Home Blog Page 1910

“ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა”

ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

” ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით”, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

“ვაცხადებთ მზაობას, რათა პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რომ ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში”

ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის” საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად.

„ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის” საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში.

ძვირფასო მეგობრებო, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები.

სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივსა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში”, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის.

„შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა წავშალოთ საზღვრები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან.

აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „თბილისის აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმი” წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. სისტემის გამტარუნარიანობა გაორმაგდება 2024 წლის ბოლოსთვის პროექტის დასრულების შემდეგ”, – განაცხადა პრემიერმა.

“უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა”

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც თითქმის 90 პროცენტიანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით. უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

„ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდა ჩემი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. 2012 წლიდან ის ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც თითქმის 90 პროცენტიანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით. უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა.

“World Justice” პროექტის 2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ ადგილს იკავებს. “Fraser Institute”-ის 2022 წლის ანგარიშის – “მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება” – მიხედვით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა 15 სახელმწიფოს შორის, ხოლო “Heritage Foundation”-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო 21-ე ადგილს იკავებს ევროპაში 2023 წლის მდგომარეობით და ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოს უსწრებს. “NUMBEO Crime Index”-ი საქართველოს 2023 წელს ასახელებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, რადგან გლობალურ ჭრილში მე-18 ადგილზე, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-8 ადგილზე ვართ”, – განაცხადა პრემიერმა.

“ჩემმა მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია”, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი გრძელვადიანი პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტია”

ჩემმა მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია”, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი გრძელვადიანი პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის მოიცავს რეფორმების ყოვლისმომცველ კომპლექტს, რომელიც ისეთ სფეროებს ეხება, როგორიცაა ეკონომიკა, სოციალური პროგრესი, ჯეროვანი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებების დაცვა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ჩარჩო დოკუმენტი 2030 წლამდე განხორციელდება.

“ჩვენ ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი პროგრესისკენ ვისწრაფვით და მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ასევე განათლებასა და სოციალურ კეთილდღეობაზე. განათლების ძლიერი სისტემების მნიშვნელობა არ შეიძლება გადაჭარბებულად იქნეს მიჩნეული, რადგან ის არის ძლიერი, აყვავებული და პროდუქტიული საზოგადოებების ქვაკუთხედი. განათლებისთვის საბიუჯეტო რესურსების გამოყოფით ვაუმჯობესებთ ციფრულ წიგნიერებას ამ მიმართულებით დიდი ნახტომის შესასრულებლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“მე წარმოვადგენ საქართველოს – ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას” – პრემიერი

მე წარმოვადგენ საქართველოს − ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას.

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ მივმართავდე გაეროს გენერალურ ასამბლეას.

მე წარმოვადგენ საქართველოს − ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი.

თავდაჯერებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად გამოვლილი განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება. ჩვენ საქართველო გადავაქციეთ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებად, რომელიც სრულად არის ერთგული გაეროს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი”, – განაცხადა პრემიერმა.

“დროა ყველა ძლიერად დავდგეთ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება”

რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ხდება, არის ზუსტი კალკი იმისა, რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და შევარდნაძის დავალებით, ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, კარგად ახსოვს „2003 წელს, რა ისტერიკაში იყო ჩავარდნილი მაშინდელი ხელისუფლება“.

„ისიც მახსოვს ბათუმში, დღე არ გაივლიდა, რომ ჩვენ მხარდამჭერებს თავს არ დასხმოდნენ.

ვისი შეშინება უნდა ივანიშვილს? ქართველი ხალხი მშიშარა არ არის, დროა, ყველა ძლიერად დავდგეთ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება.

ესენი აღარ არიან პოლიტიკოსები, არამედ კრიმინალური ბანდაა, რომელიც დღეებს ითვლის და ცდილობს, თავის გადარჩენას.

საქართველო ეკუთვნის ყველა მის მოქალაქეს და არა ერთ მუჭა ორგანიზებულ კრიმინალებსა და “ეფესბეს” აგენტებს, რომელთაც უზარმაზარი ქონება მიითვისეს.

რაც უფრო მეტი და კოორდინირებული ვიქნებით, ნაკლებად შეძლებენ ძალადობრივი, “ეფესბეს” გეგმის თავზე მოხვევას.

ახლა საჭიროა სიფხიზლე და მობილიზაცია, ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ, მოგიწოდებთ ჩვენი რიგების გაძლიერებისკენ!

მე აღტაცებული ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამბედაობით და ზუსტად ასეთია “ენმ”-ს ტრადიცია.

მე ვამაყობ თქვენით!“, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში.

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საკმაოდ რთული დღეა. თუ გულზე ხელებს დაიკრეფთ და არ იმოქმედებთ, შეიძლება პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ.

არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

კურო

ნუ აჩქარდებით – ეს დღე მშვიდი და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, რადგან მათი შედგენის დროს ბევრი რამ არ გაითვალისწინეთ. ამაზე ნუ ინერვიულებთ – სიტუაცია თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით განვითარდება.

ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან. ძველ მეგობართან შეხვედრა დამღლელი დღის საზრუნავს დაგავიწყებთ.

ტყუპები

გახსოვდეთ, რომ დასკვნის გამოტანამდე ფაქტები უნდა გადაამოწმოთ. ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, ეს კი აუცილებლად უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.

თქვენი პრინციპულობის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

კირჩხიბი

დილიდან დაბნეული და უყურადღებო ხართ, ამიტომ შეიძლება ფული, საბუთები ან ძვირფასი ნივთები დაკარგოთ.

ურთიერთობების თვალსაზრისითაც რთული დღეა – შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ან მოქმედებით ვიღაც ძალიან გაანაწყენოთ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

ლომი

ნაყოფიერი, მაგრამ პრობლემური დღეა, თუმცა სირთულეებს ადვილად გაუმკლავდებით. სამსახურში შესაძლოა, წარმატებას მიაღწიოთ და ვიღაციის ყურადღება მიიქციოთ, ვინც მომავალში თქვენი მოკავშირე გახდება. პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის.

ხელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება, ძველი გეგმა განახორციელოთ ან შეიძლება ისეთ წარმატებას მიაღწიოთ, როგორზეც ადრე ვერ იოცნებებდით.

ხელსაყრელი დღეა პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად, შესაძლოა, გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოთ.

ამ ნიშნის შეყვარებულ წარმომადგენლებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

სასწორი

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რამეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. ისიც კი, რაც აქამდე ადვილად გამოდიოდა, ახლა შეიძლება რთული იყოს.

დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი და ჩხუბი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.

მორიელი

ვარსკვლავების მხარდაჭერით ნებისმიერ დაბრკოლებას ადვილად გადალახავთ. ეცადეთ, დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ.

შეიძლება მცირე ფინანსური ზარალი განიცადოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – მალე უფრო დიდ შემოსავალს მიიღებთ. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

მშვილდოსანი

ამ დღეს დიპლომატიის ნაკლებობა, უფრო სწორად, მისი სრული არარსებობა ძალიან დაგაზარალებთ. თქვენი კრიტიკა მეტწილად სამართლიანია, მაგრამ ნურც გარშემომყოფთა თავმოყვარეობის შესახებ დაივიწყებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ დღეს უაზრო და არაფრისმომცემ კონფლიქტებში გაატარებთ.

თხის რქა

მშვენიერი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. სირთულეები ნუ შეგაშინებთ – ყველაფერი მოსალოდნელზე უკეთაც კი გამოვა. მოკავშირეები და დამხმარეები გამოჩნდებიან, რომლებიც თქვენი საზრუნავის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ.

დაგეგმილი შესყიდვები წარმატებული იქნება, დაუგეგმავისგან კი უმჯობესია, თავი შეიკავოთ. საღამოს მოულოდნელ სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

მერწყული

მსუბუქი და ხალისიანი დღეა, რომელიც საინტერესო შეხვედრებს და მოულოდნელ სიახლეებს გპირდებათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ დიდი ხნის უნახავი ადამიანები მოინახულოთ, შეურიგდეთ მათ, ვისთანაც უთანხმოება გქონდათ ან საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით ბევრჯერ გამოგადგებათ.

თევზები

სირთულეებით სავსე დღეა, მაგრამ ეს არ გაშინებთ – ოპტიმიზმით სავსე ხართ და ზუსტად იცით, რომ გადაულახავი პრობლემა არ არსებობს.

საღამოს წარმატებული შესყიდვები გელით. ხელსაყრელი დღეა ხელოვნების ნიმუშების, ანტიკვარული ნივთების, ასევე უჩვეულო ნივთების შესაძენად.

 

შსს-მ ირაკლი ეძგერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვეიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე არიან დაკავებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს.

რაც შეეხება „ნაცონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმას, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

“თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაოაბზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.

„ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?

ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”, – ნათქვამია განცხადებაში.

“უკრაინა და აშშ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და აშშ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გრძელვადიანი შეთანხმება შექმნის სამუშაო ადგილებს და ახალ ინდუსტრიულ ბაზას უკრაინაში.

“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი [ვაშინგტონში], ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. და გრძელვადიანი შეთანხმება – ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოება შეერთებულ შტატებთან ისტორიული რამ არის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

“შემოგვივარდნენ ეს არაკაცები, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მე განსაკუთრებით გამისწორდნენ”

თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა.

„შემოგვივარდნენ ეს არაკაცები, ესენი ამას ხომ ისე ვერ გაბედავენ, პოლიცია და სახელმწიფო რომ არ უმაგრებდეს ზურგს. არ ვიცი საერთოდ რაში წერია ასეთი მოქცევა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ყველანი ერთნაირად, მე განსაკუთრებით გამისწორდნენ. ყველამ ნახეთ საკრებულოში რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, იმის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. ყველას ვიცნობ, ვინც იყვნენ. ყველას ამოვიცნობ, ყველას ამოცნობა შემიძლია.

რა თქმა უნდა, ზარნაძეს უდგანან ესენი 2020 წლის არჩევნებში, კალაძესაც, 2021 წლის არჩევნებშიც უბანში იარაღით რომ მოვარდნენ, ზარნაძის გარემოცვაა, ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში. ოფიციალური პირებიც იყვნენ, მაგალითად, ტატო ხუნდაძე, „ქართული ოცნების“ აქტივისტია“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ კომენტარში ეძგვერაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, სავარაუდო დამკვეთები არიან თუ არა კოტე ზარნაძე, ან კახა კალაძე, ეძგვერაძე ასე პასუხობს:

„კალაძე არ ვიცი, მაგრამ ზარნაძე რომ არის, 100 %-ით ვიცი“, – განაცხადა ეძგვერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეძგვერაძე და ზარნაძე თბილისის საკრებულოში დღეს ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“გული მწყდება – თუ შეცდომა დავუშვით, გვითხარით და შეიძლება შეცდომაზე ვისწავლოთ” – ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების შტაბს თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დასვკნითი სიტყვის დროს გაანცხადა, შემთხვევის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, მაგრამ მუდმივად კონტაქტზე იყო.

„ხაზს ვუსვამ, საგანგებო სიტუაციების შტაბს ონშიც და ზემოთ შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მთელი ამ დღეების მანძილზე ბატონი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა და მისი მოადგილეები სხვადასხვა მიმართულებებით. საქართველოში არ ვიყავი, თუმცა, სულ კონტაქტზე ვიყავი “, – განაცხადა გომელაურმა.

მან ასევე განმარტა, რომ სტიქიის ზონაში სამუშაოები არ შეჩერებულა.

„5-ჯერ ავხსენით, მართლა გული მწყდება, არ მაინტერესებს ვინ, რა თქვა. მთელი ღამე იმუშავეს მაშველებმა. სირცხვილია, იმ მაშველების მაინც არ გრცხვენიათ, ვინც ამას ამბობს, რომ 22:00 საათზე მაშველებმა დაისვენეს და თურმე დილით გაუგრძელებიათ. როცა დაღამდა, ვერტმფრენი გაჩერდა, აღარ მუშაობდა და დილის 06:00 საათიდან ჩაერთო, ისევ გამოიყვანეს ჩვენი მოსახლეობა. მაშველები მთელი ღამე მუშაობდნენ“, – განმარტა გომელაურმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამდენი ახსნის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც იმავეს იმეორებს.

„10-ჯერ რომ მოვიდე და 10-ჯერ ავხსნა, აქაც და პრესასთანაც, მაინც აზრი არ აქვს მგონი. ის ადამიანები ისევ იმავეს გაიმეორებენ. დარწმუნებული ვარ, ახლა რომ წავალ, კიდევ პრესასთან დადგებიან და იტყვიან, რომ „სამუშაოები შეწყდა, „გომელაური დასაჭერია“, ისევ იგივე ტყუილებს იტყვიან. ეს ძალიან სამწუხაროა და გული მწყდება. პარლამენტია და უფრო მეტი კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო, შეიძლება რაღაც უკეთესად გაკეთდეს, შეცდომაზე ვისწავლოთ, თუ შეცდომაზე დავუშვით. გვითხრათ, რომ რაღაც შეგეშალათ. ჩვენ გვგონია, რომ არ შეგვეშალა. შეიძლება მართლა შეგვეშალა, კი ბატონო, ვიმსჯელოთ და არა ის ლანძღვა, რაც იყო“,- განაცხადა გომელაურმა.

როგორც მან აღნიშნა, დაკარგულების რაოდენობის გამო, სამოქმედო გეგმა მუდმივად იცვლებოდა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, გარდაცვლილთა ცხედრები სტიქიის დროს სხვადასხვა სიღრმეში იქნა აღმოჩენილი.

„6 მეტრშიც იყო ნანახი, 2 და 3 მეტრშიც“,-განაცხადა გომელაურმა.

10-ჯერ რომ მოვიდე და 10-ჯერ ავხსნა, აქაც და პრესასთანაც, მაინც აზრი არ აქვს მგონი. ის ადამიანები ისევ იმავეს გაიმეორებენ. დარწმუნებული ვარ, ახლა რომ წავალ, კიდევ პრესასთან დადგებიან და იტყვიან, რომ სამუშაოები შეწყდა, გომელაური დასაჭერია, ისევ იგივე ტყუილებს იტყვიან. ეს ძალიან სამწუხაროა და გული მწყდება. პარლამენტია და უფრო მეტი კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო, შეიძლება რაღაც უკეთესად გაკეთდეს, შეცდომაზე ვისწავლოთ, თუ შეცდომაზე დავუშვით. გვითხრათ, რომ რაღაც შეგეშალათ. ჩვენ გვგონია, რომ არ შეგვეშალა. შეიძლება მართლა შეგვეშალა, კი ბატონო, ვიმსჯელოთ და არა ის ლანძღვა, რაც იყო“, – განაცხადა მან.