Home Blog Page 1988

უცხოური ვალუტის კურსი 13 ივნისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6034 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6034 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6069 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8053 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

” ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში – შემოთავაზებული კანონპროექტი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა!”

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ნაწილის საპოლიციო ორგანოდ ქცევა, გაფართოებული უფლებამოსილებითა და დასჯითი და სააღსრულებო მექანიზმების მინიჭებით, სასამართლოს ჩარევის გარეშე.

ეს არის სტრატეგიული საკითხი! ცალკე უბედურებაა სასამართლო სისტემის დაბალი სანდოობა და გაცილებით უარესია სასამართლოს ჩახსნა სამეწარმეო პროცესიდან. ჯანდაცვა, როგორც სხვა ნებისმიერი დარგი, ეკონომიკის ნაწილია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ისეთივე, როგორიც მაგალითად, სოფლის მეურნეობა, რადგან საკვები პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დარგია.

სამწუხაროდ, ეს ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში. ეს კანონპროექტი აფუჭებს სამეწარმეო გარემოს ქვეყანაში, რაც აუცილებლად იქონიებს ნეგატიურ გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე – კიდევ მერამდენე გარე თუ შიდა ინვესტორი უკვე აღარც კი ფიქრობს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო გამოსწორდება. პირიქით, უკან-უკან მიდის და საინვესტიციო ატმოსფეროს გაფუჭება მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში წელს დაგეგმილ 4-5%-იან ეკონომიკურ ზრდას და ნეგატიურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზე.

მსგავსი კანონპროექტები ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ეკონომიკის სუბიექტებს შორის სამართლიანი, დემოკრატიული პროცესების არსებობის ევროპულ პრაქტიკას. ეს კანონპროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ და დარწმუნებული ვარ, ის შეფასდება, როგორც ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული.

თუ ევროპისკენ მივდივართ, ჩახედოს ჩვენმა ხელისუფლებამ ევროპულ კანონმდებლობას ნებისმიერ დარგში და მიიღოს შესაბამისი სულისკვეთების კანონები. შემოთავაზებული კანონპროექტი კი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა.

სულაც არ მიხარია, რომ ხელისუფლება ცდილობს, ნებით თუ უნებურად გაანადგუროს სამეწარმეო ეკონომიკური ატმოსფერო საქართველოში.

არადა, საქართველოში შესაძლებელია მუდმივი 10-12 %-იანი ეკონომიკური ზრდა ხანგრძლივად, ყოველწლიურად, რომ არა მსგავსი უაზრო მცდელობები, გაანადგურონ შიდა თუ გარე ინვესტორების სურვილი, ააშენონ ეს ქვეყანა!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდება. შეხვედრა 14 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პრემიერი ბრიუსელში სხვა მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა ხელოვნების ფესტივალ “ევროპალიასა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე.

“მთავრობის ინიციატივა, რომლითაც საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება.

მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული ინიციატივა იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების კუთხითაც.

„2024 წლის პირველი იანვრიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდება სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდებით როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია. მოგეხსენებათ, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ. ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა, საშუალება დემოგრაფიული მიმართულებით. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვტოვებთ როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ისე სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება, ვფიქრობთ, შემოდგომაზე უკვე დამტკიცდება, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კონკურსი „ფინანსური განათლება მხატვრულად“

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი Finedu, წიგნის საყოველთაო და განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეას და ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზაციისა და მათი ცხოვრებისეულ კომპეტენციებად წარმოჩენის მიზნით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ფინანსური განათლება მხატვრულად“.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან მოთხრობები, რომლებიც მხატვრული სიუჟეტის საშუალებით წარმოაჩენენ ფინანსური განათლების საკითხებს,  მკითხველებს მათ მნიშვნელობაზე დააფიქრებენ და იმავდროულად გასაგებს გახდიან, რომ ეს საკითხები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

კონკურსის დევიზია „დაწერე, აჩუქე, მოიგე!“. კონკურსის მთავარი იდეაა, დააფიქროს ადამიანები ფინანსური განათლების საკითხებზე და დაანახოს მათი აქტუალობა და მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული რომლებიც ფულად პრიზებთან ერთად დაწესებულ სხვა ფასიან საჩუქრებსაც მიიღებენ.

ნამუშევრები შეფასდება ორ კატეგორიაში: 1) ფინანსური განათლების საკითხების წარმოჩენა და 2) ნამუშევრის მხატვრული, ლიტერატურული ხარისხი. პირველ კატეგორიაში შეაფასებენ ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის კომიტეტის წევრი ორგანიზაციები, ხოლო ლიტერატურული ღირებულების ნაწილში შეფასება გაკეთდება ლიტერატურული და საგამომცემლო სფეროს პროფესიონალების მიერ.

საკონკურსო ნამუშევრები  23 ივნისის ჩათვლით მიიღება. ფინალის 20 მონაწილის ვინაობა 4 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება კი 9 სექტემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი ასევე, ეხმიანება წიგნების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობის იდეას და კონკურსის მონაწილე ავტორების სახელით ერთ-ერთ სასკოლო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა წიგნები.

კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ: https://shorturl.at/adoFJ

R

“ოპოზიცია იმ სტუდენტების დისკრიმინაციას ეწევა, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენელი პროფესორების ლექციებს ესწრებიან”

ოპოზიცია აგრძელებს პოლარიზაციას საზოგადოებაში, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში. მარტის დღეებიდან მოყოლებული, კვლავ მიმდინარეობს „ბულინგი“ იმ სტუდენტებისა, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენელი პროფესორების ლექციებს ესწრებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს იმ სტუდენტებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენელთა ლექციებს ესწრებიან უნივერსიტეტში.

„ოპოზიცია აგრძელებს პოლარიზაციას საზოგადოებაში, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში. მარტის დღეებიდან მოყოლებული, კვლავ მიმდინარეობს „ბულინგი“ იმ სტუდენტებისა, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენელი პროფესორების ლექციებს ესწრებიან. ამის მაგალითი, სამწუხაროდ, ბევრი იყო სხვადასხვა უნივერსიტეტში. იგივე გრძელდება დღესაც. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, პავლე კახიძე, კეზერაშვილის ცოლისძმის, დიმიტრი ჩიქოვანის, და „გირჩის“ სამიზნე გახდა. სტუდენტმა ოპოზიცია ამხილა თაღლითურ გეგმაში, თუ როგორ სურთ კობახიძის ლექციების ჩაგდება და ამისთვის სტუდენტების დისკრედიტაციას ეწევიან. ასევე აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის საერთო „ჩათში“ მუდმივად ხდება იმ სტუდენტების შეურაცხყოფა, რომლებმაც მარტის დღეების შემდეგ არ დატოვეს ლექციები. ასეთ სტუდენტებს „რუსებსა“ და ჩამორჩენილებს უწოდებენ.

„ფეისბუქ გვერდზე“ პავლე კახიძის ღია მხილებას მოჰყვა შტურმი და ენით აღუწერელი შეურაცხყოფა ოპოზიციის მხრიდან.

მინდა, მივმართო ოპოზიციის მესვეურებს – კეზერაშვილს, „გირჩს“ თუ ყველას, ვინც ამ სისაძაგლეს სჩადის: 2024 წლის არჩევნების შემდეგ არ გინდათ ამ ქვეყანაში ცხოვრება? ისევ ხომ ამ ახალგაზრდებთან ერთად მოგიწევთ არსებობა და რა სინდისით უნდა განაგრძოთ მათთან თანაცხოვრება? მით უმეტეს, თქვენი არჩევნებში დამარცხება ამ ახალგაზრდებს სითამამეს შემატებს და ისევ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ იგივე არ მიიღოთ მათგან. ნუთუ, ვერც ოჯახი და არც საზოგადოება, სადაც ხართ, ვერაფერ ღირსეულს ვერ გასწავლით?

მივმართავ უცხო ქვეყნის ელჩებს საქართველოში და მთელს დემოკრატიულ სამყაროს: ასეთი ქმედება რომელ დემოკრატიულ პრინციპში წერია, იქნებ მიგვითითოთ და თუ არ არსებობს, მაშინ ხმა აიმაღლეთ ამ ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ. ნუ იქნებით მშვიდად, დღეს ჩვენი ქვეყანაა ამ ეპიდემიის ქვეშ, ხვალ – აუცილებლად თქვენ იქნებით. ასეთივე ბინძური „ბულინგი“ იქნება თქვენს განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებისა, თუ პროფესორ-მასწავლებლების მიმართ. ასე გახლეჩენ ახალგაზრდობას და საზოგადოებას თქვენს ქვეყნებშიც. ჩვენ ამას გავუძლებთ, ვერანაირი ფაშიზმი ვერ იზეიმებს საქართველოში, მაგრამ თქვენთან, შესაძლოა, ამ პროცესებმა გამოუსწორებელი კვალი დატოვოს.

და ბოლოს, მივმართავ ოპოზიციის ბინძური „ბულინგის“ ქვეშ მყოფ სტუდენტებს, ახალგაზრდებს: თქვენ ღირსეული თაობა ხართ! ტყუილად ვნერვიულობთ, რომ თაობა წაგვართვეს, მოგვიწამლეს და გადაგვიგვარეს. სანამ თქვენი სიტყვა ხმამაღლა ისმის, სამართალი ყოველთვის იზეიმებს!

არავის გთხოვთ პოლიტიკაში ჩარევას, ამ ბრძოლას ჩვენს თავზე ვიღებთ. მაგრამ თუ გადაწყვიტეთ სამართლიანობისთვის ღირსებით იცხოვროთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ასეთი გველეშაპი ბევრი შეგხვდებათ ცხოვრებაში. ისტორიას კი არ ახსოვს ოდესმე მათი გამარჯვება.

ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ამ ბინძურ შემოტევას უძლებთ, გვეამაყებით. გთხოვთ, არ გაჩუმდეთ და არ დანებდეთ. სტუდენტობა ის ძალაა, რომელიც მთებს ძრავს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუკი ისინი ჭეშმარიტი ღირებულებებით იბრძვიან საკუთარი სამშობლოსთვის“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

“ნიკა მელია იმ გუნდში არ მოიაზრება, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს” – გია ვოლსკი

ნიკა მელია იმ გუნდში არ მოიაზრება, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს და სათავეში მერაბიშვილი უდგას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზენტაციაზე, „შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება“, ნიკა მელია მიწვეული არ იყო.

გია ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ აღარ არსებობს.

„ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ხუთი ნომერი აქვს მინიჭებული. ვისია ეს ხუთი ნომერი, ესეც უკვე გარკვეულია და მელია იმ გუნდში არ მოიაზრება, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს და სათავეში მერაბიშვილი უდგას. ამ თემაზე ღლიცინი უადგილოა, რადგან „ნაცმოძრაობა“ აღარ არსებობს. ფილოსოფოსთა და პოლიტოლოგთა დიდი ჯგუფია შესაკრები, რომელთაც როგორმე უნდა გაიგონ, რა უნდა მელიას ან რა თემებია, რაშიც შეიძლება დაუპირისპირდეს მეორე „ტიტანს“, ლევან ხაბეიშვილს. ორი „ტიტანის“ შეჯახება რა პერიპეტიებზე გაივლის, ეს არავინ იცის და ამაზე უნდა იყოს მსჯელობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air 2023 ფესტივალი იწყება

თიბისის მხარდაჭერით 23 ივნისს რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air იწყება.

ფესტივალი 23, 24 და 25 ივნისს ლისის საოცრებათა ქვეყანაში ჩატარდება. 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას საყოველთაოდ ცნობილ უცხოელ არტისტებთან: Kaleo, Moderat, Rejjie Snow, Imany, Ben Klock, Liquid Soul ერთად, ქართველი ბენდები Bedford Falls, Circus Mircus, Skazz და სხვა მუსიკოსები დაიკავებენ. 23 ივნისს კი ფესტივალის მთავარ სცენაზე ინგლისელი შემსრულებელი Tom Odell წარსდგება.

კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძება Tbilisi Open Air 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა, რომელსაც თიბისი პირველივე წლიდან უჭერს მხარს. ფესტივალზე მონაწილეობა 1000-ზე მეტმა შემსრულებელმა მიიღო, მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები, როგორებიცაა: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel.

თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალი თაობის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა, მუსიკალური კულტურის საქართველოში პოპულარიზაცია და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ თიბისი უკვე მე-14 წელია Tbilisi Open Air-ის მხარდამჭერია და მათთან ერთად დაუვიწყარ დღესასწაულსა და საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მსმენელს.

ფესტივალის აბონემენტისა და დღიური ბილეთების შეძენა თიბისის ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის 10%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს – www.tkt.ge/openair

 

R

როენა ხუცურაული, მეტსახელად „მამიდა“ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

როენა ხუცურაული, მეტსახელად „მამიდა“ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ როენა ხუცურაული სავარაუდოდ, გულის პრობლემებით გარდაიცვალა.

სხვა დეტალები უცნობია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“გამოვცემთ დადგენილებას და კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება” – პრემიერი

მთავრობა გამოსცემს დადგენილებას, რომლის თანამხადაც ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.

შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან.

„6 წელია უკვე საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ. ხარისხი მოწმდება სისტემატურად, ასევე გეტყვით, რომ სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, ერთგვარ ბიზნესადაა გადაქცეული ე.წ. კატალიზატორების საკითხი. ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება, ამიტომ ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და აიკრძალება კატალიზატორების ქვეყნიდან გატანა. სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და უცხოეთში ყიდიან. ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი. ვფიქრობ, შედეგი ძალიან მალე გვექნება, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ. პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის შემოწმებას, ასევე ავტომობილების. ჩვენ მიმდინარე წლიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დავიწყებთ ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული” – რა კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა

ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭოზე ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, სუროგაცია და ამასთან დაკავშირებული პრობლემებია, უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ამ საკითხზე არავითარი რეგულაცია არ არსებობს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, სუროგაცია სრულად არის აკრძალული, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კი სუროგაცია ნაწილობრივ არის დაშვებული.

„სუროგაციის საკითხი საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და უფრო კომპლექსური საკითხია, ვინაიდან ეს უკავშირდება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ქვეყნის იმიჯს და აშ.. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ შევქმენით დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები, ბატონი ზურა აზარაშვილის უწყება მუშაობდა დიდი ხანია ამ თემაზე, გეტყვით, მაგალითები მინდა მოგიყვანოთ: მაღალგანვითარებული ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, აღარ გავაგრძელებ, მთლიანად არის აკრძალული, სრულად არის აკრძალული სუროგაცია. არის ქვეყნები, სადაც ნაწილობრივ არის დაშვებული, ჰიბრიდული მოდელი არსებობს, ქვეყნები, როგორებიც არის ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილი არის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ანუ, უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ამას წინათ გვქონდა ჩვენ მთავრობის სხდომაზე მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამები ვრცელდება და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ არ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს, არსებობს ინფორმაციები, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება. ამის თაობაზე ბატონი ზურა აზარაშვილის უწყება დამატებით მოგვახსენებს, შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნება პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს ამ ინიციატივას. აუცილებელია დარეგულირდეს და კიდევ ვიმეორებ, ეს მხოლოდ დაშვებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბევრი არის მსურველი, მე ვიცი, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ ამ მეთოდს, სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში. ეს რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ძალიან დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით”- ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყების წინ რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მიმართულებით დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„მინდოდა კიდევ ერთხელ აღმენიშნა, რომ ჩვენ ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით, ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, პირველ კვარტალში, თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.