Home Blog Page 1961

შეუკვეთე თიბისის POS ტერმინალი და ჩართე მომხმარებელი თიბისის ლოიალობის პროგრამაში

თიბისის ლოიალობის პროგრამა განახლდა და ახლა უკვე ნებისმიერ მომხმარებელს, თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას აქვს საშუალება, რომ ერთგული ქულები დააგროვოს.

თუ უკვე გაქვთ თიბისის POS ტერმინალი, თქვენს მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება დააგროვონ ქულები ნებისმიერ გატარებაზე.

თუ თქვენი კომპანია ჯერ კიდევ არ სარგებლობს თიბისის POS ტერმინალით, შეგიძლიათ ჩაერთოთ სპეციალურ აქციაში – გააკეთოთ შეკვეთა ახლავე და 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაიბრუნოთ თიბისის ბარათებით განხორციელებული ჯამური გადახდების მოცულობის 1 %.

ამასთანავე, თქვენ მიიღებთ 3 თვიან საშეღავათო პერიოდს შევსებად საკომისიოზე.

თიბისის ბარათებით ქულების დაგროვება მარტივია, რადგან რაც მეტჯერ იხდი ბარათებით, მით მეტს აგროვებ.

 

R

“რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა” – ლავროვი

რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალის გახსნით შეხვედრაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე 2008 წლის ომს შეეხო.

„ნატოს იგივე ქვეყნები, რომლებიც ეუთოს მონაწილეები არიან, 2008 წელს ალიანსის ბუქარესტის სამიტზე თბილისსა და კიევს გაწევრიანებას დაპირდნენ. მიზანი მარტივი იყო, მათი რუსეთის წინააღმდეგ განწყობა. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, მაშინვე შეასრულა ბუქარესტში მიცემული კარტ ბლანში და იმავე 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის ქალაქების დაბომბვისა და სამხრეთ ოსეთში ეუთოს თანხმობით მყოფ სამშვიდობოებზე თავდასხმის ბრძანება გასცა. ეს პროვოკაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოამზადა, რომელმაც საქართველოში პროგრამა „წვრთნა და ვარჯიში“ დაიწყო. ის რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა“, – განაცხადა ლავროვმა.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მიღწევას ხელს არ უწყობს -უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მიღწევას ხელს არ უწყობს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ეუთოს მინისტერიალის გახსნით შეხვედრაზე განაცხადა.

„კიევისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მიღწევას ხელს არ უწყობს, არამედ მხოლოდ ახალ მსხვერპლს იწვევს. ის, ვინც ამბობს, რომ ბრძოლის ველზე გამოსავლის პოვნა შეიძლება, ცდება“, – განაცხადა სიიარტომ.

სიიარტომ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მას უკრაინაში უნგრული უმცირესობების სიცოცხლის გადარჩენა სურს.

„ჩვენ არ გვინდა, რომ მეტი უნგრელი დაიღუპოს, მაგრამ ზოგადად, ჩვენ არ გვინდა, რომ მეტი ადამიანი დაიღუპოს“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

“ევროპას თავდაცვითი კავშირი სჭირდება” – შარლ მიშელი

ევროპას თავდაცვითი კავშირი სჭირდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დრო მოვიდა თავდაცვის კავშირი შექმნან ერთიან თავდაცვით ბაზართან ერთად.

„ჩვენი ევროპული კონტინენტი უნდა გავაძლიეროთ, ვაჩვენოთ ძალა და თავდაცვა. ამიტომ ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ევროპული თავდაცვა პოზიტიურ წვლილს შეიტანს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში, რომლის საფუძვლადაც ნატო რჩება“, – განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროპული თავდაცვის იდეა ახალი არაა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და უსაფრთხოების სფეროში სულ უფრო არასტაბილურმა გარემომ მას „ახალი აქტუალურობა“ მისცა.

„ამიტომ ჩვენ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ უსაფრთხოების პარადიგმის დღევანდელ ცვლილებებს. ვინაიდან ომი უკვე ჩვენს კართანაა, ჩვენი ამბიციები ამ აქტუალურობას უნდა შეესაბამებოდეს.

პირველ რიგში, ვაგრძელებდეთ უკრაინელი ერისადმი ჩვენს ურყევ სამხედრო დახმარებას. უკრაინის უსაფრთხოება – ჩვენი უსაფრთხოებაა. მთელი ჩვენი უსაფრთხოებაა. მეორე რიგში, ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. დღეს, ხვალ და მომავალში,” – განაცხადა მიშელმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7086 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7086 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9583 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9769 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0186 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ყაზახეთში, სასტუმროში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, ერთ-ერთ ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, ათი ადამიანი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწმალა.

როგორც მედია წერს, ჰოსტელი საცხოვრებელი სახლის სარდაფში იყო მოწყობილი. ინციდენტი 30 ნოემბერს, დილით მოხდა.

პოლიციის ცნობით, შენობაში სამოცზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. 59-მა პირმა ჰოსტელის დატოვება დროულად მოასწრო.

ცეცხლი 30 კვადრატულ კილომეტრზე იყო გავრცელებული. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

რუსებმა ხერსონი დაბომბეს – 3 ადამიანი დაიღუპა

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა 3 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო ავრცელებს.

ხერსონის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა გაავრცელა.

„რუსულმა არმიამ სოფელ სადოვოიეში ქალი მოკლა, ნახევარი საათის წინ მტერმა სოფელი არტილერიით დაბომბა“, – განაცხადა პროკუდინმა.

მოგვიანებით, კიდევ ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ რომან მროჩკომ გაავრცელა ინფორმაცია.

„სადოვოეს დაბომბვისას 1970 და 1956 წლებში დაბადებულმა მამაკაცებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს“, – დაამატა მროჩკომ.

თბილისის მერიის მხარდაჭერით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.

შესაბამის ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამის მეორე ეტაპს, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან თანამშრომლობით, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სამ სპორტულ ცენტრში განახორციელებს.

„პროგრამის მიმდინარეობას თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი გაეცნობიან.

კომპლექსური სამედიცინო/შემოწმება სკრინინგის მეორე ეტაპს დიგიტალური სისტემებით ფიზიკური მზაობის ტესტირება დაემატა და მასში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი იქნება ჩართული.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრთან, ფიგურული სრიალის სპორტულ ცენტრთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სპორტულ ცენტრთან მემორანდუმები გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, ცენტრების სპორტულ კომპლექსებში, თბილისში რეგისტრირებული 3-18 წლამდე 400-ზე მეტი ბენეფიციარი კომპლექსურ სამედიცინო შემოწმება/სკრინინგს გაივლის.

სამედიცინო შემოწმების დასრულების შედეგად, სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობის და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციები გაიცემა. სამედიცინო შემოწმება საერთაშორისო გაიდლაინებისა და იმ პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება, რომელიც სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიამ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიასთან ერთად მოამზადა.

პროგრამის პირველი ეტაპი 2023 წლის გაზაფხულზე განხორციელდა და მასში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრების 500-ამდე ბენეფიციარი იყო ჩართული“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გაცნობასა და  პროფესიონალებთან ერთად რეალურ ბიზნეს იდეაზე მუშაობის შესაძლებლობის შექმნას.

მარათონში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც აპლიკაციის გამოგზავნას გულისხმობდა, უკვე დასრულდა. შერჩეული გუნდები შემდეგ ეტაპზე გადავლენ და ტრენერებთან ერთად ბიზნეს იდეის ძირითად საკითხებს დაამუშავებენ. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს გამოცდილი და პროფესიონალი მენტორები უხელმძღვანელებენ.

თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია პარტნიორობს აღნიშნულ პროექტთან. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერა ასეთ წამოწყებებში, ასევე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოში. სწორედ ამიტომ, თიბისი ახალი თაობისთვის სტარტაპერთან ერთად მარათონში მონაწილე შერჩეულ გუნდს დააჯილდოვებს და ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის განხორციელებაში.

R

2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია „პოსტრედმა“ ახალი ბრენდინგითა და მკაფიოდ გამოხატული იდენტობით ვიდეო თამაშების ბაზარზეც წარმატება მოიპოვა

2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა.

რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდენტობას და მიზნებს. ფილმებისა და ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი აუდიო პოსტ პროდაქშენ კომპანიის, “პოსტრედის” ისტორიას მისი დამფუძნებელი, ბესო კაჭარავა გვიამბობს: „9 წლის წინ, როცა კომპანიას ვაარსებდით, ჩვენი დევიზი იყო „ნიჭს არ აქვს საზღვრები.“ ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდით 3 არტისტი, რომლებსაც გვჯეროდა, რომ ხელოვნებას დიდი ძალა აქვს. გადავწყიტეთ, ხელოვნებით გაგვერღვია საზღვრები და გავსულიყავით საერთაშორისო ბაზარზე, გვემუშავა ყველაზე დიდ საერთაშორისო პროექტებზე.

ხმის დიზაინი და მუსიკა ის საქმეა, რომლითაც დავიწყეთ ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება. პირველი წლები აქტიურად ვთანამშრომლობდით ქართულ კინო და სარეკლამო ინდუსტრიასთან. გვქონდა პატივი გვემუშავა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა დიტო ცინცაძის „შინდისის გმირები“, ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“, და ა.შ. თუმცა ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საზღვრების გარღვევა და უფრო დიდ ასპარეზზე გასვლა, რისთვისაც ბევრი წელი და დიდი შრომა დაგვჭირდა.

დღეს ჩვენი ძირითადი პარტნიორი ჰოლივუდია, ჩვენი საქმიანობის არეალი კი – ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების ბაზრები. ამ სფეროში მსხვილ სექტორებთან კოლაბორაცია დიდი გამოცდილება და იმის დამტკიცებაა, რომ ნიჭს საზღვრები მართლაც არ აქვს. ამას ის დიდი საერთაშორისო პროექტებიც ადასტურებს, რომლებზეც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ვიმუშავეთ. Ferrari (2023), Thanksgiving (2023), Euphoria(2022), Scream 6 (2023) – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჩვენი და საერთაშორისო კომპანიების კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკულ ბაზარზე უფრო კარგად გვიცნობენ, ვცდილობთ, ჩვენი იდენტობა არ დავკარგოთ და ჩვენს ქვეყანასაც გავუზიაროთგამოცდილება. სწორედ ამიტომაც, გვინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევასწავლოთ ხმის დიზაინი დევიზით – „აკეთე, რაც გიყვარს.“

სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე ძალიან ძლიერია სტერეოტიპი, რომ ხელოვნება მხოლოდ გასართობი სფეროა, რომელსაც ქველმოქმედების მიზნით ფული სულ იქით უნდა უხადო. ამ სტერეოტიპის დამსხვრევა და იმის დამტკიცება, რომ არტ-ინდუსტრია ბიზნესისთვის დიდი და მომგებიანი ასპარეზია, ჩვენი კიდევ ერთი მიზანია, რომლის მისაღწევადაც ყველაფერს ვაკეთებთ.

2022 წელს ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობაც დიდწილად ამ მოტივით გადავწყვიტეთ. გავიმარჯვეთ ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტი და ამით ბიზნეს სექტორს დავანახეთ, რომ არტი არ არის სფერო, რომელსაც მხოლოდ უნდა დაეხმარო, არამედ ეს არის მომგებიანი ბიზნესი, თავისი დიდი ბენეფიტებით. ჩვენმა კომპანიამ სწორედ ამის პრეცენდენტი შექმნა საქართველოში. ქვეყნის მთავარ ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებაც „პოსტრედის“ გუნდისთვის სწორედ ამ იდეის ვალიდაციაა.

როგორც გამარჯვებულ კომპანიას, ჯილდოს არჩევის საშუალება გვქონდა. ჩვენ
ბრენდინგი ავირჩიეთ და თიბისისა და კომპანია „ჰოლი მოტორსის“ გუნდთან ერთად ვიმუშავეთ „პოსტრედის“ რებრენდინგზე. ამ თანამშრომლობის შედეგად, მივიღეთ ძალიან ხარისხიანი პროდუქტი. ვფიქრობ, ჩვენი ახალი ბრენდი, როგორც სოციალური იდენტობა, ათწლეულებს გაუძლებს. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ ახალი ბრენდითა და ახალი ძალებით შევედით ახალ, ვიდეოთამაშების საერთაშორისო ბაზარზე და ძალიან მოკლე დროში კომპანიის წარმადობა ფაქტობრივად გაორმაგდა.

მიმაჩნია, რომ მსგავს დაჯილდოებებში მონაწილეობა ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია, საკუთარ თავს და სხვებს დაუმტკიცო, რომ რასაც აკეთებ, მნიშვნელოვანი და ხარისხიანია. შეიძლება პირველ ჯერზე ვერ გაიმარჯვო, მაგრამ მსგავს კონკურსში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა, რომელიც გუნდს თავდაჯერებულობას და ძალას ჰმატებს.”

(R)

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთში მატარებელი ააფეთქა – მედია

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთში მატარებელი ააფეთქა, – ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Post-ი, უკრაინულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Kyiv Post-ის ცნობით, სარკინიგზო ხაზით, რომლის გვირაბშიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა სატვირთო მატარებელი ააფეთქა, რუსეთს ჩინეთიდან სამხედრო მასალა გადააქვს.

„რუსები ამ მარშრუტს სამხედრო მასალის გადასატანად იყენებენ, აფეთქების შემდეგ ის პარალიზებული იყო“, – განუცხადა Kyiv Post-ს უკრაინულმა სამხედრო წყარომ.

სამხედრო წყაროს ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების სამსახურები შემთხვევის ადგილზე გამოძიებას აწარმოებენ.

„ქართული ოცნების“ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს ასუსტებს” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ერთადერთი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავებს მუდმივად უნდა დავუსვათ, არის, თუ რატომ შეიძლება, რომ ჩვენი სახელმწიფოს მტერი აქებდეს ჩვენი ქვეყნის მთავრობას, რითაც ის მარგარიტა სიმონიანის მიერ „ქართულ ოცნებაზე“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„მტერს, ვისაც ჩვენი სახელმწიფოს განადგურება უნდა, ვინც გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში, ვინც ცხინვალში ეთნიკური წმენდა მოაწყო 2008 წელს, გული მოუტრიალდა საქართველოსკენ? – ეს უნდა გამოვრიცხოთ, ასე არ არის და შეუძლებელია“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ამის ერთადერთი ახსნა არსებობს, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ჩვენს მტერს აწყობს.

„ეს ნაბიჯები ჩვენ მათი მომავალი აგრესიის წინაშე გვასუსტებს, ანუ რუსეთს ჩვენი დასუსტება მოსწონს, ის, რომ არანაირ ნაბიჯებს არ ვდგამთ დაცულობისკენ, რადგან ხვალ-ზეგ ისევ ჩვენი განადგურება უნდა.

ეს ვლინდება კონკრეტულ ამბებში, პუტინისტური პოლიტიკური შრის, ეკონომიკური გავლენისა და უსაფრთხოების სფეროში ინფილტრაციის გაზრდაში საქართველოს შიგნით. ასევე ნატოს საკითხზე არა თუ მინიმალურ, არამედ არანაირ აქტიურობაში და მისკენ ნაბიჯების გადაუდგმელობაში. პირიქით, ნატოსა და მის გაფართოების სურვილს აბრალებენ უკრაინაში ომის დაწყებას. ეს ყველაფერი არის, რაც აწყობს რუსეთს და სწორედ ამას აკეთებს ეს რეჟიმი“, – აღნიშნა ბოკერიამ.