,,დღეს პრემიერმა წერილით მიმართა ყველა მონაწილე ქვეყანას, რომელთა ხმა ოქროს ფასია”- დიმიტრი ხუნდაძე

29
spot_img

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. დღეს, პრემიერმა წერილით მიმართა ყველა მონაწილე ქვეყანას, რომელთა ხმა ოქროს ფასია. ჩვენ არცერთ ქვეყანასთან პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინასთან მიმართებაში იქნება სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„შარშან, საქართველო ჩამოაცილეს იმ სამეულს (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო), რომელიც იყო დროებითი და უსამართლო, მაგრამ ჩვენ ახლა ისევ ამ სამეულში ვართ. ახლა ოპოზიცია ცდილობს, რომ ერთად შეფუთოს, რომ თითქოს ეს სამეული იმდაგვარია, რომ თუ უკრაინა ვერ მიიღებს, მაშინ ჩვენც ისევ კანდიდატის სტატუსის გარეშე დავრჩებით, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ თავისი პოზიცია, მათ აქვთ თავისი საფუძველი, თავისი ინტერესები და პრინციპული მოთხოვნებიც და ამ თემებში ჩვენ თუ შევალთ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს − შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს − ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, ასევე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე წერილობით მიმართავს.

უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.