Home Blog Page 1839

„უკრაინაში, დასავლეთის დახმარების გარეშე, ხელფასებისა და პენსიების გადახდა დაგვიანდება“ – ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერთან

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) სათაურით „უკრაინაში, დასავლეთის დახმარების გარეშე, ხელფასებისა და პენსიების გადახდა დაგვიანდება“ გამოქვეყნებულია ინტერვიუს შინაარსი ვიცე-პრემიერთან იულია სვირიდენკოსთან, რომელიც    უკრაინის ეკონომიკის მდგომარეობაზე და დასავლეთის ფინანსურ დახმარებაზე ჟურნალისტ ბენ ჰოლს ესაუბრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის ხელისუფლებას, ალბათ, მოუწევს, რომ თუ 2024 წლის დასაწყისში აშშ და ევროკავშირი დაპირებულ ფინანსურ დახმარებას ვერ გაუწევენ, მილიონობით თავისი მოქალაქე – სახელმწიფო მოსამსახურეები – ხელფასებით და პენსიონერები – პენსიით ვერ უზრუნველყოს. ასეთი განცხადება გააკეთა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ, რომ იმავდროულად ეკონომიკის მინისტრის ფუნქციებსაც ასრულებს.

ვიცე-პრემიერის თქმით, უკრაინის ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო (საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მატება 2023 წლის ბოლოს 4,5%-ს შეადგენს), მაგრამ თუ საგარეო დახმარების დეფიციტი გაგრძელდება, ეკონომიკა ისევ უკან, კრიზისულ რეჟიმში დაბრუნდება. „ჩვენი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა აუცილებლად გვჭირდება და თანაც დაუყონებლივ“, – ხაზი გაუსვა იულია სვირიდენკომ.

უკრანის მთავრობა ჩქარობს ფული როგორმე მოაგროვოს, რადგან უამრავი ადამიანი ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე რჩება. მომავალ წელს კიევს დასავლეთიდან, მხოლოდ ხელფასებისა და პენსიებისათვის, 37 მილიარდი დოლარის დახმარება დაჭირდება.

უკრაინელთა სამწუხაროდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის დასაფინანსებლად მოთხოვნილი თანხა 60 მილიარდი დოლარის ოდენობით, კონგრესმა არ დააკმაყოფილა. კიევს ვერც ევროკავშირმა ვერ მისცა ფული 50 მილიარდი ევროს ოდენობით (ოთხწლიანი პაკეტის სახით), რადგან მას უნგრეთმა ვეტო დაადო. ევროკავშირის ლიდერები პირველ თებერვალს შეიკრიბებიან „ჭირვეული“ ვიქტორ ორბანის „მოსარჯულებლად“ და თუ მცდელობა წარმატებით ვერ დასრულდება, ისინი იძულებულნი გახდებიან ალტერნატიული გეგმით ისარგებლონ, რომელიც ბუდაპეშტის გვერდის ავლით, კიევისათვის 20 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

იულია სვირიდენკოს თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი თავდაპირველად უკრაინას იმდენ ფულს მაინც მისცემს, რომ მარტის ბოლომდე იმყოფინოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არასაკმარისი იქნება.

მას შემდეგ, რაც დასავლურ მხარდაჭერას შესუსტება დაეტყო, კიევი ცდილობს ეკონომიკურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ფული და დამატებითი შემოსავლები მიიღოს გადასახადების გადიდებით, თუმცა ეს მეთოდი ჯერ-ჯერობით არ ამართლებს. დეკემბრის ბოლოს, ანუ ახალი წლის წინ, მთავრობას 5 მილიარდი დოლარი ჭირდება, რომელიც ვერსად ვერ მოიძია.

როგორც იულია სვირიდენკო ამბობს, უკრაინისათვის ყოველთვის პრიორიტეტული იქნება სამხედრო სფეროს დაფინანსება და საგარეო ვალების მომსახურება. ბუნებრივია, ეს აჩენს იმის დიდ რისკს, რომ სოციალური სექტორი უფულოდ დარჩება. ვიცე-პრემიერის თქმით, ალბათ, ხელფასები დაუგვიანდებათ 500 ათას სახელმწიფო მოსამსახურეს, 1,4 მილიონ პედაგოგს და პენსიები – 10 მილიონამდე პენსიონერს.

ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ თუ უკრაინა გარედან ფულს ვერ მიიღებს, მას შეუძლია შიდა ვალი აიღოს და რამდენიმე თვის განმავლობაში ცენტრალური ბანკის კრედიტებით იცხოვროს, მაგრამ… არის ერთი „მაგრამ“: ასეთი ნაბიჯის გადადგმისას შეიძლება ინფლაცია უკონტროლო გახდეს.

უკრაინა მძიმე არჩევანის წინაშე დგას: სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირება ან ინფლაციის მკვეთრი მატება საგადასახადო ბაზას შეასუსტებს და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკას „კალაპოტიდან ამოაგდებს“, რის შედეგადაც უკრაინა დასავლეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდება. რასაკვირველია, მთავრობა ცდილობს, რომ მეტი რაოდენობის გადასახადები ამოიღოს და არცთუ წარუმატებლად: მიმდინარე წლის 11 თვეში გადასახადების სახით შეკრებილია 4,4 მილიარდი დოლარით მეტი თანხა, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.

ქვეყნის მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება აუცილებელია იმისათვის, რომ მილიონობით ლტოლვილი უკან დაბრუნდეს და ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდეს, – ამბობს ვიცე-პრემიერი. მართალია, უკრაინაში 18%-იანი უმუშევრებრობის დონეა, მაგრამ ქვეყანა მაინც განიცდის პროფესიული სამუშაო ძალის ნაკლებობას ბევრ სექტორში.

იმდენად, რამდენადაც უკრაინის საექსპორტო მარშრუტები ომით არის შეზღუდული, ხოლო ევროკავშირთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები გადატვირთულია, მთავრობა ცდილობს ექსპორტი მხოლოდ ნედლეულით კი არ გამოიხატოს, არამედ უკრაინაში გადამუშავებული და დამზადებული სამრეწველო პროდუქციის სახით.

უკრაინამ უკვე მიიღო ეკონომიკური სარგებელი „მარცვლეულის საზღვაო დერეფნის“ გახსნით, როცა რუსეთი იძულებული გახდა უკან დაეხია. უცხოური გემები უკვე შედიან უკრაინის ნავსადგურებში – ოქტომბერთან შედარებით ტვირთბრუნვა ნოემბერში 70%-ით გაიზარდა, თუმცა რისკი მაინც არსებობს. ვიცე-პრემიერის თქმით, უნდა გაძლიერდეს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა საზღვაო მარშრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

იულია სვირიდენკომ პოლონეთის ახალ მთავრობას მოუწოდა სასაზღვრო პუნქტების განბლოკვა მოახდინოს უკრაინელი მძღოლებისათვის – პოლონელები პროტესტს აცხადებენ, რომ უკრაინა თითქოსდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ახორციელებს. პოლონელი ფერმერების საპროტესტო აქციებით – სასაზღვრო პუნქტების დაბლოკვით – უკრაინაელმა ექსპორტიორებმა 160 მილიონი დოლრაი დაკარგეს, იმპორტიორების ზარალმა კი 700 მილიონი დოლარი შეადგინა.

წყარო

„ბიჭვინთაში მდებარე „ნიკიტა ხრუშჩოვის აგარაკი“ მოსკოვის საკუთრება გახდა“ – რას წერს „კომერსანტი“

რუსული გაზეთ „კომერსანტში“ (КоммерсантЪ) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აფხაზეთმა რუსეთის მოთხოვნას პასუხი გასცა: ბიჭვინთაში მდებარე „ნიკიტა ხრუშჩოვის აგარაკი“ მოსკოვის საკუთრება გახდა“ (ავტორები – გიორგი დვალი და პავლე ტარასენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

აფხაზეთის პარლამენტმა ბიჭვინთაში არსებული სახელმწიფო აგარაკის ირგვლივ შექმნილ დავას წერტილი დაუსვა – 27 დეკემბერს მიღებული დადგენილებით, ოპოზიციის პროტესტების მიუხედავად, „ნიკიტა ხრუშჩოვის აგარაკის“ მფლობელი რუსეთი გახდა (ანუ რატიფიცირებული იქნა აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულება ბიჭვინთის აგარაკის შესახებ). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, მომხდარი ფაქტი წარმოადგენს „რუსეთის ფედერაციის უკანონო მოქმედებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“. სოხუმში მიაჩნიათ, რომ „ბოლო დროს“ მოსკოვთან ურთიერთობამ „ახალი იმპულსი“ მიიღო და აგარაკის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ამ ტენდენციაში სრულიად თავსდება.

პარლამენტმა, ხელშეკრულების რატიფიცირების გარდა, მასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონიც მიიღო – რუსეთისადმი გადაცემული ქონების სამართლებრივი სტატუსის შესახებ. პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში ოპოზიონერები იყვნენ შეკრებილი და როგორც კი მათ გადაწყვეტილება გაიგეს (სხდომას 28 დეპუტატი ესწრებოდა, 26-მა მხარი დაუჭირა), გაისმა შეძახილები – „სირცხვილი“, „ეს უკანონობაა“ და ა.შ. თუმცა პროტესტი უკვე უშედეგო ჩანს – პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რატიფიცირებულ დოკუმენტს ხელი სწრაფად მოაწერა.

ხელიდან ხელში

ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი 1958-1961 წლებშია აგებული იმდროინდელი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით. სწორედ იქ ისვენებდა ნიკიტა სერგეევიჩი 1964 წლის შემოდგომაზე, როცა იგი მოულოდნელად ყველა პოსტიდან მოხსნეს. მოგვიანებით, ბიჭვინთის აგარაკზე ლეონიდ ბრეჟნევი საფრანგეთის პრეზიდენტს ჟორჟ პომპიდუს გაუმასპინძლდა, შემდეგ კი, 2017 წელს, „გოსდაჩას“ ვლადიმერ პუტინიც ეწვია.

საერთოდ, აღნიშნული კომპლექსის თაობაზე სამთავრობოთაშორისო სეთანხმება ჯერ კიდევ 1996 წელს გაფორმდა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას უფლებას აძლევდა აგარაკით ესარგებლა, მაგრამ არა მფლობელის სტატუსით. ეს პრობლემას უქმნიდა რუსულ სახელმწიფო ორგანოებს აგარაკზე კაპიტალური რემონტი ჩაეტარებინათ, ახლა კი საკითხი გადაწყვეტილია: რუსეთს აფხაზეთის მიერ უანგაროდ და ნებაყოფლობით გადაეცა შენობების კომპლექსი, ხოლო მიწის ნაკვეთი (180 ჰექტარი) და შავი ზღვის მიმდებარე აკვატორია – 49 წლიანი იჯარით  (გადასახადი – წელიწადში ერთი რუბლი ყოველ კვადრატულ მეტრზე).

ზოგადად, ოპოზიციონერები გადაცემის წინააღმდეგნი არ იყვნენ, თუმცა მათ კითხვებს  ხელშეკრულების ზოგიერთი პუნქტი იწვევდა და ის ფორმა, როგორითაც დოკუმენტი იქნა მიღებული. „შეიძლებოდა შემთანხმებელი კომისიის შექმნა დასაერთო პოზიციის შემუშავება, მტავრობა კი არავის არაფერს არ შეეკითხა“, – ამბობს ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერი ადღურ არძინბა.

რა თქმა უნდა, მომხდარი ფაქტი უარყოფითად შეაფასეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე ნეგატიური კომენტარი გააკეთა აფხაზი თავადების შთამომავალმა ადა მარშანიამ, რომელიც მრავალჯერ იყო არჩეული პარლამენტის წევრად.

სიგნალები მოსკოვიდან

აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსკოვიდან მიღებული გამაფრთხილებელი სიგნალები: რუსეთმა უარი განაცხადა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ, ე.წ. „ჰუმანიტარული“ სახით მიწოდებაზე შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. აფხაზეთს 700 მილიონი რუბლის გადახდა მოუწია ელექტრონერგიის იმპორტისათვის, მაგრამ თანხა მხოლოდ 2023 წლის დეკემბრის ბოლომდეა გადახდილი. საქმე იმაშია, რომ ენგურჰესის წყალსაცავში, საიდანაც აფხაზეთი ელექტროდენს იღებს და რომელსაც სოხუმი თბილისთან ერთად მართავს, წყლის მოცულობა უკიდურესად დაბალ დონეზეა. ანუ 2024 წლის იანვრიდან აფხაზეთმა დამატებითი თანხები უნდა მოიძიოს რუსული ელექტროენერგიის მისაღებად, რაც უაღრესად რთულ პრობლემას წარმოადგენს.

გარდა ამისა, 16 დეკემბრიდან აფხაზეთში მკვეთრად შემცირდა რუსული ბენზინისა და სხვა ნავთობპროდუქტების ექსპორტი. როგორც აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ქრისტინე ოზგანი აცხადებს, იმის გამო, რომ რუსეთში კომპანია „როსნეფტმა“ ექსკლუზიური უფლება მიიღო თვითონ განახორციელოს ნავთონპროდუქტების ექსპორტი აფხაზეთში, გარკვეული სიძნელეები წარმოიქმნა კონტრაქტების დადებასთან დაკავშირებით.

ამ ფონზე ხმამაღლა გახმაურდა ინფორმაცია, რომ ქრისტინე ოზგანი მოულოდნელად ეწვია საქართველოს და მოლაპარაკება გამართა ელექტროენერგიის შესაძლო მიღების მიზნით. ამრიგად, იგი აფხაზეთის პირველ ოფიციალურ პიროვნებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს 2008 წლის „ხუთდრიანი ომის“ შემდეგ ეწვია. აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა ქრისტინე ოზგანმა თავის თხოვნაზე უარი მიიღო – თბილისმა ელექტროენერგიის უკმარისობა მოიმიზეზა. თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ქართულ მხარეს უამრავი პრეტენზია აქვს სოხუმის ხელისუფლების მიმართ,მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრების ქართველების უფლებების დაცვის სფეროში.

კიდევ ერთი სიგნალი, ამჯერად უკვე ქართული მხარისათვის, ის ვიდეოხიდი გახდა, რომელიც აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანს სერგეი შამბასა და ქართველ პოლიტიკოსს ვახტანგ ყოლბაიას შორის (აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს დეპუტატს) გაიმართა და რომლის დროსაც აფხაზმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტა ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს არ უნდა დავუტოვოთ“ და რომ „საჭიროა გზების ძიება მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“.

„საკითხები, რომლებიც დამატებით განხილვას საჭიროებენ“

„კომერსანტთან“ საუბარში ვახტანგ ყოლბაიამ კომენტარი გაუკეთა აფხაზეთში მომხდარ მოვლენებს და აღნიშნა, რომ აგარაკთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ დასაწყისია რუსული პრეტენზიების ფართო სიაში აფხაზეთის მიმართ. სადაო საკითხია აგრეთვე სოფელ აიბღის კუთვნილებაც, რომელიც მდინარე ფსოუს ხეობაში მდებარეობს, საზღვრის პირას, აგრეთვე ახალი ათონის მონასტრის კომპლექსის გადაცემა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში რუული პრეტენზიების სიას კიდევ რამდენიმე პუნქტი დაუმატა: მოსკოვის მოთხოვნა, რომ აფხაზეთმა რუსეთის სასარგებლოდ მიწის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ისეთი კანონი მიიღოს, რომელიც რუს მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენას გაუიოლებს, აგრეთვე აფხაზეთში რუსული კაპიტალის მქონე სახელმწიფო ქონების პრივატიზება.

თუმცა, რასაკვირველია, სოხუმში და მოსკოვში ამტკიცებენ, რომ მათ შორის არავითარი პრეტენზიები არ არსებობს.

ოქტომბერში, როცა სოჭში ასლან ბჟანია ვლადიმერ პუტინს შეხვდა, აფხაზმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ჩვენს ურთიერთობებმა დამატებითი იმპულსი მიიღო, მიმდინარეობს ჰარმონიზაციის პროცესი და ამ ჩარჩოებში ბევრი რამ კეთდება… რუსეთთან ინტეგრაციის პოლიტიკა აფხაზეთის ინტერესებს შეესაბამება“. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა, რომ „სიტუაცია კარგად ვითარდება – ვაჭრობამ 73%-ით მოიმატა. რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეტს ყველა მიმართულებით და იმედია, ასე გაგრძელდება“. მან ასევე აღნიშნა, რომ არიან საკითხები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვსო, მაგრამ არ დააკონკრეტა. დღეს, ალბათ, ის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

წყარო

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 14 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული გ.წ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტები და 55 ვაზნა ამოიღეს.

ამავე დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული დ.ქ. და ამავე წელს დაბადებული მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა დ.ქ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, რევოლვერი, 68 ვაზნა და მჭიდი ამოიღეს. მ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი და მჭიდი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 3 პირი: 2001 წელს დაბადებული ნ.ქ., 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, დ.გ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული დ.კ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი და ავტომობილების, ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 პისტოლეტი, 4 – მჭიდი და 64 – ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ზ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 17 ვაზნა და მჭიდები.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.მ. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია: პისტოლეტი, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ აბრეზი, ხელყუმბარა, 8 -მჭიდი, 730 – ვაზნა და 17 – დანა.

ასევე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1996 წელს დაბადებული ნ.მ. რომლისგანაც ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, 12 ვაზნა და 2 მჭიდი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 პირი: 1985 წელს დაბადებული ზ.ნ. და 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად

ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდი და 252 ვაზნა.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული გ.ს. – ს საცხოვრებელ ბინაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 51 ვაზნა და 2 მჭიდი. ამავე დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ. -ს საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,13 ვაზნა და 2 მჭიდი ამოიღეს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველო თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული ვ.ა. – ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, 8 ვაზნა და მჭიდი.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფო ქონების 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შესრულდა” – ნინო ენუქიძე

მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს პრივატიზებიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 279 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ მეოთხე კვარტალში, ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ 98,295,953 ლარი შეადგინა, რაც მეოთხე კვარტლის პრივატიზების გეგმის 126,02% – ია.

„სააგენტომ, დაახლოებით, 3,000 აუქციონი ჩაატარა, ხოლო პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 100 მლნ ლარი შეადგინა. არსებული შედეგი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა ეკონომიკურ ბრუნვაში“, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაციის შედეგად, 2023 წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ჯამში, 279,518,776 ლარის მობილიზება მოახდინა.

„ქონების ეროვნული სააგენტო მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას შესთავაზებს“, – აღნიშნა ნინო ენუქიძემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

“ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ფორმულა ცნობილია” – ლავროვი

ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ფორმულა ცნობილია და იგი 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რუსეთის პოზიცია გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებებსა და არაბულ სამშვიდობო ინიციატივას ეფუძნება. ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ფორმულა ცნობილია. იგი 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმშია და ისრაელთან მშვიდობიანად და უსაფრთხოდ თანაარსებობს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო შუამავლები მხარეებს დიალოგის დამყარებაში უნდა დაეხმარონ, რადგან მოლაპარაკებების ალტერნატივად სისხლისღვრა რჩება.

„აუცილებელია ძალადობის მანკიერი წრის გაწყვეტა და იმ უსამართლობის აღმოფხვრა, რომელიც პალესტინელების რამდენიმე თაობას აწუხებს. ეს პალესტინა-ისრაელის დაპირისპირებაში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილიზაციის მიღწევის ერთადერთ გზას წარმოადგენს“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუღებელია როგორც ტერაქტების გამართლება, ასევე მათზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით პასუხის გაცემა.

„ჩვენ პირველ რიგში ყურადღებას როგორც თავად პალესტინელების, ასევე ჩვენი რეგიონული პარტნიორების აზრზე გავამახვილებთ. საბოლოო ჯამში, დასახლების ნებისმიერმა ვარიანტმა პალესტინელების ლეგიტიმური უფლების რეალიზებას უნდა შეუწყოს ხელი, ანუ მათ საკუთარი სახელმწიფო ყველა ეროვნულ ტერიტორიაზე უნდა შექმნან, მათ შორის დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმთან და ღაზას სექტორთან ერთად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც გვქონდა განსაზღვრული, წერეთლის გამზირი იანვარში დასრულდება – კახა კალაძე

როგორც გვქონდა განსაზღვრული, წერეთლის გამზირი იანვარში დასრულდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად და პრობლემა მოიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, გააგრძელებენ ქუჩების განახლებას და რეაბილიტაციას.

„მესმის, რომ ასეთ პროექტებს თან ახლავს დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით, ხმაური, ტალახი და ა.შ. ციდან ჩამოფრენილები ხომ არ ვართ, ყველაფერი ვიცით და ვხვდებით, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. მე ძალიან გამიხარდებოდა, რომ წინა მთავრობებს ეს ყველაფერი გაეკეთებინათ, ჩვენი საკეთებელი არ იყოს და ამხელა ტვირთი არ გვედოს ზურგზე, მაგრამ შემდეგი მერები რომ იქნებიან, მათ უფრო ნაკლები ექნებათ გასაკეთებელი. მართლა მეამაყება ის, რასაც ვაკეთებთ, ვშრომობთ და ამ შრომის შედეგს რომ ვხედავ, კმაყოფილ ადამიანს რომ ხედავ, მადლიერებას რომ გამოხატავენ, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქუჩების განახლებას, რეაბილიტაციას. მომდევნო წელს რუსთაველის განახლება გვინდა დავიწყოთ, ოღონდ ჯერ გამზირზე არ არის საუბარი. ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება, გამაგრება, ფასადების განახლება თავისი მხატვრული მინათებებით, რადგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური გამზირია თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. გვინდა ეს ყველაფერი მთლიანად მოვაწესრიგოთ და ბოლო ეტაპი იქნება თვითონ ქუჩის განახლება-მოწესრიგება“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

რუსებმა ხერსონი მართვადი ბომბებით 7-ჯერ დაბომბეს

რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხერსონის ოლქი და ქალაქი ხერსონი რამდენჯერმე დაბომბეს, – ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქ ხერსონს მართვადი ბომბებით 7-ჯერ დაარტყეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი, ასევე დაზიანდა და განადგურდა ოლქის ინფრასტრუქტურა: საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სექტორი, ავტოფარეხები და ავტომობილები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, წუხელ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარისა და ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან უკრაინისკენ Shahed-136 ტიპის 8 დრონი გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიაზე 7 დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, წუხელ აფეთქებები დაფიქსირდა ანექსირებულ ყირიმში და ყირიმის ხიდზე მოძრაობა დაიკეტა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მიგრაციის ეფექტის შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები ნოემბერში ისევ გაიზარდა

ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს. ამასთან, ბოლო თვეებში გაუმჯობესება აღინიშნება. თანაც, იმ ფონზე, რომ მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და, როგორც ჩანს, სამომავლოდაც ეტაპობრივი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ასევე, დაბალი ინფლაცია უკვე ფაქტია. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვებისა და მომგებიანობის, ხელფასების მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებით უფრო მყარ ევროზე თანხმდება. საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია. საბაზო სცენარების გარდა, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლო სტრესული გარემოებების დადგომის ალბათობის მხედველობაში მიღებაც.

გაეცანით პუბლიკაციას სრულად ბმულზე.

(R)

ქართველი გვარდიელები თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ სამმხრივ სწავლებაში მონაწილეობდნენ

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ანკარაში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება DAK-23 ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკვირიან ტაქტიკური დონის სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედროები თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ.

სამმხრივი სწავლება შესაძლო სტიქიური კატასტროფების დროს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ძებნა-გადარჩენის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის, კოორდინაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად.

სამინისტროს განცხადებით, სიმულაციური სცენარის მიხედვით სწავლებაში მიწისძვრის დროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციები გათამაშდა. სამხედროებს სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანა, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით დაშავებულის ევაკუაცია და ძაღლების დახმარებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა-გადარჩენა მოუწიათ. სწავლება როტაციის მიხედვით ტარდება. მომავალ წელს DAK-23-ს აზერბაიჯანი უმასპინძლებს, შემდეგ კი – საქართველო.

თიბისი დაზღვევა ft. სტეფანე – საახალწლო ვიდეო

ახალი წლის შემოქმედებით ციებ-ცხელებას თიბისი დაზღვევაც უერთდება. კომპანია აგრძელებს იმის შეხსენებას, რომ სანერვიულო არაფერია და ახალი ვიდეო-რგოლით მსუბუქ საახალწლო განწყობას გვიქმნის.

 

თიბისი დაზღვევამ სტეფანესთან ერთად დაწერა სიმღერა, რომლის ტექსტიც ბრენდის საკომუნიკაციო მესიჯზე – “სანერვიულო არაფერია” – არის დაფუძნებული. კონცეფციაზე კრეატიულმა სააგენტო Holmes&Watson-მა იმუშავა, ხოლო კლიპის რეჟისორი გიორგი მეშველიანია. ვიდეოში მოთხრობილია იმაზე, თუ როგორ უნდა ეთამაშო ვარსკვლავებს და გაახარო შენი ჭია თუნდაც მარტომ.

 

თიბისი დაზღვევა არის ბრენდი, რომელიც ადამიანებს ცხოვრების შერგებაში ეხმარება.  წლის მიწურულს კი გვახსენებს, რომ სასწაულების ჯერია და სანერვიულო არაფერია.

 

 

ვიდეო

 

 

 

Client: TBC insurance

Creative Agency: Holmes&Watson

Creative Director: Nikusha Antadze

Art Director: Alexandre Tsitskishvili

Project Manager: Kote Chatidi

Music: Stephane

Lyrics: Stephane, Zura Jishkariani

Music Production – Nika Chokheli

Director: Giorgi Meshveliani
DOP: Rati Gogatishvili
Executive Producer: Tenny Baghashvili
1st AD: Tamar Shubitidze
1st AD assistant: Marita Gogitidze
Production Designers: Nisli Studio – Sofio Gulisashvili, Zura Kikvadze
Decorators: Ilia Roschin, Garik Martirosian, Shota Tsagareishvili, Daniel Kikvadze
Requisitor: Tatia Gulisashvili
Wardrobe Stylists: Ika Bobokhidze
Wardrobe Stylist Assistant: Elene Gabelaia
Focus Puller: Dato Chkhaidze

Gaffer: Tsotne Marsagishvili
Light & Grip: Davit Saghrishvili, Giorgi Gogichaishvili, Davit Samkharadze, Bidzina Chkhaidze, Misha Saganelidze, Zurab Narimanidze
Camera Department: Ninia Tsabadze, Shako Zubiashvili
Steadicam: Davit Odisharia
Set Manager: Beka Bekauri
Production Sound Mixer: Mariko Turmann Mikeladze
Technical Support: Jaga Grip
MUA: Renata, Mariam Bagramiani
Location Manager: Giorgi Kvintradze

Casting Manager: Nina Gogoladze
Casting Manager Assistant: Elene Phanjakidze
Main Cast: Stephane, Lasha Robakidze
Cast: Lasha Shatirishvili, Shota Ujmajuridze, Nanuka Nikolaishvili, Lile Tskitishvili, Ketevan Kvantaliani, Gio Nozadze, Isaak Tsatiashvili, Davit Tateshvili, Tiko Tughushi, Nukri Stephanovi, Keti Asatiani, Mariam Mumladze, Sophio Sulkhanishvili, Nika Chokuri, Irakli Mania, Lela Liparishvili, Davit Davitashvili, Atuli Menabdishvili, Naniko Gamkhitashvili, Shorena Gurgenidze, Levan Todua, Nino Pakeliani, Igo Chachanidze, Dato Qoqosadze, Saba Sartania, Katerina Galdavadze, Irina Kiknadze, Toma Taktakishvili

 

Post Production Team:

Editing: Giorgi Meshveliani
Color: Mindia Inasaridze
Music Recorded & Mixed at Leno Records by Gvaji

Sound Design: Gvaji

კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ომის მზადების დაჩქარება დაავალა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხედროებს, საბრძოლო მასალის წარმოებისა და ატომური იარაღის სექტორს აშშ-ის „უპრეცედენტო კონფრონტაციული ქმედებების დასაპირისპირებლად“ ომის მზადების დაჩქარება დაავალა, – ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მმართველი პარტიის მთავარ შეხვედრაზე ახალი წლის პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას, კიმმა ასევე თქვა, რომ ფხენიანი გააფართოებს სტრატეგიულ თანამშრომლობას “ანტიიმპერიალისტურ დამოუკიდებელ” ქვეყნებთან.

”მან დააყენა სამხედრო ამოცანები სახალხო არმიისა და საბრძოლო მასალის ინდუსტრიის, ბირთვული იარაღისა და სამოქალაქო თავდაცვის სექტორებისთვის, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ომის მზადება”, – იუწყება სააგენტო KCNA.

კიმმა შეხვედრის დროს ახალი წლის ეკონომიკურ მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი გადამწყვეტია ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შესასრულებლად.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მიგრაციის ეფექტის შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები ნოემბერში ისევ გაიზარდა

ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს. ამასთან, ბოლო თვეებში გაუმჯობესება აღინიშნება. თანაც, იმ ფონზე, რომ მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და, როგორც ჩანს, სამომავლოდაც ეტაპობრივი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ასევე, დაბალი ინფლაცია უკვე ფაქტია. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვებისა და მომგებიანობის, ხელფასების მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებით უფრო მყარ ევროზე თანხმდება. საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია. საბაზო სცენარების გარდა, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლო სტრესული გარემოებების დადგომის ალბათობის მხედველობაში მიღებაც.

გაეცანით პუბლიკაციას სრულად ბმულზე.

R