Home Blog Page 1954

„ნაცმოძრაობაში“ ჩამოყალიბდა ე.წ. მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავისი ბიზნეს-წილები ამძიმებთ” – ნიკა მელია

რაც პარტიაში ხდება, ესაა „კვიპროსის კლუბის“ გადაწყვეტილებები, მერე, როდესაც აღმოჩნდება, რომ ეს გადაწყვეტილებები პრობლემურია, გაახსენდებათ მიშა და ატენიან მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე წერს.

„სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბდა ე.წ. მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავისი ბიზნეს-წილები ამძიმებთ, რომ ჩაერთონ რეალურ ბრძოლაში და პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ამის ფონზე ამომრჩეველთა 65% თვლის, რომ ყველა ერთნაირია.

არა, არ ვართ ერთნაირები, თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა გაყო პარტია ორ ნაწილად: ხალხი, ვინც შეითქვა და წესიერი, მებრძოლი ხალხი, რომელიც ბუნებრივად აღმოჩნდა მეორე მხარეს, გარიყული და პოლიტსაბჭოდან გარიცხული“, – აღნიშნავს მელია.

პროკურატურამ 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.

პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჰამასმა“ 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხდღიანი შეთანხმება ძალაში დღეს ცდილით შევიდა.

შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის საპატიმროებში მყოფ პალესტინელთა ნაწილის გათავისუფლებასაც. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ღაზის სექტორში უნდა გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საწვავის შეტანა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

პარიზში, ბიბლიოთეკებიდან ალექსანდრე პუშკინის ორიგინალი ნამუშევრების მოპარვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

პარიზში საქართველოს სამი მოქალაქე საფრანგეთის რამდენიმე ბიბლიოთეკიდან რუსი მწერლის ალექსანდრე პუშკინის ორიგინალი ნამუშევრების მოპარვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

პარიზის პოლიციის მიერ დაკავებულ საქართველოს 3 მოქალაქეს შორის ორი ქალი და ერთი მამაკაცია.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Journal du Dimanche ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მიმდინარე წლის 20 ნოემბერს დააკავეს და კულტურული ფასეულობებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ოფისის (OCBC) შენობაში მოათავსეს, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ქურდობასა და „დანაშაულებრივი გაერთიანების“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. აღნიშნული შესახებ ინფორმაცია გამოცემას პარიზის პროკურატურამ დაუდასტურა.

ფაშინიანმა რუსეთი უკვე შესყიდული იარაღის მიწოდების შეფერხებაში დაადანაშაულა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი უკვე შესყიდული იარაღის მიწოდების შეფერხებაში დაადანაშაულა და სანაცვლოდ სომხეთის საგარეო ვალის ნაწილის ჩამოწერა შესთავაზა.

მისივე თქმით, სომხეთმა რუსეთს ორმხრივი კონტრაქტების ფარგლებში იარაღის მიწოდების სანაცვლოდ მილიონობით დოლარი გადაუხადა, თუმცა იარაღი ამ დრომდე არ მიუღია.

ფაშინიანის თქმით, მას ესმის, რომ „რუსეთს ახლა თვითონ სჭირდება შეიარაღება“, ამიტომ ეს საკითხი რამდენიმე გზით შეიძლება გადაიჭრას. ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად ფაშინიანმა რუსეთის წინაშე სომხეთის სახელმწიფო ვალის შემცირება დაასახელა.

ვინ არის ავტოდილერი, რომელმაც მოქალაქეების თანხები მიითვისა?

კიდევ ერთი ავტოიმპორტის თაღლითური სქემა – პროკურატურა უკრაინის მოქალაქეს ეძებს, რომელიც 17 მოქალაქეს ავტომანქანის ყიდვას დაჰპირდა და 400 ათას ლარზე მეტით მიიმალა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პროკურატურა ავტომობილების დილერ  და იმპორტიორ  კომპანიებს თაღლითობაში ამხელს, რის გამოც ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები, მოქალაქეებს აფრთხილებენ: მანამ, სანამ ავტო იმორტიორ კომპანიასთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ, კარგად გადაამოწმონ. რადგან ხშირად იაფი და მიმზიდველი მომსახურების უკან მრავალი დაზარებული ადამიანი დგას. და თქვენც არ აღმოჩნდეთ  დაზარალებულთა სიაში, როგორც “პრემიუმ ქარ საქართველოს” შემთხვევაში მოხდა.

პროკურატურა უკრაინის მოქალაქეს ეძებს, რომელიც 17 მოქალაქეს ავტომანქანის ყიდვას დაჰპირდა და 400 ათას ლარზე მეტით მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ უკრაინის მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა.  გამოძიება “პრემიუმ ქარ საქართველოს” დამფუძნებელს და დირექტორს მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად მითვისებას ედავება.

გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შპს “პრემიუმ ქარ საქართველო” დაარეგისტრირა და ინტერნეტ-სივრცეში კომპანიის სახელით ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა.

თაღლითურმა კომპანიამ ავტომობილის შეძენით დაინტერესებული მოქალაქისგან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ამ გზით, 17 მოქალაქის კუთვნილი, ჯამში 416 451,79 ლარი მიიღო.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 16 ეპიზოდი) წარედგინა.

ვინ არის  “პრემიუმ ქარ საქართველოს” დამფუძნებელი?

“პრემიუმ ქარ საქართველოს” დამფუძნებელი და დირექტორი უკრაინის მოქალაქე ვადიმ ვოლოშინია.

საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციით,  “პრემიუმ ქარ საქართველო” მიმდინარე წლის 13 ივლისსაა რეგისტრირებული. კომპანიის საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი გამორთულია.

სასამართლომ ბრალდებულს დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე,  პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებულზე გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები მოქალაქეებს აფრთხილებენ  თავი შეიკავონ არასანდო კომპანიებთან  თანამშრომლობისგან. მათი განცხადებით, მსგავსი ფაქტები მოხშირებულია, რის გამოც ავტომანქანების ყიდვისას, მთავარი კომპანიის სანდოობა უნდა იყოს.

“საავტომობილო სფეროში ასეთი ფაქტები გახშირდა, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ სანამ დაბალი ფასით მოიხიბლებით, დარწმუნდეთ ავტო იმპორტიორი კომპანიის სანდოობაში”- აცხადებენ ავტომობილების იმპორტიორ კომპანიები.

“შეხვედრიდან გამოვიტანე მეტად სასიხარულო დასკვნა” – რომან გოცირიძე

შეხვედრიდან გამოვიტანე ერთი მეტად სასიხარულო დასკვნა, თურმე სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც ჰგონია, რომ ჩიპში არის ეშმაკები, ურჩხულები და ჭინკები, ყოფილა არასწორი – ადამიანი, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, მივიდეს ადგილზე და გადაიხადოს ფული, ID ბარათს მიუტანენ სახლში,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ 64 ადამიანს აქვს ოფიციალურად უარი დაფიქსირებული აიდი ბარათის აღებაზე რელიგიური მოტივებით და ეს რიცხვი შესაძლებელია მაქსიმუმ 600 იყოს.

„დღევანდელი შეხვედრიდან პირადად ჩემთვის გამოვიტანე ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო დასკვნა, თურმე სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც არ უნდა ჩიპიანი პასპორტის აღება, რომელსაც ჰგონია, რომ ამ ჩიპში არის ეშმაკები, ურჩხულები და ჭინკები, ყოფილა არასწორი. მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველოში მხოლოდ 64 მა მოქალაქემ განაცხადა ე. წ. რელიგიური მოსაზრებით ელექტრონული მოწმობის აღებაზე და სავარაუდოდ, მხოლოდ 600 კაცი შეიძლება იყოს ასეთი, რომელსაც ეშინია ჩიპში ურჩხულების. ეს არის კარგი შედეგი და შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენს მოქალაქეებს იმის გამო, რომ მათ პირადობის მოწმობა ვერ გამოცვალეს მრავალი მიზეზის გამო, ერთი ის, რომ ფული არ აქვთ, ასევე 2011 წლამდე უამრავი ჩვენი მოქალაქე გავიდა უცხოეთში და ამიტომ მივიღეთ მთავარი გადაწყვეტილება, ადამიანს ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, პენსიონერს მივიდეს რაიონულ ცენტრში ან სადმე და გადაიხადოს ფული, მიუტანენ სახლში. სოფლის ცენტრში მივა მანქანა წინასწარ განსაზღვრული სიით, უფასოდ, ყველა მიიღებს პირადობის მოწმობას. 2011 წლამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება, ვინაიდან 2011 წელს შემოვიდა უკვე ჩიპიანი პირადობა. ასე რომ ეს გადაწყვეტილება არის კარგი, ახლა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კამპანია მედიით, ყველა მიმართულებით და ვისაც არ შეუძლია, ოჯახში უნდა მიუტანონ პირადობის მოწმობა,”- განაცხადა გოცირიძემ.

“იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს” -მამუკა მდინარაძე

იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მესამე პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ 7 ნოემბერი რუსეთის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იყო.

მისი თქმით, „2007 წლიდან ეს გოიმური და მდაბიო „ფეიკ“ მესიჯი მუშაობს”, რაც სიახლეს არ წარმოადგენს.

„იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს. როდესაც არგუმენტები არ აქვთ, დაზეპირებული აქვთ, უნდა თქვან, რომ თემა რუსული იყო. მაგალითად, ამერიკულთან დაკავშირებით არ გაქვს არგუმენტი, ამერიკული კანონია, „ხალხის ძალამ“ თუ ვინც თარგმნა ამას მნიშვნელობა არ აქვს და არგუმენტი არ გაქვს, რა უნდა თქვა? არა, პირდაპირ უნდა თქვა, რომ რუსულია. იგივეა, 2007 წლიდან იყო ეს ამბავი. 2007 წლიდან ეს გომიური და მდაბიო „ფეიკ“ მესიჯი მუშაობს და ახალი არ არის, ახლა უბრალოდ გააძლიერეს. ვინც არ მოსწონდათ და არგუმენტები არ ჰქონდათ ეძახდნენ რუსულს. აქციები იყო, დაარქვეს გადატრიალების მცდელობა რუსული, იმ პერიოდიდან მდაბიო და გოიმური მესიჯია. ახლაც გაახსენდა ის ამბავი, არგუმენტი არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა 7 ნოემბერზე და ახლაც იძახის, რუსული ამბავი იყოო. სამწუხაროდ, ამას აყოლილია არაერთი ადამიანი, ზოგს გულწრფელად სჯერა, ზოგს სუბიექტური ინტერესი აქვს, რომ ასე უნდა დააჯეროს სხვა. ეს რუსული მესიჯი ტრიალებს, 2007 წელთან დაკავშირებითაც კი იყენებს ამ რუსეთუმეობასთან დაკავშირებულ რაღაც სულელურ და გოიმურ მესიჯს“, – განაცხადა მდინარაძემ.

“ღონისძიება ბრწყინვალედ იყო ჩატარებული, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღე უკეთეს ფორმაში მოდის” – სააკაშვილი

გუშინდელი ღონისძიება იყო ბრწყინვალედ ჩატარებული და იყო ძალიან ზუსტი დადასტურება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ყოველდღე სულ უკეთეს ფორმაში მოდის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „უმაგრესი გამოსვლები ჰქონდათ ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, გია ხარჩილავას, თიკა ბოკუჩავასა და სხვებს“.

„მანიფესტს რაც შეეხება, მთლიანად ვეთანხმები მის ტექსტს ერთი არსებითი მოსაზრების გათვალისწინებით. ერთის მხრივ, არჩეული ორგანოები უდავოდ ლეგიტიმურია, მეორეს მხრივ, მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით „ნაცმოძრაობის“ წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შეწყდება ერთმანეთზე თავდასხმა და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ საერთო მტრის წინააღმდეგ.

მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება, თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ნოემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7128 ლარი ეღირება, ევრო – 2.9594 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4081 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7122 ლარი ღირდა, ევრო – 2.9558 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3965 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 ნოემბერს ამოქმედდება.

“მელია რომ ცალკე გავიდეს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება „ნაცმოძრაობას” – ირაკლი კობახიძე

მელია რომ ცალკე გავიდეს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თითოეული პროცენტი ენანება, რადგან ბოლო პერიოდში ისედაც ბევრი დაკარგა.

„საშველს ვერ აყენებენ ხაბეიშვილი-მელიას დაპირისპირების და კონფლიქტის საქმეს. იმედია, ბოლომდე მიიყვანენ ამას. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ერთი იმას ცვლის, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, მით უკეთესი ჩვენთვის. უკვე საკმაოდ დიდხანს გრძელდება და იმედია, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებენ ამ შიდა დაპირისპირებას და კინკლაობას. ეს საბოლოო ჯამში კარგია, რომ კიდევ უფრო მყარად დავასრულოთ 2024 საპარლამენტო არჩევნები.

მელია რომ ცალკე გავიდეს, ცალკე პარტია ჩამოაყალიბოს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, თითოეული პროცენტი ენანება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისედაც ბევრი დაკარგა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ერთი პროცენტიც მათთვის დასანანი, რომელსაც დაკარგავს მელიას გასვლის შემთხვევაში. ცოტა ენანებათ, მაგრამ თან შიგნითაც ვერ ტოვებენ. არ ვიცი, მათი საქმეა“, – განაცხადა კობახიძემ.

“ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, საგარეო პოლიტიკის საკითხები არის ის თემა, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ გვექნება საუბარი რადიკალურ ოპოზიციასთან”

ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, საგარეო პოლიტიკის საკითხები არის ის თემა, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ გვექნება საუბარი რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, რაც შეეხება გუნდის შიგნით კონსულტაციებს, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება, გაიმართოს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ვთვლით ხოლმე საჭიროდ რაიმე ნაბიჯის გადადგმას, ამას ვაკეთებთ ხოლმე. 11 წლის მანძილზე რა პოლიტიკაც გვქონდა, ამ პოლიტიკით დავუმტკიცეთ ჩვენ ის, რომ სადაც არის საჭირო მოქმედება, იქ აუცილებლად ვმოქმედებთ. რა დოზითაც და როგორც არის საჭირო მოქმედება, ისე ვმოქმედებთ. ამიტომ, გვაცადეთ ასეთი პოლიტიკის წარმოება“, – აღნიშნა კობახიძემ.