Home Blog Page 1909

,,ერთს ვიტყვი, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ფორმა, ტრადიცია”- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ბრიუსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით იქნება განმსჭვალული და არა ამ პროცესის შეფერხებით.

„მისი გამოსვლის შინაარს წინასწარ ვერ განვჭვრეტ. იმედი მაქვს, ახლა ამ განსაკუთრებულ მომენტში, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც განმსჭვალული იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით და არა პირიქით, რომ რამენაირად შეფერხდეს ეს პროცესი. არ მინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდე. უბრალოდ, ერთს ვისურვებდი, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ფორმა, ტრადიცია. ის, თუ აღლუმზე რა განწყობა არის და რა განწყობის უნდა იყოს, მათ შორის გამოსვლები.ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა აღმატებული განწყობა, როდესაც გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ჯარის, ახალწვეულების წინაშე, რომლებიც ფიცს დებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ დროს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართვაც სწორედ ამ სულისკვეთებით იყოს განმსჭვალული. ეს არის საზეიმო დღე და შესაბამისი შინაარსი და ფორმა უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კობა კობალაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS”-ის ღონისძიებას დაესწრო

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) 29-ე ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო.

„ დღეს საკმაოდ საინტერესო ღონისძიების საპატიო სტუმრები ვიყავით, „TAPS”-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონ ბონი ქეროლის მოწვევით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სტუმრების ფართო სპექტრი, მათ შორის, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, ქვეყნის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი, პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი მარკ მილი, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს, მადლობა გადაუხადა საქართველოს დელეგაციას, ჩვენს ქვეყანას, მიესალმა საქართველოს ვეტერანებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდა და იბრძვის. გუშინ, „TAPS”-თან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ვეტერანებსა და დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებზე. ეს ღონისძიებაც, სწორედ, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გაიმართა და მას ასობით ადამიანი ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, ” – აღნიშნა კობა კობალაძემ.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS”-ი 1994 წელს, ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომ ქეროლის მეუღლემ, ბონი ქეროლმა დაღუპულ სამხედროთა ოჯახების მხარდასაჭერად დააარსა. მას შემდეგ, ორგანიზაცია “TAPS”-ი, სხვადასხვა საქველმოქმედო და მხარდამჭერ აქტივობებთან ერთად, ყოველწლიურად მართავს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, რომელთაც ესწრებიან დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.

წელს, ” TAPS”-ის 29-ე ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი.

5 დღიანი შეკრების განმავლობაში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები, მონაწილეობას მიიღებენ მათ მხარდამჭერ მრავალფეროვან აქტივობებში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე,აშშ-ში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.

კალაძე პუტინის განცხადებაზე

პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ დღეს ამას აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდნენ და მოუწოდებდნენ რუსეთს, რუს მოქალაქეებს, რომ ისინი შემოსულიყვნენ საქართველოში, ბიზნესი ეკეთებინათ და ა.შ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა, ეს ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო და რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ სანქცირების გაუქმებაზე. ეს არის იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ სახმელეთო გზით შემოვიდნენ ადამიანები საქართველოში, ან არამხოლოდ ერევნის გავლით, პირდაპირ ჩამოფრინდნენ და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ასევე ის, რომ ქართველს, საქართველოს პასპორტით ექნება საშუალება, ვიზის გარეშე წავიდეს რუსეთის ფედერაციაში. ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია და ამაში პრობლემა არ არის“, – განაცხადა კალაძემ.

,,სხვის პირად სივრცეში შეჭრა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა” – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა პარტიული თანამდებობის პირები.

კობახიძის თქმით, სწორედ ამიტომ არ დაესწრო ის აღნიშნულ ღონისძიებას.

„გარდა ამისა, მე მინდა ამ მაგალითზე ვაჩვენო კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობის“ სახე. სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის მათი წარსულიდან 2012 წლამდე. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს და რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. სპეკულაციები ხელოვნურია. ცურვასთან და ვარჯიშთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ მე არ ვესწრებოდი ღონისძიებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღეს ლია ელიავას 89 წელი შეუსრულდებოდა

როდესაც გასული საუკუნის მომხიბვლელი ქალბატონების გახსენებას იწყებ, შეუძლებელია არ გაგახსენდეს ქალი, რომელიც მე-20 საუკუნის წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად დასახელდა და რომლის სილამაზეზე დღემდე ლეგენდები დადის.

მსახიობი 1934 წლის 28 მაისს, თბილისში დაიბადა. ლიას ბებია-ბაბუა ზრდიდნენ, ვინაიდან 1937 წელს მამამისი შალვა ელიავა დაიჭირეს და დახვრიტეს, ხოლო დედა, ეკატერინე კერესელიძე, ციმბირში გადაასახლეს. შალვა ელიავამ გერმანიაში ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, კარგა ხანს იქვე მოღვაწეობდა, საქართველოში დაბრუნებული 34 წლისა ფინანსთა მინისტრად დანიშნეს, მაგრამ 1937-ში 37 წლის შალვა დაიჭირეს, გერმანიის ჯაშუშობაში, დივერსიების დაგეგმვასა და მსგავს “ფაქტებში” დაადანაშაულეს. ბებია-ბაბუას ანაბარა დარჩენილი ლიას ბავშვობამ რთულად განვლო, ყოველგვარ ზეიმსა და სილაღეს იყო მოკლებული. სამშობლოში დაბრუნებული ეკატერინე კერესელიძე შვილის მაშინ შეხვდა, როცა ლია 17 წლის იყო. ბუნებრივია, წლების განმავლობაში მათ შორის დიდი გაუცხოება მომხდარიყო და თავიდან “დედის” დაძახებაც კი უჭირდა.

 

“17 წლის ვიყავი, დედა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა. მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა – ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა. ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი. დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი, ” – ამბობდა მსახიობი.

სკოლის დამთავრების შემდეგ ლია მოსკოვში ჩავიდა და ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პერიოდში მარტო ცხოვრობდა. იქვე გათხოვდა, თუმცა მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა ქმართან. ესეც მისი სტუდენტური ცხოვრების პატარა ეტაპი იყო… “ბაშიაჩუკის” ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ლიას კარგა ხნით დაუგვიანია. ოთარს ჯერ არ ჰყავდა პარტნიორი ნანახი და რეჟისორისთვის გაბრაზებულს უკითხავს, – კი მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ისო. ესაკიას უპასუხა: აი, მოვა და ნახავ, ვინც არისო. როგორც მოგვიანებით ოთარ კობერიძე იხსენებდა, ლიამ გამოჩენისთანავე მიიპყრო მისი ყურადღება, მეტიც, ეს ერთი ნახვით სიყვარულს ჰყავდა. ლიასაც იგივე რეაქცია ჰქონია.

შემდეგ “მამლუქში” მოუწიათ პარტნიორობამ, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ რამდენიმე ფილმში არიან ერთად გადაღებული. „როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.” ამბობდა ლია ელიავა რომლის საოცნებო როლები იყო ქეთევან წამებული და ნინო ჭავჭავაძე, მაგრამ მოხდა ისე, რომ მას სცენისკენ ყველა გზა გადაუკეტეს!

*ოფელია უნდა ეთამაშა ლილი იოსელიანის “ჰამლეტში”, მაგრამ, კონფლიქტის გამო, რეჟისორი თეატრიდან წავიდა და სპექტაკლი ვერ განხორციელდა.

*რანევსკაია უნდა ეთამაშა მიხეილ თუმანიშვილთან, ჩეხოვის “ალუბლის ბაღში”, მაგრამ არც ეს სპექტაკლი დაიდგა.

*ქეთევან ბარათელი უნდა ეთამაშა თენგიზ აბულაძის “მონანიებაში”, მაგრამ ამ როლზე ზეინაბ ბოცვაძე დაამტკიცეს. ლია ელიავას ხომ ცხოვრებაში თავად ჰქონდა გამოცდილი ის სიმწარე, რაც ქეთევან ბარათელის გმირმა გადაიტანა, ამიტომაც განსაკუთრებით სურდა ამ როლის თამაში, თუმცა როცა ზეინაბ ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ლია ელიავა მუდამ მხარს უჭერდა პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. ამის გამო ძალიან ბევრმა ახლობელმა ადამიანმა ატკინა გული, ბევრი განუდგა. სამოქალაქო ომი, დაპირისპირება, ახლობლებისგან მიყენებული ტკივილი და…. მსახიობს ჯანმრთელობა შეერყა. ლია ელიავამ ინფარქტი მიიღო

“ძალიან ბევრმა ახლობელმა ატკინა გული, იყო ძალიან ბევრი ცუდი ზარი, ძალიან ბევრი განუდგა. რაღაც პერიოდის მერე თვითონ მოვიდნენ, აღადგინეს ურთიერთობა. დედა დიდსულოვანი ადამიანი იყო, არ ახსენებდა… საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ თითქოს კარგად იყო, მაგრამ გულმა ბოლომდე არ უერთგულა და…ის ძილში გაჩერდა.” – იხსენებს მსახიობის შვილი ნანა კობერიძე.

,,ზურაბიშვილმაც ჭიდაობის კურსი აირჩია, მთავრობამაც და ჩვენ ამ ორი მხარის მამლაყინწობას ვუყურებთ”- საყვარელიძე

სალომე ზურაბიშვილი ასეთია, თუ რაღაცაზე გაბრაზდა, შეიძლება,  ისეთი ძლიერი მოძრაობა გააკეთოს, რომ დაამსხვრიოს ნახევარი ქვეყანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მედიასთან განაცხადა. „ვსაუბრობ ადამიანზე, მიშამ სრულიად უტაქტოდ რომ მოხსნა თანამდებობიდან, შედეგად, სალომემ აქციაზე ხალხს უთხრა, ქაჯები კი არ მოდიან, მიდიანო. მაშინ ხომ გახსოვთ, ძალიან დენთის კასრივით იყო მთელი საზოგადოება. მოკლედ, თუ გაბრაზდა, სახიფათო ქალია. სალომეზე აქცენტს ნაკლებად გავაკეთებ, ბევრი მიზეზის გამო და ვიტყვი შემდეგს – ყველა საზოგადოება სუბკულტურებს ქმნის ხოლმე, დაწყებული კრიმინალების სუბკულტურიდან, დამთავრებული უამრავი პროფილის სუბკულტურით. სააკაშვილმა მოახერხა და მიშისტური სუბკულტურა შექმნა საქართველოში. ისე, რომ შეიძლება, მიშას არც აღიარებდეს ვიღაც და ვერც იტანდეს, მაგრამ იმ სუბკულტურის წევრი იყოს. სალომე ვერ იტანს მიშას, ახლა რაც გავიხსენე, ეს ისტორიაც კმარა, მაგრამ მიშისტური აქვს დამოკიდებულება სიტყვის, ადგილის და ეროვნული დღესასწაულის მიმართაც კი. მათ შორის, ევროპის მიმართ დამოკიდებულებაც, რომ, არიქა, ევროპაზე არ უნდა ვილაპარაკოთ ოდნავ მაინც გადაბრუნებულად. ამ დროს ევროპის ცენტრიდან წამოსული ფორმულაა – ინგლისს არ ჰყავს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მას აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესები. ამით მაინც ეცი პატივი ევროპას, რომ გაიზიარო მისი ღირებულებები, მაგრამ ესეც მიშისტური სუბკულტურის ერთ-ერთი ნიშანია. მათ არ აინტერესებთ რეალობა, რეალური ევროპული კულტურა, რეალური ჰუმანიზმი და დემოკრატია. მათ ეს ევროპული, დემოკრატიული და ა.შ. სიტყვები სჭირდებათ, როგორც საშუალება, რომ მიაღწიონ რაღაც მიზანს“, – განაცხადა საყვარელიძემ. რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვაში იყო მინიშნება – ნუ ღალატობთ ევროპისკენ კურსს, პრეზიდენტის სიმაღლიდან ამის თქმა კი ქვეყნისთვის ძალიან წამგებიანია. ამასთან, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა და მთავრობამ საერთო ენა უნდა გამონახონ. „რა გახდა ამ პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა? პრეზიდენტმაც ჭიდაობის კურსი აირჩია, მთავრობამაც და ამ ორი მხარის მამლაყინწობას ვუყურებთ ჩვენ. ერთ-ერთს მაინც რომ გამოევლინა ტაქტიკა – „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“, მეორე გამოვიდოდა იმ ხვრელიდან და დარბილდებოდა სიტუაცია. ეს ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის, თუ შეიძლება ითქვას, მამლაყინწობის ნიშანიც არის

საქართველოში ახალი ავიაკომპანია შემოდის

საქართველოში თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა ოპერირება დაიწყო. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – ანტალიიდან, ანკარადან და იზმირიდან იფრენს. მათივე ინფორმაციით, პირველი რეისი ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით დღეს ანტალიიდან შეასრულა, რომლითაც 135 მგზავრი ჩამოფრინდა. ხოლო თბილისიდან ანტალიის მიმართულებით, SunExpress-ის პირველი რეისით 156 ადამიანი გაემგზავრა. ავიაკომპანია ანტალია-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას იფრენს. იზმირი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას SunExpress-ი 2 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს გეგმავს, ხოლო თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს 4 ივნისიდან, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შეასრულებს.

,,ჩემნაირმა, ეროვნული მოძრაობიდან წამოსულმა ხალხმა უნდა ვამხილოთ ეს ფარისევლები”- ბრეგაძე

ალიას ესაუბრება ქართული მარშის  ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

– ბატონო სანდროხელისუფლების ის არმომდგენლები, რომლებიც მართლა სოროსის ჯიბეში გაიზრდნენ, თქვენს ინააღდეგ იბრძოდნენ, იმ იდეების განხორციელებას აპირებენ, რის გამოც გებრძენ–ირაკლი კობახიძ, თალაკვაძე და სხვებითქვენზე დიდი კოსერვატორები გამოდიან,როცა პოლიტიკაში ულტრალიბერალური იდეებით მოვიდნენ. რა მოხდა?

– სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს. მე შეიძლება ბევრი რა გავატარო, კონიუქტურიდან გამომდინარე, შეიძება რაღაცებზე გავჩუმდე, მაგრამ როდესაც ადამიანები ცდილობენ ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის  სახელის გამოყენებას საკუთარი მერკანტელური ინტერესების გამო, ეკლესიის, ქრისტიანობის გამოყენებას, ამას არასდროს გავატარე და ყოველთვის ვამხელ. როგორც ჩმი დიდი მასავლებელი, ტონი მერაბ კოსტავა იტყოდა, ენი ერთადერთი და მთავარი იარაღი არის მხილება. მხილება ის იარაღია, რომელსაც ვერავინ დაუდგება ინ და ნიშნავს სიმართლის თქმას ხალხისთვის. მმართელ ელიტას ჩვენ, საქართველოს რგითი მოქალაქეები, ვგონივართ იდიოტები ან ამნეზიით შპყრობილნი. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ დაგვავიყდა, თუ საიდან მოდიან მდინარაძე, კობახიძე, თალაკვაძე და არა მარტო ისინი, დღევანდელი ხელისუფლების კიდევ ბევრი არმომადგენელი?! ისინი იყვნენ სოროსელები და ბევრ ეროვნულ იდეას ებრძოდნენ ლების მანძილზე. იყვნენ უცხოელებზე მიის გაყიდვის მომხრეები. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებებიც მზად ჰქონდათ და რომ არა ქართული მარშისა და სხვა  ეროვნული ძლების ერთობლივი ინაამდეგობა, კონსტიტუციაში შეიტანდნენ ამ ჩანაერს. ესენი არიან ის ადამიანები, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ლევან ბერძენიშილი გახადეს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. იმ ლევან ბერძენიშვილს ჩააბარეს პარლამენტში განათლების სფერო, რომელსაც  ირის დღესავით სძულს ყველფერი ქარლი, ილია  ავაძე, ერეკლე მეფეხლა ხევსურებს მიაყენა შურაცხყოფა. თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დანიშნეს და დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ. სოროსეები თამარ ჩუგოშვილი იცე–სპიკერი გახადეს და ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი… ეს ხალხი საუბრობს ეკლესიურობასა და მართლმადიდებლობის დაცვაზე? ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ფარისევლობაა. დღეს გაუირდა, სხვა ხელმოსაიდი აღარფერი დარჩათ ხალხის მოსატყუებლად გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლობა, ქარლი ეკლესია, ეროვნულობა, ტრდიციები, ოჯახური სიმინდე გამოიყენონ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. გამოიყენონ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ის მილიონები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს, გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა, რათა კიდევ ძარცვონ საქართველო და თავიანთი გაფუფუნებული ცხოვრება არ დაკარგონ. ორედ ამისთვის იყენებენ ჩენს სიმინდეებს. ეს დიდი ცოდვაა, მაგრამ მათ არ იციან, რადგან უიგნურებით სავსეა ეს ხელისუფლება.ხარება აიკითხონ და ნხონ, რომ ყველაზე დიდი ცოდვა ურმუნოება კი არ არის, არამედ ფარისევლობა – ლხს როდესაც აჩვენებ, რომ თითქოსდა მორმუნე არ, ქრისტიანობის დამცველი და სინამდვილეში ხარ პირუკუ, ანტიქრისტიანი. ეკლესიაში ჩმს სიგრძე სანთელს რომ დაიერენმოგეხსენებათ, ეს ქრისტიანობას არ ნიშნავს. უამრავი ბავშვის მშობლების განხადება შედის ჯანდაცვის სამინისტროში, ოპერაციების, მკურნალობის დაფინანსებას ითხოვენ, ზოგს უცხოეთში დაფინნსება ირდება და მათთვის კაპიკს ვერ იმეტებენ. სამაგიეროდ, თავიანთ არაზი შვილებს უცხოეთის კურორტებზე ასვენებენ, უცხოთის ძვირადღირებულ სასავლებლებში ჰყავთ გაგზავნილი, სადაც განხრომით ცხოვრობენ. თან იმ ევროპასა და ამერიკაში, რომელთაც ყოველდღე ლანძღავენ. არ მინდა, საქართველოს მოსახლეობა ამ ბიუჯეტის ურბელებმა იდიოტებად ჩალონ, თავად ფერი იცვალონ და ჩვენ მათ ფერისცვალაბაზე თვალი დავხუოთ. საიდან დაიყეს მათ? ლიბერალიზმით დაიყეს, შემდგომში ევროპელი სოციალისტები“ გახდნენ, ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ ვიდნენ, საიდანაც ახლა გამოვიდნენიქიდანაც გამოასრეს, თორემ უნდა გაერიცხათ. ახლა უკვე კონსერვაორობა მოინდომა ქართულმა ოცნებამ, რადგან იციან, რომ კონსერვატორობა, ტრადიციების იმდევარი ხლხის რაოდენობა ყველაზე მეტია საქართთველოში, მათთვის კი ეს ხალხი, საარჩევნო ხმები, ელექტორატია. ახლა დილობენ, ამ ხალხის ხმები მიიღონ, არჩევნები მოიგონ და თუ ამ გზით დარჩნენ ხელისუფლებაში, მერე კვლავ გააგრძელბენ ანტიქრისტნულ, ანტიმთლმადიდებლურ საქმიანობას და ლიბერალური იდეების ცხოვრებაში გატარებას. ზუსტად ოჯახისა და ტრადიციების საინააღმდეგო კანონებს მიიღებენ, რომელთა დამცველებადაც დღს გვევლინებიან. მნაირმა, ეროვნული მოძრაობიდან ამოსულმა ხალხმა უნდა ვამხი ეს ფრისევლები.

რთული მარში იყო ყველაზე მსვილი და ორგნიზებული კონსერვატიული გერთიანება. მაღალი რეიტინგი გქონდათ, 2017 ელს 15 ათასიანი აქციაც გამართეთ და ამ რაოდენობის ხალხი, ქართული ოცნების ხელისუფლების მოსვლის მერე, არავის ყავდა გამოყვანილი სახელისუფლებო რესურსის გრეშე. მახსოვს, ლიბერალურმა ტელევიზიებმა დგბლოკეს, ქართულ მარშს ბოიკოტი გამოუცხადეს და თქვენს აქტივობებსაც არ აშუქებდნენ. ქართული მარშის დაშლაში ხელისუფლებას, სუს–ს და სხვა სტრუქტურებს დიდი ილი უდევთაგენტურა ჩანეგეს და ათას უბედურებას აკეთებდნენ. იმიტომ ხომ არ გააკეთეს ეს, რომ ეშლათ ქართული მარში, ადგილი გაეთავისუფლებინათ და მერე თავად დაეკავებინათ კონსერვატიული ნიშა?

– კი, ასეც არის. ჩვენი საინფორმაციო დაბლოკვა დაიყეს სახელისუფლებო ტელევიზიებმა, მერე სხვებიც აჰყვნე. ლიბერალები არიან ჩვენი მოინააღმდეგეები და ბუნებრივია, ერთმანეთს ვებრძვით პოლიტიკურად, ეს ჩეულებრივი ამბავია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. მაგრამ ხელისუფლებამ ჩენთან ბინძური მეთოდებით  იბრძოდა. იმაშიც გეთანხმებით, რომ გენტურა ჩანერგეს ქართულ მარშში. ხელისუფლებამ ეროვნულობის მანტია მოისხა, მგრამ მას ძალიან ეშინია ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეოლოგიისა. რატომ? ეს იდეოლოგიაა არის ორედ ნამდვილი ეროვნულ–განმათავისუფლებელი იდეოლოგია, ნამდვილი ტრადიიონალიზმი, ნამდვილი კონსერვატიზმი. ახლა რა მიზანი აქვს ხელისუფლებამმართველ ელიტას მუდმივად ჰქონდა მიზნი,რომ ლიბერალიზმიდან მაინც რუსეთთან მისულიყვნენ. ლიბერლიზმი, სოციალიზმი და ახლა კონსევატიზმი ქართული ოცნებისთვის იყო შირმა და მათი ბოლო გაჩერება არის რუსეთი და რუსეთთან ერთად იმ საქმეების კეთება, რასაც დღეს აკეთებს. დღეს ცდილობენ, რომ კონსერვატიზმი და ტრადიციონალიზმი გააიგივონ რუსეთმეობასთანრუსულ პოლიტიკსთან და ეს, სხვათაშორისგამოსდით თავიანთი ტელევიზიების საშუალბით – ხალხის ნაილს დააჯერეს, რომ კონსერატორები არიან. ხელისუფლების პოლიტიკა არის პრორუსული და ამაზე დავა აღარ შიძლება, ეს ცალსახაა. მე მაინტერესებს, როგორ ეიძლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ეოლოგია, ნამდვილი კონსერვატიზმი, თანხვედრაში იყოს პრორუსულობასთან?  სორედ საბოთა იმპერიამ, რუსეთის იმპერიამ მოკლა ორივე და უფრო ადრე ილია ავაძე, რომელმაც ეროვნულ მოძრაობას, საქართველოს რუსეთის გავლისგან გამოხსნისთვის ბრძოლას დაუდო სათავე. ილია ავაძე რუსეთის იმპერიამ მოკლა, მისმა აგენტურამ სქართველოში – ილიას მკლელობის დამგეგმავები ისინი იყვნენ. მათ სურთ კონსერვატიზმი, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავს გრეშე, ილიას გარეშე, რადგან მათი იდეები ხელს უშლით. მეტიც, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ადნაშულებენ ერონული მოძრაობის დაყებაში, იმაში, რომ საბოთა იმპერიის დაშლაში მიიღეს მონაილეობა და ქართველმა ხალხმა თავისი ილი დაიდო ამ ბრძოლაშიამბობენ, რომ არ გვებრძოლასაბოთა იმპერია თავისით მაინც დაიშებოდა, არც 9 აპრილი იქნებოდაგადავრჩბოდით აფზახეთის ომს და სამაჩაბლოს მოვლენებს და როგორც უზბეკეთმა და ტაჯიკეთმა მიიღეს დამოუკიდებლობა, ჩენც ასე უმტკივნეულოდ მივიღბდით დამოუკიდებლობასო, ახლა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ვიქნებოდითო. მათი იდელი საქარველოს ტაჯიკეიზციაა. შუა ზიის მგვსი უნდოდათ ყოფილიყო საქარელო და რომ არ არის, ამაში გამსახურდიას და კოსტავას ადანაშაულებენ. ისინი თვლიან, რომ 9 აპრილი იყო არა თველი ერის გამარჯვების დღერამედ ცდომა, რომელსაც ხალხის დაღუპვა მოჰყვა. აქ არის ძლიან დიდი ღირებულებითი სხვობა. აბსოლუტურად სხვა ღირებულებების მმართველი ელიტა ვყავს, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ნამდვილი ეროვნული და ნამდვილი ქართული. მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ საბოთა კავშირი ძლიან კარგი სახელმიფო იყო, სდაც ქართველები ძალიან კარგად ვგრძნობდით. ისინი კომუნისტები და ბოლშვიკების თაყვანისმცემლები არიან. ამის შმდეგ, მათი განხილვა კონსერვატორებად და ტრადიციონალისტებად არც შიძლება, ეს სრული ბსურდია. ერთსაც ვიტყვი ამ საკითხზე. ქართული ოცნების დემოკრატიული გუნდი გუშინ ცხადებდა, რომ სოციალ–დემოკრატიული ინტერნციონალის“ ევრებ და ევროპელი სოციალისტების ალიანსში არიან. დღეს ამბობენ, კონსერვატორები თო. სოციალიზმი მემცხენე პოლიტიკური მიმდინარეობაა, კონსერვატიზმი მემარჯვენე მიმდინარეობაა. შესაძლოა, ადამიანმა შეიცვალოს პოზიცია და მემარცხენე მემარჯვენე გახდეს ან პირიქით, მაგრამ პოლიტიკური ძალა მემარცხენე ყოფილიყოს ა მერე მემრჯვენე გამხდარიყო, მსგავსი რამ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში დღემდე არ ყოფილა. ეს მარტო ქართულმა ოცნებამ გააკეთა. აქედან ჩან, რომ პოლიტიკური მრმსი, იდეოლოგია საერთოდ არ გააჩნიათ. ესენი არც მემარჯვენეები არიან, არც მემარცხენეები, ესენი ძალაუფლების, ქონების, კომფორტის შესანარჩუნებლად ყველფერზე ამსვლელი პოლიტიკოსები არიან.

– ის ხალხი იბრალებს კონსერვატორობას, რომლებიც პატრირქს, სასულიერო პირებს ყოველდღიურ რეჟიმში უსმენენ, მერე ამ მოსმენების მოკლე შინარსსე.. კრებსებს ტელევიზიებს ავდიან, რათა მათ გაასაჯაროონ. თან ისეთ მასალებს აძლევენ, რომ ეკლესიის, სასულიერო პირების დისკრეიტაცია მოხდეს და მიზნსაც აღევენ.

– კი, ბატონო, ფაქტია უსმენენ და კრებსებსაც“ სპეცსამსახურები ავდიან ტელევიზიებს, მე და თქვენ ამს ვერ მოვახერხებთ. აქ მეორე მომენტიც არის. აქ მეორე და ყველაზე ცუდი საკთხიც არის. მმართველ ელიტას სურს ეკლესიის მორგება თავის თავზე, ეკლესიის დამორჩილება. თავის დროზე ეს ბოლშვიკებმა მოახერხეს. დღესაც, რუსეთის მმართველ ელიტას ეკლესია მორგებული ქვს საკუთარ თავზე, რუსული ეკლესია სახელმიფოს დანამატია. ჩვენთანაც იგივე პროცესები დაიყო და ეკლესიის დიკრედიტაცია ლიბერალური ტელევიზიების საშუალებით, ამ პროცესის ნაილია. საბედნიეროდ,ჩვენს კლესიაში ჯერ კიდევ მრავლად არიან ეშმარიტი სასულიერო პირები, რომლებიც არანაირ პოლიტიკურ ძალას არ დაექვემდებარებიან, არავის მაამებლები არ გახდებიან. თუმცა, ასეთი სასულიერო პირების რაოდენობა ლიდან ლამდე კლებულობს და ინა პლანზე ისეთი სასულიერო პირები გამოდიან, რომელთაც ძნელად თუ ვუოდებთ სასულიერო პირებს, ისინი უფრო სერო პირები და პოლიტიკოსები არიან. კლესიაში ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს, რაც სააკშვილის დროს დაიყო და ამ ხელისუფლების პირობებში უფრო გაშლა ფრთები. ვენ გვახსოვს ციანიდის სკანდალი და ათასი სიბინძურე, რომელიც ხელოვნურად შქმნეს ეკლესიის რშმო. მიუხედავად ამათი მცდელობისა, ქართულ მართლადიდებულ ეკლესიას ვერასდროს დაეპატრონებიან. ზოგს ჰგონია, რომ ეკლესიას მართთავს, მაგრამ ასეთი ადამინები მეცდებიან, რადგან ქართულ ეკლესის მართავს მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე.

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, საერთაშორისო ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რის გამოც ის ბევრმა გააკრიტიკ..

ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის გამოირჩოდა თავისი კონსერვატიული შხედულებებით. ეს სიმართლე უნდა ვთვა. როდესაც მთავრობაში ვიყავი და მიევდა ბრძოლა ეკლესიის, პატრიარქის, ტრადიციული ღირებულებების დასაცავად ქართულ ოცნებსთან შემავალ სუბიექტებთან, ღარიბაშვილი მუდამ ჩემი მხარდამერი იყო. თუმცაძალიან აქტიურად ვერ მიერდა მარს. ღარიბაშვილი ტრდიციონალისტ, ქართული იდეების მატრებელი და მისი ოჯახიც ამის ნათელი დასტურია. მისი გამოსვლა უნგრეთში იყო მისაღები. ხელისუფლებაში 10% მაინც ეროვნული ღირებულების მატარებელი ხალხია. მცა,90% საინააღმდეგო პოზიციაზეა და ეს 10% იმ 90%–ს ვერ გადაონის. სენი არიან ადამიანები, რომლებიც პაიას და მმართთველ გუნდს მართავენ. მეორე კიდევ, მე მაინც განვასხვავებდი. კონსერვატიზმი არის სხვა და სხვაგვარი. უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქორ ორბანი არ არის ჩემთვის კონსერვატორი. ორბანი იყო მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამერი, ზურაბ ადეიშვილს დიდხანს ინახავდა უნგრეთში და სხვათაშორის, ორბანი იყო ბოლო სახელმიფო ლიდერი, რომელიც 2012 ელს თბილისში ჩამოვიდა და სააკაშვილსა და ნაცმოძრაობას მხარდაერა გამოუცხდა. როგორი კონსევატორია ულტრალიბერალური პარტიისა და ლიდერის ქტიური მხარდაერი ორბანი? ჩემთვის მისაბაძია ბრიტანეთის კონსერვატიული პტიააგრეთვე დიდი სიმპათიით ვუყურებ ამერიკის რესპუბლიკურ პარტისსადაც საკმაოდ ძლიერი კონსერვატორი პოლიტიკოსები რიან თავმოყრილნი. ევროპაშიც არიან კონსრვატორები, ნამდვილი კონსერვატორები და ისეთებიც, თავს კონსერვატორებს ოდებენ და რუსეთის საქმის გამკეთებლები. რუსეთს აქვს იმის ბერკეტები, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ჰყავდეს თავისთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მის ინტერსებს ატრებენ. ამიტომ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთთისგან ეშმარიი კონსრვტიზმი ა პრორუსულობა. თუკი ვინმეს უნდა, რომ მარიტი კონსერვატიზმის გზით იაროს, მაშინ ის უნდა გაემიჯნოს რუსეთის ინტერესებს, რუსეთის სქმე არ უნდა აკეთოს კონსერვტორის სახელს ამოფარებულმა. ასეთი ოდიოზური ფიგურები, ჩემთვის გარკვეულილად ბუნდოვან არმონაქმნებს არმოადგენენ. ჩვენთანაც არიან.. როგორიც ევროპაში ორანია, რომ დაახლოებით იგივე ჩვენთან არის აგალითად, გურამ ფალავანდიშვილი. ოდიოზური ფიგურა არის ის, შძლება ასე ითქვას. მე არ ვიცი ახლამე რ მინდ, რომ ლიან კრიტიკული გამოვდგე მასთან მიმართებაში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს ასე რის.

კიევი უპილოტო თვითმფრინავებით დაიბომბა – BBC

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ღამით, უპილოტო თვითმფრინავებით, მასიური თავდასხმა განახორციელა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განცხადებით მოქალაქე მაშინ დაიღუპა როცა ადამიანი დაიღუპა, როდესაც თვითმფრინავის ნამსხვრევები ბენზინგასამართ სადგურთან დაეცა. დაშავებულია ერთი ქალიც. მთლიანობაში, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის სამიზნეებზე რეკორდული 54 ეგრეთ წოდებული კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა, რომელთაგან 52 ჩამოაგდეს.

Neuralink-მა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდისთვის ნებართვა მიიღო

ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ტვინის ჩიპის ადამიანებზე გამოცდისთვის აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) ნებართვა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ FDA-გან პირველი კლინიკური კვლევის ჩატარების ნებართვა მოვიპოვეთ. ეს, სააგენტოსთან თანამშრომლობით, Neuralink-ის გუნდის გასაოცარი მუშაობის შედეგია და წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს, რომელიც ერთ დღეს ჩვენს ტექნოლოგიას უამრავი ადამიანის დახმარების საშუალებას მისცემს“, – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასკი Neuralink-ის მიერ ნებართვის მიღებას ტვიტით გამოეხმაურა და კომპანიაში მომუშავეთა გუნდს წარმატება მიულოცა. ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა

დღეს წმინდანების მეფე მირიანის და დედოფალი ნანას ხსენების დღეა

წმინდა მირიან მეფე და წმინდა ნანა დედოფალი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მეფე მირიანი 7 წლისა იყო როცა ტახტზე ავიდა. 15 წლისამ კი ცოლად ნანა დედოფალი მოიყვანა. მეფე მირიანი ძალიან განსწავლული ყოფილა და ქვეყნის სიყვარულისა და თავდადების გამო, ხალხიც დიდად აფასებდა და სიყვარულით პასუხობდა. ამ დროს ქართველები ჯერ ქრისტიანები არ იყვნენ და მეფეც და ხალხიც სხვადასხვა კერპებს სცემდნენ თაყვანს. განსაკუთრებით კი არმაზის კერპს მიაგებდნენ პატივს, არმაზი მთაზე აღმართული უზარმაზარი სპილენძის ქანდაკება იყო, მას ტანთ ოქროს ჯაჭვის პერანგი ემოსა, თვალების ადგილას კი მწვანე ზურმუხტი და წითელი ბერილის თვლები ჰქონდა ჩასმული. ხელში ბასრი და ელვარე ხმალი ეპყრა, იმის ნიშნად, რომ თუკი ვინმე შეეხებოდა მყისვე განგმირავდა. მეფე მირიანიც იმ დროისთვის არმაზის კერპს სთხოვდა დახმარებას, და სანაცვლოდ მსხვერპლს სწირავდა ხოლმე. იმართებოდა მდიდრული რიტუალები კერპის გულის მოსაგებად. ეს იყო დრო, როცა კაპადოკიელი წმინდა ნინო მცხეთაში ჩამოვიდა რათა დაერწმუნებინა ერი და მეფე ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებაში. ეს ამბავი კი, როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, სასწაულებთან ყოფილა დაკავშირებული. სწორედ სასწაულმა გაუნათა გონება მეფე მირიანს. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთხელ ნანა დედოფალი მძიმედ ავად გამხდარა. მისი განკურნება ვერავინ შესძლო, როცა ყველას იმედი გადაეწურა და დედოფალი სიკვდილისთვის იყო განწირული, დახმარებისთვის წმინდა ნინოს მიმართეს. ნინომ ყველასთვის მოულოდნელად დედოფალი სასწაულებრივად განკურნა. მეფე ამ ამბით შეფიქრიანდა, ალბათ პირველად შეეპარა ეჭვი საკუთარ რწმენაში და ნინოს ღმერთის ძლიერებაზე ჩაფიქრდა. თუმცა დედოფლის განკურნება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეფე მირაინს თავის რწმენა დაეტოვებინა. დედოფალი კი განკურნების დღიდან გვერდიდან არ მოშორებია ნინოს. მეფესაც დაუღალავად შეაგონებდა ქრისტიანობა ერწმუნა, თუმცა ამაოდ. მირიან მეფეს სასწაული საკუთარი თვალით უნდა ენახა, რომ ერწმუნა. ერთ დღეს 323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს, მეფე მირიანი ამალასთან ერთად სანადიროდ წავიდა მუხრანისკენ. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ყველა ქრისტიანი, მათ შორის, ნანა დედოფალიც, თუ ის არ უარყოფდა ქრისტეს რჯულს. თხოთის მთაზე ასულ მეფეს ზუსტად შუადღეს მზე დაუბნელდა, ირგვლივ უკუნი ჩამოწვა. მირიანი ვერაფერს ხედავდა. შეშინებული მეფე მუხლებზე დაეცა და საკუთარ კერპებს დახმარება შესთხოვა. სინათლე არსაიდან ჩანდა. სასოწარკვეთილ მირიანს ნინოს ღმერთი გაახსენდა. მას გულით შესთხოვა უკუნიდან გამოეხსნა და დაჰპირდა, რომ მის რჯულზე მოექცეოდა, სამუდამოდ თაყვანს სცემდა ჯვარს და სალოცავებს ააშენებდა. დაასრულა თუ არა მირიანმა პირველი ლოცვა, მოხდა სასწაული, სიბნელე გაიფანტა და ირგვლივ ყველაფერი განათდა. გახარებული მეფე უკან დაბრუნდა, ნანა დედოფალს მიეგება და 50 მხლებელთან ერთად ნინოსკენ გასწია. წმინდა ნინომ სიხარულით მიიღო მეფე, მოისმინა მისი მონათხრობი და უფლის თაყვანისცემა ასწავლა. ამ დროს ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იყო გამოცხადებული. მირაინმა სწორედ ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს სთხოვა საქართველოში ქრისტიანი მღვდელთმსახურები გამოეგზავნა რათა მის სამშობლოშიც მონათლულიყო ხალხი. უამრავი ადამიანი მოგროვდა ქრისტეს რჯულზე მოსანათლად. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წმინდა ნინოს გარდაცვალების შემდეგ, მირიანმა მაყვლოვანში, ნინოს საცხოვრებელ ადგილას ეკლესია ააშენა, იმ ადგილას, კი სადაც ახლა მცხეთის ჯვარი დგას, ხის ჯვარი აღმართა. ჯვარი დადგა თხოთის მთაზეც, იქ, სადაც სასწაული გადახდა თავს. მის სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის პირველი ეკლესიის მშენებლობაც და ლეგენდაც სასწაულმოქმედი სვეტის შესახებ. მეფე მირიანი მისი ანდერძის შესაბამისად, სამთავროს ეზოში დაკრძალეს. საქართველოს ეკლესიამ მირიანი და ნანა წმინდანად შერაცხა, როგორც პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი, რომელთა გადაწყვეტილებამაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის მომავალი.

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნება და საღამოს, 17:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი.

მეორე ტურში კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.

ხმის მისაცემად რეგისტრირებულია 64,1 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 1,92 მილიონზე მეტმა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე უკვე მისცა ხმა.