Home Blog Page 1850

2024 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ახალი რეგულაციები ამოქმედდება

მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვის გზით, გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართული რეგულაციების დადგენა, ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას შეუშლის ხელს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი ზღვრული ნორმების დაწესებას ეხება.

„ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში მომრავლებული კერძო ავტომობილები. სტატისტიკას გეტყვით: 2012 წლამდე თბილისში, პიკის საათებში, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეის მონაცემებით, თბილისში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი მოძრაობს. ეს კი გამონაბოლქვის და ჰაერის დაბინძურების მხრივ, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ასევე, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი პრაქტიკა დაინერგა საქართველოში, როცა ავტომობილების უდიდეს ნაწილს ე.წ. კატალიზატორს აცლიან, ჰყიდიან და ამ დროს, ავტომობილი ჰაერის საშინლად და სახიფათოდ დაბინძურებული ხდება. სწორედ ესაა უმთავრესი მიზეზი აზოტის ოქსიდებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და ამ მხრივ, დედაქალაქში მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მხრიდანაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, მივესალმები იმ ძალიან სწორ და საჭირო ინიციატივას, რაც პრემიერ-მინისტრმა დაანონსა. ამ რეგულაციების დადგენა, რასაკვირველია, შეზღუდავს მოძველებული და მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუშლის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქალაქში მოძრაობს ისეთი ავტომობილები, რომლებიც ტექდათვალიერების მიმართულებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ მიმართულების მოსაწესრიგებლადაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველას ჩართულობით, ჰაერის გასუფთავებას მივაღწიოთ, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ისაუბრა ტრანსპორტის რეფორმასა და ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ 2017 წლის შემდეგ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განახორციელა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და ყველამ, როგორც მუნიციპალიტეტმა, ასევე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს. ჩვენ 2017 წელს რაზეც დავიწყეთ აქტიური  მუშაობა, ერთ-ერთი იყო ეს თემა და ბევრი სასიკეთო ნაბიჯიც გადაიდგა. გავამკაცრეთ რეგულაციები ამტვერებადი მასალების ტრანსპორტირებაზე და განთავსებაზე; მოეწყო არაერთი რეკრეაციული სივრცე, სადაც დაირგო ათასობით ნერგი და ეს პროცესი გრძელდება; სრულად განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები. გვახსოვს, როგორი გამონაბოლქვი ჰქონდა, როგორც ავტობუსს, ასევე მიკროავტობუსს, რომელიც უდიდესი პრობლემა იყო. ამ ყველაფერს ვსუნთქავდით ჩვენ, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. დღეს დედაქალაქს ჰყავს სრულად განახლებული ევრო 6-ის ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესში 2023-2024 სააღმზრდელო წელს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ახალი წესით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.

„რეგისტრაციისას გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭება. ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დღემდე, პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების, ხოლო მეორე ეტაპზე, საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობდა.

„პირველ  ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე, გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ, ივლისში რეგისტრაციის პროცესს დავიწყებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობას განაგრძობს.

„გრძელდება თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობა.  სექტემბერში  თბილისს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. საერთო ჯამში,  ამ ეტაპზე, 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“2012 წლამდე, თბილისში, პიკის საათებში დაახლოებით 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეის მონაცემებით, 600 ათასზე მეტია” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს, თბილისში პიკის საათებში 600 ათასზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება, 2012 წლამდე კი ეს მონაცემი დაახლოებით 180 ათასი იყო.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული სტატისტიკა გამონაბოლქვისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით პრობლემაა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.

„2012 წლამდე, თბილისში, პიკის საათებში დაახლოებით 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეის მონაცემებით, პიკის საათში, თბილისში 600 ათასზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება. ხედავთ, რა ციფრებზეა საუბარი. ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ადამიანებზე აისახება. ამიტომ, კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯები მნიშვნელოვანია, რათა აღნიშნული მიმართულება ყველანაირად მოწესრიგებული იყოს და გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

“აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი” – რუსეთ – უკრაინის ომის 476-ე დღე

რუსეთ – უკრაინის ომის 476-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს. დარტყმა შავ ზღვაში მყოფი გემიდან განხორციელდა.

აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები ქალაქის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამიანი.

გარდა ამისა, ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობში ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. საწყობის სამი თანამშრომელი დაიღუპა, შვიდი კი – დაშავდა.

ამჟამად ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს, რადგან მის ქვეშ, შეიძლება, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს უკრაინის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. შეტევა განხორციელდა საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით და ასევე „კამიკაძე“ დრონებით. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

კერძოდ, შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესის მიმართულებით განხორციელდა დარტყმა 4 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით.

„სამი რაკეტის ჩამოგდება მოვახერხეთ, ერთი კი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა”, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბი.

ასევე, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან რუსმა სამხედროებმა 10 ირანული დრონით “Shahed-136/131” იერიში განახორციელეს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. 9 დრონი განადგურებულია. ამასთან, რუსეთის როსტოვის ოლქის ტერიტორიიდან დონეცკის ოლქის მიმართულებით რუსულმა ჯარმა გაუშვა საჰაერო ბაზირების ექვსი ფრთოსანი რაკეტა Х-22 ოთხი ბომბდამშენიდან Ту-22М3.

„უკრაინის საჰაერო ძალების საშუალებებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ღამის იერიშის დროს განადგურებულია 12 საჰაერო მიზანი: სამი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი” და ცხრა ირანული დამრტყმელი დრონი Shahed-136/131″, – ნათქვამია განცხადებაში.

ომის შედეგად უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში.

„2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1504-ზე მეტი ბავშვი არის დაზარალებული, 488 ბავშვი დაიღუპა, 1016-ზე მეტმა მიიღო დაზიანება “, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან გრძელდება მუშაობა საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

“ის, რაც საქართველოსგან მოითხოვებოდა 12 რეკომენდაციის ფარგლებში, ფაქტია, რომ შესრულებულია”- სარჯველაძე

ამ თემის ირგვლივ საკმაოდ ბევრი რამ მოვისმინეთ ისეთი, რომ ხან მართალი იყო და ხან მცდარი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

„შესაბამისად გამიჭირდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმის ახსნა, თუ რამ განაპირობა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი მითი შეითხზა, ბევრი არასწორი მსჯელობა და ინტერპრეტაცია იყო. მთავარი ამ წუთას ეს არ არის. მთავარი არის, რომ ის, რაც საქართველოსგან მოითხოვებოდა 12 რეკომენდაციის ფარგლებში, ფაქტია, რომ შესრულებულია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

“ეს სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს” – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჯანდაცვის სფეროში დანერგილი საპოლიციო რეჟიმის შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით: ჯანდაცვისა და ფარმაციის ხარჯის 50-55%-მდე წარმოადგენს დარგში დასაქმებულების, ექიმების, ექთნების, ლაბორანტებისა და სხვა სამეურნეო პერსონალის ხელფასებს. ნებისმიერი საპოლიციო მიდგომით დაჯარიმებული ჯანდაცვის სუბიექტები იძულებულნი იქნებიან, ხელფასები შეუმცირონ იქ დასაქმებულ ადამიანებს.

იმ პირობებში, როცა ჯანდაცვის სფეროს ხარჯებს შორის პირველ ადგილზეა პერსონალის ხელფასი, მეორე ადგილზე – მედიკამენტები და ზოგადად, დარგი გამოირჩევა მოგების უმდაბლესი მაჩვენებლით, ამ კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჯარიმა აისახება სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებზე. ხელფასები არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება კიდეც. მთლიანად დარგი იძულებული იქნება, სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე გადაიხადოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმები.

ეს სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

“ტერორისტმა რუსეთმა გუშინ ღამე ოდესა დაბომბა”- ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ტერორისტმა რუსეთმა გუშინ ღამე დაბომბა ოდესა. პირველადი მონაცემებით, 3 დაღუპული და 12 დაშავებულია, კრივოი როგის სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულია 12 და დაშავებული 35 მშვიდობიანი მოსახლე!

რუსეთი არის ტერორისტი სახელმწიფო! პუტინი არის მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი! ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ეს მართლა ნაბიჭვარი ხვდებოდა ურდოს პროპაგანძილებს 2 დღის განმავლობაში და აცხადებდა, რომ რუსეთი არ ბომბავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და გაუგებარია, რატომ აკეთებს ამას უკრაინა .

კიდევ ბევრი სიგიჟე იბოდიალა პუტლერმა ვაენკორებთან ოპერაციის მიზნები არ იცვლება, მაგრამ მსვლელობისას ცვლილებები ხდებაო; მობილიზაციის საჭიროება არ არის, მაგრამ წვევამდელებმა სახელმწიფოს წინაშე ვალი უნდა მოიხადონ ისე, როგორც ბელგოროდშიო;

აქეთ ლუკაშენკა აყელყელავდა – ღმერთმა არ ქნას ღილაკზე ხელის დაჭერა დამჭირდეს, არ ამიკლანკლადება, ისე ვისვრი ბირთვულ ბომბასო. ბელარუსი ისევ ბირთვული სახელმწიფო ხდება და მასთან ომი იმედია არავის მოუნდებაო.

პუტლერმა “მაგარი სტატისტიკა” გაჩითა: კიო, დაიწყო 4 ივნისს უკრაინამ მასშტაბური კონტრიერიშიო, ჩვენებს 56 ტანკი გაუნადგურდათ, უკრაინელებს კიდევ 160. ერთმანეთს უჯოკრავენ ტყუილების მასშტაბებში!

ამ დროს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა დაიჭექა, 100 მდე გაიზრდება ლეოპარდ 1 ების რაოდენობა, რომელსაც უკრაინას მივაწვდითო! ამერიკული ბრედლები და სტრაიკერების ამბავი ხო გითხარით გუშინ! ახლა ამას კიდევ ის დაემატა, რომ აბრამსებს გა(ღარიბ) :)ებული ურანის ჭურვებით დააკომპლექტებენ (მაინც ჩაითრიეს ღარიბა ომში.

ფრონტის ხაზებზე ვითარებაში ამინდი ერევა. წვიმებმა ცოტა შეანელა საბრძოლო მოქმედებები ორივე მხრიდან, სტარომლინოვკის მიმართულებაზე კი ჩვენებმა ოპერატიული პაუზა აიღეს, ძალებს იკრებენ, ჯგუფდებიან და სტარომლინოვკაზე შესატევად ემზადებიან. ამ მიმართულებას უკვე დაერქვა პირობითად ბერდიანსკის მიმართულება;

ბახმუტისკენ წინსვლა გრძელდება წარმატებით ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე;

ნატოს გენ.მდივანმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოხატა, რომ პირველი ნიშნები გამოჩნდა შეტევაში წარმატებების. გარდა ამისა, სტოლტენბერგს სჯერა, რომ ცუდად აღჭურვილი და დემორალიზებული რუსეთის საოკუპაციო ძალების დამარცხებას შეძლებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები;

აბა როგორ არ მოვახდინოთ პრიგოჟინის ციტირება, როცა საკუთარი პატრონის (მაგის პატრონი დდც)სრულიად საპირისპიროს ამბობს. “უკრაინელები გონივრულად, დინჯად და საქმიანად იბრძვიან და უტევენ. 2 ლეოპარდი გაუნადგურდათ და რამდენიმე ბრედლი. ეს ბრძლის დროს ნორმალურია”. მოკლედ 1 ივლისს ან კუხარკა მოკვდება, ან მეჯოგეს მოხვდება ან ორივეს პატრონი გაუბახდება. კუხარკა არ აპირებს მეჯოგეს დამორჩილებაში ვაგნერის შეყვანას, განსხვავებით რამზანკა დიროვისგან, რომელიც პირველი შექანდა თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში! მაგისი ახმატი გაუშვეს ბელგოროდში საზღვრების დასაცავად. სმუტა, სმუტაააა და ზმუკი თქვენ.

პარიზში ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში საფრანგეთის, პოლონეთის და გერმანიის ლიდერები შეხვდნენ. პრეზიდენტმა დუდამ ღიად დაუჭირა მხარი უკრაინის ნატოში მიწვევას, მაკრონი და შოლცი მაინც უფრო მოკრძალებულები იყვნენ.

სტოლტენბერგი ვაშინგტონში ბაიდენს შეხვდა. იქაც ნატოს სამიტის მომზადებაზე და უკრაინისთვის მხარდაჭერის გადაწყვეტილებაზე საუბრობდნენ;

ამსიობაში დიდი ბრიტანეთი ახალ პაკეტს ამზადებს 120 მილიონ დოლარიანს, რომელიც უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს; სხვათა შორის, უკრაინელებს ჯერ ბრიტანული ტანკები ჩელენჯერები არც კი დაუქოქიათ. წინ გვაქვს ყველაფერი!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, უნდა გამოერკვე 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ბელარუსმა რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო – ლუკაშენკო

ბელარუსმა დაიწყო რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება რუსეთისგან, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ დაიწყო რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება, რომელთაგან ზოგიერთი, მისი თქმით, სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ-ს მიერ 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბი.

„ჩვენ გვაქვს რაკეტები და ბომბები, რომელიც მივიღეთ რუსეთიდან. ბომბები სამჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბები“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

“პოლიტიკურ შიზოფრენიას თუ გავითვალისწინებთ, ისტორია მეორდება” – გოგა ხაინდრავა

ტაშიი კუკური! ჯო შენ დაუკარ! ზეიმობს ქათქათა სახლი! დედა შვილს არ აიყვანს ამას ჰქვია! , – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე წერს და ამის დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენას ეხმიანება.

„ღმერთი თუ გწამთ დოლარზე როგორც გიწერიათ IN GOD WE TRUST, გეცოდინებათ ბიბლიური სოდომისა და გომორის ბედი. პოლიტიკურ შიზოფრენიას თუ გავითვალისწინებთ… ისტორია მეორდება“, – წერს ხაინდრავა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 ივნისს ქუთაისში +26 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა. +26 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +27, ღამის ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +87 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +17, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +29 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გამარჯვებულები 16 ივნისს გამოვლინდებიან

16 ივნისს წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართება. პირველი ქალი პროგრამისტის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ინიციატივით ტარდება. თიბისი მესამე წელია პროექტის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ICT სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

2023 წლის გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიაზე გახდებიან ცნობილები, ადგილობრივმა და საერთაშორისო ჟიურიმ კი ფინალისტები უკვე 6 კატეგორიაში გამოავლინა

https://www.ictwomen.ge/finalists

გასული წლების მსგავსად, თიბისი ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში

გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

“გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო თავისი არსით იზიარებს თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ღირებულებებს. ჩვენთვის პროექტის მთავარი პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალებს მუდამ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, წელსაც შევიტანოთ წვლილი საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და წახალისებაში”, — ამბობს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი.

პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან: Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.

R

რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის სუსის დაფინანსებას – „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებული რეგიონის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულად დაფინანსებას.

მიმდინარე წლის 26 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიის სხდომაზე, პირველი და მეორე დასკვნითი მოსმენით მოახდინეს 2021 და 2020 წლის შეთანხმებების დამატებითი ოქმების რატიფიცირება. დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზური საჯარო უწყებების თანადაფინანსების პირობებს შეეხება.

„აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, თანადაფინანსების შეთანხმების დამატებითი ოქმის ორმხრივი რატიფიცირების შედეგად, 2026 წლის იანვრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაცია სრულად დააფინანსებს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებსა და პენსიებს. შეთანხმებას თავდაპირველად ხელი 2023 წლის 28 თებერვალს მოსკოვში მოეწერა.

თავის მხრივ, აფხაზმა დეპუტატებმა, დოკუმენტს მხარი ერთხმად დაუჭირეს. შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურში თანხების შედინება გრძელდება; ამჯერად, როგორც ადგილობრივები მიუთითებენ, დაფინანსების მასური წილი გაიზარდა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილისთვის მოცემულობა, რომ აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სრულად რუსეთი აფინანსებს, მიუღებელია.

მათთვის აშკარაა, რომ უცხო სახელმწიფოდან სრულად დაფინანსების გამო აფხაზეთის უშიშროების სამსახური, არა საკუთარ, არამედ რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს და იცავს.