Home Blog Page 1982

,,ახლა არის ჩვენი დრო, ფეხზე დავდგეთ ერთად”- ხაზარაძე

თბილისი ყოველთვის იყო საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების მამოძრავებელი ერთ-ერთი მთავარი ძალა და ასე იქნება ისევ 2024 წელსაც. ახლა არის ჩვენი დრო, ფეხზე დავდგეთ ერთად ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელო“ თბილისის ორგანიზაციის დაფუძნების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ევროპა ვითარდება ახალ საუკუნეში, განიცდის პროგრესს და თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს პასუხობს, საქართველო ისევ საბჭოთა კავშირისკენ, წარსულისკენ, მიემართება.

ხაზარაძის თქმით, მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში „ლელო“ ხალხთან მივა და ნათლად აუხსნის, რას გულისხმობს საქართველოსთვის ერთად დგომაში და ქვეყნისთვის ბრძოლაში.

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. შესაძლოა, ახლობელს თქვენი დახმარება დასჭირდეს. მიღებული ინფორმაცია კარგად შეამოწმეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. საღამოს შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს, რაც აგანერვიულებთ, თუმცა გირჩევთ, დინებას მიჰყვეთ – პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

კურო

მშვენიერი დღეა დისტანციური მუშაობისა და მოზომილი აქტივობებისთვის. ეცადეთ, მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღება გაამახვილოთ, რათა სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ. ამ დღეს, საკუთარი საქმეების გარდა, საყვარელი ადამიანების პრობლემებთან გამკლავებაც მოგიწევთ. სანამ კითხვაზე პასუხს გასცემთ, მოსალოდნელი შედეგები გაითვალისწინეთ.

ტყუპები

ეცადეთ, რუტინული ამოცანების გადასაჭრელად ახლებური მიდგომები გამოიყენოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, თქვენი შრომის ნაყოფიერება და ეფექტურობა გააუმჯობესოთ. საღამოს შოპინგი ტყუპებს სიხარულს მოგიტანთ. ეცადეთ თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. ახალი საქმის დაწყებამდე საყვარელი ადამიანების რჩევები და გამხნევება აუცილებლად დაგჭირდებათ.

კირჩხიბი

გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ თქვენს შინაგან ხმას უნდა უსმინოთ და ინტუიციურად იმოქმედოთ. პოზიტიური განწყობა და ენერგიის მაღალი დონე ნაყოფიერ მუშაობაში დაგეხმარებათ. 20 ნოემბერს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომლის შედეგი თქვენს მომავალზე აისახება.

ლომი

დილიდან რეალობას მოწყვეტილი, ოცნებებში დაფრინავთ, რაც მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში ხელს გიშლით. გირჩევთ ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა ძვირფასი დრო სისულელეებში არ დაკარგოთ. შესანიშნავი დღეა ძველი გეგმების განხორციელებისთვის. დააკვირდით თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს – თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ.

ქალწული

ცდილობთ, საყოფაცხოვრებო საკითხები და უეცრად წამოჭრილი პრობლემები სწრაფად მოაგვაროთ. მეგობარი დახმარებას გთხოვთ და უარს ვერ ეტყვით. დაძაბული დღის შემდეგ ეცადეთ, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ. მოამზადეთ გემრიელი ვახშამი, ერთად უყურეთ საინტერესო ფილმს და გაერთეთ. ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.

სასწორი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს სხვა ადამიანების პრობლემების გადაჭრას დიდი დრო დაუთმოთ და ამასთან, საყვედურის მოსმენაც მოგიწიოთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მისი კარნახით იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ურთიერთობის დაწყებას ან არსებულის გაღრმავებას.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უმნიშვნელო საკითხებიდან ყურადღება მთავარ საქმეზე გადაიტანოთ და დროულად დაასრულოთ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, რადგან ეს იმაზე მეტ პრობლემას გამოიწვევს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ახლობელი ადამიანები თქვენგან დახმარებას და მხარდაჭერას ელიან.

მშვილდოსანი

ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელებაში ახლობელი ადამიანების რჩევა დაგეხმარებათ. კოლეგებთან და მენეჯმენტთან ურთიერთობა არც ისე ადვილი იქნება, როგორც გეგონათ, თუმცა ამის მიუხედავად, ახლა შესანიშნავი პერიოდია გეგმის განსახორციელებლად და მიზნების მისაღწევად. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ – ეს ძალიან დაგჭირდებათ.

თხის რქა

ძველი გეგმების და იდეების განხორციელებისთვის შესაფერისი დროა. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და მისი ეტაპობრივად შესრულება დაიწყეთ. ოღონდ ფრთხილად იყავით – არ გარისკოთ და საეჭვო გარიგებებში არ ჩაერთოთ. იმიჯის შეცვლა თავდაჯერებას შეგმატებთ, ამიტომ დროა, სილამაზის სალონს ესტუმროთ.

მერწყული

დიდი, სერიოზული პროექტების განხორციელება უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ – ახლა ამისთვის საკმარისი რესურსი არ გაქვთ. უმნიშვნელო ამოცანების შესრულებას კი, რომლებიც საგანგებო მომზადებას არ საჭიროებს, ადვილად შეძლებთ. ადამიანი, რომელსაც დღეს შეხვდებით, თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს.

თევზები

ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შემოქმედებითი მიდგომა და ფანტაზია დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად. თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით და სიტუაციას ობიექტურად შეაფასებთ, ამ დღის სირთულეების გადალახვა გაგიადვილდებათ.

ჯანმოში მარტოობის კომისია შეიქმნა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ახალი კომისია შეიქმნა, რომელიც მარტოობის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ცნობიერებას გაზრდის. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კომისიას „სოციალური კავშირების საკითხებზე“ ამერიკელი ქირურგი ვივეკ მერტი უხელმძღვანელებს, რომლის თქმითაც, მარტოობასა და სოციალურ იზოლაციას ისეთივე ნეგატიური გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევას.

ჯანმოში მიიჩნევენ, რომ მარტოობა გლობალური პრობლემაა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სოციალური იზოლაცია და მარტოობა შფოთვის, დეპრესიის, დემენციის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკებს ზრდის და ხშირად სუიციდის მიზეზი ხდება.

საერთაშორისო კომისია მარტოობის საკითხზე 3 წლის განმავლობაში იმუშავებს. მისი პირველი სხდომა დეკემბერში გაიმართება.

,,გამზადებული ჰქონდათ რევოლუციური გეგმა, თუმცა, ბევრი რამ შეიცვალა” – კობახიძე

პირველივე დღეებიდან ნათელი გახდა, რომ ოპოზიცია და მათი ლობისტები, ამ საკითხს განიხილავდნენ როგორც ინსტრუმენტს არა ევროკავშირთან საქართველოს დასაახლოებლად, არამედ საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა რევოლუციის მოწყობა სცადა, რასაც კონკრეტული ევროპარლამენტარებიც უჭერდნენ მხარს, თუმცა, მათ საბოლოო მიზანს ვერ მიაღწიეს. “მაშინ მოეწყო ცნობილი ბაკურიანის შეკრება, სწორედ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას დაუკავშირეს მათ რევოლუციური გეგმები, რაც მათ სცადეს კიდეც. გახსოვთ, ივნისში, რადიკალურმა ოპოზიციამ “ენჯეოებთან” ერთად სცადა რევოლუციის მოწყობა, ოდიოზური ევროპარლამენტარები პირდაპირ მხარს უჭერდნენ რევოლუციურ გეგმას, ერთვებოდნენ ხოლმე შესაბამის მიტინგებზე.” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში და მის გარშემო მომხდარი ცვლილებების გამო, იმ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბლოკავდნენ, გააცნობიერეს, რომ ეს ნაბიჯი მომგებიანი აღარ იქნებოდა. “მათ ჰქონდათ ივნისისთვის გამზადებული რევოლუციური გეგმა, ასევე ამ წლის ბოლოსთვისაც ჰქონდათ გამზადებული რევოლუციური გეგმა, თუმცა, ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში, ბევრი რამ შეიცვალა ჩვენი ქვეყნის გარშემო და ასეთ ვითარებაში, იმ ადამიანებმა, რომლებიც ბლოკავდნენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გააცნობიერეს, რომ მათთვის ახლა აღარ იქნებოდა მომგებიანი სტატუსის დაბლოკვა ჩვენი ქვეყნისთვის. საბოლოოდ, არ გამოუვიდათ იმ შედეგის მიღწევა, რომელიც მათი მხრიდან იყო დასახული, თორემ, რა თქმა უნდა, თითოეული ეს ნაბიჯი გათვლილი იყო იმაზე, რომ ბოლოს არ უნდა მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და ამის საფუძველზე უნდა შემდგარიყო რევოლუცია.” – განაცხადა კობახიძემ.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

,,ფიქრობენ, რომ ბარიერის დაწევის შემთხვევაში იმდენივე პროცენტს მიიღებენ რამდენსაც „ქართული ოცნება“ – კობახიძე

რეალურად ოპოზიციური პარტიები უყურებენ რეიტინგებს და ეს რეიტინგები მათ არ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ თუ ბარიერი იქნება დაწეული, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ერთობლიობაში მოახერხებენ დაახლოებით იმდენი პროცენტის მიღებას, რამდენსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაპირება ბარიერის დაწევის შესახებ 2022 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას უკავშირდებოდა.

მისივე თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად არის მრავალპარტიული და მრავალფეროვანი, სინამდვილეში კი ოპოზიციური მანდატების უმეტესობა „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს, საარჩევნო ბარიერი კი ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ გადახედოთ, არის მხოლოდ და მხოლოდ 4 ქვეყანა, სადაც 3%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს. ეს არის ნიდერლანდები, დანია, ესპანეთი, იტალია. სხვა სახელმწიფოებში მოქმედებს 5%-იანი ან უფრო იშვიათად 4%-იანი ბარიერი. იმიტომ რომ პროგრესიული სისტემის პირობებში, რაღაცამ უნდა დააბალანსოს ის პრობლემა რასაც ჰქვია შესაძლო არასტაბილურობა პოლიტიკურ სისტემაში და მთავარი სტაბილიზატორი პროპორციულ სისტემებში არის სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. ჩვენც გვჭირდება ეს სტაბილიზატორი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა დემოკრატიულ პროცესებში და სწორედ ამას ემსახურება ის 5%-იანი ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

,,პრეზიდენტო ბაიდენ მოგიწოდებთ, შეაჩეროთ ჰუმანიტარული კატასტროფა, ჩვენი უდანაშაულო ხალხის გენოციდი”-მაჰმუდ აბასი

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა, პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს სატელევიზიო ეთერის დროს ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა გამოიყენოს თავისი გავლენები და დაუყოვნებლივ შეაჩეროს ისრაელის შეტევა ღაზაში, რომელსაც ის ისრაელის მხრიდან პალესტინელი ხალხის მისამართით განხორციელებულ გენოციდად მოიხსენიებს. ის ამერიკის პრეზიდენტს ასევე ღაზას დახმარებისკენ მოუწოდებს.

„ის, რასაც ჩვენი ხალხი უძლებს მკვლელობისა და განადგურების თვალსაზრისით, აღემატება ადამიანურ შესაძლებლობებს. რას ელოდება ამერიკა ღაზაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე გენოციდის ფონზე? განა საკმარისი არ არის ბავშვების, ქალებისა და მოხუცების სისხლის ღვრა მსოფლიოს სინდისის გასაღვიძებლად?

დღეს მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მისი საერთაშორისო პოზიციისა და ისრაელის საოკუპაციო ხელისუფლებაზე მნიშვნელოვანი გავლენის გამო, დაუყოვნებლივ ჩაერიოს ამ აგრესიის შესაჩერებლად.

პრეზიდენტო ბაიდენ, მე მოგიწოდებთ თქვენ, მთელი თქვენი ოფიციალური და ჰუმანური თვისებებით, შეაჩეროთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, ეს გენოციდი ჩვენი უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ისტორია არავის გაათავისუფლებს ამ დანაშაულებისგან. მოგიწოდებთ, დახმარება გაუწიოთ ჩვენს ალყაში მოქცეულ ხალხს ღაზაში. ეს ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. როგორ შეიძლება ეს გენოციდი იყოს თავდაცვა? სინამდვილეში, ეს გენოციდი არის ომის დანაშაული, რომელიც დასჯას მოითხოვს“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

18 ნოემბერს სატელევიზიო მიმართვისას მან ამერიკის პრეზიდენტს ასევე მოუწოდა ღაზას სექტორში ძლიერსაჭირო ჰუმანიტარული დახმარების შესვლისთვის ისრაელზე ზეწოლა მოახდინოს. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინელი ხალხი იმსახურებს სამშობლოში თავისუფლებითა და ღირსებით ცხოვრებას. მან პირობა დადო, რომ ისინი მტკიცედ დარჩებიან პალესტინის მიწაზე, სანამ პალესტინის დამოუკიდებლობას არ მიაღწევენ.

18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასმართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

8 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

როგორც დაკავებულების უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა მედიასთან განაცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან მტკიცებულებებია მოსაძიებელი, დასაგეგმია დაცვის სტრატეგია. შესაბამისად, უნდა მოგეცეს საშუალება, რომ დაცვამ წარადგინოს დაცვის ხაზი ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, წარმოადგინოს ვიდეო მტკიცებულებები.

„დღეს, დამკავებელმა ორგანომ სასამართლოში დაკავებულები ყველანაირი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე წარმოადგინა.

ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში როგორც ვიდეო მტკციებლებებს, ისე მოწმეებს, რომლებიც უტყუარად დაადასტურებენ, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო ჩვეულებრივად სიტყვის და აზრის გამოხატვის შეზღუდვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოდან 31 ნაადრევად დაბადებული ჩვილის ევაკუაცია განხორციელდა – BBC

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოდან 31 ნაადრევად დაბადებული ჩვილის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC ჯანმოზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განმარტა, რომ ბავშვები ახლა რაფაში იმყოფებიან და საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ.

მისივე თქმით, ალ-შიფადან პაციენტების ევაკუაციის კიდევ რამდენიმე ოპერაციაა დაგეგმილი.

მანამდე ჯანმოში განაცხადეს, რომ საავადმყოფოში 300-მდე პაციენტი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

„ერთი საშინელება არ ამართლებს მეორე საშინელებას” – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა დოჰაში კატარის პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-ტანისთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ ის რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გააკეთა, იყო ებრაელების ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ, მაგრამ ასევე დასძინა, რომ ისრაელის არმიის ქმედებებმა ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა ღაზაში და განაცხადა, რომ „ერთი საშინელება არ ამართლებს მეორე საშინელებას”. ამის შესახებ The Jerusalem Post წერს.

„დაღუპულთა რაოდენობა, ბავშვების რაოდენობა გვაფიქრებინებს, რომ [ისრაელის მიერ] გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, – თქვა მან.

ბორელმა ისრაელს მოუწოდა, რომ მეტი ჰუმანიტარული დახმარება დაუშვან, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს სიმპტომის მკურნალობას ეკვივალენტურია და არა დაავადების.

,,აზრი არ აქვს ვინმესთვის ვახშმის შეთავაზებას თუ მეორე დღეს მოკლავ“, – განაცხადა ბორელმა და კონფლიქტის მონაწილეებს მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

„მსხვერპლთა პატივისცემის საუკეთესო გზა არის ზომების მიღება, რათა 7 ოქტომბერს მსგავსი თავდასხმა აღარ განმეორდეს“, – თქვა მან.

თავად კატარის პრემიერ-მინისტრმა დოჰაში პრესკონფერენციის შემდგომ, ჟურნალისტებთან საუბრისას ღაზაში „ჰამასის“ მძევლად მყოფი ადამიანების გათავისუფლების მცდელობების შესახებ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით „კარგ პროგრესს მიაღწიეს“.

„ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, რომელსაც შეუძლია ხალხი უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში.

  

 

მცდელობები ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ ვუკავშირდებით ორივე მხარეს, ისრაელს და „ჰამასს“. ჩვენ ვხედავთ კარგ პროგრესს ბოლო დღეებში” – განაცხადა მან.

კატარის პრემიერმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან ჯოზეფ ბორელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას ხაზი გაუსვა ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი შიმშილობს, ხალხს აკლია ელექტროენერგია, სუფთა წყალი, სანიტარული პირობები, საავადმყოფოს აკლია საწვავი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული გარიგებასთან, მაგრამ თუ გარიგება ხელს შეუწყობს ამას, ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“, – განაცხადა მან.

,,არ გვაძლევენ უფლებადამცველებს ინფორმაციას”- ვარლამ გოლეთიანის ადვოკატი

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის ადვოკატის მარიამ მაღრაძის განცხადებით, ვარლამ გოლეთიანი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს.

„პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ველოდებით, რომ დაიწყება, თუმცა, როდის, არ ვიცით. არ გვაძლევენ უფლებადამცველებს ინფორმაციას. გუშინ ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს. მას არც წინააღმდეგობა გაუწევია პოლიციისთვის და არც აქციაზე არღვევდა საჯარო წესრიგს, ის უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაკავებული“,- განაცხადა ადვოკატმა.

პარალელურად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მართავს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგება იყო, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

მოქალაქეებს 18 ნოემბერს, რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა, მათ შორისაა მოძრაობა – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.

საკითხს განცხადებით გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. დღეს ტაძარში დააბრძანეს „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატი“, რომელიც ეპარქიებში მოგზაურობდა.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატის“ ასლის მოგზაურობა საქართველოს ეპარქიებში 13 ივლისს დაიწყო.