Home Blog Page 1951

მზის პლაზმის მორევის გამოსხივება დედამიწამდე 4-5 დეკემბერს მოაღწევს… – მეცნიერები

27 და 28 ნოემბერს მზეზე ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა, გარდა ამისა, ვარსკვლავზე წარმოიქმნა ღრმა „კორონალური ხვრელი”, რომელიც პირდაპირ დედამიწას უყურებს.

სპეციალისტების თქმით, პლაზმის მორევი და მისგან გამოსხივება დედამიწამდე 4-5 დეკემბერს მიაღწევს

ექიმების განცხადებით, მაგნიტური ქარიშხლის დროს იზრდება არტერიული წნევის მკვეთრი მატება ან შემცირება, ასევე გულის რითმის დარღვევის ალბათობა. ექსპერტმა ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს ურჩია, გაზომონ წნევა დილით და საღამოს.

ექიმი ამ დროს გვირჩევს ბოსტნეულის და თევზის მირთმევას. ასევე უარი თქვით, ალკოჰოლზე და ცხიმოვან საკვებზე. გარდა ამისა, სპეციალისტი გვირჩევს მძიმე ფიზიკური ვარჯიშის გადადებას.

,,ნატო მზად უნდა იყოს ცუდი ამბებისთვის უკრაინიდან – ომები არსებითად არაპროგნოზირებადია”- სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მზად უნდა იყოს ცუდი ამბებისთვის უკრაინიდან. როგორც იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA იუწყება, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ ცუდი ამბებისთვის: ომები ეტაპობრივად ვითარდება, მაგრამ ჩვენ უკრაინის გვერდით უნდა დავდგეთ”, – განაცხადა მან.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიან პერსპექტივისთვის. ომები არსებითად არაპროგნოზირებადია. ერთადერთი რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ რაც უფრო მეტად დავუჭერთ მხარს უკრაინას, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს ომი, მაგრამ მოვლენები მოლაპარაკების მაგიდასთან განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტემბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა უკრაინის მხარდასაჭერად და აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

,,პარტია საარჩევნო ბარიერის დაწევას მხარს უჭერს”- დავით ხაჯიშვილი

ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის დავით ხაჯიშვილის განცხადებით, პარტია საარჩევნო ბარიერის დაწევას მხარს უჭერს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მომხრე ვართ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს, თუ ბარიერი დაიწევა. თუ დემოკრატიის გაძლიერება გვინდა, საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს იმიტომ, რომ ე.წ. პატარა პარტიებს შეეძლოთ ამ ბარიერის გადალახვა და ამომრჩეველს, ვინც ამ პატარა პარტიებს აძლევს ხმას, მათი წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. ასევე, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო ყულაბაში არ გადავიდეს. „ქართული ოცნებაც“ იმის მოლოდინშია, რომ მხოლოდ ამ ვითარებით შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებას, სხვა შემთხვევაში, ყველა გამოკითხვით, ის ოპოზიციაში გადადის. შესაბამისად, ან ბარიერმა უნდა დაიწიოს ან ეს პატარა პარტიები უნდა გაერთიანდნენ ერთმანეთთან, უნდა იპოვონ საერთო ენა, რათა ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს“,-განაცხადა ხაჯიშვილმა.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღებას, ხაჯიშვილი განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მასში მონაწილეობას მიიღებს, თუ დაინახავს, რომ ევროპული საქმე კეთდება და ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება რეალურად სურს.

„სამწუხარო რეალობა გვაქვს, თუ როგორ ასრულებს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციებს. ჩვენ ვნახეთ, რომ 12 რეკომენდაციიდან 9 რეკომენდაცია შეუსრულებელია. 3 არის ფასადურად შესრულებული. ეს ჩვენი ევროპელი მეგობრების სიტყვებია და არა მხოლოდ ჩემი. შესაბამისად, დიდ მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც საქართველოსთვის ევროპული საქმე კეთდება. ვნახავთ, თუ რა დღის წესრიგი ექნება ხელისუფლებას, იმ სამუშაო გარემოში როგორი სიტუაცია იქნება. ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ცალკე ვმუშაობთ ამ დათქმების შესრულებაზე. თუ ვნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ მართლა ევროპულ საქმეს აკეთებს და ამ დათქმების შესრულებაზე მართლაც ფიქრობს, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველგან იქნება, სადაც ევროპული საქმე კეთდება“,-განაცხადა ხაჯიშვილმა.

გარდა ამისა, მან პოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დასრულება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება.

„ფარცხალაძის მიერ საქმე არის აღძრული მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს უკვე დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. ფარცხალაძე არის დასანქცირებული ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ. ასევე დასანქცირებული არიან ის მოსამართლეები, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლარიზაციის დასრულება არის შეუძლებელი. სანამ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე არ იქნება, სამწუხაროდ, ჩვენს ქვენაში პოლარიზაცია ვერ დასრულდება“,-განაცხადა ხაჯიშვილმა.

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 149 -ე საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

🔹მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 149-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). 🔹საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 60- მა ბენეფიციარმა.
🔹ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 149 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 13 140 ბენეფიციარს. 🔹სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

კობა კობალაძის ვიზიტი აბუ-დაბიში ,,TAPS”-ის გლობალური ფედერაციის ფორუმის შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე აბუ-დაბიში, ,,TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) ეგიდით გამართულ გლობალური ფედერაციის ფორუმს ესწრებოდა; აღნიშნული საერთაშორისო დონის ღონისძიებაში,რომელიც 29 ნოემბერს დაიწყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ომის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სამხედრო სამსახურის დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებზე მზრუნველი როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელი პირები იღებდნენ მონაწილეობას; კობა კობალაძე, ფორუმზე, ,,TAPS”-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონი ბონი ქეროლის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.
 ⭕,,TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) ეგიდით გამართულ გლობალური ფედერაციის ფორუმის ფარგლებში, დასკვნითი სემინარი შედგა; შეხვედრაზე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაციები, რომლებშიც ასახული იყო მათ ქვეყნებში მცხოვრები ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და მარჩენალაკარგულთა მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტები; ისაუბრეს მათ წინაშე ჯერ კიდევ არსებულ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე;
⭕კობა კობალაძემ, ქალბატონ ბონი ქეროლთან და სხვადასხვა ქვეყნების ვეტერანთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც, დღეს, საქართველოს ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, მარჩენალდაკარგულები დგანან, მიუხედავად სამთავრობო ინსტიტუციების, კერძო სექტორისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ განხორციელებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის პროექტებისა; მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ გამოწვევათა დასაძლევად საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების ვეტერანთა ორგანიზაციებთან კოორდინირებული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კობა კობალაძემ, სხვადასხვა ქვეყნების ვეტერანთა ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი, რომლებიც ითვალისწინებს სამსახურის ბენეფიციართა როგორც სოციალური, ისე ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტების შემუშავებას და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაცვლით პროგრამების ეტაპობრივ განხორციელებას.
⭕კობა კობალაძის ვიზიტი აბუ-დაბიში დასრულდა.
⭕ინფორმაციისთვის, ქალბატონი ბონი ქეროლი ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომი ქეროლის მეუღლეა. 1994 წელს, ბონი ქეროლმა, ომში დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად, ორგანიზაცია „Tragedy Assistance Program for Survivors” ( “TAPS’) დააარსა და მათი თანადგომისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებსა და ღონისძიებებს, ატარებს სემინარებს.

შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირება კვლავ რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად – საქართველოს მთავრობა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირება კვლავ რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხორციელდება როგორც კოორდინაციის, ისე სერვისების მიწოდებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სახელმწიფომ გაეროს კომიტეტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ანგარიში წარუდგინა, რომელიც ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას აღწერს. ამის შემდეგ კომიტეტმა სახელმწიფოს მიმართ გასცა რეკომენდაციები.

კომიტეტისგან მიღებული რეკომენდაციების აღსრულების ხელშეწყობას და კოორდინაციას 2021 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი საქართველოს მთავრობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი გააგრძელებს, შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად.

საჯარო დაწესებულებები, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განაგრძობენ ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებას და აღსრულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად.

2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ იქნა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგია. 2023 წლის 23 მარტს სტრატეგია დამტკიცდა პარლამენტის მიერ. აღნიშნული ყოვლისმომცველი დოკუმენტი მოიცავს ყველა ფუნდამენტურ უფლებასა და თავისუფლებას, ასევე − განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე.

ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის. სამოქმედო გეგმა დაფარავს 2024-2026 წლებს. აღნიშნულ დოკუმენტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს. ზემოაღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტებით გათვალისწინებულია ამოცანები, რომლებიც შშმ პირთა თანასწორობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, კერძოდ − ხაზგასმულია შშმ ქალთა და რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა საჭიროებები და გამოწვევები.

სახელმწიფო განაგრძობს თავიანთ მოქალაქეებზე ზრუნვას და მათთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას“,- აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.

,,მეგრელებმა ასე იციან თქმა – ყველი და სულგუნი” – რატომ მიჯნავენ მეგრელები ყველს და სულგუნს

მეგრელებმა ასე იციან თქმა – ყველი და სულგუნი.

ეს ორი პროდუქტი დასახელების დროსაც კი გამიჯნული აქვთ მეგრელებს და სულგუნი ჩვეულებრივი ყველისგან მკვეთრად განსხვავებული პროდუქტია. ერთია ყველი, რომელიც თავის თავში ბევრ სახეობას მოიცავს და მეორეა სულგუნი, რძის პროდუქტი, რომელიც სამი სახეობით გვხვდება საქართველოში – სულგუნი, მეგრული სულგუნი და სვანური სულგუნი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ცალკე სპეციფიკაციაზე, მეგრულ სულგუნზე, რომლის წარმოების გეოგრაფიული არეალი სამეგრელოს რეგიონია.

მეგრული სულგუნის არსებობა პირდაპირ კავშირშია განვითარებულ მეჯოგეობასთან. სულგუნი მზადდებოდა იქ, სადაც გაჩაღებული იყო აქტიური მეურნეობა. მეგრელი და სვანი მეჯოგეები მთელ ზაფხულს საქონელთან ერთად მთაში ატარებდნენ და იქვე ამზადებდნენ ყველის ამ განსაკუთრებულ სახეობას. შესაბამისად, დადგინდა წესი, რომ მეგრული სულგუნი შესაძლებელია მომზადდეს ძროხის, კამეჩის, ან თხის რძისგან, ან მათი რძის ნარევისგან. უძველესი დროის მეურნე ხალხის გამოცდილებით, სასულგუნე ყველი ორჯერ იხარშება. ამ მეთოდით მიიღწევა ის, რომ ორმაგი ხარშვის შემდეგ ყველი ნაკლებ ცხიმიანი ხდება. ასევე, დამარილებისას ის მარილს იღებს ზომიერად, ხდება ფენოვანი და სწორედ მრავალფურცლოვანი თვისებით ხდება მისი ხარისხის შეფასება.

ისევე, როგორც ბევრი ქართული პროდუქტი, მეგრული სულგუნიც კავშირშია უძველეს რწმენა-წარმოდგენებთან. უხსოვარი ხანის მეჯოგეების მიერ სულგუნის „პწნილებით“ შექმნილი ფორმები — ცხოველები, ფრინველები და სხვა საკრალური ფიგურები, პირდაპირ გვაკავშირებს კერპთაყვანისმცემლობასთან და ადვილი სავარაუდოა, რომ ველად მცხოვრები ადამიანები სწორედ ამ ქმნილებებით ავედრებდნენ მესაქონლეობის ღვთაებას ოჯახსა თუ ბარაქას. ასევე, ამ ნაკეთობებს იყენებდნენ მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად. ასეთი ფიგურების შექმნა დღემდე ცოცხალია მეგრულ ტრადიციაში და ამ რეგიონში არაერთ ოჯახს შეხვდებით, სადაც მეგრული სულგუნით, განსაკუთრებით კი შებოლილი სულგუნით დამზადებულ უამრავი სახეობის ნივთს აღმოაჩენთ. იქნება ეს ჭიქა, სანთელი, სახლის დეკორაციის ნაწილი თუ სხვა.

მეგრული სულგუნის, როგორც უძველესი კოლხური ტრადიციის გადმონაშთის შესახებ ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ხალხური თქმულებები და ისტორიკოსებს მხოლოდ ვარაუდების გაკეთება შეუძლიათ. თავად სახელწოდება „სულგუნი“ კი XVII საუკუნიდან ჩნდება, როგორც დადასტურებული ფაქტი, მას სულხან-საბა ორბელიანი წერს „სიტყვის კონაში“. მოგვიანებით, XIX საუკუნეში კი დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონშიც ვხვდებით იგივე სიტყვას. ამავე პერიოდიდან, 1890 წლიდან წყაროები ადასტურებს მეგრული სულგუნის ექსპორტზე გატანას. ყველის ეს სახეობა გასაყიდად გადიოდა მთელ ამიერკავკასიაში.

მეგრული სულგუნის დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება ხორციელდება სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ: მარტვილის, სენაკის, აბაშის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, ასევე, ფოთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და გალისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტების საზღვრებში.

დაბალი, ცილინდრის ფორმის ყველი, ფურცლოვანი, სუფთა, რძემჟავური დამახასიათებელი გემო, ზომიერად მარილიანი, მკვრივი და თან ელასტიკური, უნასვრეტო, თუმცა ფენებს შორის დასაშვებად ცარიელი, შებოლილ შემთხვევაში, შებოლვისთვის დამახასიათებელი არომატით და სურნელით გაჯერებული, მოყვითალო შეფერილობით და ოქროსფერ-მოყავისფრო ქერქით, განუმეორებელი პიკანტური გემოს მქონე შებოლილი მეგრული სულგუნი დღემდე მზადდება სამეგრელოს ტერიტორიაზე ზუსტად იმ ტრადიციული წესით, რაც ოდითგანვე მეგრელი ხალხის კულინარიის განუყოფელი ნაწილი იყო.

გეოგრაფიული აღნიშვნა „მეგრული სულგუნი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.

,,ხაბეიშვილმა თანაპარტიელების ნაწილს იმდენად შეაძულა თავი, რომ თავმჯდომარეობის პოსტის გაუქმებას მოითხოვენ”- ოდიშარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა თანაპარტიელების ნაწილს იმდენად შეაძულა თავი, რომ თავმჯდომარეობის პოსტის გაუქმებას მოითხოვენ.

„ხაბეიშვილი რაც არის კი ხედავთ „ქურქუმალვაითი“, ადამიანმა ისე დაიყენა საქმე, რომ არა მხოლოდ ქართველი ხალხი, რომელიც მას ვერ იგუებს და ვერ იტანს კიდეც, საკუთარ პარტიაში ვეღარ ეგუებიან, ნახევარი პარტია აუჯანყდა და მის გადაყენებას მოითხოვენ. იმდენად შეაძულა ხალხს თავი, რომ თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას ითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ეს ბუნებრივია, ზურგის ქარი მისურვებია მათთვის ამ გზაზე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ემანუელ მაკრონიმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა, ამ ბრძოლაში „თავისი მიზანი დააზუსტოს“

ისრაელის მიზანი თუ „ჰამასის“ სრული განადგურებაა, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, „სწორი პასუხი“ ტერორისტული დაჯგუფების ქმედებებზე არ არის „მთლიანი ტერიტორიის განადგურება“ ან „სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა“.

„თუ ეს [„ჰამასის“ განადგურება] არის მიზანი, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება“, – განაცხადა მაკრონმა.

მან ისრაელის მთავრობას მოუწოდა ამ ბრძოლაში „თავისი მიზანი დააზუსტოს“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა „გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ძალისხმევების გაორმაგება, ყველა მძევლის გათავისუფლება, რომლებიც ჯერ კიდევ ჰყავს „ჰამასს“ და ღაზას მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება, რომელსაც ასე სასწრაფოდ საჭიროებენ“.

კობა კობალაძის ვიზიტი აბუ-დაბიში ,,TAPS”-ის გლობალური ფედერაციის ფორუმის ფარგლებში გრძელდება

 ⭕ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე აბუ-დაბიში, ,,TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) ეგიდით გამართულ გლობალური ფედერაციის ფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ვეტერანთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნული საერთაშორისო დონის ღონისძიებაში, რომელიც 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე გასტანს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ომის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სამხედრო სამსახურის დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე მზრუნველი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები იღებენ მონაწილეობას; კობა კობალაძე, ფორუმზე, ,,TAPS”-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონი ბონი ქეროლის ოფიციალური მიწვევით იმყოფება.
 ⭕ფორუმის ფარგლებში გაიმართა მორიგი სემინარი:”ერთად მშვიდობისათვის”,რომელიც მსოფლიოში მიმდინარე საომარი კონფლიქტების გამო, მშვიდობის კუთხით არსებულ გამოწვევებს ეხებოდა. ფორუმის მონაწილეებმა, ერთხმად აღნიშნეს, რომ დღეს, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს, მით უფრო ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს, ომში დაღუპულთა ოჯახებს, კიდევ ერთხელ არწმუნებს იმაში, რომ მშვიდობას მსოფლიოში ალტერნატივა არ აქვს; ცივილიზებულმა სამყარომ ერთიანი ძალისხმევით უნდა იაროს მშვიდობის დამყარებისკენ; ამ მიზნით, ყველა ქვეყანა, რომლისთვისაც მისი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ღირებულია, უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნისკენ, რომელსაც მშვიდობისკენ სვლა ჰქვია; თუმცა, ამავდროულად, თითოეულმა ქვეყანამ, უნდა განაგრძოს სწრაფვა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ. ⭕ფორუმის მონაწილეებმა, აბუ- დაბიში ხსოვნის მუზეუმი დაათვალიერეს; სხვადასხვა ქვეყნების ვეტერანთა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს თავიანთი პროგრამები და პრეზენტაციები, რომლებიც, უმთავრესად, მშვიდობასა და თავიანთი ქვეყნების თავდაცვიუნარიანობის ამაღლებისკენ იყო მიმართული.
⭕კობა კობალაძემ, თავის გამოსვლაში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ ხედვას და მისწრაფებებს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად; მშვიდობის განსამტკიცებლად და დასაცავად საქართველოს ვეტერანთა ჩართულობას.
⭕ინფორმაციისთვის, ქალბატონი ბონი ქეროლი ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომი ქეროლის მეუღლეა. 1994 წელს, ბონი ქეროლმა, ომში დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად, ორგანიზაცია „Tragedy Assistance Program for Survivors” ( “TAPS’) დააარსა და მათი თანადგომისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებსა და ღონისძიებებს, ატარებს სემინარებს.

,,ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს”- ლოიდ ოსტინი

ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს, – ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რეიგანის სახელობის ეროვნული უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელი და უკრაინა დემოკრატიის დაუნდობელ მტრებს ებრძვიან და ამ ბრძოლაში ჰამასისა და პუტინის გამარჯვება დაუშვებელია.

ამასთან აშშ-ის თავდაცვის მდივანის თქმით, ისრაელს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე „მორალური პასუხისმგებლობა“ აქვს.

დღეს ერთადერთი საკითხია, იარსებებს თუ არა უკრაინა

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ შვეიცარიულ გამოცემა „20 Minuten“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა „სულელური იქნება“ საპრეზიდენტო ამბიციებზე ფიქრი, რადგან უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის საკითხი წყდება.

„დღეს ამაზე ფიქრი სისულელე იქნებოდა. დღეს ერთადერთი საკითხია, იარსებებს თუ არა უკრაინა. პუტინი არ აღიქვამს უკრაინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ეს არ არის საიდუმლო. ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის იმპერიას ეკუთვნის. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ, ახლა ჩემს პოლიტიკურ ამბიციებზე საუბარი სისულელე იქნებოდა“, – აღნიშნა კლიჩკომ.