Home Blog Page 1868

” ნატო-ს ქვეყნები არ განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას”- ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები არ განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას.

„ყველა სახელმწიფო უკრაინას ამა თუ იმ დახმარებას უწვეს. მაგრამ არცერთ ქვეყანას არ განუცხადებია, რომ სურს ამ ომში ჩაერთოს და თავისი სამხედროები გაგზავნოს, ასეთი გეგმების შესახებ არ მსმენია“, – განაცხადა კალასმა.

ნატო-ს ყოფილმა გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს მიაჩნია, რომ უკრაინის მომავალი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დისკუსიების ფარგლებში ნატო-ს ცალკეული ქვეყანა შესაძლოა, შეთანხმდეს უკრაინის ტერიტორიაზე თავიანთი ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით.

რასმუსენის აზრით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ გადადგმას ნაბიჯებს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების ან მისთვის უსაფრხოების გარანტიების შესახებ, „არსებობს მკაფიო შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივუდუალურად მიიღოს ზომები“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ხსენებულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები მანამდე არ შეიყვანენ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარებს, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება.

„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მანდატი ფართოვდება – დეტალები

ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსის ეკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება, რაც მათ დროულ ჩართულობას და რეაგირებას გულისხმობს.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განმარტა, ამ ცვლილებებით რეგულირების სააგენტოს მანდატი ფართოვდება და სანქციებიც იზრდება.

„განხილვის პროცესშია საკანონმდებლო ცვლილებები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომ უფრო დროული რეაგირება და საქმიანობა შეეძლოს რეგულირების სააგენტოს. პარლამენტში მიმდინარეობს ამ პროექტის განხილვა. მნიშვნელოვანია ის, რომ თუ პაციენტი მომართავს რეგულირების სააგენტოს განცხადებით და საჩივრით, დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლომ 72-საათის განმავლობაში შუამდგომლობა უნდა წარმოადგინოს რეგულირების სააგენტოში, ასევე მიაწოდოს მხარეებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს გარკვეულწილად აფერხებს რეგულირების სააგენტოს დროულ და ოპერატიულ საქმიანობას. დაუყოვნებლივ ვერ ვრეაგირებთ პაციენტის საჩივართან დაკავშირებით და მეორე, როდესაც მხარე შუამდგომლობის მისვლისთანავე ამ შემთხვევის შესახებ იგებს, რეგულირების სააგენტოს კომისიას რეალური ფაქტები აღარ ხვდება. იქ წესრიგდება დოკუმენტაციები, ექიმების განმარტებები, უკვე ინფორმაციული ხდება ეს საკითხი დაწესებულებისთვის, რაც რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი არ არის. ამ კანონპროექტის ცვლილების შემდეგ, გვექნება დროული რეაგირება და უფრო რეალური ფაქტი იქნება წარმოდგენილი იმისთვის, რომ პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს“,- განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ამ ცვლილებების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს ნებისმიერ დროს შეეძლება მიმართოს დაწესებულებას, მოახდინოს ფოტო და ვიდეოგადაღება, ამოიღოს ნებისმიერი სახის მასალა, დალუქოს სამედიცინო დოკუმენტაცია, მოისმინოს ექიმებისგან განმარტებები თუ სხვა.

„ეს სააგენტოს საქმიანობას ძალიან ეფექტურს გახდის და რაც მთავარია, პაციენტებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ“,- განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე იზრდება საჯარიმო სანქციებიც.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს ადგილზე შეეძლება ელექტრონული ქვითრის ამოწერა და როცა სანებართვო პირობების შესრულებას შეამოწმებს, ადგილზევე მოახდენს რეაგირებას“, – ეკა ბოჭორიშვილმა.

” გვჭირდება დიდი მობილიზება იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული პარტია”-ლევან ხაბეიშვილი

“ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ “რუსულ ოცნებას” და “ნაციონალური მოძრაობა” ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.” – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ხელვაჩაურში.

“საბანკო ოლიგარქია, “მაფია”, რომელიც ფაქტობრივად ჟარგონად რომ ვთქვათ წეწავს ხალხს. ეს აწუხებს ხელვაჩაურის მოსახლეობას, დაბალი ანაზღაურება, დაბალი ხელფასები, დაბალი შემოსავალი, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, ათი მეტრი ხიდი ვერ გააკეთეს ბათუმსა და ხელვაჩაურის დამაკავშირებელი. უკიდურესად სერიოზული პრობლემები აქვს ადგილობრივებს და ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოღალატეობრივი პოლიტიკა ხელისუფლების. ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქში, რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ “რუსულ ოცნებას”. მესმის, რომ შეიძლება ბრუტალურად ჟღერს, მაგრამ დიახ, გვჭირდება დიდი მობილიზება იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული პარტია და “ნაციონალური მოძრაობა” ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ურდო ძალიან მაგრად მუშაობს პროპაგანდისტული მიმართულებით” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ყველაზე სასიხარულო “ინფორმაციის შესწორება” გვაქვს დღეს: ქართველი მებრძოლი ზურაბ მუშუქია ცოცხალია! სიამოვნებით ვიხდი ბოდიშს გუშინ მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების გამო! არავის ვაბრალებ! რას ვიზამთ, ომია! ასეთი “კარგი” შეცდომებიც ხდება!

გუშინ პრეზიდენტი ზელენსკი ჩავიდა ხერსონში და პირადად გაეცნო ადგილზე საევაკუაციო სამუშაოებს! მისი ჩასვლიდან ცოტა ხანში ნაძირალა ურდომ დაბომბა ევაკუაციის ადგილები, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაშავდა და 1 ადამიანი დაიღუპა! რუსეთი არის ტერორისტი სახელმწიფო და პუტლერი არის ტერორისტი ნომერ 1 მსოფლიოში!
ნაძირალა პუტლერმა თვითონ ცხადია ვერ გაბედა ადგილზე ჩასვლა და თავისი ურდოსიკებისთვის მოსაკითხი ბარათების გაგზავნით დაკავდა, თავის მაგივრად კი ადგილზე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კიდევ ერთი ნაძირალა კირიენკო გაგზავნა.

პრეზიდენტი და მისი გუნდი აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო დახმარების მისაღებად როგორც კონტროლირებად, ისე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ელაპარაკებიან მაგალითად, რომ მარცხენა სანაპიროზე მაინც ჩაერთონ სამაშველო ოპერაციებში, თუ ურდო მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს;

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ხმა ამოუღია ეკოაქტივისტ გრეთა თუნბერგს, დოუგმია რუზეთის ტერორისტული ქმედება და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაუყენებია; ზელენსკიმ ამ ტვიტზე მადლობის ტვიტით უპასუხა.

რაც შეეხება ადგილზე ვითარებას, წყლის დონე კრიტიკულ 12.7 მეტრზე დაბლა ჩავიდა. შესაბამისად, პრობლემები იქნება მოსახლეობის და ზაპოროჟეს ატომური ელექტროსადგურის წყლის მომარაგების თვალსაზრისით;

ურდო ძალიან მაგრად მუშაობს პროპაგანდისტული მიმართულებით. გინდათ გითხრათ ჩემი აზრი რისი ბრალია ეს? დასავლეთის წაფორხილების – ნეიტრალური შეშფოთების გამოთქმა და ნწუ, ნწუ, ნწუ ეკოციდი ძალიან ცუდია იყო სიგნალი ურდოს პროპაგანძიისთვის, რომ ამოექოქათ ბოლომდე თავისი გაღმა გაედავე, გამოღმა ვერ შემოგედავება პოლიტიკა. ურდო თავხედურად აწვება, რომ ჰაიმარსებით ბომბავდნენ უკრაინელები დამბას უტიფრები.
მაინც დადასტურდება, რომ ურდოს ჩადენილია ეს დანაშაული. დაიწევს წყალი და გამოჩნდება ყველაფერი.

გუშინ ღამე ისევ იყო სარაკეტო თავდასხმა. კიევის, დნეპროს და ხარკოვის მიმართულებებზე ისევ დიდებულად იმუშავა ჰაერ საწინააღდეგო თავდაცვამ, აფეთქება იყო მხოლოდ ჩერკასის რეგიონის უმანის ოლქში. დაზიანდა სამრეწველო ობიექტი და ავტოსამრეცხაო. ჯამში – 8 მძიმე დაშავებული.

მანამდე ჩვენებმა დაუბაბანეს დღისით ლუჰანსკს. 3 მსხვილი საწარმოო ობიექტი აუფეთქეს ურდოს, რომელიც გადაკეთებული იყო შეიარაღების საცავად და ურდოს ცოცხალი ძალის სადგომად; გუშინ ღამე კი ბერდიანსკში დაუბავოვნეს ჩვენებმა. გავიგებთ მალე შედეგებს;

მოკლედ, ყველას ეჩქარება გამოცხადება, რომ დიდი კონტრიერიში დაიწყო, მათ შორის დასავლურ ავტორიტეტულ მედია საშუალებებსაც. მერე უწევს ჩვენების გენშტაბს ამის უარყოფა!

დიახ, ზაპოროჟიეში სერიოზულად მუშაობს არტილერია და სარაკეტო კომპლექსები, არის ადგილები, სადაც ჩვენებს აქვთ გარღვევები ფრონტის ხაზზე, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არის დაზვერვები ბრძოლით, თუნდაც მძიმე ტექნიკის მონაწილეობით, მაგრამ მაინც არის ნიადაგის მოსინჯვა. ჩვენ თუ ველოდებოდით კონტრიერიშის დაწყებას, ურდოც ემზადებოდა თვეების მანძილზე. ასე რომ, საჭიროა მოთმინება! რეალურად გადაცილებით უფრო ხმაურიანი და ეფექტური ინფორმაციებით გავიგებთ, რომ შეტევა დაიწყო;

აი რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, ფლანგებზე ჩვენები აგრძელებენ წინსვლას. ჩრდილოეთით ბერხივკას წყალსაცავის და დასახლების მიდამოებში იღებენ ჩვენები მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტებს, სამხრეთით კი კლეშჩეევკასთნ იუმჯობესენ პოზიციებს. უფრო მეტიც, ბახმუტის სამხრეთ ნაწილში, ე.წ. თვითმფრინავის მონუმენტის მიდამოებში მაგრდებიან ჩვენები. ურდოს მხრიდან წინააღმდეგობა დიდია, მაგრამ ჩვენები მაგრად მუშაობენ და ანადგურებენ ურდოს სპეც.რაზმელებს; გარდა ამისა, საერთოდ დაეცა ურდოს შეტევის ტემპები მარინკას მიმართულებით, ხოლო ავდეევკაზე პირიქით დაცვაში გადაიყვანეს ჩვენებმა ურდოსები; კუპიანსკის, სვატოვოს და კრემინას მიმართულებებზე ძირითადად პოზიციური ბრძოლები იყო!

გუშინ უკრაინის საგარეო მინისტრს დმიტრო კულებას ჰქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან. განიხილეს ვითარება აფეთქებული ჰეს-ის ირგვლივ; იმსჯელეს ვლნიუსში ნატოს სამიტის შესაძლო გადაწყვეტილებებზე და ბოლოს – აშშ სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს ახალ, 2 მილიარდიან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის! ამასობაში ამერიკელმა კონგრესმენებმა მიწერეს პრეზიდენტ ბაიდენს წერილი, რომლითაც ითხოვენ უკრაინისთვის ატაკამსის რაკეტების გადაცემას. მწიფდება საკითხი, მწიფდება! უკრაინის თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვს კარგი არგუმენტი აქვს ამასთან დაკავშირებით: უკრაინამ დაიწყო 1000 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების სამამულო წარმოება, ასე რომ აშშ-ს ადმინისტრაციას აღარ უნდა ჰქონდეს “კომპლექსი”, რომ მაინცდამაინც მის მიერ გადაცემული რაკეტებით მოხდება მტრის პოზიციების შორ მანძილზე, უფრო ზუსტად კი რუსეთის ტერიტორიაზე დაბომბვა. ჩვენითაც შევძლებთ! რა მაგის პასუხია და ბრიტანული შტორმ შედოუს რაკეტები კი გამოდგა მართლაც ძალიან ეფექტური!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, ამოისუნთქე 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია დაემხობა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

„ენმ“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“ და სხვები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას „რევოლუციის“ გარეშე ვერ მოერევიან”- დავით ქართველიშვილი

ვინაიდან ოპოზიცია კვლავ უუნაროა, მოკლებულია სტაბილურ ფინანსირებასა და მოსახლეობაზე ზემოქმედების ბერკეტებს-შესაძლებლობას, მათ არ შეუძლიათ პოლიტიკურ გარემოზე ზემოქმედება, ხოლო რაიმეს შესაცვლელად ესაჭიროებათ დახმარება, რასაც ახორციელებენ კიდეც მესამე მხარეები (ა.შ.შ. და უკრაინა) და ცდილობენ ოპოზიციის შეგულიანებას, რათა მათ კვლავ გამოიყვანონ ხალხი გარეთ, მარტის აქციების მსგავსად, მაგრამ ესეც, დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მით უმეტეს, ამასთან დაკავშირებით „არასამთავროების“ რიგებშიც აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, არასამთავრობოები საბოლოოდ გადაიქცნენ ანტისამთავრობო სექტორად და ქვეყანაში მასშტაბური აქციების ორგანიზებას ცდილობენ.

„მე მესმის კელი დეგნანის პრობლემები იმ ამოცანათა შესრულების გზაზე, რომელსაც ხელისუფლების „აყირავება“ ჰქვია, რაც დიდი ხანია ტრანსფორმირდა ცნობილი ჰოლივუდური „ბოევიკის“ – Mission Impossible-ს მორიგ ნაწილში. 14 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციების ვიწრო წრესთან (“ISFED“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა“, “სოროსის ფონდი“ და “სი-არ-არ-სი“) მან და “USAID”-ის წარმომადგენელმა გამართეს მორიგი შეხვედრა, სადაც განიხილებოდა სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ სივრცეში არსებული ვითარება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, 22 მაისის “სერობაზე“, არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვდნენ მასშტაბური აქციის გამართვას, რაც შესაძლოა ყოფილიყო სწორედ რომ ა.შ.შ.-ს ელჩის პირდაპირი დავალება.

ანტისამთავრობო სექტორად საბოლოოდ გადაქცეული „არასამთავრობოები“ 22 მაისს სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა დიმიტრი ჩიქოვანი და აკერმანის „შვილობილი“ გიორგი მშვენიერაძე, ლობირებდნენ ძირითადად „ე.ნ.მ.“-ს ინტერესებს, რასაც მოჰყვა მწვავე კამათი, მასშტაბური აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ გამოვიდნენ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები, ხოლო „არასამთავრობოების“ ძირითადი ბირთვი პირიქით, მხარს უჭერდა სწორედ რომ მსხვილი აქციების გამართვის შესაძლებლობას.

აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს ასევე ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პერსპექტივები, რაც ამ ეტაპზე ასევე Mission Impossible-ს კატეგორიას მიეკუთვნება. ამის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, სააკაშვილის მოწოდება, რომ „ე.ნ.მ.“-მ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა დამოუკიდებლად, ხოლო მეორეს მხრივ, დანარჩენი პარტიების ზოგიერთ ნაწილს არ სურთ ნაცებთან გაერთიანება, რის გამოც ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე და სხვა პოლიტიკური „აქტორები“ მუშაობენ „ე.ნ.მ.“-ს ალტერნატიული ოპოზიციური ცენტრის შექმნაზე. თუმცა ვერც აქ ხდება შეთანხმება: „აქტორებს“ არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ენდობიან ერთმანეთს, ხოლო გიორგი ვაშაძე და მამუკა ხაზარაძე ვერ უთმობენ ერთმანეთს მომავალი პრემიერ-მინისტრობის პორტფელს.

სწორედ აქ შეიძლება შემოვიყვანოთ კელი დეგნანი, ამჯერად უკვე სულ სხვა, ქართული კინოშედევრის პერსონაჟად: „რა ვქნა, ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კი ქრისტე-ღმერთი არა ვარ, აქ სასწაულები მოვახდინო – სამჭკუაშვილი ვაარ!“. ვინაიდან ოპოზიცია კვლავ უუნაროა, მოკლებულია სტაბილურ ფინანსირებასა და მოსახლეობაზე ზემოქმედების ბერკეტებს-შესაძლებლობას, მათ არ შეუძლიათ პოლიტიკურ გარემოზე ზემოქმედება, ხოლო რაიმეს შესაცვლელად ესაჭიროებათ დახმარება, რასაც ახორციელებენ კიდეც მესამე მხარეები (ა.შ.შ. და უკრაინა) და ცდილობენ ოპოზიციის შეგულიანებას, რათა მათ კვლავ გამოიყვანონ ხალხი გარეთ, მარტის აქციების მსგავსად, მაგრამ ესეც, დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მით უმეტეს, ამასთან დაკავშირებით „არასამთავროების“ რიგებშიც აზრთა სხვადასხვაობის ფონზე.

ასე რომ, ამ ეტაპზე ოპოზიციურ ჯგუფებს შორის თანხმობა საერთო ბლოკად გაერთიანებაზე მოსალოდნელი არ არის, მეტწილად ველოდებით სამ სხვადასხვა „პროდასავლურ-ოპოზიციურ“ ბლოკს – „ე.ნ.მ.“ თავისი სატელიტი-„პარტიუკებით“; მეორე იქნება ე.წ.“სამეული“ (+შესაძლოა „ლელო“); ხოლო მესამეს სავარაუდოდ ჩამოაყალიბებენ გიორგი გახარიას ირგვლივ, რომელიც წარმოადგენს ა.შ.შ.-ს ერთ-ერთ რჩეულ კანდიდატს (ნელნელა მატულობს ნინო ლომჯარიას, ირაკლი ალასანიას და სხვა აქტორების მედიურობა, რაც მეტყველებს მათ მოსალოდნელ პოლიტიკურ მომავალზე, შესაძლოა სწორედ გახარიას გარშემო).

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური საქმიანობის სრული კოლაფსის ფონზე, ოპოზიციაში მატულობს რადიკალური განწყობები და ისეთი მსხვილი ჯგუფები, როგორიც არის „ე.ნ.მ.“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“ და სხვები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას „რევოლუციის“ გარეშე ვერ მოერევიან, რის გამოც ელოდებიან ტრიგერ-ბიძგს, რომლის შექმნაზეც უკვე დიდი ხანია თავის მხრივ ზრუნავენ ა.შ.შ. და უკრაინა. ეს შესაძლოა იყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის (მაღალი ალბათობა) არმინიჭება, ევროვიზალიბერალიზაციის გაუქმება, სააკაშვილის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება ან მათთვის მიუღებელი რაიმე ახალი კანონპროექტი, ხოლო პარალელურად ველოდებით სექტორულ თავდასხმებს: სასამართლოზე, ძალოვან და საარჩევნო სტრუქტურებზე. ამას და ბევრ სხვა ახალ „ასაყირავებელ“ გარემოებას ჩვენ მალევე დავუბრუნდებით“, – წერს ქართველიშვილი.

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.

ტრამპის ადვოკატმა, ჯიმ ტრასტიმ „სიენენს“ დაუდასტურა, რომ ტრამპს ბრალი, სულ მცირე, შვიდი მუხლით წაუყენეს. მათ შორის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის.

აღნიშნულს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოეხმაურა და ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან ბრალის წაყენებას „ბნელი დღე“ უწოდა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ყველაფერს გააკეთებს ამის დასამტკიცებლად.

„უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან, ძალიან მტკიცედ და იმედია, ძალიან სწრაფად დავამტკიცებთ“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.

ცნობისთვის, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტები 2022 წლის აგვისტოში ამოიღო. მათგან რამდენიმეს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ედო. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და კონკრეტული ჯგუფების მიზანი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისთვის ხელის შეშლა გახლდათ.

“უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს” – ჩერგოლეიშვილი წითლიძეზე

უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, „ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.

მისი თქმით, ბრეიგელის ცნობილი ნახატია ბედკრული ქართული პოლიტიკა და ეს უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს

„უარი რომ მივიღოთ სტატუსზე, ანი წითლიძე იტყვის რომ ქართველ ხალხს უთხრეს უარი სტატუსზე? და სამთავრობო პროპაგანდას აჰყვება, რომ ევროპას ქართველი ხალხი არ უნდა და დაუმსახურებლად სჯის? ბელორუსი ხალხი არ იმსახურებს? ბრმებზე გაყოლა გადაგჩეხავთ. გონებრივად ბრმაა ეს ხალხი.

ამიტომ ვართ ასეთ დღეში – ბრეიგელის ცნობილი ნახატია ბედკრული ქართული პოლიტიკა და ეს უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს “- წერს ჩერგოლეიშვილი.

“ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული თუ გვინდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული თუ გვინდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ხოლო თუ ამოცანა ერთმანეთის ლანძღვაა, თავისუფლად შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები მიუღებელია არა მხოლოდ პარტიის წევრებისგან, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც, რადგან ეს არის კონტრპროდუქტიული ოპოზიციისთვის.

„უკვე ხშირად მიწევს ამაზე კომენტირება, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული მქონდა, კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია ამ საკითხებზე საუბარი. არ ემსახურება არ მხოლოდ ჩვენი პარტიის, არამედ ქვეყნის საუკეთესო ინტერესს. არ მიმაჩნია სწორად, მუდმივად ვუპასუხო კრიტიკას, რომელიც ისმის ისევ პარტიის წევრების მხრიდან. მეც ბევრჯერ მქონია განსხვავებული აზრი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. საჯაროდაც მითქვამს, რომ ასზე მეტი წევრი ჰყავდა პოლიტსაბჭოს და მე ვიყავი ერთადერთი, ვინც კენჭისყრაზე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. ამით იმის დემონსტრირება მსურს, რომ ამგვარი წინააღმდეგობაც კი მქონია პარტიასთან, მაგალითად, 19 აპრილის შეთანხმებაზე, მაგრამ ეს იყო წინააღმდეგობა და არა მუდმივი დაპირისპირების და ლანძღვის რეჟიმი, რაც არის ჩემთვის მიუღებელი. მაშინ ვთვლი, რომ ეს უნდა გაკეთდეს პარტიის მიღმა. პარტიის შიგნით მსგავსი ტიპის განცხადებები არის მიუღებელი, თუმცაღა, აქაც დავამატებდი, რომ ასეთი განცხადებები სხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდანაც მიუღებლად მიმაჩნია, რადგან ოპოზიცია უნდა იყოს მაქსიმალურად კონსოლიდირებული და მაქსიმალურად ერთიანი, თუ გვინდა მივაღწიოთ საერთო მიზანს და დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ხოლო თუ ჩვენი ამოცანა ერთმანეთის ლანძღვაა, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის ებრძვის არა მერაბიშვილსა და კეზერაშვილს, არამედ ყველაფერს იმას, რასაც ისინი განასახიერებენ. მისი თქმით, 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” ამომრჩეველმა უარი უთხრა არა მშენებლობისთვის, აღმშენებლობისთვის, პოზიტიური რეფორმებისთვის, არამედ ძალმომრეობის გამო.

„ბიზნესის რეკეტის გამო, მურუსიძეების გამო და დღეს რას ვხედავთ?! ზუსტად ის ადამიანები, ვინც შობა მურუსიძე, ჩინჩალაძე, მართავენ პროცესებს,“ – განაცხადა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

მე მერაბიშვილ-კეზერაშვილს არ ვებრძვი, არამედ იმას, რასაც ისინი განასახიერებენ – ნიკა მელია

ეროვნული საკითხების გარშემო არანაირი პოლარიზაცია არ არსებობს – როდესაც ამის საჭიროება დგება, ჩვენ ერთნი ვართ, როგორც არასოდეს. უბრალოდ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხედავს, რომ ბევრი რამ განაცრისფრდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კონტრასტულ სხვაობას ვერ ვაჩვენებთ… ყველამ გაიგო როგორიც არის “ქართული ოცნება”, მაგრამ თუ შენ ამტკიცებ, რომ სიმართლე შენს მხარესაა და გინდა, ხალხი გამოგყვეს, უნდა განსხვავდებოდე მათგან. – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემაში “ღამის მთავარი” განაცხადა.

“უნდა შევთანხმდეთ, რას ვტოვებთ წარსულში, რას ვტოვებთ აწმყოში და რითი მივდივართ მომავალში…
ამ პარტიის პოზიტიური ფაქტორი მიხეილ სააკაშვილია, მაგრამ სერიოზულად ნეგატიური ფაქტორები არიან წარსულის ის აჩრდილები, რომლებიც ჩრდილიდან მართავენ ამ პარტიას. მე მერაბიშვილ-კეზერაშვილს არ ვებრძვი, არამედ იმას, რასაც ისინი განასახიერებენ – კონტრასტულ სხვაობაზე ვსაუბრობ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის და ენმ-ის ამომრჩევლებმა ძალიან კარგად იციან, რომ 2012 წელს ენმ-ს უარი ძალმომრეობის გამო უთხრეს. 2023 წელს ვხედავთ ზუსტად იმ ადამიანებს, ვინც შობა მურუსიძე და ჩინჩალაძე – დღეს ისინი მართავენ პროცესებს.” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ბათუმის სტადიონმა მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ბათუმის სტადიონმა, მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

„ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ FIABCI-ის დაჯილდოებაზე მსოფლიო საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე წარდგენილი იყო, სადაც სტადიონმა მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოიპოვა.

FIABCI მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.

მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI მსოფლიო დაჯილდოების მასპინძლობდა, სადაც ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჟიტომირის ოლქში რუსების სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ – უკრაინის ომის 471-ე დღე

გუშინდელი დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების განთავსების ადგილებზე, მათ შეიარაღებასა და ტექნიკაზე ათობით საავიაციო, სარაკეტო-საარტილერიო დარტყმა განახორციელა. კერძოდ, ოფიციალური კიევის ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მართვის პუნქტები და საარტილერიო ქვედანაყოფები.

უფრო კონკრეტულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 19 დარტყმა განახორციელა იმ ლოკაციებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, ასევე, ორი დარტყმა მათ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე.

„უკრაინის სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ იერიში მიიტანა ოკუპანტის მართვის ხუთ პუნქტზე, ცოცხალი ძალის თავის მოყრის ექვს რაიონზე, გაანადგურა ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და რვა საარტილერიო დანაყოფი“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერმა განახორციელა შვიდი სარაკეტო (ორი უმანზე) და 43 საავიაციო დარტყმა. არიან დაშავებულები.

„სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების რისკი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე მომავალშიც მაღალი რჩება“, – აღნიშნავენ უკრაინის გენშტაბში.

რუსულმა ძალებმა, 9 ივნისის ღამეს, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ირანული Shahed-136/131 ტიპის დრონებითა და Х-101 / Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს.

საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, Shahed-ები სამხრეთიდან გაუშვეს, საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები კი ოთხი Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენიდან კასპიის ზღვის რეგიონიდან გაისროლეს.

„თავდასხმის დროს 16-მდე უპილოტო საფრენი აპარატი და 6 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, 4 ერთეული X-101/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 10 Shahed-136/131 და Lancet-ის ტიპის დრონი და 4 ერთეული Orlan-10 და Supercam-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე, რუსულმა ძალებმა ჩერკასის ოლქში, ერთ-ერთ სამოქალაქო ობიექტს „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტით დაარტყეს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ავიაციამ გასულ და მიმდინარე დღეს 20-მდე საცეცხლე დარტყმა მიაყენა საოკუპაციო ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ლოგისტიკას, სამხედრო აღჭურვილობას და პოზიციებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჟიტომირის ოლქში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზვიაგელის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის მერის, ნიკოლაი ბოროვეცის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 სახლი განადგურდა და ათობით დაზიანდა. ამასთან, დაშავებულ მოქალაქეებს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა და რივნესა და ჟიტომირის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო – გასული ღამის განმავლობაში წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა, ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია კი გრძელდება, – ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.

„მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში – 5,35 მეტრი. უკვე ვხედავთ, რომ ღამით წყალი 20 სმ-ით დაცხრა. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის ოლქის 32 დასახლებაში 3 624 სახლია დატბორილი“, – აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი თქმით, ევაკუირებულია 2 352 ადამიანი და 550-მდე ცხოველი.

ZEG – ამბის თხრობის ფესტივალი გრძელდება

9 ივნისს, 11:00 საათზე, ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის მეორე საფესტივალო დღე გაიხსნება თემით „თავისუფლება, რომელიც ყველას გვჭირდება“, რომელშიც მონაწილეობას იღებს ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა. დღის განმავლობაში ფესტივალის სხვადასხვა სივრცეში გაიმართება დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: “დაგვავიწყა თუ არა, უკრაინის ომმა სხვა კონფლიქტები“, „ხელოვნური ინტელექტი: რა გველის”, „მიგრანტების ისტორიები უკრაინიდან და ცენტრალური აზიიდან“, „განათლების მომავალი“, „ახალი ფორმების ძიება მონაცემთა ჟურნალისტიკაში“, „თაობის ცვლილება საქართველოში: დისკუსია GEN-Z-სთან“, „როგორ გადმოვცეთ ისტორიები სპორტის გმირების შესახებ“, „ნარატივის როლი არქიტექტურაში“. მეორე საფესტივალო დღეს დახურავს ჰოლივუდის კინოოპერატორი ფედონ პაპამიქაელი თემით „შემოქმედებითი კოლაბორაცია კინოინდუსტრიაში“.

ამასთან ერთად, ZEG-ის ფარგლებში, 19:30 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში, European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც 2023 წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრები გამოვლინდება. European Press Prize-ი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში და სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი ეწვია, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ZEG ფესტივალის 6 პარალელურ სცენაზე გაიმართება პანელური დისკუსიები, სესიები, ფილმების ჩვენებები, ვორქშოფები, ქალაქის ტურები და არაფორმალური ღონისძიებები. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის 60-მდე წამყვან პროფესიონალს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები – ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც 3 დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება. სრული პროგრამა აქ: https://www.zegfest.com/event-programs/zeg-2023

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:

 

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, თიბისი კონცეპტი, ამერიკის საელჩო საქართველოში, Visa, European Press Prize, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, M2, გერმანიის საელჩო საქართველოში, აპრილი, ონორე, აჭარა ჯგუფი, მარჯანიშვილის თეატრი, IPI, Blue Fox, Monkey Shoulder, Enkeny Films, NEMO, Voxeurop, ჟუჟუნა ღვინო, Old Boys Tbilisi, Windfor’s, LOOMBA, At.ge, Retain.

 

მისამართი: კონსტიტუციის 6/52 (შემოსასვლელი ნინოშვილის მხრიდან)

R