“არავინ გვთოხვს ორმხრივი სანქციები დავაწესოთ, გარდა ჩვენი ოპოზიციისა და „ენჯეოს“ ზოგიერთი წარმომადგენლისა”

87
spot_img

საქართველო უზრუნველყოფს სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით არ მოხდეს და ამაში კეთილსინდისიერია 100%-ით , – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრინციპია სანქციები არ დაირღვეს და სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს.

„ჩვენთვის ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის მისაღებია ისეთი მდგომარეობა, თუკი სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება. ეს არის მთავარი პრინციპი. ყველა, ჩვენ ამ საკითხს უნდა შევხედოთ ამ პრიზმით, ხომ არ არის რისკი სანქციების გვერდის ავლა მოხდეს. თუკი არის რისკი და თუკი შეიძლება სანქციების გვერდის ავლა მოხდეს, ასეთი რამ არ განხორციელდება.

ამასთან დაკავშირებით, გუშინ მე შევხდი ნატოს გენერალური მდივნის წარმოამადგენელს. კიდევ ერთხელ ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მეირ ხაზი გაესვა, რომ საქართველოდან ორმხრივი სანქციების დაწესებას არ ითხოვს. ეს არის მთავარი საკითხი და ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვთანხმდებით ორ რამეზე: ერთი, რომ საქართველო უზრუნველყოფს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით არ მოხდეს და ამაში საქართველოს კეთილსინდისიერია 100%-ით, არცერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მეორე, ჩვენ არავინ არ გვთოხვს ორმხრივი სანქციები დავაწესოთ, გარდა ჩვენი ოპოზიციისა და „ენჯეოს“ ზოგიერთი წარმომადგენლისა. მთავარი პრინციპი არის სანქციები არ დაირღვეს და სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს.

სანქციების გვერდის ავლის საფრთხე არსებობს 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც სანქციების დაწესება ევროკავშირმა და სხვა ასეთმა სტრუქტურებმა დაიწყო, ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. ერთ წელზე მეტია საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს? – რომ ამ საფრთხის რეალიზება არ მოხდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.