Home Blog Page 1990

რუსეთმა ყოველდღე უნდა წააგოს, ეს სამართლიანია – ვოლოდიმირ ზელენსკი

“რუსეთმა ყოველდღე უნდა წააგოს – ეს სამართლიანია” – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უპირველესი ამოცანაა ოკუპანტების, მათი აღჭურვილობის, მარაგის, საწყობების და შტაბების განადგურება.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამზადებს ძლიერ პასუხებს რუსი ტერორისტების თავდასხმებზე. უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა ამისათვის მზად არის.

“მაქსიმალური ყურადღება ეთმობა სფეროს, სადაც ჩვენ წინ მივიწევთ. ყველა სფეროში უპირველესი ამოცანაა ოკუპანტების, მათი აღჭურვილობის, მარაგის, საწყობების და შტაბების მაქსიმალურად განადგურება. რუსეთმა ყოველდღე უნდა განიცადოს მარცხი – ეს სამართლიანია.

ჩვენ ასევე საფუძვლიანად განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც რუსული სარაკეტო და უპილოტო ტერორისგან დაცვას ეხება. ჩვენი ხალხის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი პორტების, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის დაცვა. ჩვენ ვამზადებთ ძლიერ პასუხებს რუსი ტერორისტების თავდასხმებზე.

გავმართე რამდენიმე პოლიტიკური შეხვედრა ევროკავშირში, ინტეგრაციასთან დაკავშირებით. წელს უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები წევრობის შესახებ. უკრაინა ამისთვის მზად არის – ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა”, -აღნიშნა ზელენსკიმ.

“ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს”- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა საქართველოში აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა უზრუნველყოს.

„როგორც საჯაროდ და პირადად ბევრჯერ განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვა და გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან ყურადღებით დაკვირვებას“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

50 დოლარიანი კუპიურების გაყალბება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში 50 დოლარიანი კუპიურების გაყალბება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა.

ბრალდებულები ყალბ ფულს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ასაღებდნენ.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ასაღებდნენ ყალბ ვალუტას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 650 აშშ დოლარის ოდენობის 13 ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“პეტიციის ტექსტი არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის შედგენილი, დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია”-პაპუაშვილი

პეტიციის ტექსტი არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის შედგენილი, დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და საბოლოო ჯამში, ის, როგორც ფიგურა, რომელიც თავში მოაწერდა ხელს, ამ მხრივ გამოიყენეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მარგველაშვილმა თავად უნდა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა პირდაპირი ან ირიბი კომუნიკაცია ლობისტებთან და მან დაწერა თუ არა პეტიცია.

„მგონი, მთელმა საზოგადოებამ ნახა რუსული კანონის სარგებელი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს და ამიტომ, ვნახეთ ჩვენ, რომ ზუსტად რუსულმა კანონმა მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგო, თურმე როგორი ორგანიზებული, ორკესტრირებული კამპანია იმართებოდა საქართველოს წინააღმდეგ. რომ არა რუსული კანონი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ამას რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიგებდით, რადგან ევროკავშირში ჯერჯერობით ასეთი რუსული კანონი არ არის მიღებული. საქართველოშიც არ გვაქვს რუსული კანონი, თორემ რომ გვქონოდა, გავიგებდით არა მხოლოდ იმას, რა თანხა დაიხარჯა ე.წ. პეტიციის დისტრიბუციად გავრცელებაში, არამედ იმასაც გავიგებდით, ვის რა თანხა აქვს აღებული ამ პეტიციის შემუშავებასა და ხელმოწერაში.

რაც შეეხება მარგველაშვილზე ინფორმაციას, გამოჩნდა FARA-დან, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, თურმე ის რეზოლუციები, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტი იღებს, ყოფილა არა ე.წ. კეთილმოსურნე ევროპარლამენტარების შემუშავებული, არამედ თურმე ეს რეზოლუციის პროექტები იწერება ამერიკაში ლობისტების მიერ და შემდეგ ხდება მისი თავს მოხვევა ევროპარლამენტის მიერ. ფაქტია და ეჭვი დიდია, თავად ეს პეტიციის ტექსტი, რა თქმა უნდა, არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის შედგენილი. დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და საბოლოო ჯამში, ის, როგორც ფიგურა, რომელიც თავში მოაწერდა ხელს, ამ მხრივ გამოიყენეს და ესეც ფაქტია. სხვა მხრივ, შეიძლება, ვკითხოთ, თავად მარგველაშვილმა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი, კომუნიკაცია ლობისტებთან და მეორე – მან დაწერა თუ არა ის პეტიცია, რომელსაც დაერქვა მისი პეტიცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

ანტონიუ გუტერეში კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფდა.

გუტერეშის თქმით, „როდესაც საკვების ფასი იზრდება, ამის გადახდა ყველას უწევს“.

„შავი ზღვის ინიციატივის შეწყვეტით, მოწყვლადი ფენები გადაიხდიან უმაღლეს ფასს. როდესაც საკვების ფასი იზრდება, ამის გადახდა ყველას უწევს. ჩვენ უკვე ვხედავთ ნეგატიურ გავლენას ხორბლისა და სიმინდის გლობალურ ფასებზე, რაც ყველას ავნებს, მაგრამ ეს განსაკუთრებით დამღუპველია დაუცველი ქვეყნებისთვის, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ხალხის გამოსაკვებად“, – აცხადებს გუტერეში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელის ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონსენსუსისკენ მოუწოდებს

აშშ ისრაელის პარლამენტში კენჭისყრას სამწუხაროს უწოდებს და მთავრობას ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ უმრავლესობამ მიიღო. ჩვენ გვესმის, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და, სავარაუდოდ, გაგრძელდება უახლოეს კვირებსა და თვეებში, რათა მოხდეს უფრო ფართო კომპრომისი, თუნდაც ქნესეთის შესვენების პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ პრეზიდენტისა და ისრაელის სხვა ლიდერების მცდელობების მხარდაჭერას, რადგან ისინი ცდილობენ პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით უფრო ფართო კონსენსუსის შექმნას“, – განაცხადა მილერმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტი მიიღო. რეფორმის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას, ხოლო თავად სასამართლო დაკარგავს ხელისუფლების გადაწყვეტილებების გაუქმების ბერკეტს.

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ დაიძაბებით, ამ დღეს მძიმე და შრომატევად სამუშაოს უნდა მოერიდოთ. უმჯობესია ის აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. კარადის ან სამუშაო მაგიდის დალაგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ, თან ზედმეტ ნივთებსაც მოიცილებთ.

კურო

დროა, საკუთარ სიამოვნებაზე იფიქროთ. შეგიძლიათ საკუთარი თავი საჩუქრით გაანებივროთ. კარგი განწყობა უსიამოვნების დაძლევაში დაგეხმარებათ და სამუშაოს დაწყების წინ ენერგიით აგავსებთ. მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები, მით უმეტეს, რომ ამის არავითარი საფუძველი არ გაქვთ.

ტყუპები

დილიდან სიზარმაცესა და აპათიის შემოტევებს ებრძვით. თუ გსურთ, დასახულ მიზანს მიაღწიოთ, მძიმე და ხანგრძლივი მუშაობისთვის უნდა მოემზადოთ და მეტი იაქტიუროთ. ეცადეთ, საკუთარი პოზიციის დაცვისას ოპონენტი არ შეურაცხყოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრის ჯანმრთელობას და დაავადების პირველივე სიმპტომის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციაზე წაიყვანეთ.

კირჩხიბი

ეს დღე წარმატებას გპირდებათ. მცირეოდენი მონდომება და ბევრი რთული საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. გირჩევთ პლანეტების კეთილგანწყობით ისარგებლოთ და ის საქმეები დაასრულოთ, რომლებიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ.

ლომი

გირჩევთ, გეგმები შეცვალოთ და მეორეხარისხოვანი ამოცანები სხვა დროისთვის გადადოთ. მშვიდი დღე და კარგი განწყობა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. შანსი გაქვთ, რომ რთული ამოცანა წარმატებით გადაჭრათ, რაც კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ.

ქალწული

აქტიური მოქმედების დრო ჯერ არ დამდგარა. ახლა მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოძიება და სიტუაციის გაანალიზება შეძლოთ. ნუ მისცემთ რჩევას მათ, ვინც ამას არ ითხოვს, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. თუ საღამოს სახლის ნაცვლად, მეგობრების გარემოცვაში გაატარებთ, შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

სასწორი

მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს და ურთიერთობის გარკვევას. ამან შეიძლება დიდი სკანდალი გამოიწვიოს და რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. შეზღუდეთ ურთიერთობა და ეცადეთ, მეტი დრო მარტოობაში გაატაროთ.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია მუშაობისთვის, მაგრამ არა ურთიერთობისთვის, ამიტომ შეგიძლიათ კარი მიიხუროთ და დაწყებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ამ დღეს ახლობელი ადამიანის რჩევამ შეიძლება უფრო დაგაზიანოთ, ვიდრე სარგებელი მოგიტანოთ.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. დროა, აქტიურობა შეამციროთ და სრულფასოვანი დასვენება დაგეგმოთ. გახსოვდეთ, რომ ნერვული სტრესი შეიძლება სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს. თუ შთაგონება გეწვიათ შეიძლება რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეული შექმნათ.

თხის რქა

დილიდან ექსპერიმენტებისა და უჩვეულო იდეების განხორციელების ცდილობთ, თუმცა, სანამ საქმეს შეუდგებით ეცადეთ მოსალოდნელი რისკები და შედეგები გამოთვალოთ. გაათავისუფლეთ პირადი სივრცე ძველი და უსარგებლო ნივთებისგან. სწორედ ესაა, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

მერწყული

ამ დღეს საშუალება გექნებათ მშვიდობიანად მოაგვაროთ რთული სიტუაცია, რომელშიც შემთხვევით აღმოჩნდით. ეცადეთ, დაიმახსოვროთ სიზმარი, რომელსაც ამაღამ ნახავთ – მასში მნიშვნელოვანი მინიშნება იქნება. აუჩქარებლად იმოქმედეთ, რომ ყველა კონფლიქტს და დისკუსიას გვერდი აუაროთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

თევზები

პროექტი, რომელზედაც ბევრს მუშაობდით, ბოლოს და ბოლოს მოგებას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და დამატებითი შემოსავლის მიღებისთვის. შესაძლოა გაიგოთ ამბავი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ყურადღებით მოუსმინეთ გვერდით მყოფ ადამიანებს. მათგან ბევრ საინტერესოს გაიგებთ.

“ფული, რომლის აღებასაც “ოცნება” მარგველაშვილს ედავება, საინფორმაციო სააგენტოსთვის იქნა გადახდილი”-გიული ალასანია

ფული, რომლის აღებასაც „ოცნება” მარგველაშვილს ედავება, რეალურად, საინფორმაციო სააგენტოსთვის იქნა გადახდილი – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  დედამ, გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიული ალასანიას განცხადებით, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, კომპანიას უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი კოალიციის შეიქმნას გეგმავს.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ  გიორგი მარგველაშვილი საქმის კურსში არ იყო.

„იმ დოკუმენტში პირველი პუნქტი შეზღუდული წრისთვის იყო, კონგრესმენებისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის, ინდივიდუალურად მიეწოდებოდათ ეს ინფორმაცია. ჩემ შვილი როცა იყო ციხეში, იქ მოწამლეს, ამას ეხებოდა პირველი პუნქტი და მეორე პუნქტი უკვე ეხებოდა იმას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი აპირებს რომ შექმნას კოალიცია და დაეხმაროს ჩემს შვილს სიცოცხლის გადარჩენაში. ამ კომპანიამ გაავრცელა ეს ინფორმაცია 88 ქვეყანაში 11 ენაზე. ამაში იყო აღებული ეს თანხა და დარწმუნებული ვარ, ბატონმა მარგველაშვილმა არც იცოდა არაფერი ამის შესახებ, ვიდრე თქვენგან არ გაიგო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

“რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში ყველა ხიდი დანაღმეს”- პეტრო ანდრიუშჩენკო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში ყველა ხიდი დანაღმეს და თითოეული მათგანის გარშემო თავდაცვითი ნაგებობები აღმართეს, – ამის შესახებ ემიგრაციაში მყოფი მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომელმაც ინფორმაცია „ტელეგრამის“ საშუალებით გაავრცელა.

„მარიუპოლში ოკუპანტებმა ყველა ხიდი დანაღმეს და თითოეულ მათგანთან თავდაცვითი სტრუქტურები შექმნეს. ახლა ხიდებზე გადასასვლელი შეზღუდულია და თავდაცვითი სტრუქტურების ტერიტორია შემოღობილია“, – წერს ანდრიუშჩენკო.

ოფიციალური პირის თქმით, ამით რუსები მარიუპოლისთვის გარდაუვალი ბრძოლისთვის ემზადებიან.

“კიევის ქმედებების უკან დასავლეთი დგას”- რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოსკოვსა და ყირიმზე უკრაინული უპილოტო აპარატებით განხორციელებული თავდასხმები უნდა დაგმონ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ თავდასხმები „ტერორისტულ მეთოდებად და მოსახლეობის დაშინებად უნდა შეფასდეს, რადგან ამ შეტევებს სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „კიევის ქმედებების უკან დასავლეთი დგას, რადგან დაძაბულობის ესკალაცია სურს“.

“რუსეთი იტოვებს უფლებას მკაცრი საპასუხო ზომების განხორციელებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი”- პრემიერი

ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, ჩემო ძვირფასო მეგობარო და კოლეგავ, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობრებო! უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა აქ – ხორვატიის რესპუბლიკაში და სახელდობრ მის დედაქალაქ ზაგრებში – ყოფნა. დღეს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე. ამასთანავე, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი საელჩოს გახსნას და აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ელჩს კარგი გემოვნება ჰქონია, რადგან ფანტასტიკური ადგილი შეარჩია თვალწარმტაცი ხედით. ამასთანავე, ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თქვენი გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. უდიდეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი. პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლიერება გამოვხატო ჩემი მთავრობისა და ხალხის სახელით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. და ბოლოს, უნდა ვთქვა, რომ რადგან გადავწყვიტეთ საქართველოს საელჩოს გახსნა ხორვატიაში, რომელიც ზაგრებში დაიდებს ბინას, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დიდია ჩვენი ინტერესი და ერთგულება ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის იდეისადმი. ამით ჩვენ შემდეგ ეტაპზე ავიყვანეთ ჩვენი ურთიერთობა. ამიტომ, მადლობას მოგახსენებთ და მოგესალმებით ჩვენს საელჩოში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“როგორ შეიძლება, პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ მქონდეს, რჩევა არ ვკითხო და მისი გონებრივი რესურსები არ გამოვიყენო”- ხაბეიშვილი

გიორგი მარგველაშვილთან მაქვს კომუნიკაცია, როგორ შეიძლება, პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ მქონდეს, რჩევა არ ვკითხო და მისი გონებრივი რესურსები არ გამოვიყენო, – ასე ეხმაურება  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი    აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ  გავრცელებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

ხაბეიშვილის თქმით, არაადეკვატურია ყველა ასეთი განცხადება, რომელიც ემსახურება მხოლოდ დისკრედიტაციას ყოფილი პრეზიდენტების მიმართ.

„ჩემი აზრით, რუსული პარტია ადეკვატური რომ იყოს, იმას უნდა არკვევდეს, ბიძინა ივანიშვილს ელექტროენერგია რვა თეთრად რატომ აქვს და ბიზნესს – 30 თეთრად და მოსახლეობას – 22 თეთრად. ეს ხომ ბიძინა ივანიშვილმა თავად თქვა, ბაჩიაშვილს რომ უჩივლა, რომ ამ ფასად იღებს ელექტროენერგიას. ამას რატომ არავინ იძიებს? ღარიბაშვილი რომ ლაპარაკობს რაღაც 11 ათას ლარზე, გამოძიება დაიწყეს, ნუნუკას რომ ტყე აჩუქა? საყდრისი რომ ააფეთქა ივანიშვილმა, ვინმე დაინტერესდა? საყდრისის აფეთქების გამო რა ზიანი მიადგა ჩვენს ქვეყანას, ეს ვინმეს დაუთვლია? არაადეკვატურად მიმაჩნია ყველა ასეთი განცხადება, რომელიც ემსახურება მხოლოდ დისკრედიტაციას ყოფილი პრეზიდენტების.

მარგველაშვილზე საუბრობენ, ვიღაცას რაღაც ჩაურიცხა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თურმე ჰილარი კლინტონს „რედბული“ უყიდა, სადღაც საფლავზე გვირგვინი მიიტანა, სადღაც ვიღაცამ კბილის პასტები მიიტანა ბავშვთა სახლში და ა.შ. ესაა სრული სიგიჟე. ისინი ხედავენ საფრთხეს“, – განაცხადა ხაბეისვილმა.

მისივე თქმით, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ყველა ლიდერთან ექნებათ კომუნიკაცია.

„ცხადია, საუბარი გვაქვს და გვექნება გიორგი მარგველაშვილთანაც. შეიძლება ამიტომაც დაესხნენ თავს. წარმოუდგენელია, გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღოს რუსული პარტიის ჩამოცილებაში. ეს ადამიანი არის აქტიურად ჩართული ანტირუსულ კამპანიებში და დარწმუნებული ვარ, რომელი ფრონტის ხაზი იქნება ან რომელი გუნდი იქნება, გიორგი მარგველაშვილს თავის პოზიცია ექნება. მისი პოზიცია, დიახ, მნიშვნელოვანია, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. რომ დაველაპარაკებით ყველას, ამას გიდასტურებთ. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ კიდევ ვიზრუნებთ გაფართოებაზე და გაძლიერებაზე.

მაქვს ხოლმე კომუნიკაცია, როგორ შეიძლება პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ მქონდეს, რჩევა არ ვკითხო და მისი გონებრივი რესურსები არ გამოვიყენო. მე გამოვიყენებ ყველას გონებრივ რესურსს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ბევრ ლიდერს შევკრებთ, საბოლოო ჯამში, „გამარჯვების პლატფორმაზე“. ვხედავ, რომ ამიტომ ესხმიან თავს გიორგი მარგველაშვილს. აქვთ შიში, რომ მისი ჩართულობა იქნება პრობლემა რუსი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.