Home Blog Page 1899

საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, შეთანხმების თანახმად, ავია საწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე.

დოკუმენტის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავია გადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და სხვა.

მისივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას.

თბილისის მერიამ საახალწლო სოფლის პროგრამა წარადგინა

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრამდე ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღსა და მიმდებარე ქუჩებზე საახალწლო სოფელი იფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი გასართობი და კულტურული აქტივობები: გამოფენა-გაყიდვა „საშობაო ბაზარი“, გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, „საახალწლო ქალაქის“ პავილიონი, სახელოსნო და თეატრი, ყინულის საციგურაო მოედანი, თეატრალიზებული მსვლელობები და წარმოდგენები, თემატური ფოტოზონები, საბავშვო ვორქშოფები და ა.შ. პატარებს თოვლის ბაბუა, ელფები და გასართობი ზონა დედაენის ბაღში დახვდებათ.

ყოველდღიურად, 12:00-დან 22:00 საათამდე საახალწლო სოფლის ტერიტორიაზე გაიმართება ილუზიონისტების შოუ, თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი, გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი, თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა, მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი და ა.შ. საღამოობით გაიმართება სხვადასხვა ბენდების, ვოკალისტების, ჯგუფებისა და ანსამბლების კონცერტები, რის შემდეგაც საახალწლო სოფლის სტუმრების წინაშე წარდგება DJ ელექტრონული მუსიკით.

16 დეკემბერი

  • 12:00 – 12:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 15:30-16:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 14:00 – 20:00 საციგურაო წარმოდგენა – ხაზინის ქუჩა
  • 19:00- 20:00 SALIO – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-21:00 სტეფანე – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

17 დეკემბერი

  • 12:00 – 12:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 15:30-16:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 14:00- 20:00 საციგურაო წარმოდგენა – ხაზინის ქუჩა
  • 18:00-19:30 ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-21:00 ღამის შოუს ბენდი – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

18 დეკემბერი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 18:00-19:00 ელისბენდი – ფურცელაძის ქუჩა
  • 19:00-21:00 ეთნომუსიკის საღამო – ჯგუფი „ეგარი“, ჯგუფი „ბანი“, ჯგუფი „ჩვენებურები“, ჯგუფი „გორდელა“, ჯგუფი „ურსა“, ჯგუფი „დიდგორი“, ჯგუფი „ბასიანი“, ჯგუფი „შავნაბადა“ – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

19 დეკემბერი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 19:00-20:30 „ერისიონი“ – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

20 დეკემბერი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდი ფხოვის ქუჩა
  • 18:00-19:00 „სინთეზი“ – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-22:00 ახალი წლის მოლოდინში – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

21 დეკემბერი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 20:00-21:45 ჯგუფი „უსახელოური“ – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-21:00 ლელა წურწუმია და ბენდი „ნონ-სტოპი“ – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

22 დეკემბერი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 18:00-19:00 ოჩოს ქოხი – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-21:00 რეზო და ბავშვების ბენდი – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

23 დეკემბერი

  • 12:00 – 12:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 15:30-16:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 19:00-20:30 დათო ევგენიძის ბენდი მეგობრებთან ერთად – ფურცელაძის ქუჩა
  • 21:00-22:00 Killages – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

24 დეკემბერი

  • 12:00 – 12:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 15:30-16:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 20:00-21:15 ჯგუფი „არა“ – ათონელის ქუჩა
  • 22:00 -23:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

25 დეკემბერი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 20:00-21:15 The New One – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

26 დეკემბერი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 18:00-19:30 ნათია დუმბაძე და ბენდი – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-21:00 თბილისის ბიგ-ბენდი – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

27 დეკემბერი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 21:00-22:00 „თამადა“ – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

28 დეკემბერი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 18:00-19:00 მაგდა ვასაძე და ჯემსეიშენი – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-21:00 გაგა ფრანი და ჯგუფი „რეგიონი“ – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

29 დეკემბერი

  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 19:00-20:00 ოთო ნემსაძე – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:30-21:30 4D Monsters Lobsters – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

30 დეკემბერი

  • 12:00 – 12:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 15:30-16:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 20:00-21:30 დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ – ფურცელაძის ქუჩა
  • 18:00-19:00 LUA – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

31 დეკემბერი

  • 12:00 – 12:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 15:30-16:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-20:00 ელექტრონული მუსიკა (DJ) – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

1-ელი იანვარი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 19:00-20:00 Goofy Land – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

2 იანვარი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-17:30 FE PROJECT – ფურცელაძის ქუჩა
  • 18:00-19:00 ზუკა ხუციშვილი და ბენდი – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-22:00 ბედობის კონცერტი – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

3 იანვარი

  • 14:00 – 14:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 19:00-22:00 ქართველი საესტრადო შემსრულებლების კონცერტი – ათონელის ქუჩა
  • 20:00-21:00 Circus Mircus – ფურცელაძის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

4 იანვარი

  • 14:00 – 14:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 17:00-18:00 „ნალი ბენდი“ – ათონელის ქუჩა
  • 18:00-19:00 On the road – ა.ფურცელაძის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

5 იანვარი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 19:00-22:00 ქართველი საესტრადო შემსრულებლების კონცერტი – ათონელის ქუჩა
  • 21:00-22:00 ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე – ფურცელაძის ქუჩა
  • 22:00 -23:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

6 იანვარი

  • 12:00 – 12:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 15:30-16:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 18:00-19:00 ANIKY – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-22:00 „ალილო“, „ჰერიო“, „თეატრალურის კვარტეტი“ – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

7 იანვარი

  • 12:00 – 12:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 15:30-16:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 18:00-19:30 ერეკლე დეისაძის ბენდი და მეგობრები – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-22:00 „შობის ღამე თბილისში“ – საახალწლო სოფლის დახურვა – თონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

,,გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, მაგრამ ახლა გეოპოლიტიკური ვითარებაა გასათვალისწინებელი” – შარლ მიშელი

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ევროპული საბჭოს სხდომა იქნება რთული, მაგრამ მე არ ვნებდები, ბევრს ვიმუშავებთ, მე ყველა მხარის კოლექტიური პასუხისმგებლობის შეგრძნების იმედი მაქვს, რომ გავხდეთ უფრო ძლიერები, დავიცვათ ფუნდამენტური ინტერესები, – ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, 14-15 დეკემბერს დაგეგმილი სხდომა იქნება კომპლექსური შეხვედრა და მნიშვნელოვანი მომენტი ევროკავშირისთვის.

„დღეს შევხვდები ვიქტორ ორბანს. თქვენ იცით, რომ მე ვმუშაობ დღე და ღამე, რომ მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილებები, რადგან დღის წესრიგის საკითხები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ევროკავშირის პოლიტიკური პროექტის მომავლისთვის. ამიტომ, აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება, ყველა მგრძობიარე საკითხის და წუხილის გათვალისწინება, მაგრამ ამასთან, უნდა ვიყოთ ერთიანები და გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გაფართოების სფეროში.

გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. სწრედ ამას ავუხსნით დღეს ჩვენს მეგობრებს დასავლეთ ბალკანეთიდან, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება უნდა იყოს გათვალისწინებული. თქვენი იცით ჩემი პირადი შეხედულება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გაფართოებისთვის 2030 წლისთვის. ეს არის მკაფიო ამბიცია და ეს მოითხოვს ბევრ ძალისხმევას ორივე მხარეს.

ევროკავშირში არსებობს ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში. ზოგიერთი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია ერთსულოვნება. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ შეთანხმებებს, როდესაც ვცემთ პატივს კანონის უზენაესობას. შეიძლება, ვიდებატოთ იმის შესახებ, რომ ერთ დღეს შეიძლება, მოვახდინოთ გადაწყვეტილების მიღების წესის ადაპტაცია. ეს დებატი ჩვენ წამოვიწყეთ ლიდერებთან, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ვიყოთ ევროპის ერთიანობის დამცველები. ეს არის ევროპული საბჭოს როლი. ეს ნიშნავს, რომ როდესაც არის განსხვავებული მოსაზრებები, მნიშვნელოვანია, ყველას ვცეთ პატივი, ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამ უთანხმოების დაძლევა და ერთიანი პოზიცია. ჩვენ ძლიერები ვართ, როცა ერთიანები ვართ. არ წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ ეს საბჭოს სხდომა იქნება რთული, მაგრამ მე არ ვნებდები, ბევრს ვიმუშავებთ და მე ყველა მხარის კოლექტიური პასუხისმგებლობის შეგრძნების იმედი მაქვს, რომ ჩვენ უფრო ძლიერები და გავლენიანები გავხდეთ, რომ დავიცვათ ფუნდამენტური ინტერესები ყველგან ევროკავშირში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

,,მასკარადში და სპექტაკლში, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი მთავარ როლს ასრულებს და რეჟისორიც თავად არ არის, მონაწილეობას არ მივიღებთ”- მდინარაძე

პრეზიდენტი რომ გქვია ფორმალურად თუნდაც, აი ამ ფონზე უფრო მეტი მტრობა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ რა შეიძლება ჩაიდინო, როდესაც კანდიდატის სტატუსს ელოდება შენი ქვეყანა, რეფორმები განხორციელებულია, ობიექტურად ეკუთვნის და შენ ამბობ რომ საქართველოს არც შარშან ეკუთვნოდა და არც წელს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მხოლოდ ფორმალურად ახორციელებთ რეკომენდაციებსო.

 

ამაზე დიდი მტრობა გახსენდებათ ვინმეს?, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, მასკარადში და სპექტაკლში, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი ასრულებს მთავარ როლს და რომელი სპექტაკლის რეჟისორიც თავად არ არის, მონაწილეობას არ მიიღებენ.

„სალომე ზურაბიშვილი არის ის „ლუზერი“ პოლიტიკოსი რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

ეს ასე რომც ყოფილიყო, შეიძლება მაინც ძალიან მტრული გამონათქვამი ყოფილიყო სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ეს ასე არ იყო და დღეს ევროპაში ყველა აღნიშნავს რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მხოლოდ მტრული და დამაზიანებელი იყო და მან ესეც არ იკმარა, უფრო დიდი მტრობა ის იყო რომ მან თქვა არათუ წელს არ იმსახურებს არამედ შარშანაც არ იმსახურებდა, ეს თქვა მან პირდაპირ.

შესაბამისად პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი მტრობდა შეგნებულად საქართველოს. წარმოუდგენელი ამბავია პრეზიდენტად წოდებულის მხრიდან ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩვენ მასკარადში და სპექტაკლში, რომელშიც ის ასრულებს მთავარ როლს, რომელი სპექტაკლის რეჟისორიც თავად არ არის თან, ამაში არ მივიღებთ მონაწილეობას.“

მდინარაძემ აღნიშნა, რომ რეჟისორებზე ხშირად უსვამენ კითხვას, თუმცა ამაზე საუბრისგან თავს შეიკავებს. „გარკვეულ უხერხულობას ვერიდებით ხოლმე. ამათ როგორც ასეთი აშშ უნდათ იყოს, აქვე დავაფიქსირებ ეს არ არის აშშ, ევროპა და ევროპის ქვეყნები, ეს უნდათ რომ გაყიდონ ასე, მაგრამ ვაფიქსირებ, რომ ჩვენ ამას არ ვგულისხმობთ.

გავა ბევრი დრო ამის შესახებ ბევრი საუბარი მოგვიწევს. დღეს ისე შეიცვალა წელიწად ნახევრის წინანდელთან შედარებით დრო, რომ თავად ამერიკელი პოლიტიკოსები საუბრობენ ამაზე ბევრს, ახლა რომ მმართველობაში არიან და ბევრი ისეთი ამბავი გავიგეთ მათი პირიდან, რაზეც ჩვენ რუსებს გვეძახდნენ ერთი წლის წინ. ვიღაცას წამოსცდა რომ ამერიკის ეკონომიკაზე ახდენდა დადებით გავლენას უკრაინის მოვლენები გარკვეულწილად, ეს ჩვენ არ გვითქვამს არცერთს ხომ ასე იყო და იმ ვიღაცას სოციალურ ქსელში მოღალატე ეძახეს, რუსეთის მონა, პუტინის მონა და სახელმწიფო მდივანი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინისათვის მიმართული დახმარების 90% ამერიკის ეკონომიკას ხმარდება.

სოციალურ ქსელში ადამიანი ცოცხლად მოკლეს შარშან, იმისათვის რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა წელს.

ეს არის სიმართლე, რომელიც აღიზიანებთ „ნაცებს“ ძალიან.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,საქართველო კარგად მიდის, საქართველოს აქვს წარმატება, საქართველო სწორ გზაზეა”- ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა.

„ჩემთვის, როგორც საგარეო პოლიტიკაში მომუშავე ადამიანისთვის, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ბევრი ადამიანის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ საქმე. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური საქმიანობის ადაპტირება, რათა ვიმუშაოთ უკეთესად 27-ზე მეტი წევრის პირობებში. ეს ჩვენი პრობლემაა. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება და შევასრულოთ შექმნილი მოლოდინები“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია და უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით.

„საქართველო კარგად მუშაობს, საქართველომ წარმატებას მიაღწია. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრაზე განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა.

ასევე მკაცრად მოთხოვნილ იქნა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

შეხვედრის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებსა და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე. ასევე, იმსჯელეს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებულ პრაქტიკასა და მისი მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრის საორიენტაციო თარიღად 2024 წლის 13 თებერვალი განისაზღვრა.

,,ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესის დასაწყებად 70 მილიონი ლარი მიიმართება”- ლაშა ხუციშვილი

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ანაკლიის პორტისა და აეროპორტების დაფინანსების მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულ მოცულობებზე. მისი თქმით, უშუალოდ 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი, რაც მოხმარდება წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის მზადებას, რაც პორტის მშენებლობის სამი ძირითადი კომპონენტიდან ერთ-ერთია, რომლის დაფინანსების ვალდებულებასაც სახელმწიფო აიღებს. როგორც მან აღნიშნა 2023 წელს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, გამოიყო 20 მილიონი ლარი და ჯამურად, მშენებლობის პროცესის დასაწყებად მიიმართება 70 მილიონი ლარი.

„ამასთან, უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებულია საერთაშორისო კონკურსი და მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევა. ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის სახელმწიფოსგან დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდება პროექტის განვითარების და ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აეროპორტების მიმართულებით 2024 წელს გათვალისწინებულია 67 მლნ ლარის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:

o ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დაწყება;

o დასრულდება თელავის აეროპორტის რეკონსტრუქცია;

o დასრულდება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება.

,,სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 000 დევნილი ოჯახის საცხოვრებლის მშენებლობა-შესყიდვა”- ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს დაიწყო 7 000 ბინაზე გათვლილი დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. მისი თქმით, დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს გაორმაგდა და შეადგენს 230 მილიონ ლარს.

„გაზრდილი დაფინანსება შენარჩუნებულია 2024 წელსაც. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, გრძელდება „სოფლად სახლის“ პროგრამით იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სახლების შესყიდვა. ჯამში, სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 000 დევნილი ოჯახის საცხოვრებლის მშენებლობა/შესყიდვა. ეკომიგრანტთა მხარდაჭერის მიზნით, გამოყოფილი იყო 8,0 მლნ ლარი, თუმცა ამ პროგრამას დაემატა 15 მილიონი ლარი. დამატებული თანხა მიიმართება მიმდინარე წელს გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული იმ ოჯახების კომპენსაციებზე, რომელთაც დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები და ეს სახლები არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. როგორც იცით, ამავე საჭიროებისთვის წელს უკვე გამოვყავით 15 მილიონი ლარი და ჯამურად აღნიშნული დაფინანსება სრულად მოაგვარებს არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

,,იძახონ ახლა: „რუსები, რუსები“. ჩვენ აქეთ მივდივართ და ახლა მოსკოვის გავლით ევროპაში ვერ შეხვალ, გამორიცხული ამბავია“- მდინარაძე

მოდით, შედეგებით ვილაპარაკოთ. ისტორიაში დარჩება, ვის დროს, როგორ რა შედეგები დაიდო, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გაიხსენა „ოცნების“ მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე.

ვიზალიბერალიზაცია როდის მივიღეთ? როდის მივიღეთ კანდიდატის სტატუსი? როდის გაიცა დადებითი რეკომენდაცია? ასოცირების რეკომენდაციას როდის მოეწერა ხელი? ეს არის კონკრეტული შედეგები, რომლებიც იყო შეფასება და დაფასება ყოველი ეტაპის შემდეგ და ასე გაგრძელდება. იძახონ ახლა: „რუსები, რუსები“. ჩვენ აქეთ მივდივართ და ახლა მოსკოვის გავლით ევროპაში ვერ შეხვალ, გამორიცხული ამბავია“, – განაცხადა მდინარაძემ.

,,დღეს პრემიერმა წერილით მიმართა ყველა მონაწილე ქვეყანას, რომელთა ხმა ოქროს ფასია”- დიმიტრი ხუნდაძე

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. დღეს, პრემიერმა წერილით მიმართა ყველა მონაწილე ქვეყანას, რომელთა ხმა ოქროს ფასია. ჩვენ არცერთ ქვეყანასთან პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინასთან მიმართებაში იქნება სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„შარშან, საქართველო ჩამოაცილეს იმ სამეულს (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო), რომელიც იყო დროებითი და უსამართლო, მაგრამ ჩვენ ახლა ისევ ამ სამეულში ვართ. ახლა ოპოზიცია ცდილობს, რომ ერთად შეფუთოს, რომ თითქოს ეს სამეული იმდაგვარია, რომ თუ უკრაინა ვერ მიიღებს, მაშინ ჩვენც ისევ კანდიდატის სტატუსის გარეშე დავრჩებით, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ თავისი პოზიცია, მათ აქვთ თავისი საფუძველი, თავისი ინტერესები და პრინციპული მოთხოვნებიც და ამ თემებში ჩვენ თუ შევალთ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს − შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს − ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, ასევე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე წერილობით მიმართავს.

უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 468 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო – 99, 58-მა კი თავი შეიკავა.

გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გაფართოება არის ერთ-ერთი უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი ევროკავშირის განკარგულებაში და სტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.

„ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინასა და მოლდოვლს რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. გარკვეული რეფორმის ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მიესალმებიან მრავალი ქვეყნის ინტერესს და პოლიტიკურ ნებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ასევე მიესალმებიან სომხეთის მთავრობის სურვილს, დაუახლოვდეს ევროკავშირს.

ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირმა უნდა დაადგინოს მკაფიო ვადები, რათა კანდიდატმა ქვეყნებმა დაასრულონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე. ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ არ იქნება სწრაფი გზა გაწევრიანებისთვის და კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა შესრულდეს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატების მხრიდან.

რეზოლუცია ხაზს უსვამს გაფართოების პროცესის პარალელურად ევროკავშირის შიდა რეფორმების აუცილებლობას, რათა გაზარდოს ევროკავშირის შესაძლებლობები ახალი წევრების ეფექტური ინტეგრაციისთვის.

„საჭიროა ევროკავშირში გატარდეს შიდა რეფორმები, გაფართოების პროცესის პარალელურად”- ევროპარლამენტის რეზოლუცია

საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის შემოღება, რომელიც გამოყენებული იქნება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას და ასევე გაფართოების საკითხებთან მიმართებით, – ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 468-მა ევროპარლამენტარმა. 99 ევროდეპუტატი წინააღმდეგი იყო, 58-მა კი თავი შეიკავა.

„საჭიროა ევროკავშირში გატარდეს შიდა რეფორმები, გაფართოების პროცესის პარალელურად, რათა უზრუნველვყოთ ევროკავშირის მზადყოფნა ახალი წევრების ეფექტური ინტეგრაციისთვის. მათ შორის საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის შემოღება, რომელიც გამოყენებული იქნება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას და ასევე გაფართოების საკითხებთან მიმართებით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.