„რუსეთის ფედერაცია წუხს, რომ მინსკში სომხეთის წარმომადგენლები არ იყვნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე“, – ამის შესახებ კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კუხოს საბჭოს სხდომაზე სომხეთის არყოფნასთან დაკავშირებით განაცხადა.
პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ ერევანი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს და დარჩება მოსკოვის მოკავშირედ.
„ჩვენ შეგვიძლია ამ კუთხით წუხილი გამოვთქვათ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ სამიტის დღის წესრიგში იყო „ე.წ. სომხური ფაქტორი“ და ამ საკითხზე აზრთა გაცვლა.
„რა თქმა უნდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დაინტერესებულია სომხეთის მონაწილეობით. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს და დარჩება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, – აცხადებს პესკოვი.