Home Blog Page 1922

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები არ დაუშავებია ზვიადისა და ჩვენი ოჯახისთვის ჩემს ბიოლოგიურ დედას” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ “ტვიტერში” დე­და­ზე – მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

“სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, არ­ცერთ მტერ­ზე ნაკ­ლე­ბი არ და­უ­შა­ვე­ბია ზვი­ა­დი­სა და ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას. რა­საც, დღე­ვან­დე­ლი დღის ჩათ­ვლით აგ­რძე­ლებს. ამ ჯერ­ზე ჩემი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ძმის წი­ნა­აღ­მდეგ. ყო­ველ­დღი­უ­რად არ წყდე­ბა მისი აბ­სურ­დუ­ლი სარ­ჩე­ლე­ბი, რო­მე­ლიც ანე­ლებს ცოტ­ნეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას”, – წერს გიორგი გამსახურდია.

“ვინმე თუ ეძებს დროშას, თვალები გაახილოს და დაინახავს, თუ არ სიამოვნებთ საკუთარი დროშის დანახვა, სახლში იყვნენ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის წინ აღმართულია ეროვნული დროშა და ევროკავშირის დროშა. თუ ვინმე ეძებს დროშას, თვალები გაახილოს და დაინახავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება 26 მაისთან დაკავშირებით დეკორაციებს, დეკორაციები ყოველ წელს თემატურია. ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა უნდა აცადონ.

„კიდევ უფრო მეტად იმედგამაცრუებელია, რომ ვნახე, ამ საკითხში, თუ მათ შორის, დეზინფორმაციულ პროპაგანდაში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. რამდენჯერ უნდა ითქვას ამაზე, ხვალ არის საქართველოს ეროვნული დღესასწაული და ორგანიზაციები, რომლებზეც იხარჯება უცხო ქვეყნის ფული, ორგანიზაციები, რომლებშიც დონორები ხარჯავენ ფულს, დგანან ახლა და საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ასეთ ისტერიას მართავენ. შემდეგ იმ დონორების, თუ იმ საელჩოების წარმომადგენლები ხვალ ტრიბუნებზე ისხდებიან და თავად აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას, პარალელურად, მათი დაფინანსებული „ენჯეოები“ ისტერიკას მოაწყობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ის დამოკიდებულება, რომელიც ადასტურებს ქვეყნის არაკეთილსინდისიერ დახმარებას. უცხო ქვეყნის ფული და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფული არ უნდა იხარჯებოდეს იმაში, რომ მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეებს ჩააშხამონ ეროვნული დღესასწაული. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თავად იცით, რომ თემა არასერიოზულია. ამასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ გააკეთა განმარტება. ჩამოხსნა, არ ჩამოხსნა, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართულია ორი დროშა – საქართველოს ეროვნული დროშა და ევროკავშირის დროშა. თუკი ვინმე ეძებს დროშას, თვალები გაახილოს და დაინახავს ამ დროშას.

რაც შეეხება დეკორაციებს, დეკორაციები ყოველ წელს თემატურია და შეესაბამება თემატიკას. თუკი ვინმეს ელეთმელეთი ემართება ქართული დროშის დანახვაზე, დაჯდეს სახლში, იჯდეს მშვიდად სახლში და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, რადგან საქართველოს ძალიან ბევრ დროშას დაინახავს საქართველოს ქუჩებში. კიდევ ერთხელ, მივმართავ ყველას, განსაკუთრებით, მოქალაქეებს, ხედავენ, რომ ჩვენს ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ერთადერთი მიზანი, რამე მოიფიქრონ, რომ არიონ, ხალხს ნერვები მოუშალონ, ცუდ განწყობაზე დააყენონ. ხვალ გვაქვს უდიდესი ზეიმი, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, ადამიანები, რომლებიც ასაკიდან გამომდინარე მოესწრნენ ამ დღეს, დღეს, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ასაკოვან ადამიანებს ერთი ემოციური კავშირი აქვთ ამასთან, ჩვენი ახალგაზრდობისთვის, რომლებიც იმიტომ რომ დაბადებული არ იყვნენ ან პატარები იყვნენ, თავის დროზე ვერ იზეიმეს ეს დღე, ახლა ზეიმობენ. აცადონ ქართველ ხალხს საკუთარი ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა, აცადოს, როგორც ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ასევე იმ „ენჯეოებმა“, რომლებმაც არ იციან, სად წაიღონ უცხოური ფული და ნაცვლად იმისა, რომ ნერვები უშალონ საკუთარ მოქალაქეებს, დასხდნენ თავიანთ ოფისებში, დასხდნენ საკუთარ სახლებში, თუ არ სიამოვნებთ საკუთარი დროშის დანახვა, იყვნენ სახლში. კიდევ ერთხელ, ხვალ იქნება ძალიან ბევრი ქართული დროშა, საქართველოს, თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სროლა ვაკეში – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება

სროლა იყო რამდენიმე წუთის წინ თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში თვითმხილველები ავრცელებენ:

თვითმხილველების ინფორმაციით, სროლა ერთ-ერთ კაფეში ვერანდაზე მოხდა. ახალგაზრდა ბიჭმა 7-ჯერ გაისროლა.

სროლის შედეგად სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

თვით მხილველის თქმით, პირი რომელმაც გასროლა განახორციელა, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

“სროლა მოხდა “სტრადას” ვერანდაზე. ვიღაცამ 7-ჯერ გაისროლა და გაიქცა. გასროლამდე ჩხუბი ან კამათი არ ყოფილა. ხალხი მაგიდის ქვეშ დაწვა.

შენიღბული არ იყო, გრძელი თმა ჰქონდა. პატარა ბიჭი იყო, 20 წლის ბიჭს ჰგავდა, შავგვრემანი ბიჭი იყო. შავი შარვალი და შავი მაისური ეცვა”, – განაცხადა თვითმხილველმა.

https://www.facebook.com/n.zhvania/posts/10218431574179652

“არავინ გვთოხვს ორმხრივი სანქციები დავაწესოთ, გარდა ჩვენი ოპოზიციისა და „ენჯეოს“ ზოგიერთი წარმომადგენლისა”

საქართველო უზრუნველყოფს სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით არ მოხდეს და ამაში კეთილსინდისიერია 100%-ით , – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრინციპია სანქციები არ დაირღვეს და სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს.

„ჩვენთვის ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის მისაღებია ისეთი მდგომარეობა, თუკი სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება. ეს არის მთავარი პრინციპი. ყველა, ჩვენ ამ საკითხს უნდა შევხედოთ ამ პრიზმით, ხომ არ არის რისკი სანქციების გვერდის ავლა მოხდეს. თუკი არის რისკი და თუკი შეიძლება სანქციების გვერდის ავლა მოხდეს, ასეთი რამ არ განხორციელდება.

ამასთან დაკავშირებით, გუშინ მე შევხდი ნატოს გენერალური მდივნის წარმოამადგენელს. კიდევ ერთხელ ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მეირ ხაზი გაესვა, რომ საქართველოდან ორმხრივი სანქციების დაწესებას არ ითხოვს. ეს არის მთავარი საკითხი და ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვთანხმდებით ორ რამეზე: ერთი, რომ საქართველო უზრუნველყოფს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით არ მოხდეს და ამაში საქართველოს კეთილსინდისიერია 100%-ით, არცერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მეორე, ჩვენ არავინ არ გვთოხვს ორმხრივი სანქციები დავაწესოთ, გარდა ჩვენი ოპოზიციისა და „ენჯეოს“ ზოგიერთი წარმომადგენლისა. მთავარი პრინციპი არის სანქციები არ დაირღვეს და სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს.

სანქციების გვერდის ავლის საფრთხე არსებობს 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც სანქციების დაწესება ევროკავშირმა და სხვა ასეთმა სტრუქტურებმა დაიწყო, ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. ერთ წელზე მეტია საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს? – რომ ამ საფრთხის რეალიზება არ მოხდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის

მიმდინარე წლის 25 მაისს, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აქტიური მხარდაჭერით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, თბილისში, ”ინტერის აკადემიის” სტადიონზე, გაიმართა ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის საქართველოს 2023 წლის თასის გათამაშების ფინალურ მატჩი. ჩემპიონის ტიტულისთვის, ერთმანეთს, ზესტაფონის ”მარგვეთი” და ზუგდიდის ”ოდიში” დაუპირისპირდნენ. თამაში ანგარიშით 4:3 ზესტაფონის “მარგვეთის”გამარჯვებით დასრულდა და 2023 წლის ჩემპიონის ტიტულიც მას ხვდა წილად. გამარჯვებულ გუნდს, წლევანდელი ჩემპიონის თასი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა გადასცა.

ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე აფხაზეთის ომის ვეტერანი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში ედგა სათავეში საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციას და მის განვითარებასა და პოპულარიზაციაში არც თუ მოკრძალებული წვლილი მიუძღვის. იგი, 2021 წელს გარდაიცვალა; საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან, საქართველოს თასს, ავთანდილ ჩიხლაძის სახელი დაერქვა.

კობა კობალაძე, ვაშინგტონში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორობას.

საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას 500-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ვაშინგტონში მოღვაწე ქართველები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს ნუცა ბუზალაძემ და “თეატრალურის კვარტეტმა”.

პირველი ქართული მობილური ოპერატორი mobineX დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად გაიხსნა

პირველი ქართული მობილური ოპერატორი mobineX -ის გახსნის ღონისძიება 2023 წლის 19 მაისს ქალაქ ლონდონში გაიმართა.

mobineX–ი არის პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ოპერირება 2023 წლის დასაწყისში დაიწყო.

როგორც  „ჯორჯიან თაიმსს“, კომპანია Mobinex-იდან აცნობეს ლონდონში პირველი ქართული მობილური ოპერატორის გახსნის   ღონისძიებას  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მივესალმები პირველი ქართული მობილური ოპერატორის გახსნას დიდ ბრიტანეთში. ქართული დიასპორის წარმომადგენლების წარმატებული საქმიანობა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვანი ნაბიჯია და წარმატება მინდა ვუსურვო mobineX-ის დამფუძნებლებს მათ საქმიანობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების დიდ ბრიტანეთში დამკვიდრებასა და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას,“ – აცხადებს  გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა.

mobineX–ი მომხმარებლებს მობილური სატელეფონო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს – იქნება ეს ლოკალური თუ საერთაშორისო ზარები, SMS–ები და მობილური ინტერნეტი.

კომპანია იყენებს დიდ ბრიტანეთში არსებული უმსხვილესი მობილური ქსელი EE-ს ინფრასტრუქტურას, რომელსაც აქვს სრულყოფილი დაფარვა, იდეალური ტექნიკური აღჭურვილობა და ყველაზე სწრაფი ინტერნეტი.

mobineX–ი არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი – INTELIEXPRESS, საერთაშორისო ამანათები – Inex Group თუ ტელეკომუნიკაცია – InexPHONE და ღვინის კომპანია – გიუაანი

.

“ვფიქრობ mobineX–ის გაშვება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც უშუალოდ ჩვენი კომპანიისთვის, ისე საქართველოს ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის. მჯერა mobineX–ის წარმატების და ვიმედოვნებ, რომ  ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა გასცდება დიდი ბრიტანეთის საზღვრებს და სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც შევძლებთ მობილურ ოპერატორად ფუნქციონირებას“ – აცხადებს mobineX–ის თანადამფუძნებელი რატი ახლედიანი.

mobineX–ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ–გვერდს – www.mobinex.uk

mobineX–ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ–გვერდს – www.mobinex.uk

კომპანიის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე – 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიკა ომანიძე – CMO

ტელეფონი: +995 555 109 193

ელ.ფოტა: m.omanidze@mobinex.uk ან marketing@mobinex.uk

(R)

“საინტერესოა, რა გზავნილი გაატანა სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს რუსეთში?”- გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან.

ანალიტიკოსის თქმით, საინტერესოა, რა გზავნილი გაატანა სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს რუსეთში.

მისივე თქმით, არ ისმის ეგზალტირებული ფსევდოების პროტესტი მოსკოვში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ვიზიტის გამო.

„რაღაც არ ისმის ეგზალტირებული ფსევდოების პროტესტი მოსკოვში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ვიზიტის გამო. ეტყობა, ყალბი მედასავლეთეებისთვის მიხეილ სააკაშვილის სულიერი მოძღვრობა ერთგვარი ინდულგენციაა რიგი ქვეყნების მიერ სანქცირებულ პატრიარქ კირილესთან შესახვედრად. საინტერესოა, რა გზავნილი გაატანა სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს რუსეთში?.. მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სააკაშვილის მოძღვრის მოსკოვში ვიზიტზე“, – წერს გია აბაშიძე ფეისბუკზე.

როგორია რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის უკრაინის სახელმწიფოებრივი მოდელი – უცხოური პრესა

თურქული გაზეთი „ენი საფაკი“ (Yeni Safak) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კორეული მოდელი“ უკრაინისთვის“ (ავტორი – აბდულა მურადოღლუ), რომელშიც განხილულია როგორც რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის, ასევე ომის შემდგომი უკრაინის სახელმწიფოებრივი ფორმის მოდელი. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაყინულ კონფლიქტად გადააქციოს, რომელიც წლობით და ათწლელობით გაგრძელდება – კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაციის მსგავსად. კორეაში „სამოქალაქო ომის“ ცხელი ფაზა, რომელმაც ქვეყანა ჩრდილოეთად და სამხრეთ კორეად გაჰყო, 1950 წელს დაიწყო, სამი წელი გრძელდებოდა და 1953 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით შეჩერდა, მაგრამ არ დასრულებულა. მას შემდეგ 70 წელი გავიდა, მაგრამ მხარეებს შორის (ჩრდილოეთ კორეას – კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ კორეას – კორეის რესპუბლიკას) ომის საბოლოო დასრულების ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ჯერაც არ დადებულა.

ამერიკელი სპეციალისტების მიერ უკრაინისათვის მომზადებული „კორეული მოდელი“ ვაშინგტონში უპირატესობით სარგებლობს. არავინ არ იფიქროს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია დღედაღამ წუხდა უკრაინელთა მძიმე მდგომარეობაზე და ამიტომ იძულებული გახდა ასეთ მოდელს დათანხმებულიყო. პირიქით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სწორედ ეს უნდა.

ლონდონი და ვაშინგტონი ერთად უშლიდნენ ხელს მოსკოვს და კიევს იმაში, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, მათ შორის თურქეთის მიერ დაწყებული შუამავლობის დროსაც. ამერიკა ეჭვის თვალით უყურებს ჩინეთის წინადადებასაც და პეკინს ზურგი აქცია. ეს ყველაფერი ამტკიცებს იმის რწმენას, რომ ამერიკა უკრაინელტა ხელით ომს რუსეთთან აწარმოებს და იმედოვნებს, რომ კრემლისათვის უკრანაში ომი „მეორე ავღანეთად“ გადაიქცევა. როგორც სხვადასხვა ინფორმაციებით ირკვევა, დღეს ვაშინგტონი მეომარ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე და სადემარკაციო ხაზის გავლებაზე ფიქრობს, რომელსაც ორივე მხარე დაიცავს და „არ გადააბიჯებს“. თეთრი სახლის აზრით, „ომის გაყინვა“ დღეს დღეობით პოლიტიკურად ყველაზე მისაღებ გრძელვადიან შედეგს წარმოადგენს.

ამერიკელები ხაზს უსვამენ, რომ კიევს გაყინული ომის დროსაც მიაწვდიან შეიარაღებას და საბრძოლო მასალებს, ტექნიკას, მათ შორის ავიაგამანაგურებელ „ფანტომ-16“-ის (F-16) ჩათვლით. „ითვალისწინებს რა იმას, რომ უკრაინას ვერ შეძლებს დაკარგული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებას, ამერიკას სურს რომ კონფლიქტი დიდი ხნით გაიყინოს, რუსეთი დასუსტედება და ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება რინგზე კაპიტულაციის თეთრი დროშა გამოფინოს“.

წყარო

“ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული აღარ არის” – ევროკომისია

ევროკომისიის პრესსპიკერის, ტიმ მაკფის განცხადებით, გაზის მოხმარების შემცირების გეგმის წყალობით, ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული აღარ არის.

„ბოლო წლის განმავლობაში ევროპამ განახორციელა ამბიციები გეგმის მიხედვით, რომელიც რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შეწყვეტას გულისხმობს. ახლა ჩვენ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ჩვენ მათზე დამოკიდებული აღარ ვართ“, – განაცხადა მაკფიმ.

ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირმა შეწყვიტა რუსული ნახშირის იმპორტიც, ხოლო ნავთობი რუსეთის ფედერაციიდან წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს იმ მოცულობის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებამდე იყო. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალისხმევით, გაზის მოხმარება მიმდინარე წლის მარტამდე სულ მცირე 15%-ით უნდა შემცირებულიყო.

ერთი დოლარის ღირებულება 2.5876 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5876 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5876 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7752 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0073 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე ლომთათიძეს ხვალ საქართველოში ჩამოასვენებენ

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე ლომთათიძეს ხვალ საქართველოში ჩამოასვენებენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ალექსანდრე ლომთათიძის ღვაწლზე ისაუბრა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ლომთათიძის საფლავის მოძიებაში შეტანილი წვლილისთვის უზბეკეთში საქართველოს ელჩს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე წელი მიმდინარეობდა მუშაობა, რომ საქართველოში გადმოგვესვენებინა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, იყო პირველი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მაშინდელი თავმჯდომარე – ნიკოლოზ, კარლო ჩხეიძე არჩეულ იქნა თავმჯდომარედ დაუსწრებლად. ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ასე ვთქვათ, დიპლომატიური მისიით  იმყოფებოდა ევროპაში და მაშინდელი თავმჯდომარე დაბრუნდა 1920 წლის ბოლოს, იმ პერიოდში ფაქტობრივად ალექსანდრე ლომთათიძე ხელმძღვანელობდა პარლამენტს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, როდესაც საქართველოს მთავრობის დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო, ის დარჩა საქართველოში, მათ შორის ჩართული იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობებში, რის გამოც 1921 წელსვე დააკავეს. შემდეგ გადაასახლეს, ჯერ მარიის რესპუბლიკაში, შემდეგ ჩუაშეთში იყო, ბოლოს, 1924 წელს უზბეკეთში, ტაშკენტში გარდაიცვალა ციხეში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო უზბეკეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს, რომელმაც შეძლო და მოიძია მისი საფლავი ტაშკენტში, ქრისტიანულ სასაფლაოზე. სრულად უზრუნველყო, შესაბამისი დოკუმენტაცია, ნებართვები გაცემულიყო. იყო გადმოსვენების ინიციატორიც. ამიტომ, მინდა, მას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამისთვის მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო გია ვოლსკის, რომელიც პარლამენტის მხრიდან ამ საკითხის თანაორგანიზატორი, თანაინიციატორი და ასე ვთქვათ, განმახორციელებელი იყო. საკითხი რამდენიმე ხნის წინ იყო გარკვეული, თუმცა პანდემიამ შეაჩერა გადმოსვენების პროცესი. დღეს არის ალექსანდრე ლომთათიძის დაბადების დღე და ხვალ, დამოუკიდებლობის დღეს მოხდება მისი გადმოსვენება. შემდეგ დაასვენებენ სამების ტაძარში და 28 მაისს, 12:00 საათზე იქნება პანაშვიდი, რის შემდეგაც დიდუბის სასაფლაოზე გადავასვენებთ. ალექსანდრე ლომთათიძე მისი შვილის გვერდით შესაბამისი პატივით დასაფლავდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.