Home Blog Page 1902

აკაკი წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

აკაკი წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტილ მხარეს შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები და ჭები მოყვანილია ნიშნულზე.

„ამჟამად, ტროტუარებზე საჰაერო კაბელების მიწისქვეშ გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი.

გამზირის საპირისპირო მხარეს, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ძველი სავალი ნაწილის მოფრეზვა მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2024 წლის იანვარში დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, რას აკეთებენ, რა მიზანს ემსახურებიან ისინი -არჩილ თალაკვაძე

პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, რას აკეთებენ ისინი და რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი, – ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ USAID-ის და სოროსის ფონდის მიერ კანონდამრღვევთა დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ „მაშინ ეს გამოხატვის თავისუფლებად მონათლეს, ეს კამპანია გრძელდება.სწორედ ამაზე ვსაუბრობდით თვეების წინ, რომ პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა თუ რას აკეთებენ ისინი და რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი. ვნახეთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია იმ აგრესიული და ძალადობაში ჩართული ადამიანების დასაცავად, მათ წარმოსაჩენად გმირებად, ვინც საკუთარი თანამოქალაქეების, პოლიციელების დაწვა სცადა, ცეცხლი წაუკიდა ადამიანებს, ეს მაშინ გამოხატვის თავისუფლებად მონათლეს. ეს კამპანია არ შეწყვეტილა, გრძელდება.

რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყანაში ძალები, რომლებიც ყველა ადამიანს, მათ შორის მათ, ვისაც გულწრფელი პროტესტი შეიძლება ჰქონდეს, მაქსიმალურად გამოიყენებენ დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ამიტომ საჭიროა და მოველით მეტ გამჭვირვალობას, მოველით თანამშრომლობასთან ერთად ანგარიშვალდებულებასაც და მოველით, რომ რა დამოკიდებულებაც ჩვენ გვაქვს ამ თანამშრომლობის ფარგლებში, იგივე პრინციპებს სცეს პატივი ყველა მხარემ. ეს არის საქართველოს ინტერესებში, ეს არის ჩვენი საზოგადოების ინტერესებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება

რეკორდულად მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებების პერიოდი, როგორც ჩანს, მართლაც გასულია. ამასთან, თიბისი კაპიტალის ინარჩუნებს შეფასებას, რომ ადგილი უფრო ნორმალიზებას აქვს, ვიდრე ვარდნას. კერძოდ, საქონლით ექსპორტ-იმპორტის, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებელის მშპ-თან ფარდობა მართალია შემცირებულია, თუმცა, წინა წლების გადასახედიდან, კვლავ მაღალ დონეზეა.

სხვა უახლესი მაკროეკონომიკური პარამეტრების მხრივ, საყურადღებოა, რომ 17 ოქტომბრის მდგომარეობით, თიბისის არხებით საბარათე ანგარიშსწორებაზე დაყრდნობით, უკვე გამოიკვეთა ისრაელიდან ტურისტული შემოდინებების შემცირება. თუმცა, ამავე პერიოდში, ჯამური ტურისტული შემოდინებები, სექტემბერთან შედარებით სეზონურობის გათვალისწინებით, პირიქით მზარდია. ისრაელიდან გზავნილების მხრივ, როგორც მოსალოდნელი იყო, ნეგატიური ტენდენცია საერთოდ არ იკვეთება. ამასთან, ზომიერი შემცირება ჩანს მიგრაციის კუთხით, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისობაშია.

გასული კვირა, ასევე საყურადღებო იყო სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების კუთხითაც. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში არაერთ შემთხვევაში შემოსავალი უცხოურ ვალუტაშია, სავალუტო დაკრედიტების შეზღუდვის 300 000 ლარამდე ზრდასთან ერთად, ე.წ. ჰეჯირებული მსესხებლებისათვის შესაბამის ვალუტაში სესხის აღების შესაძლებლობა მარეგულირებელ ჩარჩოს უფრო მორგებულს ხდის, რადგანაც ასეთ შემთხვევებში ლარში სესხი არა მხოლოდ უფრო ძვირი, არამედ უფრო რისკიანიცაა.

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

 

“არ მესმის, 1%-იანი გახარია რატომ უნდა იყოს საინტერესო”-კახა კალაძე

არ მესმის, 1%-იანი გახარია რატომ უნდა იყოს საინტერესო. არ არის საინტერესო 1%-იან პარტიაზე გავაკეთო კომენტარი – ყველაფერი იდეალურად იქნება, 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორც შეაფასებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას, რომ საარჩევნოდ თანამშრომლობის საკითხზე მათი პარტიის ლიდერებს მოლაპარაკებები აქვთ ყოფილ მინისტრებსა და დეპუტატებთან, რომელთა შორისაც არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებიც.

„არ მესმის, 1%-იანი გახარია, რატომ უნდა იყოს საინტერესო. არ არის საინტერესო 1%-იან პარტიაზე გავაკეთო კომენტარი. ყველაფერი იდეალურად იქნება, „ქართული ოცნება“ 2024 წელს აუცილებლად გაიმარჯვებს, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და ჩემი სიტყვები. ასეთი მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც”, – აღნიშნა კალაძემ.

“საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად ვაღიარებთ, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება”- ოლაფ შოლცი

ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების კატეგორიას მივაკუთვნებთ. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და სურს, ქვეყანაში წესების დარღვევით დარჩენის ფაქტები შეამციროს.

“გვსურს, შევამციროთ აქ წესების დარღვევით დარჩენის სტიმული. თუ გერმანიის ფედერალური მიწები განაცხადებენ, რომ მათ სურთ თანხის სანაცვლოდ სოციალური დახმარების ნატურალური ფორმით გაწევა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუ მათ სურთ სადებეტო ბარათების შემოღება თავშესაფრის მაძიებლებისთვის (ნაღდი ფულის ნაცვლად, რომელსაც სახლში რიცხავენ ან კონტრაბანდისტებს უხდიან), ჩვენ ამასაც მხარს დავუჭერთ. მეტიც, სწორად მივიჩნევთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების გახსნას”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს საკმარისი იქნება გერმანიაში ჩასული ადამიანების რაოდენობის საგრძნობლად შესამცირებლად, ოლაფ შოლცმა უპასუხა:

“როგორც ვთქვი, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ზომების პაკეტით და მე ჯერ კიდევ არ მიხსენებია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ საბოლოოდ უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს. ისინი, ვინც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ გერმანიაში დარჩენის ნებართვას, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაცვის საჭიროება, უნდა დაბრუნდნენ. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის განცხადებები და პირველადი გასაუბრება უნდა ჩატარდეს თავდაპირველ მიმღებ დაწესებულებაში. სასამართლო პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე თავდაპირველი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ოთხი თვის შემდეგ, ხოლო ზოგში ამას 39 თვე სჭირდება. ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა განვახორციელოთ დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო სწრაფად“.

ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია -კახა კალაძე

ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, დიდი ხანია, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მიმდინარეობს.

„ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა. ძალიან კარგად იცის, რომ ლევან ხაბეიშვილი მარტო არ მოქმედებდა, ასევე ვინ იდგა მის უკან. როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, სააკაშვილი რატომ არ ახსენდება, თუ მართლაც სწორად ფიქრობს და სწორი დამოკიდებულება აქვთ?

დიდი ხანია, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა. ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ ხაბეიშვილი გამოაგდებდა მელიას, ამის შემდეგ ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. გამზადებული ჰყავდათ მელია, რომ პარტიიდან გამოერიცხათ, ამ შემთხვევაში მან დასწრება გადაწყვიტა. ჩვენ ვთქვით, რომ არ უნდა იყო საინტერესო რა და როგორ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – აღნიშნა მერმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია კვლავ საუბრობს პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე და აცხადებს, რომ არ და ვერ იქნება იქ, “სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

 

“ჩვენ გვაქვს ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში” – რობინ დანიგანი

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, განიხილეს გზები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

 

„კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით. მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გავაგრძელებთ აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა ელჩმა, რომლის კომენტარს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს და ამით მწარედ დამარცხდება რადიკალური ოპოზიცია -დავით მათიკაშვილი

კანდიდატის სტატუსს რომ მივიღებთ, ეს იქნება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის უმძიმესი მარცხი და ქართული სახელმწიფოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, შარშანდელი გადაწყვეტილებით, რომლითაც სტატუსი არ მიენიჭა ქვეყანას, ევროკავშირმა გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

„რადიკალური ოპოზიციის მიზნები არ არის კანდიდატის სტატუსის მიღება. მათი მიზანია ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა, რისთვისაც უნდა გამოიყენონ ის ფაქტი, რომ არ მოგვცენ სტატუსი. იმიტომ იყო, რომ წელიწადზე მეტია ყველა ნაბიჯს დგამენ, ევროპის დედაქალაქების მოვლის ჩათვლით, ანტიქართულ პროპაგანდას აწარმოებენ მთელს მსოფლიოში, რომ სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ და არჩევნებამდე მოახდინონ არალეგალურად, არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლა.

რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ველოდებით ევროკავშირისგან სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. იმედით ვუყურებთ მომავალს. გვჯერა, ევროკავშირი ამ კუთხით მეტ შეცდომას აღარ დაუშვებს – გეოპოლიტიკურ შეცდომას. სწორედ ასეთი იყო ერთი წლის წინ სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის. დღეს იქნება სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს და ამით მწარედ დამარცხდება რადიკალური ოპოზიცია,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 146 -ე საქველმოქმედო აქცია სიღნაღში ჩაატარა

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 146-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარა. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 59 -მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 22 ვეტერანი, ხოლო 37_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; განხორციელდა 97 ვიზიტი;

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი, თამაზ კალატოზიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გოჩა ვარდიაშვილი და მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, ლია ბაკაშვილი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს, მემორანდუმი, კვლავ 5 წლით გაგრძელდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 146 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 940 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“ვინ დაუფარა ჯარიმები, საკმაოდ დიდი თანხა, აქციებზე დაჯარიმებულ რადიკალებს?” – ზაალ ანჯაფარიძე

ვინ დაუფარა ჯარიმები აქციებზე დაჯარიმებულ რადიკალებს? საკმაოდ დიდი თანხა!
მე ვხვდები ვინც და იმედია თქვენც ხვდებით, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ექსპერტი განმარტავს, ჯარიმების დაფარვის მიზანია, აღნიშნულ პირებს სტიმული მიეცეთ და კიდევ უფრო აგრესიულად იმოქმედონ.

„ვინ დაუფარა ჯარიმები აქციებზე დაჯარიმებულ რადიკალებს? საკმაოდ დიდი თანხა!
მე ვხვდები ვინც და იმედია თქვენც ხვდებით.
მიზანი – სტიმული, კიდევ უფრო აგრესიულად იმოქმედონ, ნუ შეგეშინდებათ ჯარიმების, დაგიფარავთ ბიჭებო და გოგოებო, თქვენ ოღონდ მიაწექითო.
როგორც უკვე ვთქვი დაწყებული პროცესი მიდის, დაწერილი სცენარის შესრულების რეპეტიცია მიმდინარეობს.“ – წერს ანჯაფარიძე ,

“საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებს მივაკუთვნებთ, ორივეს ევროკავშირის წევრობა სურს, მიზანშეწონილი არ არის ვარაუდი, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება”- ოლაფ შოლცი

ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებს მივაკუთვნებთ. ორივე მათგანს ევროკავშირის წევრობა სურს, ამიტომაც მიზანშეწონილი არ არის, ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა,  რომლის თარგმანსაც 1tv.ge ავრცელებს.

კითხვაზე, უნდა აქცევდეს თუ არა გერმანია მეტ ყურადღებას იმას, ვინ შემოდის ქვეყანაში და ვის აძლევენ დარჩენის უფლებას, გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ ისინი უკვე დიდი ხანია, ამას აკეთებენ, თუმცა ახლა უფრო ზუსტ დიფერენცირებას განახორციელებენ.

„ერთი მხრივ, ხდება სამუშაო ძალის იმიგრირება, რომელიც გვჭირდება. არიან ისინიც, ვინც თავშესაფარს ეძებენ, რადგან ისინი პოლიტიკური დევნის სამიზნე არიან. მეორე მხრივ კი, ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვინც არ მიეკუთვნებიან ამ რომელიმე ჯგუფს, დარჩენას ვერ შეძლებენ. სწორედ ამიტომ ვზღუდავთ უკანონო მიგრაციას გერმანიაში. ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კითხვაზე, როგორ აპირებს ამ რიცხვის შემცირებას, კანცლერი აღნიშნავს: „ზომების ახალი პაკეტის საშუალებით. ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებს მივაკუთვნებთ. ორივე მათგანს ევროკავშირის წევრობა სურს, ამიტომაც მიზანშეწონილი არ არის, ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება. ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა ნაკლებმა შეძლოს ევროპაში შემოსვლა. ჩვენ ევროკავშირში შევთანხმდით ახალ სოლიდარობის მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველივე ქვეყანაში, რომელშიც შევლენ, გერმანიაში გაშვების ნაცვლად. სანაცვლოდ, ისინი სამართლიანად გადანაწილდებიან მთელ ევროპაში. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო თვეებში ევროპარლამენი დაამტკიცებს ამ მექანიზმს“.

კანცლერის თქმით, გერმანიამ შემოიღო მკაცრი კონტროლი მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებზე, რის შესახებაც ინფორმირებულია ბრიუსელი.

„გვსურს, შევამციროთ აქ უკანონოდ დარჩენისთვის სტიმული. თუ გერმანიის ფედერალურ მიწებზე განაცხადებენ, რომ მათ სურთ თანხის სანაცვლოდ სოციალური დახმარების ნატურალური სახით გაწევა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუ მათ სურთ სადებეტო ბარათების შემოღება თავშესაფრის მაძიებლებისთვის (ნაღდი ფულის ნაცვლად, რომელსაც სახლში რიცხავენ ან კონტრაბანდისტებს უხდიან), ჩვენ ამასაც მხარს დავუჭერთ. მეტიც, სწორად მივიჩნევთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების გახსნას“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ მასშტაბური დეპორტაცია უნდა განახორციელონ მათ მიმართ, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს.

„ისინი, ვისაც გერმანიაში დარჩენის ნებართვას სავარაუდოდ არ მიანიჭებენ, რადგან არ, ვერ დაადასტურებენ დაცვის საჭიროებას, უნდა დაბრუნდნენ. ამის რეალიზაციისთვის, ჩვენი სახელმწიფო ორგანოები ხელმისაწვდომი უნდა იყვნენ უწყვეტად, რათა ის პირი, რომელსაც ფედერალური პოლიცია დააპატიმრებს, რეალურად დეპორტირებულ იქნას. ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ საიმიგრაციო ოფისის გაციფრულება – ქაღალდის ერა უნდა დასრულდეს. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის მინიჭებაზე განცხადებები და პირველადი გასაუბრებები მიღების პუნქტებშივე ხორციელდებოდეს. სასამართლო განხილვებიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე პირველადი დადგენილებები ოთხი თვის შემდეგ მოდის, სხვაგან კი, ამას 39 თვე სჭირდება. ეს დაუშვებელია. ჩვენ უფრო ხშირად და სწრაფად უნდა განვახორცილოთ დეპორტაციები“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

“თბილისში საცხოვრებელი ბინები 5.2%-ით, ხოლო კერძო სახლები 6.2%-ით გაძვირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი ბინები 5.2%-ით, ხოლო კერძო სახლები 6.2%-ით გაძვირდა.

მათივე ცნობით, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების, ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 15.7%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4%-ით.

„2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 35.9 პროცენტით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2 პროცენტი).

2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების, ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 15.7 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4 პროცენტით,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.