16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

688
spot_img

ვერძი

ეცადეთ პიროვნული ხიბლი განაწყენებულ ადამიანთან შესარიგებლად და საჭირო ურთიერთობის დასამყარებლად გამოიყენოთ. ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოთ და სასურველი მიიღოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება პარტნიორს გადაულოცოთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, რადგან ამ დღეს მისი დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ.

კურო

ურთიერთობის აწყობა და დიალოგის მშვიდად წარმართვა გიჭირთ, რადგან გეჩვენებათ, რომ თანამოსაუბრე არ გისმენთ და თქვენზე ზეწოლას ცდილობს. ეცადეთ, ეს დღე მარტომ გაატაროთ და ნებისმიერი კონტაქტი შეზღუდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ცხოვრება ნეგატიური აზრებისა და უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლოთ.

ტყუპები

შეიძლება ნერვულმა სტრესმა თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედოს, ამიტომ ახალი პროექტების დაწყების ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. თუ სამუშაოზე კონცენტრირება გიჭირთ, შეგიძლიათ დახმარება კოლეგებს სთხოვოთ და საკუთარი მოვალეობები გაუნაწილოთ.

კირჩხიბი

მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დაგეგმილი საქმეების დროულად დასრულებისთვის მკაფიო სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ. ნუ დაკარგავთ დროს მხოლოდ ერთ საკითხზე სხვა საქმეების საზიანოდ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ აჩქარებამ შეიძლება ბევრი შეცდომა გამოიწვიოს.

ლომი

თანამოსაუბრის დაინტერესებისთვის ეცადეთ, განსახილველად მისთვის მისაღები თემები და საკითხები აირჩიოთ. ეს თქვენს პოზიციას გააძლიერებს. ეს ეხება როგორც პირად ურთიერთობებს, ასევე პროფესიულ საქმიანობას. სახლის ან სამუშაო სივრცის დალაგება სტრესისგან გაგათავისუფლებთ. გამონახეთ დრო ფეხით სიარულისა და ფიზიკური აქტივობისთვის და საკუთარი ორგანიზმი მადლობას გეტყვით.

ქალწული

პირად სივრცეში მცირე ცვლილებები განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ავეჯის გადაადგილების და ინტერიერის გალამაზებისთვის დრო გამონახოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება დაგეგმოთ.

სასწორი

ამ დღეს მომხდარზე სწრაფი რეაქციის გამოვლენა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ვარსკვლავები საშუალებას გაძლევენ, რომ სასურველი მიიღოთ, მაგრამ პასუხის გაცემა არ უნდა დააგვიანოთ. მეტი კომუნიკაცია და ახალი ადამიანების გაცნობა პოზიტიური ცვლილებების მოზიდვაში დაგეხმარებათ.

მორიელი

მოწვევაზე ან მოულოდნელ ნაცნობობაზე უარს ნუ იტყვით. ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ამ დღეს შემოვლენ, თქვენს მომავალზე სასიკეთო გავლენას მოახდენენ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანისთვის მიცემული პირობა შეასრულოთ და ვალები დროულად დააბრუნოთ. იზრუნეთ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე – ბევრი იარეთ და ივარჯიშეთ.

მშვილდოსანი

იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ნანატრი ცვლილებები შემოვიდეს, მათთვის ადგილი უნდა გაათავისუფლოთ. უარი თქვით იმაზე, რაც წინსვლაში ხელს გიშლით, გათავისუფლდით ძველი ნივთებისა და არაფრისმომცემი ურთიერთობებისგან. პლანეტების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, ამიტომ ეცადეთ, ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ და რისკის ნუ შეგეშინდებათ.

თხის რქა

რთული დღეა. დაგეგმილი საქმის განხორციელებას მოულოდნელი შემთხვევა ან ახალი გარემოებები ხელს უშლის. დროს ნუ დაკარგავთ, სახლის დალაგება და პირადი სივრცის მოწესრიგება განწყობას აგიმაღლებთ და ახალი იდეებით აგავსებთ. პრობლემების დაძლევაში სწორედ ერთ-ერთი ასეთი იდეა დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს რაც უფრო მეტად იაქტიურებთ, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ, რომ კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ. ეცადეთ ფრთხილად, ოპონენტებზე ზეწოლის გარეშე იმოქმედოთ. შესაძლოა, უნებურად საკუთარი ან ვინმეს საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია გაამხილოთ, რაც მიმდინარე საქმეებზე იმოქმედებს.

თევზები

შექმნილი გარემოებები საშუალებას არ გაძლევთ, რომ ნაყოფიერად იმუშაოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ და მოვლენების განვითარებას დაელოდოთ. შესაძლოა, ამ დღეს რომელიღაც ახლობელთან დაკავშირებით აზრი ან დამოკიდებულება შეცვალოთ.