,,საქართველო თავისი მოვალეობის ბრწყინვალე შემსრულებელია”- მიხეილ დუნდუა

44
spot_img

ყველა მიმართულებით, რაც ევალება საერთაშორისო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სანქციების თვალსაზრისით, საქართველო თავისი მოვალეობის ბრწყინვალე შემსრულებელია“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

 

„არაერთი ანგარიში, არაერთი განცხადება არსებობს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ამასთან დაკავშირებით. რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოსთვის კონტრპროდუქტიულია – ეს დააზარალებს საქართველოს და ვერაფერს დააკლებს რუსეთს. მით უმეტეს ამ რთულ ვითარებაში, ეს საქართველოში გამოიწვევს ეკონომიკურ ვარდნას, ინფლაციას, რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებში არ შედის“, -აღნიშნა დუნდუამ.

 

„ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი – „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც „ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.