Home Blog Page 1843

“მილიარდობით დოლარს უხდიან ქვეყანას, რომლის პრეზიდენტს საერთაშორისო ტერორისტს ეძახიან”

ექსპერტი ნინო ფოჩხუა New York Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან.

ექსპერტის თქმით, მაშინ როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომისკენ არის მიმართული, ამ დროს აშშ რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდის.

„მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომისკენ, ცეცხლშია გახვეული ევროპის შუაგული, იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები, მიწასთანაა გასწორებული უკრაინა, ამ ომიდან გამომდინარე კი ზარალდებიან ქვეყნები, აშშ-ს რუსეთიდან არც კი შეუწყვეტია ურანის შესყიდვა და მილიარდობით დოლარს უხდიან ქვეყანას, რომლის პრეზიდენტს საერთაშორისო ტერორისტს ეძახიან. აი, ეს არის სიმართლე და ყველამ უნდა გაუსწოროს ამ სიმართლეს თვალი. ამას New York Times აქვეყნებს და არა რაღაც ფეიკ-გამოცემა. ასე, რომ ჩვენი ხელისუფლება სწორ მხარეს დგას და ასეც გაგრძელდება, სხვის ურთიერთობებში, მით უმეტეს, ომში არ ჩაერევა და შეინარჩუნებს სტაბილურობასა და მშვიდობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

“ლუკაშენკო კრემლს ბელარუსზე სულ უფრო მეტ კონტროლს უთმობს” – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებული ვითარების მონიტორინგს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად, შეერთებული შტატები ვერ ხედავს მიზეზს საკუთარი ბირთვული ძალების პოზიციების კორექტირებისთვის ისევე, როგორც ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

ამასთან, მილერმა აღნიშნა, რომ ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმება მიუთითებს იმაზე, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლს ქვეყანაზე სულ უფრო მეტ კონტროლს აძლევს.

„რაც შეეხება ბელარუსს, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ლუკაშენკო აკეთებს უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ არჩევანს და კრემლს ბელარუსზე მეტ კონტროლს უთმობს, ბელარუსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. რუსეთისთვის კი ეს კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, 14 ივნისს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო.

16 ივნისის ამინდის პროგნოზი

16 ივნისს ქუთაისში +26 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +24, ღამის ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +16, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

“გატანჯული უკრაინა სისხლს ღვრის აგრესორ რაშისტებთან ბრძოლაში, ხოლო ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან”

გატანჯული უკრაინა სისხლს ღვრის აგრესორ რაშისტებთან ბრძოლაში, ხოლო ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე New York Times-ის სტატიას იმის შესახებ, რომ ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან.

აბაშიძის განცხადებით, ამ ფაქტს არ იმჩნევენ დასავლელი პოლიტიკური აქტორები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთი სანქცირებულია. მისი თქმით, რუსული ბირთვული სააგენტოსთვის მილიარდების გადახდის გარდა, ცნობილია ისიც, რომ რუსეთიდან სხვადასხვა პროდუქციის შესყიდვებიც ხორციელდება.

„გასული საუკუნის ფრანგი ნობელიანტი მწერალი ანდრე ჟიდი წერდა: ჭეშმარიტი თვალთმაქცი არის ის, ვინც ვეღარ ამჩნევს საკუთარ ტყუილებს, ვინც გულწრფელად იტყუება. გატანჯული უკრაინა სისხლს ღვრის აგრესორ რაშისტებთან ბრძოლაში, ხოლო ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან. ამას არ იმჩნევენ დასავლელი პოლიტიკური აქტორები და “გულწრფელად” იტყუებიან, რომ რუსეთი თითქოსდა სანქცირებულია, პუტინი და მისი კრიმინალი გარემოცვა ომის დამნაშავეები არიან და მსგავსი ბლა ბლა. აღარაა საუბარი ენერგოშემცველების შესყიდვებზე, სამხედრო ტექნიკისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე და სხვა პროდუქციის რუსეთიდან/რუსეთში ფარისევლურ მრავალმილიარდიან კონტრაქტებზე. კვლავ ანდრე ჟიდს დავესესხები – სიმართლის ფერი ნაცრისფერია“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

“როგორ უნდა გძულდეს საკუთარი სამშობლო რომ ამ გორბაჩოვის ნაბუშარის და საბჭოთა „პერესტროიკის“ აპოლოგეტის რუპორი გახდე!”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ „მთავარი არხის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

„იუკნევიჩიანე: „ხშირად მიჩნდება განცდა, რომ საქართველო ბელარუსთან უფრო ახლოსაა ვიდრე მოლდოვასთან”. როგორ უნდა გძულდეს საკუთარი სამშობლო, რომ ამ გორბაჩოვის ნაბუშარის და საბჭოთა “პერესტროიკის” აპოლოგეტის რუპორი გახდე! საქართველოო განაცხადა! თქვე მედია მეძავებო!”, – წერს გოგა ხაინდრავა.

სტიქია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – რა ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის გაწმენდილია ცენტრალური მაგისტრალი და შიდა გზების ნაწილი.

„ამ ეტაპზე პარალიზებული ცენტრალური ქუჩის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია მერიის ყველა სამაშველო სამსახური. მეზობელი მუნიციპალიტეტები გვეხმარებიან მძიმე ტექნიკით. ამ ეტაპზე ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა გურჯაანის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლერი გელენავამ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობდნენ. დატბორილია ქუჩები, კორპუსებისა და კერძო სახლების პირველი სართულები და სარდაფები. დაზიანებულია ათობით ავტომობილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

“მშვიდობიან მოსახლეობაში არიანი დაღუპულები და დაჭრილები” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 478-ე დღე

უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 590 ჯარისკაცი, 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 218 500 ჯარისკაცს, 3 965 ტანკს, 7 683 ჯავშანტექნიკას, 3 812 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 301 ვერტმფრენს, 6 519 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 357უპილოტო საფრენ აპარატს, 519 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 199 ფრთოსან რაკეტას.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე – გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინაზე ირანული Shahed-ის ორი დრონის გამოყენებით მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ორივე მათგანი გაანადგურა.

„გასული დღის განმავლობაში მტერმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა Х-101/Х-555 და Х-59 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. გარდა ამისა, 60-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ჩვენი ჯარების პოზიციების და მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 80-ზე მეტჯერ გახსნეს.

სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში არიანი დაღუპულები და დაჭრილები, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰში დაზიანებულია სამრეწველო ობიექტები, ხერსონის ოლქში დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 13 დარტყმა მიაყენა იმ ადგილებს, სადაც მტრის ცოცხალი ძალა იყო დისლოცირებული.

„ჩვენმა დამცველებმა, ასევე, გაანადგურეს Shahed -131/136 ტიპის ირანული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, „ორლან-10“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და 3 სადაზვერვო დრონი“, – აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასული დღის განმავლობაში, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის 2 სამეთაურო პუნქტს, S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემას, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის განლაგების 4 ტერიტორიას, 3 საბრძოლო საცავსა და 7 საარტილერიო დანადგარს დაარტყეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება სერიოზულია, თუმცა სადგურს შეუძლია “გარკვეული დროის” განმავლობაში უსაფრთხოდ იმუშაოს.

„ამ ელექტროსადგური უსაფრთხოებისთვის არსებითია, რომ წყალი, რომელსაც ჩემს უკან ხედავთ, ამ დონეზე დარჩეს. აქ არსებული წყლით ის შეიძლება გარკვეული დროით იყოს დაცული. იგეგმება ელექტროსადგურზე წყლის შევსება, რათა უსაფრთხოების ფუნქციები ნორმალურად გაგრძელდეს“, – აღნიშნა გროსიმ.

რაფაელ გროსიმ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობა გასულ კვირას კახოვკას კაშხლის განადგურების გამო შეამოწმა. მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ადგილზე დარჩებიან.

უკრაინა Leopard 2-ის ტანკების დამატებით რაოდენობას მიიღებს. მიწოდებას Rheinmetall განახორციელებს და დანია და ნიდერლანდები დააფინანსებენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნები შეიძენენ საბრძოლო ტანკებს, რათა შეცვალონ განადგურებული ტექნიკა. კერძოდ, საუბარია უკრაინისთვის Leopard 2-ის 14 ტანკის მიწოდებაზე.

მედიასთან საუბარში სხვადასხვა წყარო აცხადებს, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ქვეყნების მიერ შეძენილ პირველ ტანკებს მომავალი წლის იანვარში მიიღებს. მანამდე Rheinmetall-მა Leopard 2 A4 ტანკები უნდა შეაკეთოს, რომელიც კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნის საწყობებიდან წაიღო.

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს, საველე ჰოსპიტალს და Leopard 2A4 ტიპის 4 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა.

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა.

უწყების ცნობით, საველე ჰოსპიტალს გადაცემამდე უკრაინელი სამხედროები ესპანეთში შესაბამის მომზადებას გაივლიან.

“უკრაინა იბრძვის სამართლიანი საქმისთვის და ამიტომ მათ აქვთ ჩვენი ყველანაირი მხარდაჭერა, არა მხოლოდ აღჭურვილობის გაგზავნაში, არამედ უკრაინელი მებრძოლების წვრთნაში. ჩვენი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სრული, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვაში, მტკიცე დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, – აღნიშნა რობლესმა “რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

რუსეთი ომს წააგებს თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებას მიაღწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენი გმირი ხალხი, ჩვენი სამხედროები ფრონტზე ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან. ვინაიდან რუსეთისთვის ამ კამპანიის [კონტრშეტევის] წაგება, ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად ომის წაგებას ნიშნავს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ხაზიდან სიახლეები “ძირითადად პოზიტიური, მაგრამ ძალიან რთულია”.

წალკაში, მიუსაფარი ძაღლის მოკვლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

წალ­კა­ში, მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლის მოკვლის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხადებენ, ბრალ­დე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის 259-ე მუხ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც ცხო­ვე­ლის წა­მე­ბას ან მის­და­მი სას­ტიკ მო­პყრო­ბას გუ­ლის­ხმობს.

გუშინ,  სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ძაღლს მო­ქა­ლა­ქემ ჯერ ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა, შემ­დეგ მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და, ცხო­ველს მი­უ­ახ­ლოვ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, კვლავ ეს­რო­ლა.

საქმე დაუყოვნებლივ აღიძრა ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკად მოპყრობის მუხლით

კანადაში სატვირთოსა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა კანადაში სატვირთოსა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, 15 ადამიანი გარდაიცვალა

კანადაში, მანიტობას პროვინციის მახლობლად, სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა ათი პირი, რომლებიც საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის სატვირთოსა და ავტობუსის მძღოლებიც არიან.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და საჰაერო დახმარება.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. გადამზიდი კომპანია, რომელსაც სატვირთო მანქანა ეკუთვნის, გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

 

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორსა და „ლეოპარდის“ ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს და ოთხი „ლეოპარდის“ ტიპის ტანკს გადასცემს, – ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმარამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

ამასთან, ესპანეთი უკრაინას საველე ჰოსპიტალსაც გადასცემს. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან საავადმყოფოს ფუნქციონირებაზე, საჭირო მომზადებას ესპანეთში გაივლიან.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის უკრაინისადმი მხარდაჭერა ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვაში ურყევი დარჩება, ვიდრე საჭირო იქნება.

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვერძებო, გირჩევთ ეს დღე აქტიურად გაატაროთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც მოგწონთ. ბედი მშვენიერ შანსს გთავაზობთ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ. გაიხსენეთ თქვენი ძველი იდეები, რომლებიც რაღაც მიზეზით ვერ განახორციელეთ. ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა. ვარსკვლავების მხარდაჭერით ყველაფერი გამოგივათ.

კურო

ეცადეთ, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დადებითი მხარეები იპოვოთ. დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობა ძალიან გააფუჭოს, ამიტომ გირჩევთ, შეხვედრები რამდენიმე დღით გადადოთ. გახსოვდეთ, რომ ნერვიულობა ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს, ამიტომ ეცადეთ დაგროვილ სტრესს ვარჯიშის დახმარებით გაუმკლავდეთ.

ტყუპები

თუ უკან არ დაიხევთ და სამსახურში საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებთ, ისეთ შედეგს მიიღებთ, როგორზეც ვერასოდეს იოცნებებდით. საღამო ოჯახს და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას უნდა დაუთმოთ. ერთობლივი გეგმების განხილვა და გულწრფელი საუბრები თქვენს ურთიერთობას უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის.

კირჩხიბი

საყვარელ ადამიანს თქვენი ყურადღება სჭირდება. გირჩევთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და მასთან ყოფნის დრო გამონახოთ. გულწრფელად ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე და გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. ამით ეჭვიანობის სცენებს და კონფლიქტს თავიდან აიცილებთ და ურთიერთობას მშვიდად გაარკვევთ.

ლომი

ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ ერთდროულად იმუშაოთ და აქტიურად იმოქმედოთ. ამ მხრივ ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, როდესაც ბევრი რთული საკითხის გადაჭრას შეძლებთ. ნუ იტყვით უარს ძველ კავშირებსა და ურთიერთობებზე – ისინი მომავალში გამოგადგებათ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ტრაბახს მოერიდოთ და მეტი თავმდაბლობა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ გარშემო უამრავი შურიანი ადამიანია, რომელიც გამუდმებით ინტრიგებს ხლართავს. ფრთხილად იყავით ცხელ და მჭრელ საგნებთან ურთიერთობის დროს. არსებობს ტრავმის რისკი. ხელსაყრელი დღეა, რომ ზოგ მავნე ჩვევას დაემშვიდობოთ.

სასწორი

ამ დღეს ახალ ნაცნობებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – შესაძლოა, ვიღაც თქვენით მანიპულირებას და თქვენი შესაძლებლობების გამოყენებას ცდილობს. შეინარჩუნეთ ურთიერთობა ძველ მეგობრებთან და კოლეგებთან. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები. გირჩევთ, პარტნიორს ყურადღებით მოუსმინოთ და საერთო გამოსავალი იპოვოთ.

მორიელი

ამ დღეს წარმატებისთვის მეტი დიპლომატიური თვისებების გამოჩენა დაგჭირდებათ. ნუ ეცდებით საკუთარი მიზნების ძალისმიერი მეთოდებით მიღწევას. ეცადეთ გარემოებებს მოერგოთ, თანამოსაუბრეს უსმინოთ და კომპრომისები ეძებოთ. თავი შეიკავეთ ფინანსური შეთავაზებების მიღებისგან – ამ დღეს ფულის დაკარგვის დიდი რისი არსებობს.

მშვილდოსანი

ამ დღეს სარისკო ოპერაციებზე უარი უნდა თქვათ – ამან შეიძლება მომავალში დიდი პრობლემები და დანაკარგები გამოიწვიოს. გირჩევთ მუშაობის სტანდარტული მეთოდები გამოიყენოთ და ის აკეთოთ, რაც კარგად იცით. სასურველია, რომ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ, გაერთოთ და დაისვენოთ.

თხის რქა

დღის პირველ ნახევარში ბევრი სამუშაო და საპასუხისმგებლო საქმეები გელით. პირად ურთიერთობებში მოქმედების შეცვლა მოგიწევთ. ნუ დაიბნევით, ეცადეთ ყურადღება ყველაზე მთავარ საკითხებზე გაამახვილოთ.

მერწყული

ამ დღეს დიდი და კომპლექსური საქმეების დაწყება არ უნდა დაგეგმოთ, რადგან ჯერჯერობით ამის რესურსი არ გაქვთ. მხოლოდ დროს და ენერგიას დაკარგავთ, მაგრამ შედეგის მიღებას ვერ შეძლებთ. გააგრძელეთ რუტინული სამუშაო, დაასრულეთ ძველი პროექტები და იფიქრეთ იმაზე, რაც რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

თევზები

თუ ურთიერთობებს არ შეზღუდავთ, ამ დღეს შეიძლება ინფორმაციის ნაკადმა წაგლეკოთ. ეცადეთ ძველი წყენა დაივიწყოთ და გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ. ახალი, საინტერესო სამუშაო თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

“ვაპირებ, გურჯაანში ვითარება პირად კონტროლზე ავიყვანო, ვიდრე დაზარალებული ხალხი არ იქნება დაკმაყოფილებული”- ლევან ხაბეიშვილი

მე პირადად ვაპირებ, გურჯაანში ვითარება პირად კონტროლზე ავიყვანო, ვიდრე დაზარალებული ხალხი არ იქნება დაკმაყოფილებული, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილი გურჯაანში ჩავიდა, რომელიც ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზარალა.

ხაბეიშვილის თქმით, სარეზერვო ფონდებიდან უნდა გამოიყოს სასრწაფოდ თანხა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

„ამას გურჯაანის მერია და გუბერნია ვერ ეყოფა. სრულიად მთავრობის წარმომადგენლები უნდა ჩამოვიდნენ აქ. სარეზერვო ფონდებიდან უნდა გამოყონ თანხა. დღესვე უნდა დაიწყოს მოსახლეობის ზარალის აღწერა, მათ შორის, თანხობრივად რა ზიანი აქვს გურჯაანს მიყენებული. მერი და გუბერნატორი აქ ვერაფერს ვერ გადაწყვეტენ, მოვიდნენ და წავიდნენ, არ ნიშნავს ამით, რომ საქმე გაკეთდება. ხვალიდან იქნება დამატებით უსერიოზულესი სამუშაო. სარეზერვო ფონდებიდან სასწრაფოდ უნდა გამოიყოს თანხა. ძალიან ბევრი ავტომობილი წყალს მიჰქონდა. ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფად მობილიზება. ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩამოვიდნენ ადგილზე. მე პირადად ვაპირებ, პირად კონტროლზე ავიყვანო ეს საქმე, ვიდრე ხალხი არ იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.