27 და 28 ნოემბერს მზეზე ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა, გარდა ამისა, ვარსკვლავზე წარმოიქმნა ღრმა „კორონალური ხვრელი”, რომელიც პირდაპირ დედამიწას უყურებს.
სპეციალისტების თქმით, პლაზმის მორევი და მისგან გამოსხივება დედამიწამდე 4-5 დეკემბერს მიაღწევს
ექიმების განცხადებით, მაგნიტური ქარიშხლის დროს იზრდება არტერიული წნევის მკვეთრი მატება ან შემცირება, ასევე გულის რითმის დარღვევის ალბათობა. ექსპერტმა ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს ურჩია, გაზომონ წნევა დილით და საღამოს.
ექიმი ამ დროს გვირჩევს ბოსტნეულის და თევზის მირთმევას. ასევე უარი თქვით, ალკოჰოლზე და ცხიმოვან საკვებზე. გარდა ამისა, სპეციალისტი გვირჩევს მძიმე ფიზიკური ვარჯიშის გადადებას.