Home Blog Page 1986

,,საქართველო მზად არის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების შეუწყოს ხელი” – სამხარაძე

მინდა მადლიერება გამოვხატო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და დელეგაციის საქართველოში და მთლიანად რეგიონში ვიზიტის გამო. ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი სიტუაციის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ს წარმომადგენლების მხრიდან რუსეთის ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებების ნახვა და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი. მისივე თქმით, რეგიონში განგრძობადი მშვიდობის დამყარების მიზნით, საქართველო მზად არის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ფასილიტატორის როლი შეასრულოს. “ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთოს მხრიდან საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მონახულება, რომლებსაც რუსეთის ოკუპაციის გამო, არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ უკვე 15 წელზე მეტია, ზოგიერთ მათგანს კი – უკვე 30 წელია.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფასილიტაციისთვის. მზად ვართ, შევთავაზოთ ჩვენი დახმარება, მზად ვართ, შევთავაზოთ მათ თბილისი, როგორც მოლაპარაკების ადგილი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარის მზადყოფნით, რომელიც გამოხატეს საჯაროდ და ოფიციალურად, ვიზეიმებთ გრძელვადიან მშვიდობას ჩვენს ორ ძმურ მეზობელ ერს შორის მომდევნო თვეების განმავლობაში. ასე რომ, ჩვენის მხრივ, საქართველო მზად არის ფასილიტაციისთვის.” – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ხმაური და დაპირისპირებაა

რაჭის ტყეების გადაცემაზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ამ დროისთვის ხმაური და დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ აქ იქნებიან მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

სამართალდამცველების განცხადებით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მოთხოვნებს არ ემორჩილებიან,.

აქცია ვარლამ გოლეთიანის ინიციატივით იმართება.

,,მშვიდობას და უსაფრთხოებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი რეგიონისთვის”- ბოჭორიშვილი

ღიად უნდა ვუთხრათ არა ოკუპაციას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნები დავუბრუნოთ საერთაშორისო წესრიგს – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობას და უსაფრთხოებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი რეგიონისთვის.

„ძვირფასო კოლეგებო, დღეს ერევანში შევიკრიბეთ იმ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიქმნა. მშვიდობას და უსაფრთხოებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი რეგიონისთვის. მსურს გამოვთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გზას მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად სამხრეთ კავკასიაში.
ორი კვირის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად ცხინვალის რეგიონში მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა თუ რა არის ოკუპაცია. საქართველო წლებია განიცდის რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ომის მტკივნეულ შედეგებს. ჩვენს ტერიტორიებზე კვლავ არიან რუსეთის სამხედროები, რომელთა ყოფნა არც სამართლიანია და არც გამართლებული; ასი ათასობით ადამიანი კვლავ იძულებით არის გადასახლებული საკუთარი სახლებიდან და მათი უფლებები დარღვეულია; ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, გატაცება და მკვლელობები საოკუპაციო ძალების მხრიდან. მნიშვნელოვანია ასევე გვახსოვდეს, რომ ის რასაც უკრაინაში ვხედავთ, იმ ქმედებების გაგრძელებაა, რასაც რუსეთი 30 წლის განმავლობაში იყენებდა საქართველოში და რუსეთის ამბიციები საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ღიად უნდა ვუთხრათ არა ოკუპაციას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნები დავუბრუნოთ საერთაშორისო წესრიგს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

,,იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას”- ბოჭორიშვილი

იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას, შევძელით ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია, წარმატებული რეფორმების გატარება და ქვეყანა დემოკრატიული სამყაროს ღირებულ ნაწილად ვაქციეთ.

„მსურს აღვნიშნო, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას, ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია, წარმატებული რეფორმების გატარება და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სამყაროს ღირებულ ნაწილად ვაქციეთ. საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გასულ წელს გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე.

ჩვენ მადლიერი ვართ მონიჭებული ევროპული პერსპექტივისთვის, მაგრამ არ დაგვიმალავს იმედგაცრუება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო.

იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

“საკმაოდ ცუდი მაგალითები გვაქვს იმისა, როდესაც ბარიერი პრაქტიკულად არ არსებობდა”- ვოლსკი

საკმაოდ ცუდი მაგალითები გვაქვს იმისა, როდესაც ბარიერი პრაქტიკულად არ არსებობდა და როგორ გამოიყენეს ეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

 

„იმის ნაცვლად, რომ განვითარებულიყვნენ, ჩამოყალიბდნენ ერთ კოლექტიურ ნაცმოძრაობად და გაერთიანდნენ ერთ რევოლუციურ კომიტეტში. სხვა მიმართულება მუშაობაში არც ჰქონიათ თუ არა დესტაბილიზაციის სურვილი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ოპოზიცია გამარჯვების საკუთარ ფორმულაზე მუშაობს. ნაწილი ხელისუფლების დამარცხებას გაერთიანებაში ხედავს, მეორე ნაწილი კი ბარიერის დაძლევას დამოუკიდებლად გეგმავს. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ერთ რამეს ამტკიცებს, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც 5%-ის გადალახვის შანსი აქვს, „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლის რიგებშია „სტრატეგია აღმაშენებელიც“. კვლევის შედეგები მმართველ პარტიას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ოპოზიცია დასუსტდა და საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვნად დაკარგა.

 

,,ღაზა ევროკავშირის ადგილობრივი თანამშრომლების პირველმა ჯგუფმა დატოვა”- ბორელი

ღაზა ევროკავშირის ადგილობრივი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების პირველმა ჯგუფმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალური ქსელში ავრცელებს.

ბორელის ინფორმაციით, ღაზა 19-მა ადამიანმა დატოვა.

„მადლობას ვუხდი პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს, სამეჰ შუკრის მხარდაჭერისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდა და მუდმივი ძალისხმევისთვის, რათა ევროკავშირის დარჩენილი ადგილობრივი პერსონალისა და მათი ოჯახების სწრაფი გადაყვანა მოხდეს“, – აღნიშნავს ბორელი.

 

მოლდოვის პრეზიდენტის ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს უკბინა

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს ალექსანდერ ვან დერ ბელენს ხელზე უკბინა.

მოლდოვური მედიის ცნობით, ინცინდენტი მოხდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტები მაია სანდუს რეზიდენციის ეზოში სეირნობდნენ. პრეზიდენტმა ვან დერ ბალენმა შეეცადა ძაღლს მოფერებოდა, რა დროსაც ძაღლმა მას უკბინა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ამ შემთხვევის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მისი ძაღლი გარშემო ბევრმა ხალხმა დააბნია.

ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბალენი შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაზე მოლდოვის პარლამენტის სპიკერთან სახვევით გამოჩნდა.

“ყველამ, ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ძაღლები ძალიან მიყვარს” – დაწერა ავსტრიის პრეზიდენტმა და შეხვედრები მოლდოვის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ნაყოფიერად შეაფასა.

,, საზოგადოება უკვე კარგადაა ინფორმირებული თითოეული მათგანის წარმომავლობასა და მოტივაციაზე” – წილოსანი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, რა ფორმითაც არ უნდა დაჯგუფდნენ რადიკალები, უბრალოდ ფორმალობა იქნება და არჩევნების შედეგებს ვერ შევლის.

„რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამ მახინჯი პოლიტიკური შინაარსის მქონე რაღაც დაჯგუფებებმა, ვფიქრობ, ქართული საზოგადოება უკვე კარგადაა ინფორმირებული თითოეული მათგანის წარმომავლობასთან და მოტივაციასთან დაკავშირებით. რა ფორმითაც არ უნდა დაჯგუფდნენ, ერთადერთი ეს იქნება უბრალოდ ფორმალობა და ვერ შევლის იმ შედეგს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამოიხატა როგორც კვლევებში, ასევე საზოგადოებრივ განწყობებში. ეს განწყობები, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე აისახება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური დაჯგუფებები მინიმალურ შეფასებას მიიღებენ“, – განაცხადა წილოსანმა.

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ოპოზიცია გამარჯვების საკუთარ ფორმულაზე მუშაობს. ნაწილი ხელისუფლების დამარცხებას გაერთიანებაში ხედავს, მეორე ნაწილი კი ბარიერის დაძლევას დამოუკიდებლად გეგმავს. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ერთ რამეს ამტკიცებს, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც 5%-ის გადალახვის შანსი აქვს, „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლის რიგებშია „სტრატეგია აღმაშენებელიც“. კვლევის შედეგები მმართველ პარტიას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ოპოზიცია დასუსტდა და საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვნად დაკარგა.

ფინეთმა რუსეთთან საკონტროლო-გამშვები პუნქტების ნაწილი დახურა

რუსეთიდან მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო ფინეთმა 9 სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტიდან 4 დახურა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ფინეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე გადასასვლელები გადაკეტა და მხოლოდ სარკინიგზო საკონტროლო პუნქტი დატოვა. ის მდებარეობს რკინიგზაზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგს ჰელსინკისთან აკავშირებს.

ფინეთის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ძალაში 18 თებერვლამდე იქნება. ჰელსინკიმ კრემლი მიგრანტების ნაკადის ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა. ანალოგიურ ფაქტს 2015 წელს ჰქონდა ადგილი. როგორც ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, ფინეთი რუსეთის მხრიდან მსგავსი საზიზღრობებისთვის მზად იყო.

ბოლო დღეებში ფინეთის საზღვარს იემენიდან, ერაყიდან, სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩასული ასობით მიგრანტი მიაწყდა. მათ უმეტესობას ფინეთში ჩასასვლელად აუცილებელი საბუთები არ გააჩნიათ. ფინეთის სასაზღვრო სამსახურში მიაჩნიათ, რომ ეს ქმედება რუსეთის მიერ არის ორგანიზებული და ის ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

ღაზაში დაჭრილი პალესტინელი ბავშვების პირველი რეისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩაფრინდა

ღაზაში დაჭრილი პალესტინელი ბავშვების პირველი რეისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩაფრინდა.

თავდაპირველად აღნიშნული ჯგუფი რაფახის გამშვები პუნქტიდან ეგვიპტეში გადავიდა ეგვიპტეში, შემდეგ ისინი აბუ-დაბიში გაფრინდნენ.

პატარა ბავშვებს მშობლები კალთაში ეძინათ. ზოგიერთი სკამი ამოღებული იყო, იმისთვის რომ გაეთავისუფლებინათ ადგილები გაცილებით მძიმედ დაჭრილთათვის.

15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, გუშინ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა, რათა ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენილიყვნენ.

აღნიშნული ბავშვების ჯგუფის გადაყვანა იმ დაპირებული დახმარების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, საამიროები ღაზადან 1000 დაშავებული ბავშვის სამკურნალოდ აბუ-დაბიში გადაყვანას გეგმავს.

სიუჟეტი, რომლის ეთერში გაშვებასაც „მთავარი არხი“ აპირებს, თავიდან ბოლომდე სიცრუეა და მასში სიმართლის არცერთი მარცვალი არ არის -ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე „მთავარი არხის“ სიუჟეტის ანონსში გასულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მინდა გამოვეხმაურო „მთავარი არხის“ სიუჟეტის ანონსში ჩემს შესახებ გასულ აბსოლუტურ სიცრუეს. სიუჟეტის ანონსში „მთავარი არხის“ ე.წ. „წყარო“, შეცვლილი ხმით ჰყვება აბსურდულ ისტორიას, თითქოს მე, თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე, დაბარებული ვიყავი სუს-ში გამოკითხვაზე, სადაც დამაკავეს და მხოლოდ თბილისის მერის ჩარევის შემდეგ გამათავისუფლეს.

ამ სიუჟეტის ანონსის ნახვის შემდეგ, მე დავუკავშირდი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელიც აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობდა. მე მას განვუმარტე, რომ ჩვენი საუბარი იწერებოდა და რომ არასდროს, არც ერთ სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზე დაბარებული და მით უმეტეს დაკავებული, არ ვყოფილვარ და ყველაფერი რაც სიუჟეტის ანონსში იქნა გაშვებული, აბსოლუტური ტყუილი იყო.

ამავდროულად, ვურჩიე, რომ ეს სიცრუე არ გაევრცელებინათ! დაველოდები ეთერში სრული სიუჟეტის გასვლას და თუკი მასში ისევე დაუსაბუთებლად, ცალმხრივად და ცილისმწამებლურად იქნება წარმოდგენილი მოვლენები, როგორ შთაბეჭდილებასაც გასული ანონსი ცალსახად ტოვებს, მაშინ, როგორც ზემოთ ხსენებულ ჟურნალისტს განვუცხადე, მივმართავ სამართლებრივ გზებს!

კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სიუჟეტი, რომლის ეთერში გაშვებასაც „მთავარი არხი“ აპირებს, თავიდან ბოლომდე სიცრუეა და მასში სიმართლის არც ერთი მარცვალი არ არის!“, – წერს ირაკლი ხმალაძე.

როცა აგინებ, ჯიგარი ხარ, ხოლო როცა გაგინებენ – ქალი, არ გამოვა- თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის ქალ დეპუტატებს

თუ ქალზე სტერეოტიპებით სარგებლობა გსურთ, kind of „ქალ დეპუტატებს შეურაცხგვყოფენ“ – სქესზე აქცენტით, მაშინ ადექით და მაგ სტერეოტიპებით იმოძრავეთ, – წერს სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, როცა აგინებ, ჯიგარი ხარ, ხოლო როცა გაგინებენ – ქალი, არ გამოვა.

„თუ ქალზე სტერეოტიპებით სარგებლობა გსურთ, kind of „ქალ დეპუტატებს შეურაცხგვყოფენ” – სქესზე აქცენტით, მაშინ ადექით და მაგ სტერეოტიპებით იმოძრავეთ. როცა აგინებ, ჯიგარი ხარ. ხოლო როცა გაგინებენ – ქალი, არ გამოვა.
ან ისე ქენით, ან ასე, მეგობრებო. თანასწორობა მაგ თქვენი ზიგზაგებით ნაღდად არ მოვა“, – წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.