Home Blog Page 1894

კობა კობალაძე სამების საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 21 სამხედრო პირისა და 2 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა. 17 მეომრის ნეშტი, 7 დეკემბერს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაიკრძალება, ხოლო 4 მებრძოლისა კი, მათი ოჯახის წევრთა გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოზე.

2023 წელს 55-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ამოცნობილი, რომლებიც ოჯახებს გადაეცა. ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით მომუშავე, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს ნეშტები აფხაზეთში სხვადასხვა ლოკაციაზე იქნა მოძიებული.

2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ, მოძიებულია და ოჯახებს გადაეცა 273 ადამიანის ნეშტი. 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, დღეისათვის, 1870 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადასაცემად, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

,,ნატო-ელი პარტნიორები იყვნენ ძალიან მკაფიო საქართველოსადმი მხარდაჭერის გზავნილებში”- ირაკლი ბერაია

საქართველოს მოკავშირეები, ნატო-ელი პარტნიორები იყვნენ ძალიან მკაფიო საქართველოსადმი მხარდაჭერის გზავნილებში. ალიანსი ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, ნატო და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ბრიუსელში განაცხადა.

ირაკლი ბერაიას თქმით, საქართველოს ადგილი არის ნატო-ში და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.

„ნატო-ელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი რეფორმების თვალსაზრისით და საქართველო კიდევ ერთხელ მოიხსენიეს როგორც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით ჩემპიონი. ძალიან პირდაპირები, პრინციპულები და მომთხოვნებიც ვიყავით და ვთქვით, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებ აუცილებელია და არ შეიძლება, ან გადაწყვეტილების გაჯანჯლება, ან გადადება. ეს არის აუცილებელი“, – აღნიშნა ბერაიამ.

მისივე თქმით, საქართველო ერთგულია იმ ღირებულებების, რისი ერთგულიც არიან ნატო და მისი მოკავშირეები.

„საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მზად ვართ ალიანსში წევრობისთვის და წევრობამდეც შეგვაქვს ფასდაუდებელი წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, რაც ნატო-ელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს. რა თქმა უნდა, არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების სისრულეში სწრაფად მოყვანაა საჭირო. ორმაგად საამაყო იყო, როცა ოვალურ მაგიდასთან, სადაც სხედან ალიანსის წევრი სახელმწიფოები და იღებენ ევროატლანტიკური სივრცისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს უსმენდნენ, როგორც თანასწორ სუბიექტს და ალიანსის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს. ნატო-ელებსა და საქართველოს შორის საუბარი არ იყო აღქმული როგორც ნატო-სა და პარტნიორის საუბარი. ეს ტოვებდა ნატო-ს შიდა საუბრის შთაბეჭდილებას, იმდენად გულწრფელი, მნიშვნელოვანი და გახსნილი საუბარი იყო ყველა გამოწვევაზე, რაც რეგიონში უსაფრთხოებისა და პროგრესის თვალსაზრისით არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

,,ზოგადად, გახარიას სჩვევია ტყუილების ლაპარაკი”- კობახიძე

16 მილიარდი დოლარიდან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში. როდესაც ეკონომისტი ამტკიცებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 კაცის ჯიბეში, უბრალოდ მან არ იცის ეკონომიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, გახარია ბოლო წლების განმავლობაში ტყუილებით გამოირჩეოდა.

„გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო, არ მახსოვს ეკონომისტია თუ არა, მაგრამ იყო ეკონომიკის მინისტრი. ვინც ოდნავ ერკვევა ეკონომიკაში, ის უბრალოდ ასეთ სამარცხვინო განცხადებას არ გაკეთებს. ეკონომიკა იზრდება და თან იზრდება მასშტაბურად, იცით, რომ 16 მილიარდი დოლარიდან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ ამ სამი წლის განმავლობაში და როდესაც ეკონომისტი ამტკიცებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 კაცის ჯიბეში, უბრალოდ მან არ იცის ეკონომიკა. ამით შეიძლება, მოატყუო საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მაგრამ თავმოყვარეობის ამბავია, რომ ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, სამარცხვინო ტყუილი არ აკადროს საზოგადოებას. სინამდვილეში, ეკონომიკის ზრდა არ ნიშნავს, რომ ფულის მასა იმატებს, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს, რომ ვითარდება ეკონომიკის სხვადასხვა სფერო, ვითარდება წარმოება, მომსახურება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი გადანაწილდეს 20-25 ოჯახზე, მით უმეტეს, რომ მას საერთოდ არ ჰქონია საუბარი არც გვარებზე, არც არაფერზე. ეს არის ცარიელი ტყუილი. გახარიას სჩვევია ზოგადად ასეთი ტყუილების ლაპარაკი, ის გამოირჩეოდა ზოგადად ტყუილებით ბოლო წლების განმავლობაში. გახსოვთ, რაზე ააგო მან თვითმმართველობის არჩევნების დროს საკუთარი საარჩევნო კამპანია, ვითომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის რჩეული და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი მატყუარაა, ამ შემთხვევაში უბრალოდ, ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, საკუთარ თავს არ უნდა აკადროს სამარცხვინო ტყუილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

,,მაღალი ალბათობაა, რომ პრეზიდენტი გადადგება”- კობახიძე

მაღალი ალბათობით მგონია, სალომე ზურაბიშვილს გადააყენებენ პრეზიდენტის თანამდებობიდან, ეს ალბათ მოხდება აგვისტო-სექტემბერში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განიხილება ორი სცენარი.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი სცენარი აქტიურად განიხილება და მაღალი ალბათობაა, რომ პრეზიდენტი გადადგება, გადააყენებენ რეალურად, როგორც გახარია გადააყენეს თავის დროზე. დიდი ალბათობით, ეს შეიძლება, მოხდეს აგვისტოში, სექტემბერში. რეალურად ორი რამისთვის შეიძლება, დასჭირდეთ სალომე ზურაბიშვილი. ერთი ეს არის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მხრიდან ოპოზიციის არჩევნების შემდგომი კამპანიის მხარდაჭერა გაყალბებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ყველამ წინასწარ ვიცით, რაზეც ააგებს კამპანიას არჩევნების შემდეგ ოპოზიცია და ამაში შეიძლება, დასჭირდეს რადიკალურ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ამისთვის ის სჭირსებათ პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა შეიძლება, განხილული იქნას ალტერნატიული სცენარი, როდესაც სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში, სექტემბერში გადადგება პრეზიდენტის თანამდებობიდან, რათა მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში. მე იმ ადამიანებისთვის უფრო პრაგმატული სცენარი მგონია მისი პრეზიდენტად დატოვება, რადგან დიდი საარჩევნო რესურსი სალომე ზურაბიშვილს არ აქვს. თუმცა, საბოლოო ჯამში დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე მაინც, უფრო მაღალი ალბათობით მგონია, სალომე ზურაბიშვილს გადააყენებენ პრეზიდენტის თანამდებობიდან. ეს ალბათ მოხდება აგვისტო-სექტემბერში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,საქართველოს ინტეგრაციას უნგრეთის ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მყარი მხარდაჭერა აქვს”- კობახიძე

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უნგრეთის ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მყარი მხარდაჭერა აქვს, 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მათი პოზიცია არის უცვლელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთში მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე, პარტიებს შორის თანამშრომლობაზე, ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე.

„ხვალიდან გვექნება შეხვედრები უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე. ჩვენი მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარება. კანდიდატის სტატუსის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეს ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი ჩვენს პარტნიორებთან. უნგრეთის ხელისუფლება და უნგრეთის მმართველი პარტია ძალიან მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მათი პოზიცია არის უცვლელი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიფიქსირეს ჩვენმა მეგობრებმა“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვას იმის შესახებ, რომ „უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, იქნება თუ არა ეს საქართველოს კონტექსტში საფრთხის შემცველი“, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ეს ევროკავშირისა და უნგრეთის საქმეა“.

„მგონია, საბოლოო ჯამში, შეთანხმება იქნება მიღწეული ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც საქართველო, ისე უკრაინა და მოლდოვაც მიიღებენ მხარდაჭერას 27-ვე ქვეყნისგან. ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

ოპოზიცია სინამდვილეში გაღიზიანებულია იმის გამო, რომ სინამდვილეში, ვიქტორ ორბანი და უნგრეთის ხელისუფლება მთლიანობაში არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი. ისინი გაღიზიანებას არასდროს მალავდნენ. თქვენ გახსოვთ, როდესაც უნგრელი ევროკომისარი იყო საქართველოში ჩამოსული და ღიად გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა, როგორი გზავნილები მიუძღვნეს მას ოპოზიციის წარმომადგენლებმა. რეალურად, ოპოზიციას აღიზიანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეცვლას აიძულებდა.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137 – ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,,ე“ და მე- 4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 141-ე მუხლი (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრის მიმართ), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ჩვენების შეცვლისათვის) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პოლონეთში 19 წლის ქალის გატაცების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში 19 წლის ქალის გატაცების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გატაცებული ასევე წარმოშობით ქართველია.

მომხდარის შესახებ პოლიციას ახალგაზრდა ქალის დედამ შეატყობინა. ინციდენტი ქალაქ სკერნევიცეში მოხდა. გამტაცებლების მანქანა პოლიციამ ხუთ საათში აღმოაჩინა. ბოროტმოქმედებმა გატაცებული ქალი ქალაქ ვერუშუვში წაიყვანეს.

დაკავებული პირები 38, 37 და 33 წლის არიან. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თურქეთი ქართულ ავიაკომპანიებს ყველა აეროპორტს უხსნის

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ არსებული შეთანხმების დანართის განახლების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში განახლებული დანართის თანახმად, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ რეგულარული ფრენები განახორციელონ შეუზღუდავად, თურქეთი ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით.

„აქამდე, რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაბზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აქვთ. თურქეთის ყველა საერთაშორისო აეროპორტის გახსნა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართულ ავიაკომპანიებს სამგზავრო და სატვირთო ოპერირების განხორციელების კუთხით“, – განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

საქართველოს მხრიდან, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლების მოლაპარაკებები საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ რიადში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (#ican2023) ფარგლებში გაიმართა. ICAN 2023 საუდის არაბეთში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 21 სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ხვალ 17 მებრძოლს – დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 288.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრნენ.

,,უახლოეს პერიოდში ბევრი სიახლის მომსწრე გავხდებით”- დიმიტრი ხუნდაძე

პროცესები იმდენად სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება მსოფლიოში, რომ უახლოეს პერიოდში ბევრი სიახლის მომსწრე გავხდებით.

ბოლო ორი წლის ყველაზე აქტუალური თემა – უკრაინის ომი ხელოვნურად უკანა პლანზე იწევს და ამ პოლიტიკის ძირითადი აქტორები ერთმანეთის გადაბრალების პროცესში არიან.

რა მოხდა? რატომ ჩაიშალა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ომის დაწყებამდე? შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? ვისი ინტერესები იკვეთება ამ ომში და ვინ უნდა აგოს პასუხი ამხელა მსხვერპლზე?

მთავარი დანაშაული, ბუნებრივია, ოკუპანტ სახელმწიფოს მიუძღვის, მაგრამ ვინ ვერ გათვალა მოსალოდნელი შედეგები? რატომ ხდება უკრაინისგან დისტანცირება დღეს, მაშინ, როდესაც ერთგვარი შემგულიანებელი და „ერთგული მეგობარი“ ამ ქვეყანას ომის დაწყებისას ბევრი ჰყავდა დასავლეთში?

კითხვები ბევრია, მაგრამ პასუხებს არავინ სცემს. ეს კითხვები აწუხებს თავად უკრაინის მოსახლეობასა და უფრო მეტიც, უშუალოდ ზელენსკის ყოფილ თუ ამჟამინდელ გარემოცვას. ერთმანეთზე გადაბრალებით ცდილობენ ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევას, თუმცა, ალბათ, უკრაინელი ხალხის მოთმინებასაც ექნება საზღვარი.

უკრაინის ომის ირგვლივ შეკერილი პოლიტიკა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც იყო საქართველო, დასასრულს უახლოვდება. საქართველო გადარჩა! ის ჩვენ გადავარჩინეთ! შეძლებს თუ არა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი იმიჯის გადარჩენას, არ ვიცით,  ქვეყანაზე ხომ აღარ ვსაუბრობთ.

ფაქტი ერთია, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ დაინახა, რომ თავიდანვე წაგებულ ომში ჩართვას გვაიძულებდნენ. ამისთვის გვიწყობდნენ რევოლუციას ქვეყანაში და ამისთვის გვმოძღვრავდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ „ნაცმოძრაობის“ კრიმინალები კიევიდან.

გავუძელით, გადავლახეთ, გავიმარჯვეთ!

არ გავხდით დამანგრეველი თამაშის მონაწილე. დღეს ჩვენ ვართ მაყურებლები იმ ხალხის, ვინც გუშინ ჩვენი ლანძღვით რეიტინგს იმაღლებდა, დღეს კი კულისებიდან ვეღარ გამოდის.

გვტკივა და თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, ახლა, კიდევ უფრო მეტად, რომელიც ასე უმოწყალოდ გაწირეს როგორც გარე, ასევე შიდა მტრებმა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

,,ნეტარ არიან მორწმუნენი“ – კარგია, თუ ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სჯერათ, რომ არჩევნებში “ქართულ ოცნებას” დაამარცხებენ”- სამხარაძე

,,ნეტარ არიან მორწმუნენი“ – კარგია, თუ მას [ლევან ხაბეიშვილს] და მის თანაპარტიელებს სჯერათ, რომ არჩევნებში “ქართულ ოცნებას” დაამარცხებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ალბათ, ნოემბერში სულ სხვა რეალობაში გაიღვიძებენ მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდება. ამიტომ არ მინდა, ახლა მათ ყველანაირი იმედი მოვუკლა. ვნახეთ, რომ პარტია ადამიანებმა დატოვეს, რაც იმ პრობლემებზე მიუთითებს, რაც პარტიაში არსებობს. წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორ შეიძლება პარტიამ, რომელსაც პანტაპუნტით ტოვებენ დიდი ქალაქების საკრებულოს წევრები, არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა სამხარაძემ.