Home Blog Page 1982

კობა კობალაძემ თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც სტუმარმა აღნიშნა, თურქული მხარე კმაყოფილებას გამოთქვამს იმ წარმატებული, ერთობლივი პროექტების შედეგების გამო, რომლებიც სააგენტომ, სამსახურთან თანამშრომლობის მანძილზე განახორციელა; თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა,უმით ნაჯი იორულმაზმა, რომელიც სამსახურს, დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში სტუმრობდა, მაღალი შეფასება მისცა სააგენტოსა და სამსახურის მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს, რამაც სათაო ოფისს, ანკარაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების მოტივაცია მისცა. TIKA-ს მომავალი წლის გეგმაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების თანადგომა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა.

საუბარი შეეხო მობილური კლინიკის პროექტს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისა და, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დროული და ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებისთვის; თუბა ოზუთოკმა, მზადყოფნა გამოთქვა ამ პროექტის თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ დეტალებს განიხილავს TIKA-ს ხელმძღვანელობასთან ანკარაში და სამსახურს, საქართველოს ვეტერანებისთვის მაქსიმალურად მორგებულ ვარიანტს შესთავაზებს. თუბა ოზუთოკმა კობა კობალაძეს პირობა მისცა, რომ მობილური კლინიკის პროექტს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო, 2024 წელს განახორციელებს.

კობა კობალაძემ თუბა უზოთოკს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს ვეტერანების თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა; მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, სააგენტოს მიერ, გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრთა მიმართ გაწეულ თანადგომას, რაც, ვეტერან ფერმერთათვის, სკებისა და მეფუტკრეობის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემაში გამოიხატა. აღნიშნული პროექტით, მეფუტკრეობის დარგში ჩართულ ვეტერანებს, მიეცათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ პროდუქციის წარმოება. სამსახურის დირექტორმა, იმედი გამოთქვა, რომ მომავალი პროექტებიც ასეთივე წარმატებული იქნება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. “TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეგიძლიათ, თამამად გამოხატოთ თქვენი გრძნობები და ემოციები, არ დაივიწყოთ, რომ სამსახურის გარდა არსებობს სხვა ვალდებულებებიც, მოინახულეთ მშობლები, ნათესავები, მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან.

კურო

კიდევ ერთი ნახტომი და მიზანი მიღწეული იქნება, არ მოდუნდეთ და ერთი წამითაც არ შეგეპაროთ ეჭვი თქვენს გამარჯვებაში. სულ მალე, დარწმუნდებით, რომ თქვენი არჩეული გზა სწორი და წარმატებული იყო.

ტყუპები

ფრთხილად იყავით და ერიდეთ დაპირისპირებებს, შესაძლოა, თქვენი დაუდევრობის გამო, საჭირო გახდეს მთელი ძალების მობილიზება , რათა თავი გაართვათ აღებულ ვალდებულებებს და ზიანი არ მიაყენოთ თქვენს იმიჯს.

კირჩხიბი

შესაძლოა, ზოგიერთმა ისარგებლოს თქვენი მოთმინებით და არაეთიკური გზებით შეეცადოს თქვენს წყობიდან გამოყვანას. არ იდარდოთ, ამით არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, ეცადეთ, მტკიცედ მიჰყვეთ დღის გეგმას.

ლომი

შესაძლოა დღეს, ადრე ჩადენილი საქციელის გამო, სინანულმა შეგიპყროთ. ნუ შეეცდებით რაიმეს გამოსწორებას, ახლა ამის დრო არაა. იმოქმედეთ დასახული გეგმით, წვრილმან უსიამოვნებებს კი ნუ შეუშინდებით!

ქალწული

დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით შეარჩიეთ გამოთქმები, განსაკუთრებით პირად თემასთან დაკავშირებულ კომუნიკაციებში. იყავით თავშეკავებული და მოზომილად იმოქმედეთ მათთან, ვისთანაც რაიმეს თხოვნას აპირებთ.

სასწორი

ბიზნესთან დაკავშირებით გარკვეულმა დაბრკოლებებმა შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა მხარდამჭერებიც გამოგიჩნდებიან და გამოსავალს აუცილებლად იპოვით.

მორიელი

სიმშვიდით, დასაბუთებული არგუმენტებით და წყნარი ტონით იოლად გამონახავთ საერთო ენას კოლეგებთან და უფროსობასთან. დღეს თქვენი თავით აუცილებლად იამაყებთ.

მშვილდოსანი

გადადებული საქმეების გამო, შესაძლოა, მოულოდნელი დაბრკოლებები შეგექმნათ, შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ ხარვეზები სამსახურებრივ საქმიანობაში. ხოლო მეორეხარისხოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ.

თხის რქა

შესაძლოა, კოლეგებთან და უფროსობასთან, თავი იჩინოს გარკვეული სახის გაუგებრობებმა, თუმცა, არაა გამორიცხული, ყველაფერი თავისით მოგვარდეს, ან თქვენ გაგიჩნდეთ სარწმუნო არგუმენტები, შესაბამისად, ღირსეულად შეძლებთ, დაიცვათ საკუთარი ინტერესები.

მერწყული

მოულოდნელობებით აღსავსე დღეა, მოწყენისთვის ნამდვილად არ გეცლებათ, სწორედ ასეთი დღეები მოგწონთ და გახალისებთ, თქვენი შეუპოვრობით და პოზიტიური განწყობით, ყველას მონუსხვას შეძლებთ.

თევზები

ახლა კონკრეტული დასკვნები მხოლოდ შედეგებიდან უნდა გამოიტანოთ, შესაძლოა, ზედმეტი პასუხისმგებლობა გქონდეთ საკუთარ თავზე აღებული, ან არასწორად გქონდეთ შერჩეული პრიორიტეტები.

ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

არასდროს მითხოვია სალომე ზურაბიშვილისთვის არაფერი, ახლა ვაძლევ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით , – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, თუ რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მყისიერად მოიხსნება.

„სალომე ზურაბიშვილისთვის მე ჩემი შეწყალება არ მითხოვია, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ პირველად – არასდროს მითხოვია მისთვის არაფერი, ახლა ვაძლევ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ ადამიანის სიცოცხლე, კვდება-არ კვდება – არ არის რწმენის საკითხი, ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, უკეთესად ლაპარაკობს და ა.შ.. ის არის პატიმარი, ის არის პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მინიშნებები, რომ შეიძლება ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ ამას ვერ იზამს, რადგან არ იქნება მაგ დროს, მაგრამ ეს მინიშნებები მან მიიღო. მან უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ „არა და არასდროსს“ და სააკაშვილი გაათავისუფლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეგრევე მოიხსნება, მყისიერად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში.

“ამინდი ნამდვილად ყველას გვაბედნიერებს, ისიამოვნეთ!” – კობა ფარტენაძე

მოსალოდნელი ამინდის ერთკვირიანი პროგნოზის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ისევ ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული მაღალი წნევის არე იქნება დომინანტი მიმდინარე კვირაში, ამიტომაც მომდევნო დღეებში კვლავ მზიანი და ძალიან თბილი ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთში +27, +29, აღმოსავლეთში +25, +27 გრადუსი იქნება. ამინდი ნამდვილად ყველას გვაბედნიერებს, ისიამოვნეთ!“,- წერს მეტეოროლოგი.

“ვინ მოიხადა ბოდიში იმ ქალებიდან , რომლებმაც ქალ მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნასთან შეურაცხმყოფელი ბანერი გაუშალეს?”

„ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ჩიბურდანიძეს ოპოზიციის მიერ მმართველი გუნდის წევრთა შეურაცხყოფის რამდენიმე მაგალითი მოჰყავს და პრეზიდენტს ეკითხება, მაშინ რატომ არ ჰქონდა მას მსგავს ფაქტებზე რეაქცია.

„საქართველოს პრეზიდენტი გაბრაზდა პარლამენტში ქალი დეპუტატის მიმართ ცუდ მიმართვაზე. დიახ, ეს მიუღებელია ჩვენთვისაც და ამაზე უკვე მოიხადა ბოდიში ირაკლი ბერაიამ. მაგრამ, ვინ მოიხადა ბოდიში ჩემს წინაშე, როდესაც ანა ნაცვლიშვილი სახეში წყალს მასხამდა, ხოლო სალომე სამადაშვილი ტელეფონს მიმტვრევდა ასევე ქალს?

ან ვინ მოიხადა ბოდიში იმ ქალებიდან (თუ ალქაჯებიდან), რომლებმაც ქალ მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნასთან შეურაცხმყოფელი ბანერი გაუშალეს?

პრეზიდენტო, მაშინ რატომ არ დაგმეთ ეს ფაქტები? ჩვენ ქალები არა ვართ? ან რა შუაშია ქალი, შეურაცხყოფა შეურაცხყოფაა. თავად თეონა აქუბარდიამ რა დონის შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი კობახიძეს თქვენი იმპიჩმენტის დღეს. რატომ არ დაგმეთ ეს იქვე, იმ დარბაზში? ალბათ იმიტომ, რომ ქალური ღირსება თქვენთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ქალებს პოლიტიკური ნიშნით ჰყოფთ.

რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, დღეს რომ პირველი გამოეხმაურა ამ ფაქტს, თეა წულუკიანის უკან გაშლილ უზნეო ბანერთან გაღიმებული იდგა. ეს არის თქვენი „კაცობაც“ და „ქალობაც”.

კიდევ ერთხელ ვგმობ არა მხოლოდ ქალის, არამედ ნებისმიერი პირის მიმართ შეურაცხყოფას, მაგრამ როდესაც პიროვნება ბოდიშს იხდის ამაზე, ესეც აღნიშვნის ღირსია.სწორედ ეს კაცობა არა გაქვთ ოპოზიციას და ვერც გექნებათ ასეთი პოლიტიკის შემოქმედს,” – წერს ჩიბურდანიძე.

2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

„2023 წლის 2 ნოემბერს, 12 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

აღსანიშნავია, რომ წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახური “ფეისბუქზე” ავრცელებს.

“თვითონ რომ სხვის ოჯახებს ლანძღავენ, აბულინგებენ და მიწასთან ასწორებენ, ეგ არაფერი?!” – ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძეზე

თვითონ რომ სხვის ოჯახებს ლანძღავენ, აბულინგებენ და მიწასთან ასწორებენ ეგ არაფერი?! მაშინ არ არიან ქალბატონები თუ როგორაა ლიბერალურ ფაშიზმში მოსული, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე დეპუტატ ანა წითლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ არავის დაცვა არ სჭირდება და პოლიტიკაში მოვიდა სრულად გაცნობიერებული ფაქტით, რომ მრავალი ალუდა შეხვდებოდა გზად, რომელსაც თავს კი არ დაუხრიდა, უბრალოდ სახეს აახევდა.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალა და ძალიან დაჩაგრულების და შეურაცხყოფილების მანტია მოირგო.

„ახალი სტრატეგია აქვთ ამათ? ძალიან დაჩაგრულების და შეურაცხყოფილების მანტია მოირგეს?
აგრესიულმა რიტორიკამ არ გაამართლა და ტაქტიკა შეცვალეს?! თვითონ რომ სხვის ოჯახებს ლანძღავენ, აბულინგებენ და მიწასთან ასწორებენ, ეგ არაფერი?! მაშინ არ არიან ქალბატონები, თუ როგორაა ლიბერალურ ფაშიზმში მოსული – თუ შენ ეხები, ყველაფერი მოსულა და თუ პასუხი დაგიბრუნეს, დისკრიმინაციაა? კდემა არსად გაგძვრეთ თქვე საცოდავებო…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

“გაეშვით გენდერული ნიშნით სპეკულაციას” – ნინო ფოჩხუა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს

ეს დუპლეტი რომ მივიღე(დ) პარლამენტში, იმიტომ გვაქვს საქმე კარგად, აღარაფერს ვამბობ წერტილ-მძიმეზე, ლიტერატურული ენაზეც რომ აქვს პრეტენზია?! თურმე პოლიტიკაში მივიდა გაცნობიერებულად, რომ გზად ბევრი ალუდა შეხვდებოდა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა დეპუტატ ანა წითლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ თავი შეურაცხყოფილად არ უგრძნია და „ფარჩაკ ალუდას მასთან მანდატურების გარეშე ახლოს ჩავლაც ეშინია. უარესს წინ უნდა ელოდეს.“

ფოჩხუას თქმით, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა გენდერული ნიშნით სპეკულაციას თავი უნდა დაანებონ, ვინაიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატები მათგან ბევრ შეურაცხყოფას ითმენენ. „ეს დუპლეტი რომ მივიღე(დ) პარლამენტში, იმიტომ გვაქვს საქმე კარგად, აღარაფერს ვამბობ წერტილ-მძიმეზე, ლიტერატურული ენაზეც რომ აქვს პრეტენზია?! თურმე პოლიტიკაში მივიდა გაცნობიერებულად, რომ გზად ბევრი ალუდა შეხვდებოდა, გზად და ხიდად ჯობდა ამხანაგო წითლიძე, უფრო ლიტერატურული იქნებოდა. აბა ეს ქალია, ამასთან როგორ შეიძლება მოწიწებით საუბარი, როცა სახის ახევით ემუქრება გარშემომყოფებს და იმუქრება უარესს გიზამთო. მერე დამწკრივდებიან სამნიძე, ბოკუჩავები, არიქა ქალებს გვავიწროვებენო, ჩაერთვება იმპიჩმენტარტყმული ქალიც, მიჩვეული გაუგონარ შეურაცხყოფას და ამაზე ხმის არამოღებას, ისეთს რომ გახსენებაც არ მინდა. ასე რომ გაეშვით გენდერული ნიშნით სპეკულაციას. ოცნების დეპუტატები ბევრს ითმენდნენ თქვენგან, უკადრებელ შეურაცხყოფას აყენებდით და გითმენდნენ, ეს გვახსოვს. მოიქეცით როგორც ნამდვილ ქალებს შეეფერება და ვერავინ გაგიბედავთ ხმის აწევასაც კი,“ – წერს ნინო ფოჩხუა.

15 ნოემბრის ჩათვლით გრიპის ვაქცინაცია უფასოა -დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

“ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ – თუნდაც იმ ქალი დეპუტატების მხრიდან განსაკუთრებული აგრესია და შეურაცხმყოფელი განცხადებები გვინახავს”

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და სხვადსხვა პოლიტიკური ბანაკისა, მგონია, რომ არასწორი ასეთი ქმედებები და დამოკიდებულება, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაკეთებული განცხადებები.

ამასთან, კალაძის თქმით, ქალი დეპუტატების მხრიდან, განსაკუთრებული აგრესია და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადებების ბევრი შემთხვევა იყო.

მისივე თქმით, არსებობს ჩარჩოები, რომელიც არავინ არ უნდა გადალახოს.

„ვფიქრობ, ნებისმიერი გონიერი ადამიანი არ მიესალმება აღნიშნულს, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეიძლება გვქონეს განსხვავებული შეხედულებები, სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებით, მაგრამ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. რაღაც ჩარჩოები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი. მესმის პოლიტიკაა, აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებებისგან.

ძალიან ბევრი შემთხვევა, თუნდაც იმ ქალი დეპუტატების მხრიდან, განსაკუთრებული აგრესია და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადებები გვინახავს, პიროვნული შეურაცხყოფები. ეს არ არის ლამაზი ფორმა. მეც თუ მაქვს რამე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს არ ვატკინოთ გული და ასეთი შეურაცხყოფები არ მივაყენოთ.

ტელევიზიების მხრიდან უამრავი განცხადება გაკეთებულია, იგივე ჩემთან მიმართებაში, როდესაც საარჩევნო კამპანია იმართებოდა დიდი ცილისწამება იყო.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკისა, მგონია, რომ არასწორია ასეთი ქმედებები და დამოკიდებულება”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი”, “ქართული ოცნების” დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს “ბანძი” უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

“ეს “ჩვენ ჩვენი გვაქვს და სხვისი რად გვინდა”, მაგარი მიმდინარეობაა!” – თამრი ფხაკაძე

“ეს “ჩვენ ჩვენი გვაქვს და სხვისი რად გვინდა”, მაგარი მიმდინარეობაა!  ჩვენ ბერიკაობა გვაქვს, ჩვენ კატა-თაგვობანა გვაქვს, ჩვენ ჭიაკოკონობა გვაქვს და სხვისი ჰელოუინი რად გვინდა და ა.შ.”, – წერს მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, დრამატურგი და სცენარისტი თამრი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, რითაც, ჰელოუინის დღესასწაულის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება.

“ხალხოოუ, ჩვენ ჩვენი “ვეფხისტყაოსანიც” გვაქვს და რად გვინდა სხვისი შექსპირი, ჩვენი ხაჭაპურიც გვაქვს და რად გვინდა სხვისი პიცა, ჩვენი კინოსტუდიაც გვაქვს და რად გვინდა სხვისი ჰოლივუდი და ბოლივუდი…

კარგით, რაა! წელიწადში ერთი დღეა ეს ჰელოუინი, გასართობი კრეატივების დღე, რომელიც მოედო მსოფლიოს, როგორც მრავალი სხვა რამ. კულტურები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები გადად-გადმოდის ერებში… ზღაპრის ერთი და იგივე სიუჟეტი მთელ დუნიაზე მოგზაურობს… შავი კატის გადარბენა, 13 რიცხვი, თვალის თამაში, ხელისგულის ფხანა, ბაყაყის შეხება და რა ვიცი, ათასი სისულელე დღემდე გათავისებული აქვს მთელ დედამიწას… მოედო რა! ეს ჰელოუინიც ეგაა და ნუ ძაბავთ თემას. და ამ ევროპულ საფრთხეებზე დარდით ნუ გაიკალით თავი არაა ეგ კვახობა და გოგრობა საშიში რამე, ერთდღიანი სასაცილო და სამხიარულო დეკორაციაა, მეტი არაფერი.

საშიში ისაა, დედაენა რომ გვადნება ხელში საკუთარი ნებით, წელიწადში 365 დღე!
“დასინა-დასკრინა-დააფოლოვერა-დაასპოილერა-ქრინჯი-ქოუჩი და ა.შ. და ა. შ. რომ გვათოვს და გვაწვიმს…

საშიში ისაა, დღეს ეგერ, სინაგურიდან რომ გაიტაცეს ქართველი კაცი… როგორც მგელი ცხვარს, ისე რომ გვპარავენ ცხვირწინ ადამიანებს…

საშიში ისაა, აგერ, უბნის მარკეტში, ათი რუსი რომ დგას უკვე და სამი ქართველი და წელიწადში ერთხელ კი არა, 365 დღე რომ ასეა და მზარდი რომაა ეს ყველაფერი…
მილიონი კიდევ სხვა, ყოველდღიური, მუდმივი!

ნახეთ რაა, სადარდელი, _ ჰელოუინი!

ზღაპარი და კუდიანები და ჯადოქრები და დედინაცვალი რომ გერის გულ-ღვიძლს ითხოვს სადილად და მუცლის გაჭრები და კოშმარები ყველა ფოლკლორშია, ეს ზღაპრის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

რაც უფრო საზარლად აღიწერება ზღაპარში ბოროტება, მით უფრო დიდია სიკეთისგან მისი დამარცხების სიხარული. ამისთვისაა მთელი ეს გველეშაპ-ბაყბაყობა-ქაჯობა-კუდიანობა…

ჰელოუინიც ეგაა. ადამიანები, ბავშვები დეკორაციად იყენებენ ზღაპრულ ავსულებს, მათით ერთობიან, მათ დასცინიან, მერე გახდიან ამ სამოსს და მოისვრიან განზე!
ჩემ დროს რომ ყოფილიყო, მეც მშვენივრად გავერთობოდი.

მაგრამ, ჩემ დროს ყელსახვევი უნდა მკეთებოდა და ლენინი უნდა მყვარებოდა ძალით. ეს იყო თუ იყო საშიში ჰელოუინი!”, – წერს თამრი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა, ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში მოხდა.