Home Blog Page 1863

16 ივლისს გერგეთობა – სულიერი სიყვარულის დღე აღინიშნება

2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ  ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბრძანა: “დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ”.

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის “ივერიის ისტორია” მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: “მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო”. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, “ელგეშის” ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: “წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო”. ასეც მოქცეულან და ყველანი – ცხენით თუ ფეხით – ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტეველები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.

კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაკვდა სულიერი ცხოვრება, ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერმონაზვნური ცხოვრების გამოღვიძება  უწმიდესის აღსაყდრების შემდეგ დაიწყო. შეუძლებელია, ეს სულიერი გამოღვიძება მის მშობლიურ კუთხეს, ხევსაც არ შეხებოდა. უწმინდესმა 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაში წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა.

მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას. გერგეტის ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელობისაა, აქ მარიამობის მიძინების დღესასწაულიც (15 (28) აგვისტო) დიდი ზეიმით აღინიშნება. უკვე წლებია გერგეტის ამ მადლიან ადგილას მამათა მონასტერია დაფუძნებული.

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მამუკა შაქარაშვილი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

იტალიაში აეროპორტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

იტალიაში აეროპორტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების მასობრივის გაფიცვის გამო 1 000-მდე ფრენა გაუქმდა, რის გამოც 250 000 მგზავრი დაზარალდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, გაფიცვული თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა ხელფასის ზრდა და უკეთესი სამუშაო პირობებია.

როგორც მედია წერს, გაფიცვა მოიცავს ქვეყნის ყველა აეროპორტს.

რომის და ვინჩის აეროპორტში 200-მდე ფრენა გაუქმდა. ასევე გაუქმდა ასობით ფრენა მილანის, ვენეციისა და ნეაპოლის მთავარ აეროპორტებში.

ავიაკომპანიებმა რამდენიმე დღით ადრე აცნობეს მგზავრებს ფრენების გაუქმების შესახებ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ისრაელის პრემიერმინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. REUTERS-ის ინფორმაციით, მიზეზად გაუწყლოება სახელდება.

გავრცელებული ცნობით, პრემიერი სიცხის დროს გალილეის ზღვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო.

„თავდაპირველი ტესტების პასუხები ნორმალურია, წინასწარი დიაგნოზი არის დეჰიდრატაცია” – ნათქვამია პრემიერის აპარატის განცხადებაში.

სამხედრო ტექნიკის დანაკარგის გამო უკრაინამ კონტრშეტევითი ტაქტიკა შეცვალა – NYT

Région de Donetsk, Ukraine, le 28 mai 2023 Des soldats qui ont combattu les forces russe dans Bakhmout jusqu’en mi-mai partent participer à la contre-offensive ukrainienne sur le flanc sud-ouest de la ville en utilisant un transporteur de troupes blindé. Photo Laurent Van der Stockt pour Le Monde

გამოცემა The New York Times-ის ცნობით, სამხედრო ტექნიკის დანაკარგის გამო უკრაინამ კონტრშეტევითი ტაქტიკა შეცვალა.

,,უკრაინულმა ჯარებმა კონტრშეტევითი ტაქტიკა შეცვალეს, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეამცირონ სამხედრო დანაკარგები, მაგრამ ტერიტორიების დეოკუპაციას არ შეანელებს“, – წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, კონტრშეტევის პირველ ორ კვირაში ფრონტზე არსებული სამხედრო ტექნიკის 20%-მდე დაზიანდა ან განადგურდა, მათ შორის დასავლური სამხედრო ტექნიკა. ამასთან, NYT წერს, რომ უკრაინული ძალების კონტრშეტევითი ოპერაციები ნელი ტემპით მიმდინარეობს, რათა უკრაინას ნაკლები სამხედრო დანაკარგი ჰქონდეს.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს.

რა ხდება უკრაინაში ომის 508-ე დღეს

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად 16 მაღალსართულიანი შენობა, ორი სასწავლო და ერთი სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა. დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ცნობას ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით კი ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და კიდევ რამდენიმე სოფელზე იერიში „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს. ზაპორიჟიეზე თავდასხმას რუსეთიც ეხმაურება და მომხდარში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვისა და სუმის ოლქებშიც. გენერალური შტაბის მონაცემებით გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 40 მდე შეტაკება მოხდა. საბრძოლო მოქმედებები ძირითადად 5 მიმართულებაზე მიმდინარეობს.

16 ივლისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 17 ივლისის ჩათვლით 1 აშშ დოლარი 2.5771, 1 ევრო კი 2.8910 ლარი ეღირება.

მანამდე მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.5803, 1 ევრო კი 2.8806 ლარი ღირდა.

კურსი ორშაბათის ჩათვლით იმოქმედებს.

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ პიროვნული ხიბლი განაწყენებულ ადამიანთან შესარიგებლად და საჭირო ურთიერთობის დასამყარებლად გამოიყენოთ. ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოთ და სასურველი მიიღოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება პარტნიორს გადაულოცოთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, რადგან ამ დღეს მისი დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ.

კურო

ურთიერთობის აწყობა და დიალოგის მშვიდად წარმართვა გიჭირთ, რადგან გეჩვენებათ, რომ თანამოსაუბრე არ გისმენთ და თქვენზე ზეწოლას ცდილობს. ეცადეთ, ეს დღე მარტომ გაატაროთ და ნებისმიერი კონტაქტი შეზღუდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ცხოვრება ნეგატიური აზრებისა და უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლოთ.

ტყუპები

შეიძლება ნერვულმა სტრესმა თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედოს, ამიტომ ახალი პროექტების დაწყების ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. თუ სამუშაოზე კონცენტრირება გიჭირთ, შეგიძლიათ დახმარება კოლეგებს სთხოვოთ და საკუთარი მოვალეობები გაუნაწილოთ.

კირჩხიბი

მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დაგეგმილი საქმეების დროულად დასრულებისთვის მკაფიო სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ. ნუ დაკარგავთ დროს მხოლოდ ერთ საკითხზე სხვა საქმეების საზიანოდ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ აჩქარებამ შეიძლება ბევრი შეცდომა გამოიწვიოს.

ლომი

თანამოსაუბრის დაინტერესებისთვის ეცადეთ, განსახილველად მისთვის მისაღები თემები და საკითხები აირჩიოთ. ეს თქვენს პოზიციას გააძლიერებს. ეს ეხება როგორც პირად ურთიერთობებს, ასევე პროფესიულ საქმიანობას. სახლის ან სამუშაო სივრცის დალაგება სტრესისგან გაგათავისუფლებთ. გამონახეთ დრო ფეხით სიარულისა და ფიზიკური აქტივობისთვის და საკუთარი ორგანიზმი მადლობას გეტყვით.

ქალწული

პირად სივრცეში მცირე ცვლილებები განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ავეჯის გადაადგილების და ინტერიერის გალამაზებისთვის დრო გამონახოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება დაგეგმოთ.

სასწორი

ამ დღეს მომხდარზე სწრაფი რეაქციის გამოვლენა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ვარსკვლავები საშუალებას გაძლევენ, რომ სასურველი მიიღოთ, მაგრამ პასუხის გაცემა არ უნდა დააგვიანოთ. მეტი კომუნიკაცია და ახალი ადამიანების გაცნობა პოზიტიური ცვლილებების მოზიდვაში დაგეხმარებათ.

მორიელი

მოწვევაზე ან მოულოდნელ ნაცნობობაზე უარს ნუ იტყვით. ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ამ დღეს შემოვლენ, თქვენს მომავალზე სასიკეთო გავლენას მოახდენენ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანისთვის მიცემული პირობა შეასრულოთ და ვალები დროულად დააბრუნოთ. იზრუნეთ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე – ბევრი იარეთ და ივარჯიშეთ.

მშვილდოსანი

იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ნანატრი ცვლილებები შემოვიდეს, მათთვის ადგილი უნდა გაათავისუფლოთ. უარი თქვით იმაზე, რაც წინსვლაში ხელს გიშლით, გათავისუფლდით ძველი ნივთებისა და არაფრისმომცემი ურთიერთობებისგან. პლანეტების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, ამიტომ ეცადეთ, ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ და რისკის ნუ შეგეშინდებათ.

თხის რქა

რთული დღეა. დაგეგმილი საქმის განხორციელებას მოულოდნელი შემთხვევა ან ახალი გარემოებები ხელს უშლის. დროს ნუ დაკარგავთ, სახლის დალაგება და პირადი სივრცის მოწესრიგება განწყობას აგიმაღლებთ და ახალი იდეებით აგავსებთ. პრობლემების დაძლევაში სწორედ ერთ-ერთი ასეთი იდეა დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს რაც უფრო მეტად იაქტიურებთ, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ, რომ კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ. ეცადეთ ფრთხილად, ოპონენტებზე ზეწოლის გარეშე იმოქმედოთ. შესაძლოა, უნებურად საკუთარი ან ვინმეს საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია გაამხილოთ, რაც მიმდინარე საქმეებზე იმოქმედებს.

თევზები

შექმნილი გარემოებები საშუალებას არ გაძლევთ, რომ ნაყოფიერად იმუშაოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ და მოვლენების განვითარებას დაელოდოთ. შესაძლოა, ამ დღეს რომელიღაც ახლობელთან დაკავშირებით აზრი ან დამოკიდებულება შეცვალოთ.

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს.

„დღეისთვის სამშობლოში მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ“, – წერს ლუბინეცი.

ლუბინეცი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას და სამხრეთ კორეის პირველ ლედის კიმ კონ ჰის შეხვდა, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრს ეწვივნენ.

“ჩვენ შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, ისევე როგორც მათი მფლობელები”- ირაკლი ღარიბაშვილი

რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია, მათ მადლობაც გადაუხადეს მთავრობას, რომ ეფექტური სისტემა გვაქვს შექმნილი და ქვეყნის გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის, – ამის შესახებ პრემიერმა-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმედგაცრუებული იყვნენ.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ქვეყანაში განვითარდეს ტურიზმი, მეტი ტურისტი შემოვიდეს. რაც მთავარია, თავიდანვე სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ. ჩვენ შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, ისევე როგორც მათი მფლობელები. ეს არის მთავარი. რამდენიმე კვირის წინ ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია ჩამოვიდა, მათ მადლობაც გადაუხადეს მთავრობას, რომ ეფექტური სისტემა გვაქვს შექმნილი და ჩვენი ქვეყნის გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის, არამედ პირიქით, ჩვენ ძალიან ეფექტურად ვახორციელებთ პოლიტიკას. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ძალიან ბევრი დეზინფორმაციული კამპანია, ვნახეთ იმედგაცრუებული ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. ესეც მორიგი მტკიცებულება იმისა, როგორ არ უფრთხილდებიან საკუთარ ქვეყანას, მის იმიჯს და რეპუტაციას. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი სიტუაცია, მშვიდობა, სტაბილურობა, ძლიერი ეკონომიკური ზრდა, განვითარება. ჩვენ მოვინახულეთ განახლებული რეგიონები. ყველგან მიმდინარეობს მუშაობა და სამუშაო ადგილები იქმნება. ეს არის ჩვენთვის მთავარი, ეს არის მთავარი საზრუნავი, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.

“რუსეთი თუ დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატო-ს წევრობა რაღა საჭიროა?”-ირაკლი ღარიბაშვილი

ნატო-ს სამიტზე ითქვა, რომ ვიდრე უკრაინა ომშია რუსეთთან, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთანო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ღიმილით ვუყურებდი იმ სიუჟეტებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი გაუბედურებული ოპოზიციის ტელევიზიებში ისმოდა. თქვენ იცით, რომ თავიდან სურათი წარმოაჩინეს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდა ნატო-ს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. რა მოხდა, რეალურად რომ ვთქვათ, კითხვა დავსვათ. გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი იქამდე, ვიდრე რუსეთს არ დაამარცხებს. კითხვა მაქვს, რუსეთი თუ დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატო-ს წევრობა რაღა საჭიროა? აქედან დავიწყოთ. ნატო არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება, რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის ნატო. სხვა, უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქოლგა-ორგანიზაცია. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა.

ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირი განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო. რეფორმებზე იყო საუბარი და აქცენტები გაკეთებული, როცა ქვეყანა არის ომში. ასევე ითქვა, რომ ვიდრე უკრაინა არის ომში რუსეთთან, უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ შეიქმნას.

„ასეთ ვითარებაში, მეგობრებო, როცა ამხელა, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე, 40-მილიონიან ქვეყანაზეა საუბარი და ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზე, ნატო ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს გაწევრიანების მიმართულებით უკრაინისთვის. ჩვენ, საქართველომ, ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და ეს მაგალითი გაკვეთილია ჩვენთვისაც. ჩვენ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, ნატო-ს და, საბოლოო ჯამში, გახდეს სწორ დროს, როცა ამის დრო იქნება, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

დღეს ქვეყანა არის ოკუპირებული, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ადგილზე, ჩვენ ძალიან გონივრულად, ფრთხილად ვეკიდებით ყველა იმ გამოწვევას, საფრთხეს და რისკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დგას. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, ჩვენ დაგვაკისრა ჩვენმა ხალხმა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მე მტერს არ ვუსურვებდი დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან იბრძვიან აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძალიან ბევრი უბედურება ხდება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე საქართველო ღირსეულად წარმოჩინდა.

„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა, გავაგზავნეთ საგარეო საქმეთა მინისტრი. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ თვითონ უკრაინა, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, არ იყო მიწვეული იმ მთავარ პანელსა და სამიტზე, ვახშამზე იქნა მიწვეული. გეტყვით ასევე, ჩემთანაც იყო გარკვეული შემოთავაზება, საუბარი იყო ვახშამზე. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ ასე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოჩინდა ქვეყანა. ამით არაფერი დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას. ეს ზედმეტი ალიაქოთი, ზედმეტი ხმაური არის აბსოლუტურად უსარგებლო, არაფრის მომცემი. ხაზგასმით, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად, მინდა, განვაცხადო, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო საუბრები და უსაფუძვლო სპეკულაციები“, – განაცხადა პრემიერმა.

“ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება წლის ბოლოს უკვე 30 მლრდ ლარით”- პრემიერი

ქვეყნის რეზერვები, ეროვნული ბანკის რეზერვები ხუთ მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს. შედარებისთვის, ვახსენე ასევე უმუშევრობა, რომელიც 35%-ზე მეტი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს, რეზერვები იყო 2.8 მლრდ დოლარი, ახლა არის 5.1 მლრდ დოლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანა მდიდრება, ძლიერდება, ვითარდება.

„დეპოზიტები და სესხები ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების დეპოზიტებზე მინდა რომ ვთქვა, დოლარში იყო დაახლოებით 2.5 მლრდ 2012 წელს და დაახლოებით ამდენივე ლარში 2.6 მლრდ. თქვენ თუ დაინტერესდებით რამდენი არის დეპოტიზები დღეს ჩვენი ხალხის, 25 მლრდ დოლარი დაახლოებით არის დეპოზიტები ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის. 10-ჯერ არის გაზრდილი ამ დეპოზიტების მოცულობა და ლარშიც ასევე 26- 27 მლრდ არის ლარში დეპოზიტები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა მდიდრება, ძლიერდება, ვითარდება. მე ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება წლის ბოლოს უკვე 30 მლრდ ლარით. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი პროგრესია და ამას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ჩვენი ქვეყნის მტრები, შიდა თუ გარე მტრები სწორედ ებრძვიან ამ განვითარებას, მშვიდობას, კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების არ შექმნას და ა.შ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გვაქვს ძალიან მაგრად, კონტროლის ქვეშ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.