ის ფაქტი, რომ იყო შეკვეთა ბადრი პატარკაციშვილიც მოცილების, ანუ ტერორისტული აქტის, დაადასტურა თავისი ჩვენებაში კრიმინალურმა ავტორიტეტმა მამარდაშვილმა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
„ეს მამარდაშვილი ელაპარაკება ცნობილ „მასტერას“ [გია დგებუაძე], სადაც „მასტერა“ ეუბნება, რომ ჩვენ პატარკაციშვილი უნდა მოვიცილოთო. გარდა ამისა, ჩეჩენი საველე მეთაური [უვაის ახმედოვი] პირდაპირ აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემიკვეთეს პატარკაციშვილის მკვლელობა და მითხრეს, ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ ყველაფერი რუსეთს დაჰბრალდესო“, – აღნიშნა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცისტური ძალაა.
„ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბრის მერე დამთავრებული იყო როგორც საზოგადოებისთვის ისე, მთელი მსოფლიოსთვის, რადგან იქ გახდა ნათელი, რომ ისინი არიან ნაცისტები, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას. ამას დაემატა ის უბედურება, რაც საპატიმროებში ხდებოდა“, – აღნიშნა ხაინდრავამ.