“ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა უბრალოდ თავხედობაა” – ირაკლი კობახიძე

82
spot_img

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ვარდების რევოლუციის“ შედეგებს უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა თავხედობაა.

„ვარდების რევოლუციამ“ ქვეყანას მოუტანა შემდეგი – ადამიანების უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, ადამიანების წამების, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, ტელევიზიების მიტაცება და სრული მონოპოლიზაცია, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, არჩევნების ტოტალური გაყალბება და ეს ძალიან გრძელი სიაა. უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა „ვარდების რევოლუციის“ შედეგებს. ასეთ დროს, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.