ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტს განიხილავს

52
spot_img

ევროკომისიამ, ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ, 15 ნოემბერს მიიღო წინადადებები რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-12 პაკეტის შესახებ და ის განსახილველად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარუდგინა. ახლა ის ბლოკის 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარმა ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

ევროკომისია სთავაზობს 2024 წლის იანვრიდან აიკრძალოს რუსეთიდან ბრილიანტების პირდაპირი იმპორტი, შემდეგ კი მესამე ქვეყნებში დამუშავებული რუსული ბრილიანტებისგან დამზადებული გაპრიალებული ალმასების ეტაპობრივი აკრძალვა დაიწყოს.

მედიის ცნობით, ევროკავშირი დააწესებს შეზღუდვებს რუსული თუჯის, სპილენძის, ალუმინის მავთულისა და რუსული თხევადი აირის საწვავის იმპორტზე. გარდა ამისა, ევროკავშირი გაამკაცრებს ანგარიშგებას რუსული ნავთობის მომწოდებელი კომპანიებისთვის. მოსალოდნელია, რომ ეს ხელს შეუწყობს ბარელზე ადრე შემოღებული ფასის – 60 დოლარის – შენარჩუნებას.

ცნობისთვის, მოსკოვი არის უხეში ალმასის უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში. ევროკავშირი კი ყიდულობს რუსულ ბრილიანტს წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიარდ დოლარად.