ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ფორმულა ცნობილია და იგი 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„რუსეთის პოზიცია გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებებსა და არაბულ სამშვიდობო ინიციატივას ეფუძნება. ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ფორმულა ცნობილია. იგი 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმშია და ისრაელთან მშვიდობიანად და უსაფრთხოდ თანაარსებობს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო შუამავლები მხარეებს დიალოგის დამყარებაში უნდა დაეხმარონ, რადგან მოლაპარაკებების ალტერნატივად სისხლისღვრა რჩება.
„აუცილებელია ძალადობის მანკიერი წრის გაწყვეტა და იმ უსამართლობის აღმოფხვრა, რომელიც პალესტინელების რამდენიმე თაობას აწუხებს. ეს პალესტინა-ისრაელის დაპირისპირებაში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილიზაციის მიღწევის ერთადერთ გზას წარმოადგენს“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუღებელია როგორც ტერაქტების გამართლება, ასევე მათზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით პასუხის გაცემა.
„ჩვენ პირველ რიგში ყურადღებას როგორც თავად პალესტინელების, ასევე ჩვენი რეგიონული პარტნიორების აზრზე გავამახვილებთ. საბოლოო ჯამში, დასახლების ნებისმიერმა ვარიანტმა პალესტინელების ლეგიტიმური უფლების რეალიზებას უნდა შეუწყოს ხელი, ანუ მათ საკუთარი სახელმწიფო ყველა ეროვნულ ტერიტორიაზე უნდა შექმნან, მათ შორის დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმთან და ღაზას სექტორთან ერთად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.