Home Blog Page 1856

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღის პრობლემების გადასაჭრელად ძველი ხერხების ნაცვლად, ახალი, განსხვავებული საშუალებები გამოიყენოთ. სასურველი შედეგის გარდა, ეს უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. საღამოს შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

კურო

ნაყოფიერი დღეა. პლანეტების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, რომ ოცნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგათ. მოერიდეთ რჩევების მიცემას მაშინ, როცა ამას არ გთხოვენ. ეცადეთ საყვარელ ადამიანს სურვილი აუსრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარმატების მისაღწევად დროდადრო „ჩარჩოებს“ უნდა გასცდეთ.

ტყუპები

ამ დღეს უბრალოდ ვალდებული ხართ, რომ საკუთარ ცხოვრებაში სიახლე შეიტანოთ! თქვენი ნებისმიერი წამოწყება გარშემო მყოფთა მოწონებას დაიმსახურებს. სურვილის შემთხვევაში რთული საკითხების მოგვარებას შეძლებთ, რომლებიც დიდი ხანია პრობლემებს გიქმნით. ეცადეთ, პიროვნული ხიბლი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. არ გაწყვიტოთ კავშირი მეგობართან ან ოჯახის წევრთან, რომელიც თქვენგან შორს არის.

კირჩხიბი

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ და საკუთარ კეთილდღეობაზე კონცენტრირდეთ. ამ დღეს მიღებული დადებითი ემოციები ძალიან დიდხანს გაგყვებათ. მოერიდეთ კონფლიქტებს სამსახურში. ნებისმიერი შესყიდვა უმჯობესია, სამომავლოდ გადადოთ და საერთოდ, ამ დღეს საფულეს გახსნას მოერიდოთ.

ლომი

დღის პირველი ნახევარი შესაფერისია მშვიდი და კარგად ნაცნობი აქტივობებისთვის. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მნიშვნელოვანი პროექტი ან რთული საქმე წამოიწყოთ. ქარიზმა პარტნიორებთან მოლაპარაკებებში და სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. მშვენიერი დღეა შოპინგისთვის.

ქალწული

სწრაფი რეაქცია დაგეხმარებათ, რომ მოვლენათა განვითარება თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდოთ. ხვალ ამ სიტუაციას სხვა თვალით შეხედავთ.

სასწორი

წინააღმდეგობრივი დღეა. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ – თქვენ შეძლებთ, სამსახურში ან სახლში მოსალოდნელია უთანხმოება და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

მორიელი

რთული პროექტების განხორციელებაზე დროს ნუ დაკარგავთ – ამ დღეს მხოლოდ ადვილად მისაღწევი მიზნები უნდა დაისახოთ. სამსახურებრივ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვეთ და პროცესი მუდმივად აკონტროლოთ, რათა კონკურენტებმა ვერ დაგაზარალონ. დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანების ჩივილების მოსმენა და მათთვის რჩევების მიცემა მოგიწევთ.

მშვილდოსანი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. ამ დღეს სხვა ადამიანების რჩევები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა გაითვალისწინოთ და საკუთარი გამოცდილების მიხედვით იმოქმედოთ. ხელსაყრელი დროა სიახლეებისთვის: შეგიძლიათ თეატრს, მუზეუმს ან უბრალოდ, სილამაზის სალონს ეწვიოთ, ინტერიერის ახალი ნივთები შეიძინოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ძველი გეგმების განხორციელება დაიწყოთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომლის დასრულებასაც ვერ შეძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დახმარების თხოვნა მოგიწევთ. მალე საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ იმუშაოთ.

მერწყული

ამ დღეს ურთიერთობები სარგებელს და დადებით ემოციებს მოგიტანთ. თანამოსაუბრის მოხიბვლა და დარწმუნება არ გიჭირთ ამიტომ ეცადეთ, ეს უპირატესობა თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. გაიცანით ახალი ადამიანები და მიიღეთ საინტერესო მოწვევები – ეს თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების ფანჯარას გახსნის.

თევზები

მოერიდეთ აგრესიულ მოქმედებას და ეცადეთ ,კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. გადაწყვეტილების მიღებისას სხვების რჩევებს ნაკლებად უსმინეთ და საკუთარ ინტუიციას ენდეთ. იდეები, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივათ, უნდა დაიმახსოვროთ – მალე მათ განხორციელება დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

 

,,ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე დავწერო – ირმა ინაშვილი

ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე დავწერო – ირმა ინაშვილი სოციალურ  ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი. უკარგესი ადამიანი. უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი. იორამი 35 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმაა. მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი. იორამი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ჯერ ზუსტად ვერ ვწერ, როდის ჩამოვასვენებთ, სად დავასვენებთ და როდის იქნება პანაშვიდი და გასვენება.ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო… ჩვენი შვილები უნდა წერდნენ ჩვენი გარდაცვალების შესახებ და მე ვწერ… აღარ მესმის არაფერი… რატომ.“ – წერს ინაშვილი.

საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთი გახდა.

მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა.

საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიიდან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი, საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჯამში 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.

საქართველოს ჟიურის ქულები კი ასე გადანაწილდა

ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი მაყურებლის წინაშე წარდგნენ სიმღერით Over The Sky, რომელიც ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს.

მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვიდნენ.

საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა, რომლის მთავარი სლოგანიც Heros | გმირები იყო.

,,7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცისტური ძალაა” – გოგა ხაინდრავა

ის ფაქტი, რომ იყო შეკვეთა ბადრი პატარკაციშვილიც მოცილების, ანუ ტერორისტული აქტის, დაადასტურა თავისი ჩვენებაში კრიმინალურმა ავტორიტეტმა მამარდაშვილმა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„ეს მამარდაშვილი ელაპარაკება ცნობილ „მასტერას“ [გია დგებუაძე], სადაც „მასტერა“ ეუბნება, რომ ჩვენ პატარკაციშვილი უნდა მოვიცილოთო. გარდა ამისა, ჩეჩენი საველე მეთაური [უვაის ახმედოვი] პირდაპირ აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემიკვეთეს პატარკაციშვილის მკვლელობა და მითხრეს, ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ ყველაფერი რუსეთს დაჰბრალდესო“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცისტური ძალაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბრის მერე დამთავრებული იყო როგორც საზოგადოებისთვის ისე, მთელი მსოფლიოსთვის, რადგან იქ გახდა ნათელი, რომ ისინი არიან ნაცისტები, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას. ამას დაემატა ის უბედურება, რაც საპატიმროებში ხდებოდა“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

,,მიხეილ სააკაშვილს ციხიდან თავის დასაღწევად ახალი გეგმა აქვს”- სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან თავის დასაღწევად ახალი გეგმა აქვს.

სუბარმა 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ სააკაშვილი ძველ ნარატივს დაუბრუნდა.

„დღეს, როდესაც სააკაშვილმა გადაუსვა ხაზი მთელ წლის განმავლობაში ნალაპარაკევს, რომ ეს იყო შეცდომა, ბოდიშიც აქვს მოხდილი და ისევ დაუბრუნდა ძველ ნარატივს, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი შეხსენება თავისი პატრონების მიმართ, რომ აი, თქვენ ხომ მაშინ იცოდით, თქვენგან ხომ მწვანე შუქი მქონდა ანთებული და დღეს ყველაფერს თუ არ გააკეთებთ, დამიხსნათ პატიმრობიდან, კარტებს გავხსნი და საუბარს დავიწყებ“, – განაცხადა სუბარმა.

მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე პირველ ჩვენებას დაუბრუნდა და აქციის ძალადობრივად დარბევა და „იმედში“ შეჭრა ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორით ახსნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

,,შესაძლოა, აშშ-ს ვოლოდიმირ ზელენსკის მოშორება და ომის მისთვის გადაბრალება აწყობდეს”- დავით ქართველიშვილი

ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მიმოიხილავს.

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შესაძლოა აშშ-ს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოშორება და ომის მისთვის გადაბრალება აწყობდეს.

„ხომ ატყობთ, როგორ აღარ სცალია ჩვენთვის არც ზელენსკის, არც, მით უმეტეს, არესტოვიჩს, არც ვინმე პოდოლიაკს და არც (თქვენ წარმოიდგინეთ) არახამიასაც კი. როგორი „მარიონეტობაა“ მათ ამ „კრავთა დუმილში“ – არა აქვთ სათანადო დავალება და ჩუმად არიან. სამაგიეროდ, ახალ დავალებას ასრულებენ. ყოველ შემთხვევაში – აგენტი „ბრაუნი“… მიღებულია დირექტივა – უკრაინის ომის კატასტროფული შედეგი ზელენსკისა და მის მეგობარ ბორის ჯონსონს უნდა დაჰბრალდეს. და არახამიაც „ალაპარაკდა“. ომის დასრულება თურმე ჯერ კიდევ 2022 წლის 22 მარტს იყო შესაძლებელი. მაგრამ ჯონსონმა უბრძანა ზელენსკის: „იომე!“.

ხოლო, იმის მაგივრად, რომ ჩაებარებინა ისედაც უცხო რუსული დონბასი და ევაჭრა ყირიმისათვის, ეთნიკურად არაუკრაინელმა პრეზიდენტმა ზვარაკად შესწირა მისთვის უცხო ეთნოსი. ამ ყველაფრის ფონზე, რუსული წყაროები იუწყებიან, რომ გუშინწინდელი იერიში „ისკანდერით“ ზელენსკის კიევის ბუნკერზე განხორციელდა სწორედ უკრაინული მხარის მიერ მოწოდებული კოორდინატებით.

ინფორმაციის „არარუსული“ წყაროები კი გვამცნობენ, რომ ერთი კვირის წინ კიევში ჩასულმა CIA-ს დირექტორმა ბერნსმა გააფრთხილა ზელენსკი, რომ მის უახლოეს გარემოცვაში „პერიოდულად“ განიხილავენ მისი ფიზიკური ლიკვიდაციის გეგმებს. ანუ, გაშვებულია მოვლენათა შესაძლო განვითარების „ქანქარა“ – მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის ლიკვიდაცია შესაძლოა ყველაზე მაგრად სწორედ ამერიკელების გეგმებში შედიოდეს, CIA-ს დირექტორმა „დაასწრო“ მოვლენებს და „მეგობრულად“ გააფრთხილა პოტენციური მსხვერპლი, თანაც მიუთითა – შენს გარემოცვას უფრთხილდიო.

რეალურად კი, უკრაინული ომის ჩიხში შესვლის გადაბრალება ზელენსკიზე და ჯონსონზე სწორედ ამერიკელებს აძლევს საშუალებას საკუთარი სახე შეინარჩუნონ. იღება შესაძლებლობების ახალი ფანჯარა, დაიწყონ მოლაპარაკებების პროცესი, მოახდინონ „დანაშაულებრივი რეჟიმის“ ლუსტრირებისა და „პროამერიკული“ რეპრივატიზაციის პროცესები უკრაინაში.

წაგებული რჩება მხოლოდ ევროკავშირი, რომელმაც გაუგებარ პროცესებს შეალია ასობით მილიარდი, დარჩა აფეთქებული „ჩრდილო ნაკადების“ ამარა, დეინდუსტრიული ზეძვირი შეკუმშული ბუნებრივი აირითა და 15-მილიონიანი გამწარებული უკრაინელი მიგრანტით თავის ტერიტორიაზე. მაგრამ არც ეს არის ჩვენი საქმე – თავს თუ დაგვანებებენ, ესაა ჩვენთვის მთავარი“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ადენის ყურეში თავდამსხმელებმა ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი გაიტაცეს

იემენის სანაპიროსთან ადენის ყურეში  თავდამსხმელებმა ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი გაიტაცეს, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

როგორც მედია წერს, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ეს მესამე საზღვაო თავდასხმაა, რომელიც რეგიონში განხორციელდა. გატაცებული ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავდა.

„ჩვენი პრიორიტეტი ბორტზე მყოფი ჩვენი 22 კაციანი ეკიპაჟის უსაფრთხოებაა. ეკიპაჟის წევრებს შორის ქართველი, ვიეტნამელი, ბულგარელი, ინდოელი, ფილიპინელი და რუსეთის მოქალაქეები არიან. ხომალდს ფოსფორული მჟავა გადაჰქონდა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთში სტიქია მძვინვარებს

თურქეთში ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვები ადიდდა, რის შედეგადაც დაიტბორა დიდი ქალაქები, როგორიცაა იზმირი და ანტალია. ამის შესახებ Anadolu იტყობინება.

თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურმა დირექტორატმა და ქვეყნის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტმა (AFAD) გაავრცელეს საგანგებო გაფრთხილება თურქეთის 81 პროვინციიდან 64-ისთვის: საფრთხის ბოლო, ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა 44 პროვინციაში, ხოლო ყვითელი – 20 პროვინციაში.

მანამდე მსგავსი გაფრთხილებები თურქეთის 76 პროვინციას გაეგზავნა.

ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში გაემგზავრება, რათა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწროს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბრიუსელში 27-29 ჩავა.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მათ შორის ნატო-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს ნატოს მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიისა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას და განიხილავს 2024 წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებს.

რუსეთმა სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები S-400 უკრაინის ფრონტზე გადაიტანა

რუსეთმა სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები S-400 კალინინგრადიდან უკრაინის ფრონტზე გადაიტანა, – ამის შესახებ RBC-Ukraine ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები დანაკარგების გაზრდის შემდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს გადაიტანა.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი კალინინგრადს სტრატეგიულად ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ რეგიონად მიიჩნევს, კერძოდ, იმის გამო, რომ ის სამი მხრიდან ესაზღვრება ნატოს წევრ ქვეყნებს.

„კალინინგრადის რეგიონი რუსეთის ყველაზე დასავლური ფორპოსტია და სამი მხრიდან ესაზღვრება ნატოს წევრ ქვეყნებს, რუსეთის ფედერაცია მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ სტრატეგიულ რეგიონს. ის ფაქტი, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაიტანა საჰაერო თავდაცვის სისტემები, ხაზს უსვამს იმას, რომ ომმა შექმნა სირთულეები რუსეთის ზოგიერთი თანამედროვე შესაძლებლობებისთვის“, – აღნიშნავს სადაზვერვო სააგენტო.

,, ევროპაში აღარ უნდა დარჩეს ე.წ. ნაცრისფერი ზონები”- ბერბოკი

უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირს გააძლიერებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „მწვანეების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანალენა ბერბოკმა ასევე ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ჰქონდეთ.

გერმანიის პირველი დიპლომატი ყრილობაზე ევროკავშირის გაძლიერებისა და რეფორმირების მოწოდებითაც გამოვიდა.

„დღეს ცხადია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში. უკრაინის გაწევრიანებ ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა ვრცელდებოდეს მოლდოვაზე, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთზეც. ევროპაში აღარ უნდა დარჩეს ე.წ. ნაცრისფერი ზონები“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.