Home Blog Page 1949

“ნაცმოძრაობა” და ოპოზიცია არის ბოლშევიკური მართვის პირობებში”-ირაკლი ჩიქოვანი

„საზოგადოებამ დაინახა, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია არის ბოლშევიკური მართვის პირობებში. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ჩემსას არ ითვალისწინებ შემდეგ, ადამიანებს არ მისცეს თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება, ეს არის ობიექტური რეალობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვებაზე ისაუბრა, სადაც მათი ქმედება რეკომენდაციების ჩაშლის მცდელობად შეაფასა.
მისივე თქმით, ბულინგი ხორციელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ხმა მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს.

„დღეს, რაც გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ არის პირდაპირი საბოტაჟი – ჩაშლა რეკომენდაციების შესრულების, ეს არის ობიექტური რეალობა. როდესაც კონსულტაციებზე ვსაუბრობთ, ხომ კარგად გვესმის, რომ ეს კონსულტაციები მარტო ერთ დღიანი პროცესი არ ყოფილა, ორ თვეზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ ინტერვიუები ამ კანდიდატებთან. ჩვენ რაღაც ეტაპზე უნდა მივსულიყავით ეს და გადაწყვეტილება მიგვეღო. თქვენ კარგად იცით, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს, რომ ივნისამდე გვინდა ყველა რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ რაც მათ გააკეთეს ეს არის სრული საბოტაჟი და პირდაპირი შეჩერება რეკომენდაციების შესრულების, მაგრამ კარგია, რომ სამი კანდიდატი უკვე არჩეულია და ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს ეს რეკომენდაცია.
ამ ადამიანებს მანდატი აქვთ, არიან პარლამენტის წევრები და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ და ამიტომაც მიდის მათი ბულინგი. ფრაქცია დატოვეს, მაგრამ ჯერ ეს დასაწყისია. ამ ადამიანებზე დაიქოქება მთელი მათი მედია საშუალებები და ამ ადამიანების მოღალატეებად გამოცხადებას დაიწყებენ.“

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და იმედს გამოთქვამს, რომ მათ, ვისაც ხმა არ მიუცია, შემდეგში ღიად დაუჭერენ მხარს მათთვის სასურველ კანდიდატს.

„ვინც საქართველოს კარგად იცნობს, ძალიან ძნელია, ჩვენგან ითხოვდეს ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიასთან დაკავშირებას და რაიმე კონსენსუსის მიღწევას დავით კეზერაშვილის ფულთან. ეს ობიექტური რეალობა და ჩვენთვის ძალიან რთული, უძნელესი და შეუძლებელიც კია, გულწრფელად გეუბნებით, წარმოუდგენელი რამ არის. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ცოტა საღი აზროვნება, საღი გონება აქვთ შემორჩენილი და რაღაცა პოზიციონირება (შეუძლიათ) და უფრო დიდი მიზანს ხედავენ, ვიდრე საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს და აქედან გამომდინარე რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ. მე იმედი მაქვს, რომ მათ შორის ვისაც ხმა არ მიუცია, ყველა ამ დეპუტატში საღი გადაწყვეტილება მომწიფდება და ისინი ღიად დაუჭერენ მხარს ამა თუ იმ კანდიდატს, ვინც მათთვის იქნება მისაღები იმიტომ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ დევს პინაზე- ეს არის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის შესრულება. ჩვენ შეგვაფასებენ იმით, ეს რეკომენდაცია შევასრულეთ თუ არ შევასრულეთ და ყველა, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ რეკომენდაციების შესრულებაში რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას და აგურს დადებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაში.“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.

პოზიტიური მშვიდობის ინდექსს, ისევე როგორც გლობალური მშვიდობის ინდექსს აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP). გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.

“ხელისუფლებამ თავად გამონახა თავის დასაკლავი დანა” – ვაჟა შუბითიძე

ნათქვამია, თაგვმა თხარა, თხარაო-კატა გამოთხარაო. ხელისუფლებამ თავად გამონახა თავის დასაკლავი დანა. აღარაფერს ვამბობ სხვა სოციალურ პრობლემებზე (დაბალი ხელფასები და პენსია, უმუშევრობა, სიღარიბე, ემიგრაციაში მუდმივად მიმავალი ხალხი და სხვ.), – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძე წერს.

მისი თქმით, მარტო თბილისში 400 ათასამდე მანქანაა აღრიცხული, რომელთა პატრონების ნახევარს ისინი ბანკის ვალით ჰყავს ნაყიდი და ძალიან უჭირთ მისი გასტუმრება.

“ამ გაჭირვებას მერიამ გაცილებით დიდი უბედურება დაურთო – პარკინგის სრულიად უსამართლო და მოუწესრიგებელი სისტემა, რომლის მეშვეობით ხალხს პირდაპირ ატყავებენ – ყოველთვიურად არასწორი პარკინგისათვის ხალხს საშუალოდ 200-300 ლარით აჯარიმებენ, მათ შორის თავიანთი საცხოვრებელი სახლის წინ. საცობებით გაწამებულ ხალხს უარესი ჭირი დაატეხეს თავს- სახლის წინ ხალხს მანქანა ვეღარ გაუჩერებია- უცებ მიწიდან ამოძვრებიან კონტროლიორები და მძღოლებს ჩუმად აჯარიმებენ.

თუ ასე გაგრძელდა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მარტო თბილისში ხელისუფლება მასზე გაბრაზებული მძღოლების სახით 350 ათას ხმას დაკარგავს და ეს უეჭველია- ისეა ხალხი გამწარებული. სასწრაფოდ გააუქმეთ ქუჩებში დახაზულ ადგილებში ფასიანი პარკინგი(თუ მაინცდამაინც დააბრუნეთ 1 ლარიანი “სტაიანშიკები”- ხალხი მაინც დასაქმდება), შეწყვიტეთ მძღოლების დაჯარიმება საცხოვრებელი სახლების წინ და ახლო მიდამოებში, და ცოტა ჭკუაზე მოდით, თორემ ეს უკმაყოფილო ხალხი საპარლამენტო არჩევნებს აღარ დაელოდება- სექტემბერში 2-ჯერ მეტი ხალხი გამოვა მანქანებით, ვიდრე 7-8 მარტს და მერე ნახავთ ხალხის ძალას მართლაც. 2 თვეს გაძლევთ ამ ყველაფრის გასაუქმებლად და მოსაწესრიგებლად – ნუ ამოუყვანთ ხალხს ყელში… “- წერს ვაჟა შუბითიძე.

“უკრაინელებმა რუსების საბრძოლო მასალის საცავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, დრონები და სამიზნეები გაანადგურეს” – ომის 449-ე დღე

რუსეთ – უკრაინის ომის 449-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 20 დარტყმა მიაყენა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინამ მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს 8 ავიადარტყმა მიაყენა.

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის კუთვნილი Orlan-10 ტიპის ორი სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ექვს ტერიტორიას, საბრძოლო მასალების ორ საცავს, საწვავი და საპოხი მასალების ორ საცავს, საარტილერიო დანადგარს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას და კიდევ ორ მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს.

უკრაინელებმა კი. კიევის საჰაერო სივრცეში რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა და დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! საბოლოო მონაცემებს რაკეტების რაოდენობის, ტიპისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ საჰაერო ძალები მალე გაავრცელებენ“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა დედაქალაქს Tu-95MS და Tu-160 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, სავარაუდოდ, X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. რაკეტების გაშვების შემდეგ კი დედაქალაქის თავზე სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები განათავსეს.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა დედაქალაქის დესნიანსკისა და დარნიცკის რაიონებში. დარნიცკის რაიონში თავდასხმის შედეგად ავტოფარეხის კოოპერატივის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

“კიდევ 2-3 მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევები დაიკავეს ვაგნერელებმა” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“აისის დასაწყისიდან უკვე მე-9 დილა თენდება, რაც უკრაინა ურდოს მასიურ სარაკეტო თავდასხმებს იგერიებს!
ცოტა ხნის წინ მოიხსნა საჰაერო განგაში! კიევის თავზე ყველა რაკეტა ჩამოგდებულია; ასევე განადგურებულია ურდოს სადაზვერვო დრონები! ფრთოსანი რაკეტები ხ-101/555 ურდომ გამოუშვა სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ტუ-95 და ტუ-160! ისევ საოცრად იმუშავა ჩვენების ჰსთ-მ. პრობლემას ქმნის ნამსხვრევები, რომელიც ცვივა რაკეტების განადგურებისას! ისევ არასაცხოვრებელ ობიექტს დაეცა და გაუჩნდა ცეცხლი, მაგრამ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია!

სარაკეტო თავდასხმა იყო ღამე ოდესაზეც. იქაც უმრავლესობა რაკეტების ჩამოგდებულია. სამწუხაროდ 1 მიაღწია სამიზნე საწარმოო ობიექტს. სამწუხაროდ 1 ადამიანია დაღუპული და 2 დაჭრილი!

მანამდე ღორებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 5 წლის ბიჭი დაიღუპა! პუტინის ტერორისტი დედაც, მისი რეჟიმისაც და მისი მაქებრებისაც! მაინც დედა ეტირება!

ურდოსები რო გაჰკიოდნენ გუშინ პატრიოტები გავანადგურეთო, ხო ნახეთ? ჰოდა, კარგი ამბავი ამერიკელებისგან: 3 დღის წინ ერთ-ერთი პატრიოტის ერთ-ერთი დანადგარის დაზიანება შეისწავლეს ამერიკელმა ინსპექტორებმა. დასკვნა შემდეგია: არსად მისი გასარემონტებლად წაღება საჭირო არ არის; ადგილზე მოხდება დაზიანებული ნაწილების გამოცვლა და ისევ ჩადგება მწყობრში უახლოეს დღეებში! რაკეტებზე გამახსენდა, სამშობლოს ღალატისთვის 3 კონსტრუქტორი ჰყამთ დაჭერილი “ხანჯალცების” ცუდად დამზადებისთვის (2 ცოტა უფრო ადრე დოუჭერიათ და 1 ახლა მიაყოლეს, რო ჩაიიმასქნა პატრიოტებთან მაგნების “ზებგერითმა” “ხანჯალცებმა”)!

უკრაინული ხორბლის შეთანხმება 2 თვით გაგრძელდა! ალკონავტი ზახაროვა მთელი დღე ირეცხავდა ჭუჭყს, რომელსაც საკუთარი ურდოსიკებივე სტყორცნიდნენ! ჰალალი იყოს!

კიევში გაიმართა დმიტრო კულებას შეხვედრა ჩინეთის სპეც წარმომადგენელთან ლი ჰუვეისთან. უკრაინის პოზიცია ურყევია: ტერიტორიული მთლიანობის თემა ხელშეუხებელია და ტერიტორიების დათმობის ხარჯზე მშვიდობის დამყარება არარსებულია!

საერთაშორისო თანამეგობრობიდან ისევ “ატკაცუნებს” ორბანის ადმინისტრაცია. ამჯერად თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო (მაგ. სტატია ვაშინგტონ პოსტში, რომ თითქოს უკრაინა აპირებდა ნავთობსადენ “დრუჟბას” აფეთქებას, ან უნგრულენოვანი სკოლების გახსნის გადავადება კარპატისპირეთში) უნგრეთი ბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის მორიგი 500 მილიონი ევროს ტრანშის გადარიცხვას. გველი გოუზრდიათ უბეში, გველიიი! ისე მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო, ნათქვამია ჩვენებურად! ეს ისე, ლირიული გადახვევა!

აშშ გეგმავს სამაგიეროდ მომავალი წლისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის! გოდ ბლეს ამერიკა!

თვითმფრინავების საქმეზე ასეთი ამბავია: ბრიტები ამბობენ, შეიძლება ჩვენ თვითონ ვერ მივცეთ, მაგრამ სხვა ქვეყნებს დავეხმარებით გადაცემაშიო (ნიდერლანდები და დანია მეთქი, მითქვამს მე); პოლონელებმა ჩვენც არ გვაქვს ბევრი ფ-16 ები, მაგრამ მიგ-29-ებს დავამატებთ კიდო ბევრსო! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უკრაინელი პილოტების წვრთნების გამოცხადება გაგანია ომში რომ უბრალოდ მეგობრულ ჟესტს და სემინარებზე წაყვანას არ ნიშნავს, ნაბუშარი სალავოიოვიც ხვდება! 3-დან 6 თვემდე და ფ-16 ები გადააუთავებენ საბოლოოდ რაც დარჩება ურდოსგან მიწაზე და უკრაინის ცაში!

ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, საფრანგეთის სენატმა კი აღიარა 1932-33 წლებში საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული ჰოლოდომორი; პარლამენეტები ერთმანეთის მიყოლებით რომ უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში გაწევრებას, ძალიან კარგია, მაგრამ აი 100 წლის ჰენრი კისინჯერი რო უკვე დაჟინებით იძახის, უკრაინის ნატოში გაწევრება კარგი იქნება უკრაინისთვისაც, ევროპისთვისაც და თავად რუსეთისთვისაცო, ეს უკვე ნიშანია ზემოდან :))))))) ომის დასრულება და უკრაინის ნატოში გაწევრება ერთი იქნება!

ევროპა შეთანხმდა, რომ შეიქმნება უკრაინისთვის რუსების მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის რეესტრი. გერმანიაში აცხადებენ, რომ უკვე მზად არიან ურდოს გაყინული რესურსები მიემართოს უკრაინის აღდგენის საჭიროებებისთვის!

ფრონტს ხაზებზე ყველაზე მძიმე ვითარება ისევ მხოლოდ ბახმუტში. კიდევ ჰქონდათ წინსვლა, ანუ კიდევ 2-3 მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევები დაიკავეს ათასობით ვაგნერელებმა! სამაგიეროდ, ჩვენები ხოშიანად უტევენ ჩრდილოეთ და ჩრდილო დასავლეთ ფლანგზე. გუშინ კონკრეტულად დუბოვო-ვასილივკის მიმართულებით შეუსრულეს კიდევ ურდოს და აახიეს რამდენიმე სტრატეგიული საყრდენი პუნქტი. ასევე კარგად მიდის საქმეები სამხრეთ ფლანგზე კლიშჩიივკას მიმართულებით. გუშინ კიდევ ერთი თავდაცვის ზღუდე მოურღვიეს ჩვენებმა ურდოს და სტრატეგიულ სიმაღლეს მიადგნენ. მაგას რო აიღებენ, კლიშჩიივკა ხელის გულზე იქნება და აღებამდეც ბევრი არ დარჩება. ფლანგებიდან უკან დახევას სიკვდილის სამინისტრო უწოდებს გაუმჯობესებულ სტრატეგიულ პოზიციებზე გასვლას! კუხარკა პრიგოჟინმა ააგდო ჰაერში და არ დაუშვა, ისეთი დასცინა!

ავდეევკაში ახვანცალდნენ ურდოსები; წამოვიდნენ ისევ შუბლურში, ანუ პირდაპირ შემოუტიეს! ყველა შეტევა ჩაუგდეს ჩვენებმა ურდოსებს!

მარიინკაზე ურდოს ისტერიკა აქვთ, რაც ამდენი ხანი ვიწვალეთ და დავიპყარით, ყველაფერს დავკარგავთ მალე და მარიინკა მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშ გადავაო!

კრემინნა-სვატოვო-კუპიანსკის მიმართულებაზე პოზიციური ბრძოლები ნარჩუნდებოდა მთელი დღის განმავლობაში!

ლუჰანსკში ისევ დაუბაბანეს ჩვენებმა! ზაპოროჟიე და ხერსონშიც არტდუელები და პოზიციური ბრძოლები გრძელდებოდა!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში (სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, ურდოს რისხვა გენერალი ბუდანოვი ხაზს უსვამს: აუცილებელია და გარდაუვალია უკრაინის გამარჯვება 2023-ში)! საქართველო, გონს მოდი 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!

დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 მაისს ქუთაისში +28 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მოღრუბლული თუმცა უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც დღისით +19 გრადუსია, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 ღამის ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.იწვიმებს.

გორში უნალექო დღე და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +11, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. დღის გარკვეულ მონაკვეთებში მოსალოდნელია ნალექი.

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ ტაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა.

,, მიხარია, რომ ხალხმა დაინახა – რასაც ვამბობდით”- რატი ბრეგაძე

საბოლოო ჯამში, გამოჩნდა ერთი ძალიან პრინციპული რამ, რაც ძალიან მიხარია, რომ ხალხმა დაინახა და ირწმუნა – რასაც ვამბობდით ჩვენ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, არის სრული სიმართლე, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფოსთვის სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის მოსალოდნელი და ლოგიკური იყო. „[სტრასბურგის სასამართლოს] გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მთელი ეს პიარ კამპანია, რომელიც ოფიციალურად მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, დასრულდა კრახით. საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მიდის არგუმენტებთან, დადასტურდა ერთი რამ – თითოეულის სიტყვის უკან, რომელსაც ჩვენ ვამბობდით, იყო მტკიცებულება. შესაბამისად, ეს იყო სიმართლე. ხოლო ეს ადამიანები შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას. ეს [სასამართლოს გადაწყვეტილება] ნამდვილად დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა მათთვის, ხოლო ჩვენთვის იყო სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური შედეგი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

„ჩვენთვის არის ყოვლად მიუღებელი, როდესაც ვინმე გაბედავს და ჩვენს სახელმწიფოს მოიხსენიებს მწამებლად. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ სწორედ იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თითქოსდა დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში ვიღაცას აწამებენ, სულ რამდენიმე თვის წინ გამოვიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ოჩიგავას საქმეზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი წამების ის პრაქტიკა, რომელიც ქართულ პენიტენციურ დაწესებულებებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო.

რუსუდან ბერიძე გარდაიცვალა

83 წლის ასაკში გარდაიცვალა მათემატიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი რუსუდან ბერიძე.

რუსუდან ბერიძემ 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1965 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ლექტორი, 1992-1995 წლებში – საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. იყო სპიკერის მოადგილე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 1997-2005 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

რუსუდან ბერიძე არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

„აშშ-ს ელჩის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ მან რატომღაც დაყო და დაახარისხა ომები”- ჩიბურდანიძე

„ეს განცხადება – ეს სხვა ომია (უკრაინის ომი ) და თქვენი სხვა ომი იყო, მიუთითებს იმაზე, რომ ხარისხი მისცეს დიდი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ისაუბრა, სადაც ის აშშ-ს ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, აშშ-ს ელჩის განცხადების შემდეგ ნათელი გახდა, რომ საქართველო აგვისტოს ომის დროს რეალურად მარტო იყო. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ არათუ რუსეთის დასჯა, არამედ მისი წახალისება უფრო მოხდა. „აშშ-ს ელჩის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ მან რატომღაც დაყო და დაახარისხა ომები – საქართველოს ომი, უკრაინის ომი და ა.შ.. თუ დავაკვირდებით ბოლოდროინდელ IRI-ს და NDI-ს კვლევებს, კითხვა ტერიტორიულ მთლიანობის შესახებ, რომელიც ყოველთვის წინა ადგილზე და უპირატესი იყო ანკეტაში (პასუხები და დამოკიდებულებაც შესაბამისი იყო), ახლა ეს უკანა ნაწილში იყო გადატანილი. რატომღაც ბოლო პერიოდის ტენდენციაა, რომ ხშირად აღარ ახსენებენ ტერიტორიულ მთლიანობას, კონფლიქტურ ტერიტორიებს. ახსენებენ მხოლოდ ოკუპაციას რუსეთთან მიმართებით, მაგრამ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო აი ეს მიავიწყეს ფაქტობრივად საზოგადოებას. საზოგადოება მიჰყავდათ იმისკენ, რომ ეს კონფლიქტები ნელ-ნელა სხვა თემაში გადაეტანათ, რისი საშუალებაც არ მისცა ხელისუფლებამ. ეს განცხადება – ეს სხვა ომია (უკრაინის ომი ) და თქვენი სხვა ომი იყო, მიუთითებს იმაზე, რომ ხარისხი მისცეს დიდი. რა თქმა უნდა, მასშტაბურად უკრაინის ომი უფრო დიდია (1 წელია გრძელდება), საქართველო ჯერ პატარა ვართ ძალიან და სამი დღეც ვერ გავუძელით იმ ომს, რასაც აწარმოებდა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ. რატომ არის დახარისხებული ომები ასე? იმიტომ, რომ უკრაინის უკან დგას მთელი დასავლეთი, მათ შორის, ამერიკა. ფაქტობრივად, ამერიკა აწარმოებს ამ ომს რუსეთთან თავისი პოლიტიკით, შეიარაღებით და ყველაფრით. ჩვენ 2008 წელს მარტო ვიდექით რუსეთის პირისპირ, არა მხოლოდ ომის დღეებში, არამედ ომის შემდეგაც კი. ჩვენ რეალურად არავინ დაგვიდგა გვერდით, მხოლოდ იყო სიტყვიერი განცხადებები. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული ტვირთი (ამას ყოველთვის ყველას უგზავნიან) და დიდი ფინანსური დახმარება იყო, მაგრამ რუსეთის დასჯა, როგორც ოკუპანტის, არ მოხდა. 2008 წელს ხომ იყო ოკუპანტი, მაგრამ დასავლეთმა არ დასაჯა რუსეთი. პირიქით, თუ დავაკვირდებით და გავეცნობით რუსეთის ეკონომიკური წინსვლის სტატისტიკას, 2009 წლიდან (უკრაინის ომამდე) იწყება გაუგონარი წინსვლა რუსეთის ეკონომიკის. ვისთან? სწორედ, ევროპასთან, ამერიკასთან, დასავლეთთან. გამოდის, დასავლეთმა კი არ დასაჯა რუსეთი ჩვენი ოკუპაციის გამო, ფაქტობრივად დააჯილდოვა. მათ გააღრმავეს რუსეთთან ურთიერთობები, ის მოთხოვნები, ხელშეკრულებები, განცხადებები დარჩა ფარატინა ფურცლებად. აი ეს იყო დასავლეთის შეცდომა, რომელიც ჩვენთან გადმოვიდა. დასავლეთს სურს, თავისი შეცდომა მიჩქმალოს, გადაფაროს. ის, რომ ისინი ჩვენ მაშინ გვერდით არ დაგვიდგნენ, მხოლოდ სიტყვიერი განცხადებები და ფულადი დახმარება იყო, არც შემდეგ არ დაგვიდგნენ გვერდით სიტყვიერი განცხადებები იყო მხოლოდ, მუდმივად ახსენებდნენ, რუსეთს გაიყვანეთ თქვენი ჯარიო – ეს მხოლოდ ფარატინა სიტყვები იყო და მეტი არაფერი, ქმედითი არაფერი არ გაკეთებულა.

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღის მთავარი ამოცანა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაა. საოჯახო საქმეები დაგიგროვდათ, ამიტომ მათთან გამკლავებისთვის დრო უნდა გამონახოთ. ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. სასურველია, რომ ჯანსაღ კვებაზე გადახვიდეთ და მასაჟების კურსი ჩაიტაროთ.

კურო

ამ დღეს ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ნებისმიერ საქმიანობაში მხარს დაგიჭერენ და დახმარებას გაგიწევენ. ერთობლივი საქმიანობა თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს. ამ დღეს მუშაობა იმედებს გაგიცრუებთ – თქვენ ახალ, საინტერესო პროექტებს და უჩვეულო დავალებებს ელით და არა ყოველდღიური რუტინას.

ტყუპები

წინსვლისა და განვითარებისთვის ძველისგან უნდა გათავისუფლდეთ. ეს პირად სივრცეს და პირად ურთიერთობებს ერთნაირად ეხება. შეზღუდეთ კონტაქტები, რომლებიც დროს გართმევთ, მოაწესრიგეთ საკუთარი აზრები და პრიორიტეტები. სასურველია საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მცირე, ყოფითი საკითხების მოსაგვარებლად, დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები კი ჯობს სხვა დროისთვის გადადოთ. კარგად ნაცნობი და საყვარელი საქმის კეთება სიმშვიდეს და თავდაჯერებას შეგმატებთ. შეეცადეთ, ვალი დროულად გადაიხადოთ და ადრე მიცემული დაპირება შეასრულოთ.

ლომი

ამ დღის მთავარი ამოცანა ფინანსური საკითხების მოგვარება და ბიუჯეტის შევსებაა. გირჩევთ, ფინანსური ოპერაციები ოჯახის წევრებთან თათბირის და მათთან შეთანხმების შემდეგ დაგეგმოთ. ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობას გრძნობთ, ამიტომ ახალი და რთული პროექტების დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ და უკვე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ოჯახური საქმეების კეთება დ ძველ მეგობრებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნასა და სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ. სრულყოფილი დასვენება თქვენს შრომისუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

სასწორი

ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ მსუბუქი ყოფითი საქმეები აკეთოთ. რთული და გლობალური ამოცანები სხვა დროისთვის უნდა გადადოთ: ამ დღეს აქტიური მოქმედებები და გადაღლა უფრო მეტ პრობლემას მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და რამე, თქვენთვის შესაფერისი დიეტა დაიწყოთ.

მორიელი

მშვიდი სამუშაო დღეა. მოერიდეთ კოლეგების კრიტიკას და ნებისმიერ წვრილმანზე კამათს. აუცილებელი არაა, რომ ყველა თქვენსავით ფიქრობდეს და მუშაობდეს. ყურადღება მიაქციეთ ამ დღეს მიღებულ ყველა შეთავაზებას – მათ შორის შეიძლება, რაღაც ძალიან საინტერესო და მოგებიანი შეთავაზებაც იყოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს ზოგი ადამიანის წარმატება თქვენს გადაწყვეტილებაზე და ზოგადად, პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. გირჩევთ, კოლეგებს და ახლობელ ადამიანებს თქვენი ახალი იდეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ უამბოთ. ეს პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეიძლება სამწუხარო შეცდომამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ეცადეთ, საქმეები პრიორიტეტების მიხედვით გაანაწილოთ და აუჩქარებლად აკეთოთ. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. გირჩევთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. საღამო უმჯობესია სახლის დასუფთავებას და მოწესრიგებას დაუთმოთ.

მერწყული

აქტიური და ნაყოფიერი დღე – დილიდან სახლში და სამსახურში უამრავი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. გარშემომყოფები თქვენგან მხარდაჭერას და აქტიურ ქმედებებს ელიან. დროა, პროფილაქტიკურ მკურნალობაზე და იმუნური სისტემის გაძლიერებაზე იფიქროთ – ახლა ყველაზე მეტად ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სეირნობა გჭირდებათ.

თევზები

თუ ხვდებით, რომ თქვენი გეგმა ძლიერ დაბრკოლებას შეეჯახა და მიმდინარე საქმე წინ ნელა მიიწევს, უმჯობესია საკუთარ გეგმებს და მათი განხორციელების გზებს გადახედოთ. ნათესავები და მეგობრები ამ საკითხში სიამოვნებით დაგეხმარებიან და საინტერესო იდეებს მოგაწვდიან. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის – ამ დღეს შეძენილი ნივთები უამრავ სიამოვნებას მოგიტანთ და დიდხანს მოგემსახურებათ.

მონაზვნის გაუპატიურებაში ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო და 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი მონაზონს თავს დაესხა. ბრალდებულებმა დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, ეკლესიიდან შესაწირი ყუთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ.

სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და მათ სასჯელის სახედ და ზომად 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აქვე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს პროკურატურა მსგავს დანაშაულებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.