Home Blog Page 1846

,,ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია”-

„თავდაცვის კოდექსი“ არის მთავარი სამართლებრივი აქტი, რაც გამოცემულა ამ უწყებაში და ინსტიტუციურად არეგულირებს უწყების ფუნქციონირებას, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან განვითარების გეგმებში. ის სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც დიდ პრობლემას უქმნიდა თავდაცვის ძალებს და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, აღმოფხვრილია – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„არ მინდა საზოგადოება შეშინდეს და იფიქროს, რომ ეს ტოტალური გაწვევა იქნება, მას შემდეგ რაც ჩვენ დავხურეთ ისეთი სივრცეები, რომელსაც ბოროტად და არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ კონკრეტული ჯგუფები. შედეგად, ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ სამომავლო შედეგებზეც ისაუბრა, რაც ახალი თავდაცვის კოდექსით მიიღწევა: „ჩვენი პირობებით მივაღწევთ იმ შედეგს, რაც გვჭირდება, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა შევინარჩუნოთ. ჩვენი დღევანდელი გეგმაა, წელიწადში 4000-5000 სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე გავიწვიოთ, რაც საბოლოო ჯამში იქნება იმ მიზნისკენ მიმართული, რომ შევქმნათ კარგად მომზადებული რეზერვი ქვეყანაში“, – განაცხადა მინისტრმა.

,,ღაზაში ომი ხანგრძლივი იქნება” – იოავ გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელი შვიდ ფრონტზე იბრძვის.

„ჩვენ მრავალ ფრონტზე ვიბრძვით. ჩვენ თავს შვიდი სხვადასხვა მხრიდან დაგვესხნენ: ღაზა, ლიბანი, სირია, ერაყი, იემენი და ირანი“, – განაცხადა იოავ გალანტმა.

გალანტი აღნიშნავს, რომ ღაზაში ომი იქნება ხანგრძლივი.

„ჩვენ გვჭირდება მონდომება, გამძლეობა, სიძლიერე. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ყველა ვინც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს პოტენციური სამიზნეა, იმუნიტეტი არავისთვის არსებობს. ეს არის ბრძოლა, რომელშიც გადარჩება ის, ვინც უფრო ძლიერია“, –  დასძენს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

,,ოპოზიციაში შეჯიბრი აქვთ, ვინ უფრო მეტ სისულელეს იტყვის”- გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჰგონია, ოპოზიციაში შეჯიბრი აქვთ, ვინ უფრო მეტ სისულელეს იტყვის.

მისი თქმით, აქამდე ლევან ხაბეიშვილი იყო დაწინაურებული, ახლა კი აშკარად გადაუსწრო ხაზარაძემ.

„მგონია, ოპოზიციაში შეჯიბრი აქვთ, ვინ უფრო მეტ სისულელეს იტყვის. აქამდე ხაბე იყო დაწინაურებული, ახლა აშკარად გადაუსწრო ხაზარაძემ. ამბობს, რომ მოვა ხელისუფლებაში და პირველი რასაც გააკეთებს, იქნება ის, რომ შევა კონფლიქტში რუსეთთან. ეკონომიკურად გაანადგურებს რუსეთის ფედერაციას სანქციებით და ასეთ გაბრწყინებას ჰპირდება საქართველოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ლელო“ ე.წ. მარშალის გეგმის განახლებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი სავიზო რეჟიმი. მათ უნდა შეეზღუდოთ ქვეყანაში მუშაობის უფლება, აიკრძალოს რუსულნომრიანი მანქანების შემოყვანა და ქვეყანა შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. გეგმა ითვალისწინებს რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმებასაც.

აზერბაიჯანმა ფრანგი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

აზერბაიჯანმა საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომლები პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დიპლომატებს აზერბაიჯანის დასატოვებლად 48 საათი გასცეს. ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აზუსტებენ ამ გადაწყვეტილების მიზეზებს.

ოქტომბერში კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარი თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებების გამართვაზე და ევროკავშირი და საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის საკითხში „მიკერძოებულობაში“ დაადანაშაულა. მოლაპარაკებებში მედიატორების როლი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს უნდა შეესრულებინათ.

იტალია უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

იტალია ახალი წლის წინა დღეებში შესაძლო ტერორისტული თავდასხმების რისკისთვის ემზადება. ამის შესახებ იტალიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხსენებაშია ნათქვამია.

როგორც ANSA წერს, შესაძლო თავდასხმების რისკი იზრდება.

„ღაზაში ომის ფონზე ჯიჰადისტების თავდასხმების რისკი იზრდება“,- ნათქვამია მოხსენებაში.

დეპარტამენტმა ასევე აფრთხილებს მოსახლეობას მასობრივი სექსუალური ძალადობის ინციდენტების შესაძლო განმეორების შესახებ, რაც ორი წლის წინ მილანში მოხდა.

მანამდე კი, გავრცელდა ინფორმაცია რომ ავსტრიაში რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში საშობაო ღვთისმსახურების დროს კიოლნის, ვენისა და მადრიდის ეკლესიებში.

,,დროა, საქართველოში პოლიტიკოსებისთვის შემოვიღოთ ავლიპ ზურაბაშვილის პრემია”- დავით ქართველიშვილი

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში წლის შემაჯამებელი ჯილდოს, ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის  პრემიის  დაწესების ინიციატივით გამოდის. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამის საფუძველს იძლევა ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ფსიქიატრიის დონეზე გაკეთებული განცხადებების სიმრავლე.
„წლის ბოლოს შემოვიღოთ და დავაწესოთ ერთგვარი წლის შემაჯამებელი ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის პრემია და მივანიჭოთ რომელიმე პოლიტიკოსს. არ აქვს მნიშვნელობა ვის გადაეცემა პრემია – თუ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, წარვადგინოთ და თუ ეს ოპოზიციის მხრიდან იქნება, დავასახელოთ ისიც,“ –  განაცხადა  დავით ქართველიშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა დღეს ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის მხრიდან  საქართველოს მხარდამჭერ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ეს განცხადება რეალობას სწორად  ასახავს. „ის ევროპულად აფასებს საქართველოს ხელისუფლებას და იმ ხალხს, რომელმაც ეს ხელისუფლება აირჩია და ამავდროულად, დღის წესრიგში აყენებს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს – წლის ბოლოს შემოვიღოთ და დავაწესოთ ერთგვარი წლის შემაჯამებელი ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის პრემია და მივანიჭოთ რომელიმე პოლიტიკოსს. არ აქვს მნიშვნელობა ვის გადაეცემა პრემია, თუ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, წარვადგინოთ და თუ ეს ოპოზიციის მხრიდან იქნება, დავასახელოთ ისიც, იმიტომ, რომ მთელი ეს წელიწადი გავიდა საშინელი სტიგმატიზაციის ფონზე. რაღაც ფსიქიატრიის დონეზე გაკეთებულმა განცხადებებმა დაფარა სივრცე. წლის პირველი ნახევარი დაეთმო ე.წ. „რუსულ კანონს“. ეს ის კანონია, რომელსაც ჩვენ დიდი ალბათობით, აუცილებლად დავუბრუნდებით, როდესაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხს მივუახლოვდებით.

როდესაც საუბარი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, აღიარა ყველამ – ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ევროკომისრის ბოლო განცხადებით დამთავრებული, რომ სტატუსის მიღება არის ზუსტად ამ ხელისუფლების და იმ ხალხის დამსახურება, ვინც ეს ხელისუფლება აირჩია. ამიტომ, ვინც ამ ყველაფრის საწინააღმდეგოს ქადაგებდა, ცდილობდა პოლიტიკური ვანგას პოზიციაში ყოფნას, ის აღმოჩნდა ძალიან სასაცილო, ფსიქიატრიულად სასაცილო პოზიციაში და ავლიპ ზურაბიშვილის პრემია აუცილებლად არის შესაქმნელი. აი ნომინანტი კი, ძალიან ბევრია და ერთმანეთში გაარკვიონ, ვინ, როგორ და რანაირად. კონკურენცია ოპოზიციური სპექტრიდან გამომდინარე ძალიან მაღალი იქნება,“ –  განაცხადა  დავით ქართველიშვილმა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-მდე საფეხმავლო ბილიკი მონიშნა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, იმერეთში, სამეგრელოსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჯამურად 185 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მონიშნა, განაახლა და ინფრასტრუქტურა მოაწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წელსვე ადმინისტრაციამ პროექტები მოამზადა თუშეთის, თრუსოს დაცული ლანდშაფტების, გუდაური-ხადას ხეობის, კარკუჩა-გუდამაყრის ხეობის, სიონი-საბუესა და ბოჭორმის ციხის ბილიკების მოსაწყობად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ბილიკები მოგზაურებს საშუალებას აძლევს გზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვა მარშრუტები და მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები.

2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტ „ღვინის გზაში“ 28 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტის ჩართვა უზრუნველყო. მარნებისთვის დამზადდა მანიშნებლები კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „ღვინის გზის“ პროექტში ჩართვის მსურველი ღვინის მასპინძელი ობიექტების ინსპექტირება ჩაატარა. მიმდინარეობს რეკომენდებული ობიექტებისათვის პროექტის მომზადება, მანიშნებლების მონტაჟი 2024 წელს დასრულდება.

,,კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე, მომავალ წელს ბევრი იქნება გასაკეთებელი”- ლაშა დარსალია

მომავალ წელს ბევრი იქნება გასაკეთებელი, თუნდაც ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი. ამ კუთხით, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებითაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება აშშ-თან და ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

დარსალიას თქმით, ელჩების კონფერენციაზე ერთ-ერთი პანელი ეხება უსაფრთხოების გარემოს, რომელშიც საქართველო იმყოფება და აქედან გამომდინარე, საქართველოს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას და საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის პოზიციონირებას.

„ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს. რაც შეეხება უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს, მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში აგრესიის შემდგომ ჩვენი უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, ახალი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რაც, ერთი მხრივ, უკავშირდება ახალ გამოწვევებს, მეორე მხრივ, არის ახალი მოცემულობა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისას, სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში, ეს არის აშშ და ევროკავშირი, რომლის კანდიდატი ქვეყანაც ვართ უკვე. უკავშირდება მათთან ურთიერთობას, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ყველა სხვა მიმართულებით. ამ მხრივ, ძალიან ბევრი იქნება მომავალ წელს გასაკეთებელი, თუნდაც ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი. ამ კუთხით, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებითაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება ორივე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თანაც და ევროკავშირთანაც. რაც შეეხება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, ასევე მთელი რიგი მოვლენები განვითარდა წელს, რაც ახალ რეალობასთან გვაკავშირებს უშუალოდ რეგიონში. ერთი მხრივ, სამწუხაროდ, კვლავ მაღალია დაძაბულობა, მეორე მხრივ, ახალი შესაძლებლობები ჩნდება რეგიონული თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოს სამშვიდობო, სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტშიც.

მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს თავისი გაცხადებული სამეზობლო პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია რეგიონული თანამშრომლობის წახალისება და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება უშუალო მეზობლებთან, ამ შემთხვევაში სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება სხვა მეზობელთან, თურქეთთან თანამშრომლობა. ამავე კონტექსტში, ეს სხვა პანელების განხილვის თემაც იქნება. გარდა უსაფრთხოების გამოწვევებისა, არის ახალი შესაძლებლობებიც, რაც უკავშირდება ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ცესკო განცხადებას ავრცელებს

 

საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად საქმე ეხება ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს, პარლამენტის წევრი, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ამტკიცებს, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არც კი დაწყებულა და ამომრჩევლებმა რეგიონებში არ იციან როგორ უნდა მისცენ ხმა, – ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის სიცრუე. სანამ საზოგადოებას დეტალურად გავაცნობთ, თუ როგორ მიმდინარეობს ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია, გვინდა შევახსენოთ აღნიშნული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომ სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთი საჯარო უწყება, სადაც ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა და ასევე მონაწილეებმა ინფორმირების კამპანიის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს, სწორედ პარლამენტი იყო.

რაც შეეხება დეტალურად ამომრჩეველთა ინფორმირებას – ამ დროისათვის 300 000-მდე ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 122 000-მდე ამომრჩეველმა.

ამასთან, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის. ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ხალხმრავალ ადგილებში – მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში, ხალხმრავალ დღესასწაულებზე – მოქალაქეებს პირადად აქვთ შესაძლებლობა ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 1 700-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია 150 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდა როგორც მედიაში, ასევე კინოთეატრებში და იუსტიციის სახლებში. რიგდება საინფორმაციო ბროშურები.

ამომრჩეველთა ინფორმირება არის ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამ მიმართულებით პროექტებში მონაწილეობა მიიღო 16 000-მდე პირმა.

ამასთან, ჩვენ კიდევ ერთი სიახლე შევთავაზეთ ამომრჩეველს – ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც ნებისმიერ პირს შეუძლია ონლაინ მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს, როგორ უნდა მისცეს ხმა ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სამოქმედო გეგმით კი არის განსაზღვრული ყველა ეტაპი და ადმინისტრაცია სწორედ გეგმის მიხედვით კიდევ უფრო ინტენსიურად გააგრძელებს ამომრჩეველთა ინფორმირებას და უზრუნველყოფს 2024 წლის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებას. პოლიტიკოსებს და ჩართულ მხარეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ამ პროცესში დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ადმინისტრაციასთან ერთად ხელი შეუწყონ ამომრჩეველთა სწორ ინფორმირებას და შევახსენებთ, რომ არჩევნები საერთო საქმეა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სოხუმში ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება ( ვიდეო)

სოხუმში ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. ბიჭვინთის აგარაკების რუსეთზე გასხვისებას ხვალ, 27 დეკემბერს განიხილავს.

შენობასთან შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას.

“ჩვენ არსად წავალთ, სანამ საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გმირმა, ლევან მიქაამ.

“ჩვენ უკვე პარლამენტის წინ ვართ. ხვალ არის სესია, რომელიც არ უნდა იყოს და არ იქნება”, – წერს ე.წ. ვეტერანი ლაშა ზუღბა სოციალურ ქსელში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის განცხადებით, პარლამენტის სესიის დროს, საპროტესტო აქციის შემთხვევაში, სამინისტრო და ყველა ძალოვანი უწყება წესრიგს დაამყარებს. მისი თქმით, ყველა უკანონო ქმედებაზე “სამინისტროს” შესაბამისი რეაგირება ექნება.

განცხადება გაავრცელა ე.წ. გენერალურმა პროკურორმაც. ადგურ აგირბამ მოქალაქეებს მოუწოდა, აქციაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ.

 

 

 

 

“ენგურჰესი ყოველთვის ნდობის აღდგენის შესაძლებლობა იყო” – ილია დარჩიაშვილი

სოხუმში ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. ბიჭვინთის აგარაკების რუსეთზე გასხვისებას ხვალ, 27 დეკემბერს განიხილავს.

შენობასთან შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას.

“ჩვენ არსად წავალთ, სანამ საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გმირმა, ლევან მიქაამ.

“ჩვენ უკვე პარლამენტის წინ ვართ. ხვალ არის სესია, რომელიც არ უნდა იყოს და არ იქნება”, – წერს ე.წ. ვეტერანი ლაშა ზუღბა სოციალურ ქსელში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის განცხადებით, პარლამენტის სესიის დროს, საპროტესტო აქციის შემთხვევაში, სამინისტრო და ყველა ძალოვანი უწყება წესრიგს დაამყარებს. მისი თქმით, ყველა უკანონო ქმედებაზე “სამინისტროს” შესაბამისი რეაგირება ექნება.

განცხადება გაავრცელა ე.წ. გენერალურმა პროკურორმაც. ადგურ აგირბამ მოქალაქეებს მოუწოდა, აქციაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ.

,,ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე მთავრობის სამოქმედო გეგმა ზედაპირული, ზერელე და ფასადურია”- დეკანოიძე

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე მთავრობის სამოქმედო გეგმა არის ზედაპირული, ძალიან ზერელე და ფასადური – მასში რეკომენდაციების შესრულების აუცილებელი მექანიზმები ჩადებული არ არის, – ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის შეფასება.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, სამოქმედო გეგმაში ევროკომისიის ცხრავე დათქმაზე მუშაობა უნდა იყოს ასახული, რაც სამწუხაროდ, ასახული არ არის.

“პირველ რიგში, ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეხება. თავისუფალი არჩევნების კონტექსტში გამოტანილია მხოლოდ ის უსუსური და ფასადური ცვლილება, რომელიც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვას ეხება. ასევე, აღნიშნულია სადამკვირვებლო მისიით ეუთო/ოდირის ჩამოსვლის შესახებ, რაც ყოველ არჩევნებზე ხორციელდება. ხელისუფლებამ ეს საზოგადოებას განსაკუთრებულ ცვლილებად არ უნდა შეასაღოს. იცით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით არსებობს ვენეციის კომისიის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რაც სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული არ არის.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას ძალიან სერიოზული ნეგატიური დასკვნები ჰქონდა და ესეც ასახული არ არის.

ასევე, პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი დემოკრატიის გაძლიერებასა და საგარეო პრიორიტეტების ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაზე.

სამოქმედო გეგმის ეფექტურობა და შემდეგ უკვე შესრულებული სამუშაო გაიზომება იმით, რაც არის ისტორიული ეტაპი – ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.