც დღეს სატრანსპორტო მიმართულებით გვაქვს ქალაქში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, საზოგადოებას მიუნხენიდან დედაქალაქისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე წარუდგინა, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

„რა თქმა უნდა, გიხარია შენი ქალაქის წარმატება, როდესაც გული შეგტკივა მასზე, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც: ისეთი ადამიანები, ვისაც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, არ სიამოვნებს ის დადებითი საქმეები, რასაც ვაკეთებთ. ეს ადამიანებიც მინდა დავამშვიდო: თქვენ და თქვენი შვილებიც ისარგებლებენ იმ ტრანსპორტითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც ამ ქალაქში კეთდება. ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას იმის მიხედვით, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. რაც კეთდება, ყველაფერი არის საერთო, კეთდება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, მიუხედავად მათი პოლტიკური კუთვნილებისა. ამიტომ, ამ გაბოროტებული კომენტარებისგან, მარტივად რომ ვთქვათ, უკეთესია, თავი შეიკავოთ, რადგან სხვა ადამიანებს აღიზიანებთ. ამით ვერაფერს დაგვაკლებთ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ –  მოვაწესრიგებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მას უფრო ხელმისაწვდომსა და სწრაფს გავხდით, მეტი რეკრეაციული სივრცე და მწვანე არეალი შეიქმნება ქალაქში, გაგრძლედება სკვერების რეაბილიტაცია, აშენდება ახალი საბავშვო ბაღები, მოწესრიგდება ინფასტრუქტურა თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციით და ა.შ. სამწუხაროდ, უამრავი პრობლემაა ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს იმის შემართება და  შესაძლებელობაც, რომ აღნიშნულ პრობლემებს დავუპირისპირდეთ და ქალაქისთვის სასიკეთო საქმეები გავაკეთოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება 12-მეტრიანი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე: N301, N302, N308, N314, სადაც დღიურად 55 ათასი მგზავრობა ფიქსირდება.

„აღნიშნული ცვლილებით, ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50 პროცენტით გაიზრდება. გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტს,  რითაც შემცირდება ამ ხაზებზე  მოლოდინის დრო, ხოლო განტარუნარიანობა გაიზრდება 40 პროცენტით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება გამოთავისუფლებულ 12-მეტრიან ავტობუსებს, ისინი დაემატება შემდეგ მარშრუტებს: N304, 305, 307, 309, 310, 311, 313, 315, 319, 320, 321, 323, 326, 336, 339, 351, 370, 372, 381, 385, 388 და 393. აღნიშნულ მარშრუტებზე დღიურად, ჯამში, 212 167 მგზავრობა ფიქსირდება, რაც ქალაქში ავტობუსით მგზავრობის საერთო რაოდენობის თითქმის 50%-ს შეადგენს.

ამასთან, N387 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 12-მეტრიანებით, რის შედეგადაც გამტარუნარიანობა გაიზრდება 70%-ით, ხოლო N293 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსების ჩანაცვლებით, შემცირდება მოლოდინის დრო და  გამტარუნარიანობა გაიზრდება 155%-ით.

160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა და სატრანსპორტო სქემით დადგენილი 10 ძირითადი დერეფნის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება.

თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით განისაზღვრა

თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე დედაქალაქის საკრებულოშია გადაგზავნილი.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

„თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა, რომელიც წარდგენილია საკრებულოში, განსაზღვრულია 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 68 მლნ 779 ათასი ლარით. ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი და არა საბოლოო ვერსია. ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოთ, რადგან მოგვიწევს აღნიშნული პროექტის მოცულობის დაკორექტირება. ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რისთვისაც ამ უწყებას მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“მივმართავ პროკურატურას და სასამართლოს, გამომიძახონ 7 ნოემბრის საქმეზე” – გოგა ხაინდრავა

მოვითხოვ, 7 ნოემბრის საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში გამომიძახონ, მივმართავ პროკურატურას და სასამართლოს, ყველა მასალა, რომელიც ადასტურებს სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას, წარმოდგენილი იყოს სასამართლო პროცესზე, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„20 ნოემბერს  მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წინაშე მისცა ჩვენება, სადაც ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. ბადრი პატარკაციშვილი გარდაცვლილია და მას არ აქვს შესაძლებლობა, ამ ცილისწამებაზე პასუხი გასცეს, ამიტომ, ამას მე გავაკეთებ.

მივმართავ საქართველოს პროკურატურას და სასამართლოს კოლეგიას, რომელიც იძიებს ამ საქმეს, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების ორგანიზატორები ვიყავით – მე, გიორგი ხაინდრავა, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი, დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური – პარლამენტის ყოფილი წევრი, თინათინ ხიდაშელი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გუბაზ სანიკიძე – კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია – იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან და დავით ბერძენიშვილები – „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები, ლევან გაჩეჩილაძე – პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.

მოვითხოვ, ამ საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში გამომიძახონ. უნდა გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე 7 ნოემბრის საქმეში. ამაში დამნაშავე თუ არის მიხეილ სააკაშვილი და მასთან ერთად უმაღლესი ხელისუფლების პირები, ვინც ჩაიდინეს დანაშაული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით, ესენი არიან, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ზაზა გოგავა გენერალური შტაბის უფროსი, რომელმაც კანონის სრული დარღვევით სამხედრო ძალები გამოიყენა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მშვიდობიანი აქციის მხეცურ დარბევაში. ასევე პროკურორის მოადგილე ნიკოლოზ გვარამია, რომელმაც სისხლის სამართლის საქმეები აღძრა გადატრიალების მუხლით და დაგვადანაშაულეს ჩვენ ყველა. განცხადებები მაშინ გააკეთეს მაშინდელმა პარლამენტის წევრმა, გივი თარგამაძემ, ასევე გიგა ბოკერიამ და დაგვადანაშაულეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ამასთან, გოგა ხაინდრავამ აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანსაც მიმართა.

„მივმართავ ელჩს, დაადასტუროს ან უარყოს სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც საუბარია, რომ სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გამოგზავნილი იქნა წერილი საქართველოში, სადაც აღნიშნული ფაქტი იყო დასახელებული. მოვითხოვ, ელჩმა ან დაადასტუროს ან უარყოს მსგავსი წერილის არსებობა. მივმართავ აშშ-ის ყოფილ ელჩს, ტეფტს, რომელიც იმ დროს იყო საქართველოში აშშ-ის ელჩი, მანაც ან დაადასტუროს ან უარყოს, რადგან ფედერალური ბიუროს ოფიციალური წერილი არ შეიძლება, არ ყოფილიყო დაფიქსირებული როგორც საელჩოში, ასევე საქართველოს ხელისუფლებაში.

მე დამაპატიმრეს 7 ნოემბერს დილით, შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სადაც დასახელებული ვიყავით ჩვენ როგორც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორები. ამის შემდეგ შეიქმნა ცილისმწამებლური ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, რომლის ავტორი და წამყვანი იყო პროკურორის მოადგილე ნიკოლოზ გვარამია. გვამხელდნენ ჯაშუშობაში, ღალატსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. თუ პატარკაციშვილი, რომელიც ფლობდა ტელეკომპანია „იმედს“, გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი იყო, მაშინ მისი თანამოაზრეები და მონაწილეები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლიაც, რომლებიც ამ დროს წარმოადგენენ „იმედს“. გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“, მაშინდელმა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და შს ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეუკვეთა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა ტერორისტული აქტით და ახსნა, რომ ის უნდა აგვეფეთქებინა მანქანაში და მოგვეკლა ისე, როგორც მოკლეს ლიბანის პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი. ტერორისტული აქტის მცდელობა დაადასტურა კანონიერმა ქურდმა მამარდაშვილმაც, რომლის ჩანაწერიც მე გამაჩნია. ის პირდაპირ ეუბნება მამარდაშვილს, რომ უნდა მოხდეს ბადრის ლიკვიდაცია, რადგან ის რეჟიმისთვის საშიშროებას წარმოადგენდა.

მივმართავ პროკურატურას და სასამართლოს, ყველა ეს მასალა იყოს განხილული და წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე. ჩვენ ყველა უნდა დაგვკითხონ, რათა გაირკვეს ის მავნებლური მოქმედება, რომელსაც ახორციელებდა პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გარემოცვა. სამწუხაროდ, არცერთი ჩვენგანი არ დაკითხულა და ეს ჩემთვის გასაკვირია, როგორ შეიძლება, ტარდებოდეს გამოძიება 7 ნოემბერზე და აქციების ორგანიზატორები არ ვიყოთ დაკითხული. ორჯერ ვიყავი დაპატიმრებული ამ ბრალდებით და მაშინ მხოლოდ იმიტომ გამათავისუფლეს, რომ საფრანგეთის საგარეო უწყებამ გააკეთა განცხადება და მოითხოვა ჩემი გათავისუფლება, რადგან მე არავინ ისე არ გამომიშვებდა. პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი  უნდა დაიკითხოს და ჩვენ ყველამ უნდა დავადასტუროთ ან უარვყოთ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეობა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

“დაბალ ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიცია იბრძოლებს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით”- რომან გოცირიძე

დაბალ ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიცია იბრძოლებს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით – ვნახოთ, რა გამოვა. ბევრჯერ დაუხევია უკან „ქართულ ოცნებას“. ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები თვეების განმავლობაში ველოდოთ დაბალ ბარიერს და არ მოვემზადოთ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, “ქართული ოცნების” განცხადება, რომ 5%-იანი ბარიერის საკითხი არ გადაიხედება, ისეთია, როგორც ამბობდნენ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი არ გადაიხედებოდა.

„კანონის დარღვევით გადახედეს და გააუქმეს. კონსტიტუცია მიღებულია პირველი მოსმენით, პროცესი დაწყებული პარლამენტში, დაპირება ხალხის წინაშე და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ამიტომ, დაბალ ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიცია იბრძოლებს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. ვნახოთ, რა გამოვა. ბევრჯერ დაუხევია უკან “ქართულ ოცნებას”. ჩვენ არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები თვეების განმავლობაში ველოდოთ დაბალ ბარიერს და არ მოვემზადოთ.

წარმოუდგენელია ბლოკების გარეშე ვინ რომელი პარტიის სიაში ჩაეწერება. სამწუხაროდ, პარტიულობასაც ვერ ჩაწერ იმ სიაში, თუ სადღაც სხვაგან გაერთიანდი. დღეს უნდა გაერთიანდეს პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი”,- აღნიშნა გოცირიძემ.