Home Blog Page 1881

“ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბანდის მეთაური იყო”- თემურ გვალია

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პატიმრობა ორჯერ მომიწია და ორივეჯერ საშინელება ვნახე. 7 საპყრობილე მაქვს გამოვლილი. მოგეხსენებათ, ერთი რა იყო და 7 კარანტინის გავლა როგორი იქნებოდა, – ამის შესახებ მსახიობმა, თემურ გვალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პროცესს სანატორიუმი უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ციხეებში არსებული სიტუაცია დეტალურად გაიხსენა. აღწერა, თუ რისი გავლა და მოთმენა უწევდა მაშინ ციხეში მყოფ პატიმარს. მან შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბანდის მეთაურად მოიხსენია.

„მერაბიშვილი ამ ბანდის ერთ-ერთი მეთაური იყო – ასე ვიტყვი. კი, იჯდა ციხეში, მაგრამ ციხეში მაგას ეძახიან „მალინას“. მაგისთვის 6 წელი არის ოაზისი, რაც მან აკეთა!“, – განაცხადა თემურ  გვალიამ.

“უკრაინა ნატო-ს ინტერესებისთვის იბრძვის, ამიტომ ის ალიანსისკენ სწრაფ გზას იმსახურებს”

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს ინტერესებიდან გამომდინარე იბრძვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის მოკავშირე სახელმწიფოებს და ამიტომ იმსახურებს ალიანსის ნაწილი გახდეს.

„უკრაინა იბრძვის ნატო-ს ინტერესებისთვის იმ გაგებით, რომ იცავს სასტიკი რუსული ძალისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ნატო-ს ბევრ ქვეყანას. მიმაჩნია, რომ უკრაინა იმსახურებს, შესთავაზონ ძალიან სწრაფი გზა ნატოს-კენ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ეს საკითხი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის სახელმწიფო სისტემის გარკვეული პრობლემები.

მორავიეცკიმ ასევე მოუწოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ტერიტორიულად მოშორებით მდებარეობენ, უკრაინას მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე დაკავებულია.

ვარშანიძეს ბრალად ძალადობა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე დაიწყო.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში კაცი მიმტანზე. ვიდეოს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული პიროვნება, რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძეა.

ამასთან, რესტორნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვარშანიძე თანამშრომლებზე წლების განმავლობაში ძალადობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა და ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

“როდესაც პრეზიდენტი სიტყვა „დეფიტიზმს“ ახსენებს, უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ იმ ადამიანების შთამომავლები ვართ, ვინც დარჩა საქართველოში და საქართველო შევინახეთ”-სუბარი

ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი ახმოვანებს არა იმ ხალხის პოზიციას, რომელმაც აირჩია, არამედ უცხო ძალების პოზიციას და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული ვარ, რომ [როდესაც პრეზიდენტი ხელისუფლების საგარეო კურსის ცვლილების შესახებ განცხადებებს აკეთებს] ანგარიშს უწევს უცხო ძალებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მან ტერმინი „დეფიტიზმის“ ახსენა, რომელიც არის მარცხისადმი შემგუებლობა, თითქოს ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება შეეგუა მარცხს და მუდმივად დამარცხებულის პოზიციიდან ლაპარაკობს. როდესაც ქალბატონი სალომე ავირჩიეთ, ერთადერთი გამართლება ჰქონდა ამ არჩევანს – რომ ის არის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების წარმომადგენელთა შთამომავალია და რაღაცნაირად ისტორიის გამთლიანებას ვუწყობდით თითქოს ხელს.

მაგრამ როდესაც სიტყვა „დეფიტიზმს“ ახსენებს, უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ იმ ადამიანების შთამომავლები ვართ, ვინც დარჩა საქართველოში და საქართველო შევინახეთ. აქ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, აქ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას და აქ ვქმნიდით ქართულ კულტურას და აქ ვცოცხლობდით. ზოგი დახვრიტეს, ზოგი გაციმბირებული იყო, ზოგი თანამშრომლობდა რეჟიმთან – კი, ესეც იყო, ზოგი უბრალოდ ჩუმად იყო და გულში კლავდა თავის სურვილებს, მაგრამ საქართველო აქ გადავარჩინეთ, არ გავქცეულვართ ქვეყნიდან და შორიდან არ ვლაპარაკობდით საქართველოზე. არ არის სამართლიანი, როდესაც ადამიანი, რომელიც დავაბრუნეთ ქვეყანაში და მივანიჭეთ პატივი, რომ იყოს ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ასეთი ტერმინებით საუბრობს“, – განაცხადა სუბარმა.

2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე აისახა -მთავრობის ანგარიში

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე აისახა. აღმასრულებელი ხელისუფლება დასაქმების პოლიტიკაზე წლიურ ანგრიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტს წარუდგინა.

მთავრობის ცნობით, 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა.

„უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით ზრდაა. პანდემიის შემდგომ, 2021 წლის მესამე კვარტალიდან, სტაბილურად ფიქსირდება დასაქმების ზრდა, ხოლო 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელსაც (შესაბამისად, 47.4 და 28.3 ათასით). დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებული იყო როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების რაოდენობის ზრდით. მთავრობის ცნობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს 12 645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის 8811 პირი სოციალურად დაუცველია. “2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით − 3 815 დასაქმდა, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება 609 პირმა აირჩია. ხელფასის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, 2022 წელს ჩაერთო 6 დამსაქმებელი და 6 შშმ სამუშაოს მაძიებელი. შემოსავლების სამსახურთან მოსარგებლეთა მთლიანი ბაზის შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია – 3 684 მოსარგებლე. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსების ფარგლებში, 2022 წელს სწავლა 1313-მა მოსარგებლემ დაასრულა, ხოლო 2023 წელს პირველ კვარტალში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების კომპონენტში 33 მიმწოდებელი ჩაერთო. სწავლების პროცესში ჩაერთო 563 სამუშაოს მაძიებელი. ამასთან, სტაჟირების კომპონენტში 2022 წელს ჩაერთო 24 დამსაქმებელი და 283 სტაჟიორი, მათ შორის, 12 შშმ პირი. აღნიშნულის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია – 151 სამუშაოს მაძიებელი. საშუამავლო მომსახურების ფარგლებში 2022 წელს დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 10 017 თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულია 671 სამუშაოს მაძიებელი. 2023 წლის პირველ კვარტალში დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 2716 თავისუფალ სამუშაო ადგილზე ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 295 სამუშაოს მაძიებელი. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 32 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი”, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს პარლამენტი სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეებს უმასპინძლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, 5-6 ივნისს საქართველოს სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვევიან.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამი ქვეყნის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

„მსჯელობის მთავარი თემები იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა და შალვა პაპუაშვილი ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად, მედიისთვის განცხადებებს გააკეთებს,“ – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 ივნისს ქუთაისში +27 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +20 გრადუსია, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ახალციხეშიც წვიმს, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +24, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +27 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +29 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +31 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

უკრაინელებმა რუსული ძალების 30-მდე შეტევა მოიგერიეს – ომის 467-ე დღე

ომის 467-ე დღეს, უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს.

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე შეტევა 29-ჯერ სცადეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, დარტყმის ქვეშ იყო ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე მიმართულება.

უწყებაში აცხადებენ, რომ კუპიანსკის მიმართულებით, მტერმა ერთი დღის განმავლობაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს მახლობლად. ლიმანის მიმართულებით კი რუსები ბელოგოროვკას მიდამოში წინსვლას შეეცადნენ.

„ბახმუტის რაიონში აგრესორის ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით წინსვლის მცდელობებზე. სამხრეთით მტერი თავს დაესხა ყოფილი ქალაქ მარინკას ნანგრევებს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, სხვა მიმართულებით მოწინააღმდეგის აქტიური შეტევითი მოქმედებები არ დაფიქსირებულა.

“რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“, რომლებიც ირწმუნებიან, რომ რუსი ჯარისკაცები დაატყვევეს, აცხადებენ, რომ ტყვეებს უკრაინას გადასცემენ.

მანამდე, რუს მებრძოლთა აღნიშნულმა ჯგუფებმა ბელგოროდის გუბერნატორთან შეხვედრა მოითხოვეს, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ვიაჩესლავ გლადკოვს „არ ეყო სიმამაცე, თავისი ძვირფასი დრო ტყვეების სიცოცხლეზე გაეცვალა“ და მოლაპარაკებებზე არ მივიდა.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვიტეს დატყვევებული ჯარისკაცები „უკრაინულ მხარეს გაცვლის პროცედურისთვის“ გადასცენ.

ჯგუფი არ აკონკრეტებს, რამდენი ჯარისკაცი ჰყავთ ტყვედ აყვანილი.

,,პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაკლებად არის დამოკიდებული იმაზე ხელისუფლება როგორ მუშაობს და ოპოზიცია როგორ მავნებლობს”- სუბარი

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – 12 რეკომენდაცია იქნება შესრულებული და შესრულებული იქნება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრმა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საკუთარ მოლოდინებზეც ისაუბრა

„იმედები არის და ეს არის სწორედ იმ დიდი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ეწევა პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო გუნდი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი გუნდი. მეორე მხრივ, ჩვენი ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს ეს პროცესი. თუმცა, ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაკლებად არის დამოკიდებული იმაზე ხელისუფლება როგორ მუშაობს და ოპოზიცია როგორ მავნებლობს. მაგალითად, რამდენად მზად არის დღეს ევროკავშირი გაფართოებისთვის, რამდენად მზად არის გადმოაბიჯოს შავ ზღვას, თურქეთს, რომელიც 1999 წლიდან არის კანდიდატი და თქვას, რომ მზად ვართ საქართველოს ინტეგრაციაზე“, – განაცხადა სუბარმა.

„დღეს გადარჩენის გზა არის ეს, რომ გადაიხუროს გელათი ერთიანი გადახურვის ქვეშ”- არქიმანდრიტი კირიონი

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა კირიონმა ისაუბრა, მომავალში თუ რა სამუშოებია განსახორციელებელი კომპლექსის რეაბილიტაციისთვის. „დღეს გადარჩენის გზა არის ეს, რომ გადაიხუროს გელათი ერთიანი გადახურვის ქვეშ, აიხსნას ტაძრის მკლავებიდან მოჭიქული კრამიტი, ამოვიდეს კირ-დუღაბის მასა და ტაძრის სტრუქტურამ დაიწყოს შრობა და სუნთქვა. ჩვენმა სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ამას დაახლოებით, 3-დან 5 წლამდე დასჭირდება“, – განაცხადა არქიმანდრიტი კირიონმა. საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესის მართვა გადაიბარა. გაჩნდა ერთიანი ხედვა, ჩამოყალიბდა გელათის მართვის დროებითი კომიტეტი. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო მსოფლიოში აღიარებული უცხოელი სპეციალისტებით, ხოლო ადგილობრივი სამეცნიერო საბჭო კულტურული მემკვიდრეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებითაა დაკომპლექტებული. იუნესკოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ძეგლის შენარჩუნება – ეს კომიტეტის მთავარი მიზანია.

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის წესრიგში დგება დიდი ხნის გადაუჭრელი პრობლემა, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჯანმრთელობას, ან ვინმესთან ურთიერთობის საკითხებს, ან წინააღმდეგობებს და შიშებს, რომელიც თან სდევს თქვენს ცხოვრებას. მშვიდად ყოფნით, ყველა საკითხს დაალაგებთ.

კურო

შეეცადეთ, სიტუაციებსა და, ზოგადად, ადამიანებს შეხედოთ, არა თქვენი ემოციური შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, არამედ, საღი ობიექტური ხედვით და ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული.

ტყუპები

შესაძლოა, თქვენში გაიღვიძოს ავანტიურისტმა, ან გაგიჩნდეთ სურვილი, შეისწავლოთ რაიმე ახალი. გადახედეთ თქვენს საქმიანობას და ეცადეთ, განვითარდეთ პროფესიონალური კუთხით, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

კირჩხიბი

თუ მშიშარა და პესიმისტი არ ხართ და შეეცდებით, სამართლიანად დააბალანსოთ ურთიერთობები, შედეგი აუცილებლად გაგახარებთ. იმოქმედეთ გონივრულად, მოუჭერით გზა ოპონენტებს და მოწინააღმდეგეებს.

ლომი

დღეს, თქვენი რომელიმე სურვილი აუცილებლად ახდება. თქვენი ქმედებები განაპირობებს, თუ როგორ განვითარდება პირადი თუ პროფესიული ურთიერთობები.

ქალწული

მოსალოდნელია მცირედი გაუგებრობები ოჯახში, ან საქმიან სფეროში, რთული იქნება მტყუან-მართლის გარჩევა, მაგრამ პრობლემას ნუ გაექცევით, სჯობს, ის დროულად გადაჭრათ.

სასწორი

სასურველია, გათავისუფლდეთ ყოველგვარი ძველი და უსარგებლოსგან, იქნება ეს სამსახურებრივი თუ პირადი ცხოვრების თემა. შეეცადეთ, მოდუნდეთ და მეტად დაისვენოთ.

მორიელი

გაერკვიეთ, ეცადეთ, ჩასწვდეთ თქვენი სულის სიღრმეებს, გააცნობიერეთ მიმდინარე მოვლენების არსი და სწორად მოახდინეთ ძალების კონცენტრაცია, ეს საშუალებას მოგცემთ, დიდი ზეგავლენა მოახდინოთ სხვებზე და შეიძინოთ ერთგული თანამოაზრეები.

მშვილდოსანი

დღეს, მეტი დიპლომატია, მოქნილობა და სიტუაციური ლავირება დაგჭირდებათ. მიზანდასახულობა და გონიერება დაგეხმარებათ, იპოვოთ საუკეთესო გზა და სწორი პასუხები თქვენს კითხვებზე.

თხის რქა

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ნუ ელოდებით, რომ ყველაფერი თქვენი სცენარით განვითარება. იქნება სირთულეებიც, მაგრამ კარგი გაკვეთილები აუცილებლად დაგეხმარებათ სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევაში.

მერწყული

მიმდინარე მოვლენები რადიკალურად შეცვლის თქვენს აზროვნებასა და გეგმების მიმართულებას, მაგრამ კონკრეტული სიტუაციის გამოსასწორებლად გამოჩნდება ახალი შესაძლებლობებიც.

თევზები

დღეს, შესაძლოა, გაიგოთ სიმართლე თქვენგან დაფარული სიტუაციის შესახებ, შედეგად, მოგიწევთ მიიღოთ შესაბამისი ზომები. ეცადეთ, გამოიყენოთ მოულოდნელობის ეფექტი.

საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება – ზურაბ პოლოლიკაშვილი

საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება, რომლის მოსწავლეებიც ესპანეთის დედაქალაქში ვარჯიშს შეძლებენ. ამის შესახებ მედიასთან გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

„ახლა ვაპირებთ საქართველოში „ატლეტიკოს“ აკადემიის გახსნას. 10 ბავშვი ყოველ წელს შეძლებს წამოვიდეს მადრიდში, აქ იცხოვროს, აქ ითამაშოს. ძალიან დიდი პროექტია. ახლა ხდება ეს. გუშინ-გუშინწინ გვქონდა ბოლო მოლაპარაკება. ძალიან სერიოზული პროექტია. ვფიქრობ, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში ქართველ ბავშვებს ძალიან მაგარი შანსი ექნებათ“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილი.