Home Blog Page 1897

“გერმანია მყარად დგას უკრაინის მხარეს”- ვალტერ შტაინმაიერი

პუტინი თვლის, რომ მსოფლიოს უკრაინა უნდა დაივიწყოს, მაგრამ მას ამ სამსახურს არ გავუწევთ. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

“გერმანია მყარად დგას უკრაინის მხარეს – და თქვენს გვერდით იქამდე ვიქნებით, სანამ ეს საჭირო იქნება! უკრაინა საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას მითუმეტეს ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ომი და უკრაინა აღარ იღებს იმ ყურადღებას, რომელსაც ასე მწვავედ საჭიროებს.

პუტინის გათვლა ასეთია: მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს. მაგრამ მე მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გავუწიოთ და არ გავუწევთ! ვერ შევძლებთ რუსეთის უკანონო და არაადამიანურ აგრესიულ ომთან მიჩვევას”, – განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა პარტნიორული ურთიერთობების კონსოლიდაცია და გრძელვადიან მხარდაჭერაზე გათვლაა საჭირო, “ვინაიდან ომი არ დასრულდა მხოლოდ იმის გამო, რომ „ჰედლაიმებმა“ სხვა კონფლიქტები აღნიშნეს”.

,,ახალი პროექტის წარმატება იქნება ის, რომ გვქონდეს მეტი საქართველო ჰოლივუდში და მეტი ჰოლივუდი -საქართველოში- ირაკლი ნადარეიშვილი”-

„კინოინდუსტრია ის დარგია, სადაც წარმატების საუკეთესო მოდელი დამყარებულია საჯარო – კერძო პარტნიორობაზე. ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, წამყვანი ქართული და ამერიკული კომპანიების, მეორე მხრივ კი ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა ამ პროექტში მოგვცემს წარმატების ფორმულას. ამ შემთხვევაში, წარმატება იქნება ის, რომ გვქონდეს მეტი საქართველო ჰოლივუდში და მეტი ჰოლივუდი – საქართველოში,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც წინანდალში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გაიმართა. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ქართულმა „სილქ როუდ ჯგუფმა”, ამერიკულმა კინოსტუდიამ WonderHill Studios და ამერიკულმა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიამ ESTech,  ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოში ერთობლივი საწარმოს – WonderSilk Studios (WSS) დაარსების შესახებ, რომელიც კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების სფეროში იმუშავებს.

„ჩვენ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ბაზაზე, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში. ფილმის წარმოება რთული და კომპლექსური ღირებულებათა ჯაჭვისგან შედგება. ჩვენი, როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ამოცანაა, ფილმის წარმოების უფრო დიდი ნაწილი ხდებოდეს საქართველოში –  ეს ეხება არა მხოლოდ გადაღებას, არამედ ფილმზე მუშაობის შემდგომ პროცესს, რისთვისაც საჭიროა სათანადო ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ასეთი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო 6 წელია, აქტიურად არის ჩართული კინოინდუსტრიის ხელშეწყობაში. „ჩვენ შექმენით სხვადასხვა ტიპის პროგრამები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ბაზაზე – 40 ფილმზე მეტია ამ პორტფელში, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და შექმნა ასობით სამუშაო ადგილი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ადგილობრივ საპროდიუსერო კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა. ჩვენ ყველა საერთაშორისო პროფილურ გამოფენაზე ვართ წარმოდგენილი, როგორც ქვეყანა და ქართველ პროდიუსერებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ საერთაშორისო კომპანიებს იმის შესახებ, რატომ შეიძლება იყოს საქართველოში საინტერესო და მომგებიანი ფილმის გადაღება,” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

აღნიშნული პარტნიორობის მიზანია შესთავაზოს ჰოლივუდის სტუდიებსა და დამოუკიდებელ პროდიუსერებს ადგილობრივი სივრცეების, საგადასახადო შეღავათების, პერსონალის და სხვა ადგილობრივი რესურსის გამოყენების მკაფიო და მოწესრიგებული სქემა. 2023-2024 წლის განმავლობაში ერთობლივი საწარმო WSS გეგმავს საქართველოსა და ყაზახეთში 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კინოპროექტების შემოტანას.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ „გირჩის“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

97 ხმით ერთხმად, დეპუტატებმა პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ვახტანგ მეგრელიშვილის და ჰერმან საბოს მიერ მომზადებულ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

ცვლილების თანახმად, პარტიებს საშუალება ექნებათ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე დაარეგისტრირონ პარტიული სია იმ რაოდენობის კანდიდატებით, რა რაოდენობასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ.

კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, წარმოდგენილი ცვლილება საქმეს გაუმარტივებს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელსაც პარტიების მიერ წარდგენილი პარტიული სიების და მისი დანართების ადმინისტრირება შეზღუდულ დროში უწევს.

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტს განიხილავს

ევროკომისიამ, ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ, 15 ნოემბერს მიიღო წინადადებები რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-12 პაკეტის შესახებ და ის განსახილველად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარუდგინა. ახლა ის ბლოკის 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარმა ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

ევროკომისია სთავაზობს 2024 წლის იანვრიდან აიკრძალოს რუსეთიდან ბრილიანტების პირდაპირი იმპორტი, შემდეგ კი მესამე ქვეყნებში დამუშავებული რუსული ბრილიანტებისგან დამზადებული გაპრიალებული ალმასების ეტაპობრივი აკრძალვა დაიწყოს.

მედიის ცნობით, ევროკავშირი დააწესებს შეზღუდვებს რუსული თუჯის, სპილენძის, ალუმინის მავთულისა და რუსული თხევადი აირის საწვავის იმპორტზე. გარდა ამისა, ევროკავშირი გაამკაცრებს ანგარიშგებას რუსული ნავთობის მომწოდებელი კომპანიებისთვის. მოსალოდნელია, რომ ეს ხელს შეუწყობს ბარელზე ადრე შემოღებული ფასის – 60 დოლარის – შენარჩუნებას.

ცნობისთვის, მოსკოვი არის უხეში ალმასის უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში. ევროკავშირი კი ყიდულობს რუსულ ბრილიანტს წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიარდ დოლარად. 

სამების საპატრიარქო ტაძარში, აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან, მირონ ჩიგოგიძესთანჯანდრი უბირიასთან, მრჩეველთან, ვლადიმერ იმნაძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 20 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 14 მებრძოლის და 6 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტები გადმოასვენეს.

16 ნოემბერს, 15:00 საათზე, 5 მებრძოლს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 15 პირი, კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 263 ოჯახებს უკვე გადაეცათ. დღეისათვის, 2029 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

„ჰამასის“ სისასტიკეზე პალესტინის მოსახლეობამ საფასური არ უნდა გადაიხადოს”- საფრანგეთის საგარეო უწყება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პალესტინის მოსახლეობამ არ უნდა გადაიხადოს საფასური „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სისასტიკის გამო.

“პალესტინის მოსახლეობამ არ უნდა გადაიხადოს საფასური “ჰამასის” დანაშაულებისთვის, განსაკუთრებით, დაუცველებმა, დაშავებულებმა ან ავადმყოფებმა და ჰუმანიტარული სფეროს მუშაკებმა, რომლებიც გაბედულად აგრძელებენ მუშაობას უკიდურესად საშიშ პირობებში”, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. სამების საკათედრო ტაძარში ჯუანშერ ბურჭულაძემ პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 14 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა. 5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265, 2000-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.

„ნამდვილად ვხედავ ქვეყანაში მშენებლობა და ეკონომიკური განვითარება მიმდინარეობს ”- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

თბილისის მერი, კახა კალაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა თემა განიხილეს, მათ შორის დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და 2024 წლის მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები.

„გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად მოიტანა სტაბილურობამ და მშვიდობის შენარჩუნებამ. ეს პროგრესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რაც აისახება მოსახლეობაზე და მათი ცხოვრების პირობებზე. ამ პროცესს, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, რისი დიდი მოლოდინიც აქვს საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, პია კაუმამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული წარმატებები მიულოცა.

„მინდა მოგილოცოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის მიღება. ნამდვილად ვხედავ ქვეყანაში მიმდინარეობს მშენებლობა და ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა პია კაუმამ.

შეხვედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან ერთად, ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა.

გინტურის მსგავსი ინციდენტები რომ აღარ მოხდეს, აუცილებელია ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან სოფელ კირბალთან  საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი განიხილა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოს მოქალაქემ სამხრეთ ოსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, ნათელი გახდა თანათავმჯდომარეებსა და ოფიციალურ თბილისს შორის უფრო ენერგიული მუშაობის აუცილებლობა, რათა საზღვრის გასწვრივ გართულების ახალი ფაქტები არ განმეორდეს.

რუსეთის მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება თბილისს, ერთი მხრივ, და სოხუმსა და ცხინვალს შორის, მეორე მხრივ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე, ასევე აუცილებელია საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრების დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესის დაწყება“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მოლაპარაკების ძირითადი მიზანი ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდისთვის მზადება იყო, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა გაიმართოს.

თბილისის მერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

თბილისის მერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

 

კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა თემა განიხილეს, მათ შორის დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და 2024 წლის მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები.

 

„გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად მოიტანა სტაბილურობამ და მშვიდობის შენარჩუნებამ. ეს პროგრესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რაც აისახება მოსახლეობაზე და მათი ცხოვრების პირობებზე. ამ პროცესს, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, რისი დიდი მოლოდინიც აქვს საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თავის მხრივ, პია კაუმამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული წარმატებები მიულოცა.

 

„მინდა მოგილოცოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის მიღება. ნამდვილად ვხედავ ქვეყანაში მიმდინარეობს მშენებლობა და ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა პია კაუმამ.

 

შეხვედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან ერთად, ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა.

კობა კობალაძემ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა, კობა კობალაძემ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან, გურამ გეწაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

კობა კობალაძემ, სტუმარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, სტრატეგიული გეგმები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა სოციალურ და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებსაც სამსახური, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის პირობების გასაუმჯობესებლად ახორციელებს. დაიგეგმა სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების და პროგრამების განხორციელება აგრარული მიმართულებით, რომელიც ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

როგორც შეხვედრაზე კობა კობალაძემ აღნიშნა, აგრარული სექტორში ვეტერანთა ჩართულობის გაზრდა და მათი ხელშეწყობა სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ პაველ ჰერჩინსკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ელჩის ძალისხმევამ ევროკომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებს და ევროკომისიის მიერ დადგენილი ახალი პრიორიტეტების შესრულებასთან დაკავშირებულ გეგმებს შეეხო.