Home Blog Page 1991

ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი დასრულდება, როცა „ჰამასს“ აღარ ექნება უნარი დახოცოს და შეურაცხყოს ისრაელელები -ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტი მაშინ დასრულდება, როდესაც „ჰამასს“ აღარ ექნება შესაძლებლობა დახოცოს ისრაელელები.

”ვფიქრობ, ეს შეჩერდება, როდესაც „ჰამასს“ აღარ ექნება უნარი დახოცოს, შეურაცხყოს და საშინელი ქმედებები ჩაიდინოს ისრაელელების წინააღმდეგ,” – აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ისრაელმა კონფლიქტის დასრულებამდე უნდა მიაღწიოს იმ დონეს, როცა „ჰამასს“ მის წინააღმდეგ თავდასხმის განმეორების შესაძლებლობა აღარ ექნება.

ჰამასმა“ თქვა, რომ აპირებენ იმავეს გაკეთებას ისევ, რაც გააკეთეს. ისინი აპირებენ, შევიდნენ და სურთ ისრაელების დახოცვა. მათ სურთ ამის გაკეთება ისევ. მათ ეს ხმამაღლა თქვეს. ისინი ამაზე არ ხუმრობენ. ისინი უკან არ იხევენ. ასე რომ, უბრალოდ რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ: მაინტერესებს, რას ვიზამთ, ასე რომ იყოს?“ – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ჰამასმა“ომის დანაშაული ჩაიდინა. „გვაქვს ისეთი გარემოება, როდესაც „ჰამასი“ ახორციელებს პირველ ომის დანაშაულს იმით, რომ მათი შტაბ-ბინა, მათი სამხედროები საავადმყოფოს ქვეშ არიან დამალული. ეს ფაქტია. ეს არის ის, რაც მოხდა“, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სი ძინპინი სან-ფრანცისკოში ბაიდენთან შესახვედრად ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი 15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ხვდებიან ერთმანეთს.

როგორც უცხოური მედია იტყობინებოდა, აშშ ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკების განახლებას გეგმავს, რათა რისკების მინიმიზაცია მოხდეს. ასევე განხილული იქნება გლობალური საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება სხვა.

ცნობისთვის, ეს ბაიდენის გაპრეზიდენტებიდან მსოფლიოს ორი უძლიერესი ქვეყნის – აშშ-ის და ჩინეთის – ლიდერების მეორე შეხვედრაა. პირველად ისინი 2022 წლის ბოლოს ბალიში შეხვდნენ

,,გამოკითხულთა 77% მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ საქართველოსთვის რუსეთს ასახელებს”- IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამენ. გამოკითხულები შეშფოთებულები არიან საქართველოში რუსი ემიგრანტების გამო და თვლიან, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის მაღალი დონეა.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 77% რუსეთს ასახელებს.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით და რეგიონში აგრესიული მოქმედებების გამო, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფრთხედ აღიქვამს,“ – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

ქართველები ცალსახად შეშფოთებულები არიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით. გამოკითხულთა 73% თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა საზოგადოების პოლარიზაციისკენ არის მიმართული.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემისას, ევროკომისიამ ხაზი გაუსვა დამატებით ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად უნდა გადაიდგას. დღესდღეობით უფრო მეტი სამუშაო არის გასაწევი მთავრობის ყველა დონეზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის და პარლამენტში იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას,“ – განაცხადა სტივენ ნიქსმა.

ინფორმაციისთვის, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

,,გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი ყველაზე პოზიტიურად ჯარს, საპატრიარქოსა და პოლიციას აფასებს”- IRI

საერათაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი ყველაზე პოზიტიურად ჯარს, საპატრიარქოსა და პოლიციას აფასებს, ყველაზე ნეგატიურად – პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებსა და პრეზიდენტის ოფისს.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 77% პოზიტიურად აფასებს საქართველოს არმიას (16% უარყოფითად), 71% პოზიტიურად აფასებს საქართველოს საპატრიარქოს (21% უარყოფითად) და 67% პოზიტიურად აფასებს პოლიციას (28% უარყოფითად).

ნეგატიური შეფასებების ყველაზე დიდი მაჩვენებლები გააჩნიათ საქართველოს პარლამენტს – 56% (38% პოზიტიურად), პოლიტიკურ პარტიებს – 52% (37% პოზიტიურად) და პრეზიდენტის ოფისს – 47% (41% პოზიტიურად).

მაღალიზი პოზიტიური შეფასებებით ასევე სარგებლობენ ადგილობრივი ხელისუფლებები – 61% (34% უარყოფითად), საგანმანათლებლო სისტემა – 59% (36% უარყოფითად) და ქართული მედია – 58% (35% უარყოფითად). პრემიერ-მინისტრის ოფისს 49% დადებითად აფასებს, ხოლო 41% – უარყოფითად.

მაღალი ნეგატიური შეფასებებით ასევე გამოირჩევიან ცენტრალური საარჩევნო კომისია – 44% (41% პოზიტიურად), სასამართლოები – 44% (40% პოზიტიურად) და ეროვნული ბანკი – 43% (39% პოზიტიურად).

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა

კვლევის თანახმად გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” 29% – “ქართულ ოცნებას”, ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარეობს.

კერძოდ, კითხვაზე, რომელ პარტიებს არ დაუჭერს მხარს  არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” , 29 – “ქართულ ოცნებას”, 18% – “გირჩსა და დროას”, 16% – “გირჩს”, 13% – “ევროპულ საქართველოს”, 12% – “კონსერვატიულ მოძრაობა – ალტ-ინფოს”, 11% – “ლეიბორისტულ პარტიას”, 10% – “ლელოს”, „სტრატეგია აღმაშენებელს“ 9%, „პატრიოტთა ალიანსს“ – 9 %, „საქართველოსთვის“ – 8%, „მოქალაქეები“ 6%, „ხალხის ძალა“ 4 %, „ხალხისთვის“ 2%.

გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ არც ერთს, 12% – არ იცის და 5%-მა უარი განაცხადა პასუხზე. სულ 3 პასუხამდე იყო დაშვებული.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს:

„16 ნოემბერს დღის ბოლოდან 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო ხიდაშელის კომპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთან” დაკავშირებით, რომელსაც რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად მისცა ლიცენზია, აცხადებს, რომ ლიცენზიატის მხრიდან განხორციელებული არ არის არც ერთი მისთვის შესასრულებლად ნაკისრი პირობები, რის გამოც 13 ნოემბრიდან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ამ კომპანიის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წლის 23 მარტს, კომპანიაზე „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” გაიცა ლიცენზია რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. ლიცენზიის მფლობელს სავალდებულოდ შესასრულებლად განესაზღვრა სალიცენზიო პირობები: არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება; სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარებისათვის, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსება; ზურმუხტის ქსელის შეფასება; სისტემატური შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, თანამშრომლობა შესაბამის მუნიციპალიტეტთან, რათა საქმიანობის პროცესში გათვალისწინებულ იყოს ადგილობრივი მოსახლეობისა და მეწარმეთა ინტერესები; სამონადირეო მეურნეობის ზონირება; საინფორმაციო დაფების და გამაფრთხილებელი მანიშნებლების მოწყობა ყველა ძირითად შესასვლელში და ტურისტულ მარშრუტებზე; სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, სამონადირეო მეურნეობაში ადგილობრივ მოსახლეობის დასაქმება (დასაქმებული პერსონალის 80%).

დღეის მდგომარეობით, ლიცენზიატის მხრიდან განხორციელებული არ არის არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა.

ამასთანავე, გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემოსულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მომართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიატისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით. განხორციელდება ინფორმაციის გამოთხოვა ყველა შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის, ლიცენზიატისგან.

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოემზადეთ რთული დღისთვის, როცა მოულოდნელად ბევრი პრობლემა გექნებათ გადასაჭრელი. გარშემომყოფების უაზრო ფუსფუსი და უადგილო კითხვები გაღიზიანებთ და კონფლიქტისკენ გიბიძგებთ, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს ოჯახის წევრებზე დაკვირვება და მათი შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. მხოლოდ ინტუიციის იმედად ნუ იქნებით – ეცადეთ თავი დაიზღვიოთ.

კურო

აუცილებელი არ არის სტერეოტიპები დაიცვათ, განსაკუთრებით – თუ რთულ საკითხებზე მუშაობთ. ეცადეთ, პრობლემებს ახლებურად შეხედოთ. ეს დღე ნათელ ემოციებს გპირდებათ. მთავარია, თუ რამე ვერ გაიგეთ, კითხვები დასვათ და სიმართლე გაარკვიოთ.

ტყუპები

რთული და ნაყოფიერი დღეა. ახალი გამოწვევები გელით და დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ ყველაფერს გაუმკლავდეთ. სიტუაცია თქვენგან, პროფესიული საქმიანობის გარდა, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებასაც მოითხოვს, ამიტომ ეცადეთ, უმნიშვნელო საკითხებზე დრო არ დაკარგოთ. ოჯახის წევრების დარიგება ძალიან დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია სიყვარულზე და არა ჩხუბზე დახარჯოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, მოვლენების განვითარებამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. პრობლემა მოულოდნელ დროს და მოულოდნელ ადგილზე წარმოიქმნება და მასთან გამკლავებისთვის დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. თანამოსაუბრეების მანიპულირებას არ ეცადოთ, თორემ კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ.

ლომი

ნუ აჩქარდებით. ამ დღეს ყველაფერი ფრთხილად და გააზრებულად უნდა აკეთოთ. ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. გადახედეთ ოჯახის ბიუჯეტს და ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რათა რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ეცადეთ, ურთიერთობაში უფრო დამთმობი და ლმობიერი გახდეთ – აუცილებელი არაა საკუთარი სიმართლე ნებისმიერ ფასად ამტკიცოთ.

ქალწული

ემოციები აკონტროლეთ და ეცადეთ, ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვით საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. მნიშვნელოვანი ამოცანები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ, როცა ენერგიის დონე მაღალია და პლანეტების მხარდაჭერა საგრძნობი. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

სასწორი

იმისთვის, რომ მოლოდინები არ გაგიცრუვდეთ, გეგმების შედგენისას გაითვალისწინეთ თქვენი კონტროლის მიღმა არსებული გარემოებები. ამ დღეს მაინც ნურავის დაეყრდნოთ – დანაპირებს არ შეგისრულებენ. ამიტომ დღე დაძაბული იქნება, თუმცა სიტუაცია მალე გამოსწორდება.

მორიელი

მნიშვნელოვანი დღეა, როცა მოვლენებს თქვენთვის სერიოზული შედეგები ექნება. თქვენი ნებისმიერი უჩვეულო წამოწყება გარშემო მყოფთა მოწონებას დაიმსახურებს. თანაც – სულ ერთია, რას შეცვლით. გახსოვდეთ, რომ წარმატებული ექსპერიმენტებით ბევრის მიღწევაა შესაძლებელი.

მშვილდოსანი

ამ დღეს გარემოებები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ყველა გეგმის გადავადება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლად წარმოქმნილი პრობლემები ამ დღესვე მოაგვაროთ. საყვარელ ადამიანებთან სერიოზული ან უსიამოვნო საუბარი კი სასურველია ხვალისთვის გადადოთ. ამ დღეს გექნებათ შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს თავი მოაწონოთ.

თხის რქა

საინტერესო დღე გელით. ვარსკვლავები ახალ შეხვედრებს, ნათელ შთაბეჭდილებებს და კარგ განწყობას გპირდებიან. სავარაუდოდ, სამსახურში ახალ პროექტს დაიწყებთ, რომელსაც დიდი ხანია, ელოდით. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენთვის მახის დაგებას ცდილობს. იდეალური დღეა ყველაზე უჩვეულო, თუნდაც ფანტასტიკური მოქმედებისთვის. დროთა განმავლობაში ამ წარმოუდგენელი იდეებიდან ბევრი რეალობად იქცევა.

მერწყული

ურთიერთობის ან მუშაობის დროს ფრთხილად უნდა იყოთ. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისგან, რაც სასურველ შედეგს არ გამოიღებს და, რაც მთავარია, ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა საყვარელი ადამიანი უმიზეზოდ არ გაანაწყენოთ. კარგი დღეა წარსულის შეცდომებთან დაბრუნებისა და მათი გამოსწორებისთვის. მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს.

თევზები

ამ დღეს გაუთვალისწინებელი ბარიერების წარმოქმნის რისკი არსებობს, თუმცა ნუ ეცდებით ამ ბარიერებთან „ჭიდაობას“ და მათ მოშლას, უმჯობესია, მოიფიქროთ, როგორ შეიძლება მათთვის გვერდის ავლა. ამ დღეს აჩქარება კარგს არაფერს მოიტანს.

დმანისში მკვლელობა მოხდა

დმანისში მკვლელობა მოხდა. 18 წლის ბიჭი თანასოფლელმა ცივი იარაღით დაჭრა, მიღებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კამათი უძღოდა, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. დამატებითი დეტალები უცნობია.

,,„ნაცმოძრაობაში“ არაერთხელ ჩამოჰკრა უბედურების ჟამმა”- გურამ მაჭარაშვილი

„ნაცმოძრაობაში“ არაერთხელ ჩამოჰკრა უბედურების ჟამმა. პრაქტიკულად, ახლა ხაბეიშვილი და მელია დაჭერობანას თამაშობენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა კიდევ ერთი პრობლემა აქვს, რომ ხაბეიშვილი ვერ რიცხავს პარტიიდან ნიკა მელიას.

„ახლა კიდევ ერთი პრობლემა აქვთ, ხაბეიშვილი ვერ რიცხავს მელიას. პრაქტიკულად, ახლა ხაბეიშვილი და მელია დაჭერობანას თამაშობენ. ხაბეიშვილი დაიხუჭება და იტყვის, არ დავინახო მელია. ეს კი ამბობს, „დაგასტუკეო“. პარტიის წევრს რომ ვერ რიცხავ პარტიიდან და გჭირდება არაფორმალური მმართველის მიერ ტრაქტატებისა და მანიფესტების მომზადება, უკვე ნიშნავს, რომ ამ პარტიაში სერიოზული კრიზისია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას გაერთიანდნენ იმის შესასრულებლად, რაც გასაკეთებელია ევროინტეგრაციისთვის – ამერიკის ელჩი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დენიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და მასში ჩინეთის როლზე, ასევე 6 ნოემბერს ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე და სხვა.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ეს არის ყველა ქართველის დამსახურება და იმედი გამოთქვა, რომ დეკემბრის კენჭრისყრა საქართველოსთვის დადებითი იქნება. ასევე აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ამასთან ნატოსკენ სწრაფვის თვალსაზრისითაც.

„ეს რეკომენდაცია საქართველოსთვის იყო დამსახურებაზე დაფუძნებული, მაგრამ ეს აგრეთვე იყო გაფართოების ნამდვილი ენერგეტიკის მომენტი ევროკავშირში. მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას, გამოიყენონ ეს მომენტი და გაერთიანდნენ იმის შესასრულებლად, რაც გასაკეთებელია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ნატოსთვისაც რელევანტურია. ალიანსის ყველა ასპექტთან მიმართებით ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური ასპექტის ჩათვლით. ნატოს წევრებს სჭირდებათ დაინახონ სულ უფრო მეტად დასავლეთისკენ მომზირალი საქართველოს მთავრობა, რომელიც სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული დასავლეთში, გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯს დემოკრატიის განსამტკიცებლად. ამას სჭირდება ერთიანობა და ეს უნდა იყოს პროცესი, რომელიც ევროინტეგრაციის პარალელურად წარიმართება“, – თქვა რობინ დენიგანმა და ხაზი გაუსვა საქართველოში 2024 წლის არჩევნების სამართლიანად წარმართვის მნიშვნელობას.

მან ასევე მწუხარება გამოთქვა რუსი ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს მოკლული თამაზ გინტურის დაღუპვასთან დაკავშირებით და მოუწოდა რუსეთს და მის პრეზიდენტს შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც მათ აიღეს 2008 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით. ამასთან მოუწოდა არ გაამყაროს და კიდევ უფრო სახიფათო არ გახადონ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი.

„ვთვლი, რომ ეს არის პუტინის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის კიდევ ერთი მაგალითი და ეს არის მაგალითი ადამიანური ტანჯვის, როცა შენი ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩემთვის, როგორც ელჩისთვის ეს კვლავაც პრიორიტეტული საკითხი იქნება.

გამოვეხმაურები რუსეთის მიერ აფხაზეთის სანაპიროზე მუდმივი სამხედრო საზღვაო ფლოტის ბაზირების შესახებ განცხადებაზე ცნობას. ესეც არის პუტინის მიერ რუსეთის ვალდებულებების უხეშად უგულებელყოფის მაგალითი. თუკი ეს სიმართლეა, ეს იქნება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა და კიდევ ერთი მაგალითი, რომ პუტინი და კრემლი ძირს უთხრიან რეგიონის უსაფრთხოებას“, – განაცხადა რობინ დენიგანმა.

„ვოსორიტიდით“ დღევანდელმა ინექციამ წარმატებით ჩაიარა”- ივანე ჩხაიძე

მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობა აქონდროპლაზიის დიაგონოზის მქონე 4-მა ბავშვმა დაიწყო.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბავშვებს ინექცია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ჩაუტარდათ.

მისივე თქმით, დღევანდელმა ინექციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტებთან სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროცესში ეტაპობრივად დანარჩენებიც ჩაერთვებიან.

„ამ პრეპარატის დანიშვნის ერთ-ერთ მთავარი განმასხვავებელი თვისებაა მისი ყოველდღიური გაკეთების აუცილებლობა, მინიმუმ, 1 თვის განმავლობაში. დღეიდან, ბავშვები ყოველ დღე გაიკეთებენ პრეპარატის ინექციას და შესაბამისად, მისი ეფექტურობა შეფასებული იქნება ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ.

დღევანდელმა ინექციამ წარმატებით ჩაიარა. არ დაფიქსირებულა პაციენტებთან სერიოზული გვერდით მოვლენა. ერთადერთ, რისი ალბათობაც არის უფრო მაღალი, ინიექციის ადგილას მკტივნეულობაა, რაც, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნემსის გაკეთებისას შეიძლება, აღინიშნოს.

დანარჩენი ბავშვები ეტაპობრივად ჩაერთვებიან. ჯერ ვიწყებთ 4 ბავშვით, შემდეგ ეტაპზე მოხდება 4 ბავშვის დამატება და ა.შ.. აქცენტი და ძირითადი არგუმენტი იყო ასაკი. რაც უფრო დიდი ასაკის არის ბავშვი, პრეპარატის გამოყენების შემდეგ სიმაღლეში ზრდის მით უფრო ნაკლები რესურსის აქვს დარჩენილი. ასე, რომ პირველ ეტაპზე ჩაერთვებიან მოზრდილი ასაკის ბავშვები, მეორე ეტაპზე შემდეგი ოთხი, უფრო მცირე ასაკის, რომელიც იქნება და ა.შ.,“ – აღნიშნა ჩხაიძემ.