Home Blog Page 1858

12 ივნისის ამინდის პროგნოზი

12 ივნისს ქუთაისში +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმში, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +30 ღამის ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +22, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +28 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.

“მოსკოვი კიევთან დიალოგის დამყარების სუსტ საფუძველსაც კი ვერ ხედავს” – დიმიტრი პესკოვი

მოსკოვი კიევთან დიალოგის დამყარების სუსტ საფუძველსაც კი ვერ ხედავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ტელეარხ „რუსეთი 1“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ფაქტობრივად, ახლა შეთანხმების წინაპირობები არ არსებობს. უფრო მეტიც, ახლა არ არსებობს თუნდაც სუსტი საფუძველი, რათა ვაწარმოოთ რაიმე სახის დიალოგი“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

პესკოვის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას კიევს „მისი პატრონები“ არ აძლევენ.

„ჩვენ ვხედავთ – ა) – რეჟიმის მხრიდან სურვილის არქონას; ბ) – მოუმზადებლობას; გ) – რეჟიმისთვის ნებართვაზე უარის თქმას პატრონების მხრიდან. ამის თქმა ალბათ ყოველგვარი დიპლომატიური ორაზროვნების გარეშე შეიძლება. ამიტომ მოლაპარაკების წინაპირობები ახლა არ არსებობს”, – აღნიშნა პესკოვმა.

,,ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს“- ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, აგენტების ამერიკულ კანონს „რუსული“ საქართველოში აშშ-ის საელჩოში დაერქვა. ამ თემაზე „ხალხის ძალის“ წევრმა მედიასთან ისაუბრა.

„სანამ ამ კანონპროექტზე დავიწყებდით საუბარს, წლის ბოლოს გავაკეთეთ კომენტარი, რომ ვიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას. შემდეგ ბრიფინგი გვქონდა, სადაც პირდაპირ დავაანონსეთ, რომ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, არასამთავრობო სექტორს ეხება და ა.შ. და პირდაპირ იყო შეტევა. გვქონდა კულუარული ინფორმაცია, რომ როგორც კი გაიგეს ამ კანონის შესახებ, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს, ასე მოვნათლავთ და ასე იქნება საზოგადოებისთვის მიწოდებული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებმა მთლიანად მიიპყროს თქვენი ყურადღება და გაგაღიზიანოთ, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენებთ აღებული საქმის, თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. იყავით წინდახედული და უფრო მეტად მოქნილი.

კურო

ნუ დაელოდებით ყველაფრის თავისთავად დალაგებას, თუმცა ზედმეტი შფოთი და აჟიოტაჟიც არაფერს გარგებთ, გულისყურით მოეკიდეთ საქმეს და იზრუნეთ ყველაფრის ხარისხიანად შესრულებაზე.

ტყუპები

მეტი იფიქრეთ და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. სხვათა დაპირებებსაც ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას, რადგან შეიძლება, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლონ მოცემული პირობის შესრულება.

კირჩხიბი

შესაძლოა, დღეს გაუმკლავდეთ ისეთ საკითხებს, რომლებზეც სხვებს გაბედულება და სითამამე არ ჰყოფნით, თქვენი შეუპოვრობა და ძალისხმევა თავადვე გაგაკვირვებთ, სხვები კი თქვენს შესაძლებლობებში ეჭვის შეტანასაც ვერ გაბედავენ.

ლომი

მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, საჭიროების შემთხვევაში, რჩევისთვის მეგობრებს მიმართეთ. ნუ შეგეშინდებათ გული გაუხსნათ ახლობლებს, მათი თანადგომა დაგეხმარებათ ნებისმიერი სიტუაციის დალაგებაში.

ქალწული

შესაძლოა, დღეს არაკეთილმოსურნეებს გადაეყაროთ, რომლებსაც სურვილი ექნებათ, თქვენი გეგმების რეალიზაციას ხელი შეუშალონ. ღირსეულად იბრძოლეთ თქვენი პოზიციების დასაცავად და ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ დასრულდება.

სასწორი

იმისათვის, რომ აღებული ვალდებულება პირნათლად შეასრულოთ, დიდი ძალისხმევა და ზედმეტი სამუშაოს გაწევაც შეიძლება, მოგიწიოთ. მაგრამ ამას ნუ იდარდებთ. შედეგები მრავლისმეტყველი და სასიამოვნო იქნება.

მორიელი

როგორი კარგი მიზანი, ან განზრახვაც უნდა გამოძრავებდეთ, შესაძლოა, დღეს ისეთ გარემოში მოხვდეთ, რომ უმჯობესი იქნება, თუ საკუთარი გეგმების განხორციელებაზე დროებით უარს იტყვით. მშვიდად დაელოდეთ უკეთესს დროს.

მშვილდოსანი

კარგი იქნება, თუ სამსახურებრივ კონფლიქტს გაერიდებით და არ ჩაერევით გაუგებრობებსა და გარჩევებში, სასურველია, გადახედოთ თქვენს გეგმებს და საქმე სანდო ადამიანებზე გადაანაწილოთ.

თხის რქა

ნუ იქნებით ზედმეტად პრაგმატული და ანგარიშიანი, მოდუნდით და გახალისდით, ცხოვრება სავსეა სასიამოვნო მოულოდნელობებით.

მერწყული

ნებისმიერი საკითხისადმი ფილოსოფიურად მიდგომა და სიტუაციების დადებითი მხრიდან განხილვა, დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებასა და წინსვლაში.

თევზები

დღეს, ზომიერების ფარგლებში, რისკი გამართლებულია, მთავარია, თქვენი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდეს.

„ოპოზიცია არ უნდა იყოს მთხლე, ქუჩა უნდა გრგვინავდეს“- ჩარკვიანი

„ოპოზიცია არ უნდა იყოს მთხლე, ქუჩა უნდა გრგვინავდეს“, – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, გადადგას ნაბიჯები და არა ისაუბროს დანაწევრებაზე.

„ახლა რა დროს საუბარია, რომ არ დავდგები ამასთან, იმასთან, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ და ა.შ. უკვე ეჭვი მაქვს ხელისუფლებას ხომ არ უნდა 12 პუნქტის შესრულება? მგონი ხაზარაძესაც უნდა. როდესაც ხედავ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, შენ რას ელოდები? რატომ არ გინდა, აიძულო და აიძულო ნიშნავს ქუჩის მომძლავრებას, დანაწევრებაზე საუბარს კი არა. ისეთი განცხადებები კეთდება, შეიძლება, არ მოგვანიჭონ სტატუსი, თუ ვხედავთ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, მაშინ ოპოზიცია არ უნდა იყოს მთხლე, ქუჩა უნდა გრგვინავდეს“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ვერსად ნახავთ განცხადებას, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ – ზურაბ ჯაფარიძე

ვერსად ნახავთ ჩემს განცხადებას, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ, პრობლემაა, როდესაც რუსეთთან აღრმავებ ურთიერთობას, ჩართული გაქვს ანტიდასავლური პროპაგანდა და დასავლეთს შორდები, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ჯაფარიძის თქმით, არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან მიმართებით პრობლემა ეკონომიკა არ არის. „არაფერი საწინააღმდეგო არ მითქვამს. რუსეთთან მიმართებით პრობლემა ეკონომიკა არ არის, არაერთხელ მითქვამს. მათ შორის ფრენები იქნებოდა, თუ რუსების შემოსვლა, ჩემი პოზიცია სულ ეგ იყო. პრობლემაა, რომ ევროკავშირი, რომლისკენაც მივდივართ, გვეუბნება, რომ ჩვენი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა იყოს მათთან თანხვედრაში. გვეუბნებიან, რომ მათ ფრენები აკრძალული აქვთ, დასანქცირებულია ავიაციის სექტორი და ჩვენც უნდა ვიყოთ ამის ნაწილი. ამას ვეთანხმები და არა იმას, რომ ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობები არ ასწორებს. მეორე პრობლემა არის ის, რომ როდესაც რუსეთთან აღრმავებ ეკონომიკურ ურთიერთობას და ამ დროს, ჩართული გაქვს ანტიდასავლური პროპაგანდა და დასავლეთს შორდები, ეგ არის პრობლემა. თქვენ ვერსად ნახავთ ჩემს ნათქვამს, რომ მე რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ. მე ეგ არასდროს მითქვამს. შეიძლება, სხვა ოპოზიციურ პარტიებში გეშლებით, რადგან სხვა ოპოზიციური პარტიები გამოდიან ეგეთი განცხადებებით. ეკონომიკური ურთიერთობა ჯამში კარგია და სწორია, მხოლოდ ერთი – ჩვენ არ უნდა ვაღრმავებდეთ ეკონომიკურ ურთიერთობას რუსეთთან და არ უნდა ვშორდებოდეთ ევროპას, პირიქით, ევროპისკენ უფრო უნდა ვაღრმავებდეთ და მეორე, ჩვენ უნდა ვიყოთ თანხვედრაში ევროკავშირთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის ეს კავშირი არის ევროკავშირის სტატუსის მიღება-არ მიღებასთანაც“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ვატო შაქარიშვილი, მიმართვას ავრცელებს

კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში 12 ივნისს, რუსთაველის თეატრში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს იმ ადამიანებისთვის, ვინც საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეით არიან დაინტერესებულები.

შაქარიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, ერთობლივად შეიქმნას მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს.

„საღამომშვიდობის მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, თანამოაზრეებო, უბრალოდ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეით დაინტერესებულებო! შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში. დავიწყოთ, ერთად ვიფიქროთ, ერთად ვიმოქმედოთ, ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს. არ დავუშვათ საქართველოში რევოლუციური სცენარების განხორციელება! დავიცვათ ჩვენი ქვეყანა აგრესიული ლიბერალური შემოტევისგან! წერტილი დავუსვათ ადამიანების შეურაცხყოფას, ბულინგს, ცილისწამებას! P.S. ნაც-ლიბერალური პროპაგანდისტული საშუალებები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. პროვოკაციებზე იქნება ადეკვატური პასუხი. საქართველო უპირველეს ყოვლისა!” – წერს ვატო შაქარიშვილი.

შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი დააკავეს

შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი 52 წლის ნიკოლა სტერჯენი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, საქმე ეხება შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების შესახებ მიმდინარე გამოძიებას.

პოლიციის განცხადებით, ქალი არის ეჭვმიტანილი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში.

მედიის ცნობით, ახლა ნიკოლა სტერჯენს პოლიცია ჰკითხავს.

სტერჯენის სპიკერმა დაადასტურა, რომ იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

„ნიკოლა გამუდმებით ამბობდა, რომ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან, თუ მას სთხოვდნენ და ასე გააგრძელებს“, – სტერჯენის სპიკერმა.

შოტლანდიის პოლიციამ გამოძიება 2021 წელს წამოიწყო, როდესაც სამართალდამცველებმა მიიღეს საჩივარი 600 000 გირვანქა სტერლინგის არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე. ეს თანხა აქტივისტებმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის კამპანიის ჩასატარებლად შეაგროვეს.

სტერჯენი შოტლანდიის მთავრობას 2014 2023 წლებში მეთაურობდა. ის მესამე მაღალჩინოსანია, რომელიც შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

დროებით ოკუპირებულ ყირიმში სარკინიგზო ლიანდაგზე აფეთქება მოხდა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში სარკინიგზო ლიანდაგზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი Baza ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება დაახლოებით 16 საათზე მოხდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა სატვირთო ლოკომოტივი.

ყირიმის ე.წ ხელმძღვანელმა აქსიონოვმა განაცხადა, რომ მატარებლების მოძრაობა ამ ტერიტორიაზე შეჩერებულია. მგზავრებისთვის მოეწყობა ავტობუსების ტრანსფერი.

მისივე განცხადებით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტამბოლის საკანცელარიო ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა

სტამბოლის საკანცელარიო ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი პლასტმასის და ხის მასალებს მოედო. საწარმოში ევაკუაცია განხორციელდა. ინციდენტი სწორედ მაშინ მოხდა, როცა საწარმოსთან ახლოს მდებარე ათათურქის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა. ერთ-ერთი ვერსიით, აალება შესაძლებელია სტადიონთან შეკრებილი ქომაგების მიერ გასროლილმა მაშხალებმა გამოიწვია.

დომინიკ ჰასლერი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია

2023 წლის 11 ივნისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ლიხნტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე.

როგორც ცნობილია, საქართველოს 11-13 ივნისს ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, დომინიკ ჰალსერი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდება.

კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა” კობახიძ

ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, არის თუ არა ახალგაზრდების დისკრიმინაცია მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რაზეც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მის განცხადებაში საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე.

„აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მართლა ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ყველანაირ ორიენტაციაში ვგულისხმობ, პირველ რიგში, პოლიტიკურ ორიენტაციას, თუმცა არამარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისმება. მათ, პირველ რიგში, აქვთ პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ცდილობენ, ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან. ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს არის დაუშვებელი. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.