Home Blog Page 1950

,,საქართველო თავისი მოვალეობის ბრწყინვალე შემსრულებელია”- მიხეილ დუნდუა

ყველა მიმართულებით, რაც ევალება საერთაშორისო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სანქციების თვალსაზრისით, საქართველო თავისი მოვალეობის ბრწყინვალე შემსრულებელია“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

 

„არაერთი ანგარიში, არაერთი განცხადება არსებობს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ამასთან დაკავშირებით. რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოსთვის კონტრპროდუქტიულია – ეს დააზარალებს საქართველოს და ვერაფერს დააკლებს რუსეთს. მით უმეტეს ამ რთულ ვითარებაში, ეს საქართველოში გამოიწვევს ეკონომიკურ ვარდნას, ინფლაციას, რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებში არ შედის“, -აღნიშნა დუნდუამ.

 

„ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი – „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც „ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.

 

,,ევროპაში ყველამ კარგად გაიგო, ვინ რას აკეთებს და ვის რისთვის სჭირდება ევროკავშირი და ევროპული ინტეგრაცია” – სამხარაძე

ჩვენ ვგეგმავთ, რომ 9 ნაბიჯი შევასრულოთ მომდევნო წლის განმავლობაში. შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ შევძლებთ, ევროკავშირისგან თანხმობა მივიღოთ და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ – გაიხსნას ჩვენთვის მოლაპარაკებები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედის კვირას“ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას განუცხადა.

 

სამხარაძემ ისაუბრა, თუ რა მოლოდინი აქვთ მათ რადიკალური ოპოზიციისგან აღნიშნულ სამუშაო პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით. უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ „რადიკალური ოპოზიციის რესურსი დღითიდღე მცირდება“.

 

„ყველამ კარგად გაიგო, თუ რა ამოძრავებთ მათ. ჩვენთან საუბარშიც ხშირად უთქვამთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება – ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები დადიოდნენ და პირიქით, ითხოვდნენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამ მავნებლობის მცდელობები მათ ექნებათ. თუმცა, არა მგონია, ეს რაიმე შედეგს მოიტანს, რადგან ევროპაში ყველამ კარგად გაიგო, ვინ რას აკეთებს და ვის რისთვის სჭირდება ევროკავშირი და ეს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

მისივე თქმით, უკეთესი იქნება, თუ ოპოზიციური სპექტრი სამუშაო პროცესში იქნება ჩართული.

 

„არ მინდა, მთელი ოპოზიცია ერთ ქვაბში მოვხარშოთ, რადგან ჩვენ გვყავს ოპოზიციური ძალები, რომლებიც 12 პუნქტის დროსაც მუშაობდნენ სამუშაო ჯგუფებში. მათ უკვე ღიად დააფიქსირეს მზაობა, რომ გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა ეს ოპოზიციის მცირე ნაწილია. დიდი ნაწილი, მათ შორის დიდი ოპოზიციური პარტია, ამ ჯგუფებში არ მონაწილეობდა და ახლაც არ მგონია, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება ამ სამუშაოში. თუმცა, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“, – აღნიშნა სამხარაძემ.

 

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა სახლში თუ სამსახურში აქტიური მუშაობისა და ძველი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. ყურადღება მიაქციეთ თქვენი დღის რეჟიმს, მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა და საქმიანი ქაღალდები. არ დაგავიწყდეთ საყვარელ ადამიანებთან დარეკვა და იმის თქმა, თუ როგორ გიყვართ. დროა განვითარებული მოვლენების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ.

კურო

რთული სამუშაო გელით, მაგრამ ვარსკვლავები ამბობენ, რომ მშვენივრად გაუმკლავდებით. მიზნების მისაღწევად სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ. მენეჯმენტი თქვენს საქმიან თვისებებს შენიშნავს და შესაძლოა, თქვენი სამსახურებრივი პოზიცია გაუმჯობესდეს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში ხელი არ შეგიშალოთ.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისთვის – დამოუკიდებლად გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებთ. დროდადრო შეისვენეთ და ყურადღება სამუშაოდან სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანეთ, რათა ერთბაშად არ „გადაიწვათ“ და საქმის დასრულება შეძლოთ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ამ დღეს რთულ საკითხებს მოაგვარებთ, რაც ადრე თქვენს შესაძლებლობებს აღემატებოდა.

კირჩხიბი

ეცადეთ, მოსაწყენ საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ და სიახლეები შეიტანოთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყოთ და თუნდაც მცირე, მაგრამ სასიამოვნო საჩუქრით გაახაროთ.

ლომი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მნიშვნელოვანი საკითხები გადაჭრათ, რომელსაც აქამდე გაურბოდით. შესაძლოა, დამატებითი სამუშაოს აღების ან არსებულის გაფართოების საშუალება მოგეცეთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ეცადეთ, ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ ან სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნოთ.

ქალწული

ენერგიით სავსე ხართ, რაც მიზნების შესრულებაში გეხმარებათ. დროის დაზოგვის მიზნით უსარგებლო კომუნიკაციას უნდა მოერიდოთ. ამ დღეს ყველაზე მეტი ყურადღება ისეთ საქმეებს უნდა მიაქციოთ, რომლებიც ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. გირჩევთ, საღამოს ხალხმრავალ ადგილზე წახვიდეთ და გაერთოთ.

სასწორი

მოემზადეთ სასიამოვნო ცვლილებებისთვის, რომლებიც ამ დღეს გელით და თქვენი იღბლიანი შანსი არ გამოტოვოთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ოცნებისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგათ. გირჩევთ, პარტნიორზე არ ინერვიულოთ და არ იეჭვიანოთ – შეგიძლიათ ამ ადამიანს ბოლომდე ენდოთ და საკუთარ გრძნობებზე ხშირად ესაუბროთ.

მორიელი

ეცადეთ, მთელი ყურადღება პერსპექტიული საქმეებისკენ მიმართოთ, რომლებიც მომავალში მოგებას მოგიტანთ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ. დღის განმავლობაში ურთიერთობები შეზღუდეთ და საღამო მეგობრების ან ოჯახის წევრების მხიარულ კომპანიაში გაატარეთ – ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ვალები დაფაროთ და დაპირებები შეასრულოთ. სავარაუდოდ, ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ, თავს შეგახსენებენ. გამორიცხული არ არის, რომ რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რაზედაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც თქვენს მომავალზე აისახება. გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა რისკი კარგად აწონ-დაწონეთ. ამ დღეს მცირე, თითქმის უმნიშვნელო პრობლემები თქვენს საქმეებზე უდიდეს გავლენას მოახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ და ეცადეთ, სწრაფად ცვალებად გარემოებებს მოერგოთ.

მერწყული

თქვენი გარეგნული იერი თქვენს განწყობაზე გავლენას ახდენს, ამიტომ ეცადეთ, კარგად გამოიყურებოდეთ. თავდაჯერება ნაყოფიერი მუშაობისა და რთული საკითხების გადაჭრის საშუალებას მოგცემთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ძალების აღდგენასა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

თევზები

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ პირადი და პროფესიული ურთიერთობები გააუმჯობესოთ. ხელსაყრელი დღეა ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. გუნდური მუშაობა ეფექტური იქნება – პრობლემების ოპტიმალურად გადაჭრას და სასურველი შედეგების მიღებას შეძლებთ. გირჩევთ, საღამოს საყიდლებზე წახვიდეთ – შესაძლოა, ისეთი ნივთი იყიდოთ რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობთ.

 

წითელ ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდს და რამდენიმე კომერციულ გემს თავს დაესხნენ

პენტაგონის განცხადებით, წითელ ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდს და რამდენიმე კომერციულ გემს თავს დაესხნენ.

„ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას წითელ ზღვაში გამანადგურებელ ხომალდ USS Carney-სა და კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ და, როგორც კი შესაძლებელი იქნება, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – აცხადებენ პენტაგონში.

იემენის მეამბოხეები ახორციელებენ თავდასხმების სერიას წითელ ზღვაში გემებზე, ასევე უშვებენ უპილოტო საფრენ აპარატებს და რაკეტებს ისრაელის მიმართულებით.

მანამდე  ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ბრიტანულ გემზე იემენელმა ჰუსიტებმა, სავარაუდოდ, სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამასთანავე, წითელი ზღვის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედებების შესახებ ცნობებიც ვრცელდება.

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოს (UKMTO) განცხადებით, სამხედრო დრონების აქტიურობის წყარო იემენიდან მოდის და მიმდებარედ მცურავ ხომალდებს სააგენტო სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გაურკვეველია დაშავდა თუ არა ბორტზე მყოფი პირები ან რამდენად დაზიანდა გემი.

ესტონეთის ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს

ესტონეთის ხელისუფლებამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან – საზღვარი ნებისმიერ დროს შეიძლება დაიკეტოს – შესაბამისი განცხადება ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსმა ევა კალმუსმა გააკეთა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ფინეთმა რუსეთთან საზღვარი დახურა, ამ ნაკადის ნაწილი ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე გადავიდა. მგზავრთა მოძრაობა ახლა 25%-ით გაიზარდა. თუმცა, ესტონეთს შეუძლია მიჰბაძოს ჩრდილოელი მეზობლის მაგალითს.

„გთხოვთ, არ წახვიდეთ რუსეთში. ვინც უკვე წავიდა რუსეთის ფედერაციაში, შესაძლოა ჩიხში აღმოჩნდეს, დაბრუნება ძალიან გაუჭირდება“, – გააფრთხილა მოქალაქეები სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა.

კალმუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთის ხელისუფლებას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფად და ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საგუშაგოები საზღვარზე შეიძლება დაიხუროს ერთ საათში.

თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლიციელი და სამოქალაქო პირი დაჭრეს

თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლიციელი და სამოქალაქო პირი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ადგილზე დაპირისპირება რამდენიმე ახალგაზრდას შორის იყო, რომლებთანაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მივიდა და ვითარების განმუხტვას შეეცადა.

სწორედ ამ დროს დაჭრა ის კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ ცივი იარაღით.

დაშავებულები ალადაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე 1 პირი დააკავა.

სახეზეა ქართული ჯარის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა – თამთა მეგრელიშვილი

სახეზეა ქართული ჯარის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ტვ „პირველის“ სიუჟეტს, თავდაცვის ძალების საკვებით მომარაგების და უნიფორმების შესახებ. მისი თქმით, ტვ „პირველი” თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ „დეზინფორმაციულ კამპანიას“ აგრძელებს.

მეგრელიშვილი მოუწოდებს ტვ „პირველს“, უწყებასთან ერთად ჩაატარონ კვების მონიტორინგი და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ყველაფერზე, რასაც იქ ნახავენ. „ტელეკომპანია „პირველი” თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ „დეზინფორმაციულ კამპანიას“ აგრძელებს. კერძოდ ტელეკომპანიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა თავდაცვის ძალების საკვებით მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნიფორმების შესახებ. სახეზეა ქართული ჯარის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. ნიშანდობლივია, რომ კვების და უნიფორმის კონტროლი გაძლიერდა 2020 წლიდან და ამის ერთ-ერთი დასტურია ხარისხის კონტროლის ცალკე სამმართველოს შექმნა.

ხორცის ყოველდღიური რაციონის ნორმა 250 გრამიდან 480 გრამამდე გაიზარდა და გამრავალფეროვნდა სამხედროებისთვის განკუთვნილი მენიუ. მინისტრის აქტით, პირველი ხარისხის ხორცი შეიცვალა უმაღლესი ხარისხით, მათ შორის ნედლი გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედროების უნიფორმისა და ფეხსაცმლის ხარისხი. 2020 წლამდე ჩვენს ჯარს არ ამარაგებდა გერმანული ფეხსაცმლის მწარმოებელი მსოფლიოში საუკეთესო ბრენდები. ფაქტია, 2012 წლიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა. ჯარისკაცობა დღეს ღირსეული წოდებაა და არა დამაკნინებელი. ტვ პირველი, გაბედეთ, მიბრძანდით და უწყებასთან ერთად ჩაატარეთ კვების მონიტორინგი, ოღონდ პირობა დადეთ, რომ ყველაფერს რასაც იქ ნახავთ და გადაიღებთ და საზოგადოებას უკლებლივ მიაწვდით“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

,,ქართული პოლიტიკა უკანონო ფულის ბრუნვისგან უნდა გაიწმინდოს”- სოზარ სუბარი

ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გამოეხმაურა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.

სუბარის თქმით, ქართული პოლიტიკა უკანონო ფულის ბრუნვისგან უნდა გაიწმინდოს, როგორიცაა კეზერაშვილის უკანონო შემოსავლებით ოპოზიციური სპექტრისა და მედიის დაფინანსება.

„თუ ქართული პოლიტიკური სპექტრი შევთანხმდებით, რომ არ გვინდა ეს ცვლილება – ნუ მივიღებთ. დავარწმუნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ უკეთესია არსებობდეს ის მოდელი, რომელიც ახლა არის. მე პირადად, ამასთან არაფერი პრობლემა არ მაქვს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მას ნამდვილად არ უჭირს დაფინანსება, რომელი მოდელითაც არ უნდა იყოს. მთავარია, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვებრძოლოთ არა დაფინანსებას, არამედ უკანონო დაფინანსებას, მაგალითად, ისეთს, როდესაც ქართული ჯარისგან და ევროპელი პენსიონერებიდან მოპარული ფულით ვინმე კეზერაშვილი აფინანსებს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს და სამწუხაროდ, მედიასაც“, – განაცხადა სუბარმა.

„სამწუხაროა, რომ ზავი დაირღვა. ეს ნიშნავს სიკვდილს, განადგურებას და უბედურებას“- რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე ისრაელსა და „ჰამასს“ მიმართავს. ის მძევლებს გათავისუფლებას და ღაზაში მცხოვრებთათვის ცხოვრების გაუმჯობესებას მოითხოვს.

„სამწუხაროა, რომ ზავი დაირღვა. ეს ნიშნავს სიკვდილს, განადგურებას და უბედურებას“, – აცხადებს რომის პაპი.

ის მოუწოდებს „ჰამასს“ გაათავისუფლონ დარჩენილი მძევლები, რომლებიც გაიტაცეს ისრაელიდან 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს.

„ბევრი მძევალი გაათავისუფლეს, მაგრამ  სხვა მძევლები ჯერ კიდევ ღაზაშია“, – დასძენს ფრანცისკე. 

პაპი, ასევე, წუხს ღაზაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთების ნაკლებობაზე.

„ღაზაში ბევრი ადამიანი იტანჯება“, – აღნიშნავს ის. 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

დაჭრილი და დაშავებული მებრძოლების ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2023 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები
განიხილეს.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების მხარდაჭერის პოლიტიკასა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ფონდისთვის დამატებით 800 000 ლარი გამოიყოფა, 2024 წლის იანვრიდან კი, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასთან ერთად, დაჭრილ მებრძოლთა
ყოველთვიური კომპენსაციაც გაიზრდება. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მიმდინარე წელს თავდაცვის უწყებისა და ფონდის მიერ 20 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა დაფინანსდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

აღნიშნული მომსახურების უზრუნველსაყოფად უწყებისა და ფონდის მიერ ცალ-ცალკე გამოიყო 100 ათასი დოლარი, ჯამში კი, 200 ათას დოლარამდე ფინანსური რესურსი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და ფონდის დამფუძნებელი დავით მამულაიშვილი.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და უწყების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. 2018 წლიდან „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდს” კომპანია „სილქნეტი” ხელმძღვანელობს.

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ”- სოზარ სუბარი

ნაციონალურ მოძრაობაში“ დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ. ეს პარტია მიდის სრული კატასტროფისკენ, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, დიდხანს გაუგრძელდათ აგონია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს მალე გადააყენებენ თანამდებობიდან.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდება, დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ. მაგრამ, ფაქტია, ეს პარტია მიდის სრული კატასტროფისკენ, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო დიდხანს გაუგრძელდათ აგონია. ამ 2024 წლის არჩევნებში, ალბათ, მათ ექნებათ რაიმე შედეგი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო არჩევნები, როცა ისინი რაიმე შედეგს მიაღწევენ.

დღეს უკვე წერენ, რომ სავარაუდოდ, ხაბეიშვილსაც მალე გადააყენებენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ ის უქნიათ. ეს იყო პარტია, რომელმაც ქართულ სახელმწიფოს უზარმაზარი დარტყმა მიაყენა, ოკუპანტისთვის ტერიტორიების ჩაბარებით, სისტემური წამების დამკვიდრებით, საკუთრების უფლების ხელყოფითა და საქართველოს საშინელი იმიჯის შექმნით მთელ მსოფლიოში. ამიტომ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც უნდა შეფასდეს მათი წარსული. შევაფასოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, – განაცხადა სუბარმა.

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) ეფექტიანად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მუდმივად ხდება მონაცემთა გაცვლა და კომუნიკაციის წარმოება. შესაბამისად, ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტში გაკეთებული ცრუ განმარტებები მიზნად ისახავს, საკითხებში გაუცნობიერებელი მოქალაქეების შეცდომაში შეგნებულად შეყვანას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია „პირველის“ შაბათის ეთერში გასულსიუჟეტს, რომელშიც საუბარი იყო რუსული საზღვაო პორტებიდან სავარაუდოდ ახლოაღმოსავლეთში და ჰამასისთვის საიდუმლო ტვირთების მიწოდებაზე. ამისთვის კი თითქოს და, გამოყენებული იყო ქართული პორტები.

საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნოთ, რომ რეპორტაჟი დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუეზე და არ იყო მოყვანილი არცერთიდოკუმენტური მტკიცებულება, რაც სიუჟეტში ნათქვამი ფაქტების ნამდვილობას დაადასტურებდა.

აღსანიშნავია, რომ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არსებული საზღვაო ვითარებისერთიანი ოპერაციული სურათის შექმნა, ასევე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის ოპერაციების ხელშეწყობა.

JMOC აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან უწყებებს, როგორიცაა: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ჰიდროგრაფიული სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სსიპ ბირთვული და რადიოცული უსაფრთხოების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია დასანაპირო დაცვის დეპარტამენტი.

2023 წლის 22 ივნისს, JMOC – მიერ გამოყენებად აშშ-ის საზღვაო სარდლობის მონიტორინგის სისტემა „SEA VISION“-ით დაფიქსირდა, ბარბადოსის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი ,,GIVING“ ფოთის რეიდზე, მაგრამ იმ მომენტში გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არ იმყოფებოდა. აღნიშნულის თაობაზე, 2023 წლის 22 ივნისს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს, რათა მომხდარიყო საზღვაო სივრცის ვიზუალური დათვალიერება, სადაც სისტემები ანომალიას აფიქსირებდნენ და ასევე ეცნობა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა გადაამოწმა ინფორმაცია, მათ შორის მცურავი საშუალებებით ადგილზე და გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არ დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია ასევე მყისიერად ეცნობა ევროპაში ამერიკის საზღვაო სარდლობის სასაზღვრო მონიტორინგის სისტემის ,,SEA VISION” ტექნიკურ სამსახურს, რადგან მათი სისტემით ფიქსირდებოდა ანომალიური შემთხვევა. 2023 წლის 4 ივლისს, ამერიკული მხარის საზღვაო მონიტორინგის სისტემის ტექნიკურმა სამსახურმა JMOC-ს წარმოუდგინა განმარტება, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კომპლექსურ ანომალიურ შემთხვევას, რაც შესაძლოა, განპირობებული ყოფილიყო ორი ძირითადი ფაქტორით: უშუალოდ ეკიპაჟისმიერ სისტემაში შეგნებულად არასწორი ინფორმაციის შეყვანა და მანიპულირება ფაქტიური ადგილსამყოფლის დაფარვის მიზნით და ასევე, ბოლო პერიოდში შავ ზღვაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდების უარყოფითი ზეგავლენის გამო.

საყოველთაოდ ცნობილი ინფორმაციით ზემოთ აღნიშნული ანომალიები ფიქსირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში და ასევე, ამერიკის საზღვაო სარდლობის სასაზღვრო მონიტორინგის სისტემის ,,SEA VISION” ტექნიკურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ მუშაობენ პროგრამის დახვეწაზე, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილია ანომალიური შემთხვევების დაფიქსირება.

ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ JMOC ეფექტიანად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მუდმივად ხდება მონაცემთა გაცვლა და კომუნიკაციის წარმოება. შესაბამისად, სიუჟეტში გაკეთებული ცრუ განმარტებები მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხებში გაუცნობიერებელი მოქალაქეების შეცდომაში შეგნებულად შეყვანას, აჟიოტაჟის შექმნასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.